განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-790-2019 წელი
№080100119003098717
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
16 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ--- ბ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ნ--- ბ--------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული წ---–--------------------------–-–------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–--------–---–------------------–--------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
aRwerilobiTi nawili:
ნ--- ბ--------ის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამო-იწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მი-მართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მი-მართ;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწ-ვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ქ-------–--------–---–------------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ--- ბ--------ემ თავის მეუღლეს, ნ------–-- გ--–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების ნ--- ბ--------ის და გ------- ბ--------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ტელევიზორის პულტი და-არტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ-----–-- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ნ--- ბ--------ემ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს არასრულწლოვან ნ--- ბ--------ეს. კერძოდ, ტელევიზორის პულტი დაარტყა სახეში და ასევე ხელი ჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც ნ---- ბ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ქ-------–--------–---–------------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ--- ბ--------ემ თავის მეუღლეს, ნ------–-- გ--–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების ნ--- ბ--------ის და გ------- ბ--------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ბოთლი დაარტყა ფეხის არეში და ასევე ფეხსაცმელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ-----–-- გ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ნ--- ბ--------ე ცნო-ბილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნ---- ზ-------–---–მა, რომელიც ითხოვს ნ--- ბ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმე დ----- ჩ----–-–---–მა გამოძიებაში აჩვენა (დაცვის მხარის მიერ ცნობილი იქნა უდაოდ), რომ ნ--- ბ--------ე მასთან საუბრისას ამბობდა, რომ მის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილს მისგან მეტად ეკუთვნოდა ცემა. ნ--- ბ--------ის აგრესიულობა ასევე დაადასტურეს მოწმე-ებმა ო----- ა---–---–მა და თ-------- ა----–--ემ თავიანთ ჩვენებებში (დაცვის მხარის მიერ ცნობილი იქნა უდაოდ).
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (დაცვის მხარის მიერ ასევე ცნობილი იქნა უდაოდ) მიხედვით დაზარალებულ ნ--- ბ--------ეს მიყენებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზია-ნება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულით დასტურდება ნ--- ბ--------ის მხრიდან ნ--- ბ--------ისა და ნ-----–-- გ--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ნ--- ბ--------ის ინტერე-სების დამცველმა ადვოკატმა დ----- ბ------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმა-ყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ნ-----–-- გ--–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის – ნ--- ბ---------ის წინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ნ--- ბ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მის-თვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მამის – ნ--- ბ--------ის წ-ინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- ბ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კა-ნონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მამის – ნ--- ბ--------ის წინააღმდეგ. (პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ო-----ი ა---–---–ის ჩვენებით (პირველი ინსტანციის სასამართლოში მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) ირკვევა, რომ არის ბრალდებულ ნ--- ბ--------ის მეგობარი. 2019 წლის 19 ივნისს შეხვდა მათ საერთო მეგობარს თ-------- ა-----–--ეს და გადაწყვიტეს მისულიყვნენ ნ--- ბ--------ესთან სტუმრად, ქ-------–--------–----–------------------–--------------ში, როდესაც ადგილზე მივიდნენ მათ ნ--- ბ--------ე დახვდა ნასვამ მდგომარეობაში და იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევ-რებს. მათ სცადეს ნ--- ბ--------ის დამშვიდება, რის შემდეგაც ო----- ა---–---–მა თ-------- ა----–--ესთან ერთად დატოვა ნ--- ბ--------ის საცხოვრებელი სახლი.
მოწმე თ-------- ა----–--ემ გამოკითხვისას (პირველი ინსტანციის სასამართლოში მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) ანალოგიურად აღწერა ფაქტობ-რივი გარემოებები.
მოწმის, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ-----ი ჩ----–-–---–ის ჩვენებით (პირველი ინსტანციის სასა-მართლოში მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) დადგენი-ლია, რომ 2019 წლის 19 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გან-ყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, აღნიშნულის გამო დ-----ი ჩ----–-–---–ი კოლეგებთან ერთად გამოცხადდა შეტყობინებაში მითითე-ბულ მისამართზე ქ-------–--------–---–------------------–--------------ში. სახლში მათ დახვდა ნ-----–-- გ--–-–---–ი შვილებთან - ნ--- და გ------- ბ--------ეებთან ერთად. სახ-ლში აგრეთვე იმყოფებოდა ნ-----–-- გ--–-–---–ის მეუღლე ნ--- ბ--------ე, რომელიც მე-უღლისა და შვილების მიმართ იყო განწყობილი აგრესიულად აყენებდა მათ სიტყვიერ შე-ურაცხყოფას და იმუქრებოდა სახლ-კარის გადაწვით. ნ--- ბ--------ე საუბრისას ამბობდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ქ-------–---------------ის დასახლებაში, ვიღაც პიროვნებას გადა-უწვავს თავისი ბინა და სწორედ ასე მოიქცეოდა თავადაც, ვინაიდან მისმა ოჯახის წევრებმა გაბედეს და პოლიციას მიმართეს. ნ-----–-- გ--–-–---–ის განმარტებით მისმა მეუღლემ მას და მის არასრულწლოვან შვილს ნ--- ბ--------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუ-რაცხყოფა. ნ--- ბ--------ე თავად პოლიციის თანამშრომლებთან საუბრისას ამბობდა, რომ მის მეუღლეს და შვილს მეტად ეკუთვნოდა მისგან ცემა, ყოველივე აღნიშნულის გამო და-ვითი ჩ----–-–---–ის მიერ მოხდა ნ--- ბ--------ის ბრალდებულის სახით დაკავება.
საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა №1-ით დადგენი-ლია, რომ 2019 წლის 19 ივნისს, ქ-------–--------–---–------------------–--------------ში ნ-----–-- გ--–-–---–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ--- ბ--------ემ.
საქმეში არსებული, დანაშაულის შესახებ შეტყობინების №------- თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა ნ--- ბ--------ის შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ მამამ ნ--- ბ--------ემ მას და დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივ-ნისს 17:41 საათზე, ქ---------------–---–------------------–--------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნ--- ბ--------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2019 წლის 19 ივნისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტი-ვის თანაშემწე-გამომძიებელ პ----- ხ----–--ს მიერ 21:15 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი მდებარე ქ. ქ-------–--------–---–------------------–--------------ში. სახლში შესასვლელი კარი არის ორფრთიანი ფოლადის მასა-ლისაგან დამზადებული და აქვს წინა მხარეს ფანჯარა, რომლის მინები ჩამსხვრეულია, აგრეთვე ჩამსხვრეულია სააბაზანოში შესასვლელი ხის კარის მინები და კედელზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ოთახში დგას ოვალური ხის მაგიდა რომელზეც დევს თეთრი ფერის ხელსახოცი და აღენიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მი-საღებ ოთახში იატაკზე არის დაზიანებული პულტები, აგრეთვე ხის ხმლისმაგვარი ჯოხი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აგრეთვე ამოღებულ იქნა ხის სკამი.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად - 19.06.2019 წელს 22:52 –22:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ-----–-- გ--–-–---–ს სხეულზე გარეგნუ-ლად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზა-ცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღე-ბულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლე-ლად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად - 19.06.2019 წელს 22:45 –22:51 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ--- ბ--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალი-ზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუ-შლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულება-თა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ--- ბ--------ის მიერ ნ------–-- გ--–-–---–ისა და ნ--- ბ--------ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ნ--- ბ--------ის მიერ ნ-----–-- გ--–-–---–ისა და ნ--- ბ--------ის მიმართ მხოლოდ სიტ-ყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტზე მიუთითებენ მოწმეები – ო-----ი ა---–----–- და თ-------- ა----–--ე, ხოლო მოწმე დ----- ჩ----–-–---–ი არ არის შემთხვევის თვით-მხილველი და გადმოსცემს მხოლოდ დაზარალებულებისაგან მიღებულ ინფორმაციას. ამ-დენად, მისი ჩვენება ირიბი ჩვენებაა, რადგან მას არ შეუძლია დაადასტუროს რამდენად უტყუარია მისთვის ნ-----–-- გ--–-–---–ისა და ნ--- ბ--------ის მიერ მიწოდებული ინ-ფორმაცია.
თავად ნ-----–-- გ--–-–---–მა და ნ--- ბ--------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭე-ბული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება მეუღლისა და მამის – ნ--- ბ---------ის წინააღმდეგ. შესაბამისად - სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადას-ტურებდა ნ--- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, მართა-ლია აღნიშნული დასკვნებით დადასტურებულია ნ-----–-- გ--–-–---–ისა და ნ--- ბ---------ის სხეულზე დაზიანების არსებობა, მაგრამ რა ვითარებაში მიიღეს მათ აღნიშნული დაზიანებები, ნ--- ბ--------ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ--- ბ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ--- ბ--------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულების ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმ-დებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი ნ--- ბ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმა-ყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ნ--- ბ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ნ--- ბ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ნ--- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
გამaრთლებულ ნ--- ბ--------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვა-ლისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
ნივთიერი მტკიცებულება – CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წი-თელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მინის ნამსხვრევები, ხის ხმლისმაგვარი ჯოხი გა-ნადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ტელევიზორის პულტი და ხის სკამი დაუბრუნდეს მის კა-ნონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili