განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-794-2019 წელი
№010100119003088970
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
19 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ---–------ მ----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ჯ---–------ მ----------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, უ--------ის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგის-ტრირებული უ--------ის რესპუბლიკაში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–---------–-–---–-------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გა-ნაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
aRwerilobiTi nawili:
ჯ---–------ მ----------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
– არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის იანვრის თვის შუა რიცხვებში, ჯ---–------ მ----------მა, ქ. ბ------–-------–---------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ცემა მისივე ოჯახის წევრი - არასრულწლოვანი მეუღლე - თ------ ნ-------–---–ი, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და საერთო მეურნეობა გააჩნდა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაუზიანა მარჯვენა თვალბუდის არე, ამით დაზარალებულმა განიცადა ფი-ზიკური ტკივილი.
ასევე, 2019 წლის თებერვლის თვეში, ქ. ბ------–-------–--------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისივე ოჯახის წევრს - არასრულწლოვან მეუღლეს - თ------ ნ-------–---–ს, ხე-ლი ჩაარტყა რამდენჯერმე მუცელში და თავში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათის შემდეგ, ჯ---–------ მ----------მა, ქ. ბ-------–------–------------------ში მდებარე დისკო-კლუბ „დ-----ში“ ურთიერთშელა-პარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისი ოჯახის წევრს - არასრულწლოვან მეუღლეს თ------ ნ-------–---–ს თავდაპირველად ხელი წაუჭირა კისერში, შემდეგ კი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის და ზურგის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის აპრილი-მაისის თვეში, ქ. ბ------–--------–-–---–-------------ში ჯ---–------ მ----------ი არასრულწლოვანი მეუღლის მიმართ, რომელთანაც არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, სიტყვიერად ახორციელებდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, რითაც დაზარალებულ თ------ ნ-------–---–ს გაუჩნდა აღიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ჯ---–------ მ-----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა----–--- წ---------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჯ---–------ მ----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ დაზარალებული და მისი დედა თავიანთ ჩვენებებში მიუთითებდნენ ჯ---–------ მ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც დადასტურდა სამედი-ცინო ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული კი ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის სა-ფუძველია.
გამართლებულ ჯ---–------ მ----------ს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმო-უდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი №------- შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 7 ივნისს, 112-ის
სამსახურში შევიდა შეტყობინება თ------ ნ-------–---–ისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი შეყვარებული - ჯ---–------ მ----------ი ემუქრება ფიზიკური შეურაცხყო-ფის მიყენებით.
დაზარალებულმა თ------ ნ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის დეკემბრიდან საცხოვრებლად გადავიდა შეყვარებულთან ჯ---–------ მ-----------თან. თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, როგორც მეუღლეები, თუმცა ქორწინება ოფიციალურად არ დაურეგისტრირებიათ. ბრალდებულისთვის თავიდანვე კარგად იყო ცნობილი მისი არასრულწლოვნების თაობაზე. თანაცხოვრებისას ხშირად ჰქონდათ უთანხმოება, რაც მისი ფიზიკური შეურაცხყოფით სრულდებოდა. 2019 წლის იანვრის თვეში ჯ---–------მა სცემა და თვალის არეში მიაყენა დაზიანება, თებერვალში ასევე ფიზიკურად იძალადა მასზე, მუცლის და თავის არეში ჩაარტყა, ხოლო 2019 წლის 7 ივნისს, ღამის საათებში დისკო-კლუბ „დ-----ში“ ურთიერთშელაპარაკებისას ხელი წაუჭირა კისერში, შემდეგ კი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის, ხელის და ზურგის არეში. ფიზიკური შეურაცხყოფის მითითებული ფაქტებისას გრძნობდა ფიზიკურ ტკი-ვილს. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ 2019 წლის აპრილ-მაისის თვეებში მ----------ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რითაც გაუჩნდა აღიშნული მუქარის განხორციელების შიში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ-- ლ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თ------ ნ-------–---–ი მისი შვილია. ეს უკანასკნელი 2018 წლის ბოლოს, მიუხედავად დედის წინააღმდეგო-ბისა, ცოლად გაყვა უ--------ის მოქალაქე ჯ---–------ მ----------ს. შვილისგან გადმო-ცემით იცის, რომ მეუღლეებს შორის უთანხმოება არსებობდა, მ----------ი ფიზიკურ შე-ურაცხყოფას აყენებდა, თუმცა პირადად არასდროს შესწრებია მსგავს ფაქტს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 15 ივლისის №--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თ------ ნ-------–---–ს აღენიშნებოდა ორი სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზია-ნებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელო-ბის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითე-ბულ თარიღს.
გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელა-ციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივირებას ჯ---–------ მ-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტან-ციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში და რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნე-ბოდა ჯ---–------ მ----------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანა.
ბრალდების მხარე ჯ---–------ მ----------ის ბრალის მადასტურებლად აპელირებს თ------- ნ-------–---–ისა და თ-- ლ-------–---–ის ჩვენებებზე.
დაზარალებულმა თ------ ნ-------–---–მა ჩვენებაში მიუთითა ჯ---–------ მ----------ის მხრიდან მის მიმართ სხადასხვა დროს ძალადობის განხორციელებული ფაქტებსა და მუქარაზე, თუმცა საქმეში არ მოიპოვება მის ჩვენებაში მითითებული გარემოებების მადასტურებული არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულება.
მოწმე თ-- ლ-------–---–ი კი არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს მხოლოდ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას. ამდენად, მისი ჩვენება ირიბი ჩვენებაა, რადგან მას არ შეუძლია დაადასტუროს რამდენად უტყუარია მისთვის თ------ ნ-------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნა მიუთითებს მხოლოდ თ------ ნ-------–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე, კერძოდ ორ სისხლნაჟღენთზე მარჯვენა მხრის მიდამოში, თუმცა საიდან მიიღო თ------- ნ-------–---–მა აღნიშნული დაზიანება, ჯ---–------ მ----------ის მიერ მასზე გან-ხორციელებული ძალადობის შედეგად, თუ სხვა ვითარებაში, აღნიშნულის თაობაზე პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გო-ნივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ არ-სებობს საფუძველი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფი-ლებისა და ჯ---–------ მ----------ის დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდებით წარდგე-ნილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ჯ---–------ მ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ჯ---–------ მ----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ---–------ მ----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
მსჯავრდებულ ჯ---–------ მ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.
გამართლებულ ჯ---–------ მ----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili