განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001780982
საქმე №1ბ/514-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–--ის
ადვოკატ: ლ-–------–--–--ის
მსჯავრდებულ: მ--–-----–--–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ--–-----–--–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–------–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მ--–-----–--–--------ის დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–----------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ა----------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--–-----–--–--------ემ ჩაიდინა ყალბი ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ--–-----–--–--------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გასაღების მიზნით შეიძინა ყალბი 16 800 აშშ დოლარი. მ--–-----–--–--------ემ 2016 წლის 16 დეკემბერს, აღნიშნული ყალბი აშშ დოლარების ნაწილი, ერთი ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა გაასაღა ჯ------ და რ-------------–----ბზე. 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, თბილისში, ო--------–-–-------–-------------–------------------------------------–-------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–------–--–-------ძემ დარჩენილი ყალბი 16 700 აშშ დოლარი გაასაღა ჯ------ ჩ------–---ზე და რ----- ჩ------–---ზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით:
მ--–-----–--–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
მ--–-----–--–--------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდა მ--–-----–--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება
- გირაო;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--–-----–--–--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ-–------–--–--ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მ--–-----–--–-------ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარე მ--–-----–--–--------ის გამართლების საფუძვლად უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და მიღებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, იგნორირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა მსგავს სისხლის სამართლის საქმეებზე, ემყარება დაუშვებელ მტკიცებულებებს და ემყარება მოსამართლის შინაგან რწმენასა და ვარაუდს და არა საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
ბრალდების მხარემ დაადასტურა მხოლოდ ის ფაქტი, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს მ--–-----–--–--------ე შეხვდა ჯ------ ჩ------–---ს რესტორან ,,თ----–------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მტკიცებულებები, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე მოპოვემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. ბრალდების მხარის მოწმეებმა მათ შორის გამომძიებლებმა აშკარა ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს. საქმეზე წარმოდგენილი წერილობთი მტკიცებულებებიც არის ყალბი. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან, მხოლოდ ჯ------ ჩ------–---ი, მ-----–-----------–-–---------–---–------------------------- ცდილობენ დააკავშირონ მ--–-----–--–--------ე ყალბ ფულთან, ხოლო სხვა დანარჩენი მტკიცებულებები ირიბადაც არ ადასტურებენ მის კავშირს წარდგენილ ბრალდებასთან. მოწმის სახით დაკითხულმა თ--------------–--–--ლმა დააკავა და ჩხრეკა ჩაუტარა რ----- ჩ------–---ს. მას მ--–-----–--–--------ე არ უნახავს. მისივე განმარტებით, მ-----–-------ემ აცნობა მას ყალბი ფულის გასაღების დასრულების შესახებ, ხოლო თავდაპირველად განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ის ი-----–--–------თან ერთად იმყოფებოდა საკუთარი ,,-----ის” ფირმის ავტომობილით, პროკურორის მიმანიშნებელი შეკითხვის შემდეგ, თ--------------–--–--ლმა განმარტა, რომ ავტომობილში ისხდნენ ლ-–---------–---–---------------------ე და მ-----–-------ე, რაც აშკარად სიცრუეა. ალოგიკურია, რომ თ--------------–--–--ლი სამსახურებრივი ავტომობილით წავიდა, მაშინ როდესაც საკუთარი ჰყავდა და ეს მანქანა მონაწილეობდა დაგეგმილ ღონისძიებებში. ამასთანავე, პოლიციის პოლკოვნიკი ჯ------ ჩ------–---ი სახელმწიფო ,,შ------ს“ არ მიაქცევდა ყურადღებას, რომელიც თ----–------ს მიმდებარედ იყო გაჩერებული და ყურადღებას მიაქცევდა არაფრით განსხვავებულ სამოქალაქო ტოიოტა ,,-----ს” , რომელიც რესტორან ,,თ----–------დან“ მოშორებით ას მეტრში იყო გაჩერებული. ექსპერტ მ--------------–---–მა აჩვენა, რომ თითოეული კუპიურის გამოკვლევას მოანდომა დაახლოებით ორი წუთი, მანვე განმარტა, რომ თავად აკრიფა ექსპერტიზის დასკვნის ტექსტი, გადაიღო კუპიურების ასლები და რომ თავდაპირველად ფულადი კუპიურები მოხვდა საექსპერტო კანცელარიის დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ მასთან. ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია 17:22 საათზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო კუპიურის გამოკვლევას ექსპერტმა მოანდომა ორი წუთი გამოდის, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად მას დასჭირდა 5 სთ და 34 წუთი. ეს არის მინიმალური დრო თუკი არ მივუმატებთ დასკვნის მომზადების (აკრეფის) და ზოგადად მ--------------–---–თან საკვლევი ობიექტის მოხვედრისათვის საჭირო დროს. გასათვალისწინებელია, რომ საკვლევი ობიექტი უნდა გაეტანათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ანუ უნივერსიტეტის ქუჩიდან ორთაჭალაში. ამდენად, აპელანტის პოზიციით მინიმუმ ექვსი საათი იყო საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად. ანუ თუ დასკვნა მომზადდა 17:22 საათზე, გამოდის, რომ საგამოძიებო ორგანო საკვლევმა ობიექტმა დატოვა დაახლოებით 11:12 საათზე. ი-–---------–---–ის მიერ შედგენილ ყალბ აშშ დოლარებზე დადებული ლუქის ახსნის, დათვალირებისა და დალუქვის ოქმში კი მითითებულია, რომ დათვალიერება დაიწყო 12:25 საათზე და დასრულდა 13:30 საათზე. ოქმის მიხედვით დათვალიერება მიმდინარეობდა საგამოძიებო სამსახურში. თუ საკვლევი ობიექტი 13:30 საათისთვის იმყოფებოდა საგამოძიებო სამსახურში, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ექსპერტის ჩვენებასთან, სხვაობა არის ორი საათი. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ან ექსპერტი ტყუის ან ი-–---------–---–ი და ე-–------------ვი (რომელმაც მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში). საქმეში წარმოდგენილი ფულადი კუპიურები რომ ყალბია დაცვის მხარე სადაოდ არ ხდის. დაცვის მხარე აპელირებს, რომ ისინი მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და არ შეიძლება იქნას გაზიარებული სასამართლოს მიერ. ექსპერტიზის დასკვნა ასევე დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანხმადაც, ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას. გამოკვლეულ იქნა ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი ნივთმტკიცება, ექსპერტიზის დასკვნის დანართები ორი პაკეტი F----------------------- პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა მხოლოდ ყალბი კუპიურები, ხოლო თავდაპირველი ლუქი, ფაილი, რომელშიც მოთავსებული იყო საკვლევი ობიექტები, ასევე, ,,პე ეს პე-ს“ წარწერებიანი ქაღალდი, გაურკვეველია სად წავიდა. დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება გამოეკვლია თავდაპირველი ლუქები, სადავო ,,პე ეს პე-ს“ წარწერებიანი ქაღალდი და ასე შემდეგ. დაცვის მხარის პოზიციით გაურკვეველია, როდის და რა ვითარებაში გადაეცა მ-----–-------ეს გამოყოფილი ფულადი თანხა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული თანხა ი-–---------–---–ს უნდა ჰქონოდა.
როგორც ექსპერტმა განმარტა მის მიერ გამოკვლეულ ფულად კუპიურებს დაზიანება არ აღენიშნებოდა. საქმეში წარმოდგენილი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გამოკვლევისას და ცნობა ანოტაციიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ ჯ------ ჩ------–---ის მიერ გადაცემული ყალბი კუპიურებიდან ერთ-ერთი დახეულია. არცერთ დათვალიერების ოქმში არ არის ნახსენები, რომ ერთი კუპიურა გადაკეცილი იყო, რომელიც გასწორდა. ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში (16.05.22) ე-–------------ვი ამბობს, რომ ერთი კუპიურა დახეულია, რის შემდეგაც ცალკე დებს ერთ კუპიურას.
სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ასევე შპს ,,---------–-----ს“ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი დასკვნა, არის თუ არა ეს ჩანაწერი მონტაჟი, ფირზე გამოსახული პირები არიან თუ არა ჯ------ ჩ------–---ი და მ--–-----–--–-------ე, არის თუ არა ფირზე ,--------ის მოდელის მანქანა, არ ჩანს მანქანის სახელმწიფო ნომერი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ გ-----------------ის ჩვენება ეწინააღმდეგება ლ-–---------–---–ის და მ-----–-------ის ჩვენებებს. სასამართლო ამახინჯებს მოწმეთა ჩვენებებს გადაცემულ ნივთის აღწერასთან დაკავშირებით და განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ სამივე მოწმემ დაინახა თუ როგორ გადასცა კონვერტი მ--–-----–--–--------ემ. მოწმე ლ-–---------–---–ი ამბობს, რომ მ--–-----–--–--------ემ გადასცა ქაღალდის კონვერტისებრი საგანი, გიორგი გაბატაძე ამბობს, რომ გადასცა შავ ცელოფანში გახვეული მართკუთხა ფორმის საგანი, ხოლო მ-----–-------ე კი ამბობს რომ გადაეცა მართკუთხედი ცელოფნის ობიექტი. ფარულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ ერთი პირი მეორეს კუპეში გადასცემს ღია ფერის პარკს ფერადი წარწერებით, რომელშიც მოთავსებულია ,,პე ეს პეს“ წარწერებიანი ქაღალდი, რომელშიც თავის მხრივ მოთავსებულია ფულადი კუპიურები. ჯ------ ჩ------–---ი კი აცხადებს, რომ ყალბი ფული მ--–-----–--–--------ემ მხოლოდ ,,პე ეს პეს“ ქაღალდში გადახვეული გადასცა. გამომძიებელმა ი-–---------–---–მა არ დანიშნა არც დნმის და არც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო ჰქონდა თუ არა რაიმე სახის შეხება მ--–-----–--–--------ეს საქმეზე დართულ ფულად კუპიურებთან.
მოწმე ე-–------------ვი აცხადებს რომ არ იცნობდა ჯ------ ჩ------–---ს, არ უსაუბრია მასთან და მხოლოდ ,,თ----–------ში“ გაიცნო იგი, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ მეორე დღეს თურმე ჯ------მა დაურეკა შეხვედრასთან დაკავშირებით, სად არის აქ ლოგიკა? რ----- ჩ------–---ი არ იცნობს მ--–-----–--–--------ეს და მხოლოდ საპროცესო შეთანხმებას გაფორმების დაპირების შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე მისმა ძმამ უთხრა, რომ ყალბი ფული მ--–-----–--–--------ეს უნდა მიეწოდებინა. ჯ------ ჩ------–---მა განთქმითი ჩვენება მისცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასაც დაპირდნენ საპროცესო შეთანხმებას და ჩვენების მიცემას მომდევნო პროცესზე მისი და მისი ძმის მიმართ ცალკე გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, სადაც გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება მუხლის სანქციასთან შედარებით გაცილებით მცირე სასჯელზე. საპროცესო შეთანხმება არის მოტივატორი და მიკერძოების ერთ-ერთი მანიშნებელი, რომელიც სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან არსებულ იმ წინააღმდეგობებთან ერთობლიობაში, რასაც სასამართლო საერთოდ არ ახსენებს და მალავს, ქმნის საფუძველს მისი ჩვენების არ გაზიარებისა. მოსამართლის მიკერძოებულობას გამამტყუნებლი განაჩენის გამოტანისათვის ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ ჯ------ და რ-------------–----ბის დაკითხვისას, მოსამართლემ არაერთხელ მოხსნა დაცვის მხარის კითხვები, რითაც სურდათ ოქმში დაფიქსირებულიყო, რომ მათ მ--–-----–--–--------ის მამხილებელი ჩვენება მისცეს (მათ შორის რ----- ჩ------–---მა, რომელიც დაკითხვამდე, გამოძიებაშიც აცხადებდა, რომ „უცნობი იყო ფულის წარმომავლობის შესახებ“) მხოლოდ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების მიღების შემდეგ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ--–-----–--–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–------–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი მ--–-----–--–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ჩ------–---მა განმარტა, რომ მშრალ ხიდზე ვაჭრობს ანტიკვარიატით. 2016 წელს, 9-10 დეკემბერს მისმა ძმამ, - ჯ------ ჩ------–---მა უთხრა, რომ გასაყიდი იყო 17 000 ყალბი დოლარი და თუ მოიძებნებოდა მყიდველი მისცემდა 50%-ში, საიდანაც მოგება თავადაც დარჩებოდათ. იგი (რ----- ჩ------–---ი) დაინტერესდა რამდენად სანდო პიროვნებას ჰქონდა აღნიშნული თანხა, რაზეც ჯ------ ჩ------–---მა უპასუხა, - შენც იცნობ, ჩემი ძმაკაცია მ--–-----–--–--------ეო. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ დაურეკა ს------- ტაველშვილს და შეხვდა მშრალ ხიდზე, რომელსაც თან ახლდა ე-–--------------ი. ს-------ს უთხრა რომ დოლარები იყო გასასაღებელი და თუ ვინმე სანდო ჰყავდა დახმარებოდა. ს-------მ უთხრა რომ ჰყავდა სანდო ადამიანი და გააცნო ე-–------------ვი. აღნიშნულ საუბარს ს-------სთან ერთად ესწრებოდა ე-–------------ვი, რომელმაც უთხრა რომ ერთი ცალი ნიმუში მიეტანა და შემდეგ ელეპარაკათ. მოწმის ჩვენებით, დაურეკა ძმას, ჯ------ ჩ------–---ს და ნიმუშის მიტანა სთხოვა. შვიდი საათი იქნებოდა როდესაც ჯ------ ჩ------–---მა ნიმუში მიუტანა, რომელიც ს-------ს და ე-–------------ვს გადასცა. ჯ------ის მიერ ნიმუშის მისთვის გადაცემას ს------- და ე-–---ი არ ესწრებოდნენ გასულები იყვნენ. შემდეგ ნიმუშის გადაცემა მოხდა ე-–------------ვის მანქანაში მშრალ ხიდზე. მოწმის განმარტებით, მას ე-–---მა ჰკითხა რამდენ პროცენტში იყო თანხა, რაზეც უპასუხა რომ 50%-ს ითხოვდნენ. ე-–------------ვმა იკითხა დააკლდებოდა თუ არა პროცენტი, რაზეც მან (რ----- ჩ------–---მა) უპასუხა რომ მის ძმას (ჯ------ ჩ------–---ს) შეახვედრებდა და თავად დალაპარაკებოდა. 2016 წლის 16 დეკემბერს ჯ------ ჩ------–---ს უთხრა, რომ მზად ყოფილიყო, რადგან თუ მოეწონებოდათ შეიძლება ყალბი დოლარები მთლიანად აეღოთ და ამისათვის მზად ყოფილიყო. 2016 წლის 17 დეკემბერს, თერტმეტი ან თორმეტი საათი იქნებოდა დაურეკა ს-------მ და უთხრა რომ რესტორან ,,თ----–------ში“ შეხვედროდნენ და შეთანხმებულიყვნენ, რაც ექნებოდათ ყველაფერს აიღებდნენ. მოწმის განმარტებით, დაურეკა თავის ძმას და უთხრა რომ მზად ყოფილიყო და ორი საათისათვის ფული რესტორანში მიეტანა. მისმა ძმამ რესტორანში მისვლა დააგვიანა და დაახლოებით სამი საათისთვის მივიდა. მან (მოწმემ) თავის ძმას გააცნო ე-–------------ვი. ე-–---სა და ჯ------ს შორის დაიწყო ვაჭრობა. ე-–---მა ჰკითხა ფული თუ ჰქონდა მიტანილი, რაზეც ჯ------მა უპასახა რომ ფული ჯერ არ ჰქონდა მიტანილი. ე-–---მა სთხოვა რომ თანხა 45%-ში მიეცა. 16 000 დოლარი უნდა მიეტენა მის ძმას, 7650 დოლარი უნდა მიეცა მისი ძმისთვის. 50 დოლარზე იყო ლაპარაკი და მისმა ძმამ დაუკლო. შეთანხმების შემდეგ ჯ------მა ე-–---ს უთხრა, ყველაფერი კარგად არის წავალ და ფულს მოვიტანო, წავიდა და ფული მიიტანა, ფული მაგიდაზე დადო. ე-–---მა ფული დაითვალა 16 6000 დოლარი იყო და სანაცვლოდ ე-–---მა ჯ------ს 7600 დოლარი გადასცა, ჯ------მა აღნიშნული თანხა მას (რ----- ჩ------–---ს) მისცა უთხრა, რომ ჯიბეში ჩაედო. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მათ კუპეში თანხის გადაცემისთანავე შევიდნენ, ჩხრეკის დასრულებისთანავე ისინი დააკავეს. მოწმის განმარტებით, უშულაოდ მას ამ თემასთან დაკავშირებით მ--–-----–--–--------ესთან საუბარი არ ჰქონია. მ--–-----–--–--------ე არც მშრალ ხიდზე და არც რესტორან ,,თ----–------ში“ არ უნახავს. მოწმის განმარტებით, თანხა ,,პე ეს პეს“ პარკში იყო გახვეული.
მოწმის სახით დაკითხული ჯ------ ჩ------–---ის ჩვენებით, მ--–-----–--–--------ეს იცნობს ორი წელია და მათ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. 2016 წლის 7 დეკემბერს, მასთან ოფისში მივიდა მალხაზი და უთხრა, რომ ჰქონდა ყალბი 17 000 დოლარი და თუ დაეხმარებოდა თანხის გასაღებაში, სარგებელს თვითონაც მიიღებდა, კერძოდ, მოგების ნახევარი მისი იქნებოდა. თანხა უნდა გაესაღებინათ 50%-ში. მოწმის განმარტებით, ეკონომიურად უჭირდა და ამის გამო, მ--–-----–--–--------ის შეთავაზებას დათანხმდა და უთხრა, რომ პასუხს გააგებინებდა. დაახლოებით ათ დეკემბერს შეხვდა ძმას - რ----- ჩ------–---ს და უთხრა, რომ ახლობელს ჰქონდა ასეთი თანხა, რომლის გაყიდვის შემთხვევაში ისინიც მიიღებდნენ სარგებელს. შემდეგ დაურეკა ძმამ, - რ----- ჩ------–---მა და უთხრა, რომ გამოჩნდა ყალბი დოლარების მყიდველი და ნიმუშად ერთი ცალი ასდოლარიანი კუპიურის მიწოდება სთხოვა. მან (ჯ------ ჩ------–---მა) დაურეკა მ--–-----–--–--------ეს და უთხრა მისთვის მიეტანა ერთი ცალი ასდოლარიანი კუპიურა. მ--–-----–--–--------ის მიერ გადაცემული ერთი ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა მშრალ ხიდზე მიუტანა ძმას, რომელმაც შეხვედრიდან ნახევარ საათში დაურეკა და უთხრა, - მყიდველი თანახმა იყო ეყიდა შეთავაზებული რაოდენობა, ,,ხვალისთვის მზად იყავი, მობილიზება გაუკეთე თანხას, ხვალ შეგახვედრებ მყიდველსო“. იმავე პერიოდში დაურეკა მ--–-----–--–--------ეს აუხსნა სიტუაცია და უთხრა, რომ დაურეკავდა და სადაც იქნებოდა თანხა იქ მიეწოდებინა. 17 დეკემბერს დაურეკა მისმა ძმამ და უთხრა რომ დოლარების მყიდველს შეახვედრებდა, დღის ორი საათისთვის დაუთქვა შეხვედრის ადგილად ,,თ----–------“. დაახლოებით სამ საათზე მივიდა მეორე დღეს რესტორანში. კუპეში დახვდა რ----- ჩ------–---ი, ს------- ტ----–-----–---–ი და ე-–------------ვი. ე-–------------ვმა უთხრა რომ 50% ბევრი იყო და თანხის 40%-ში გადაცემა შესთავაზა, ბოლოს 45%-ზე შეთანხმდნენ. ე-–------------ვი 16 700 დოლარში, საიდანაც 100 დოლარი წინასწარ ჰქონდა გადაცემული, ეს უკანასკნელი გადაიხდიდა 7 600 დოლარს. მოლაპარაკების შემდეგ გავიდა გარეთ, დაურეკა მ--–-----–--–--------ეს და უთხრა, რომ თანხა მიეტანა ,,თ----–------ს“ მოპირდაპირე მხარეს. მ--–-----–--–--------ემ უთხრა, რომ თხუთმეტ-ოც წუთში მივიდოდა. საუბრიდან დაახლოებით თხუთმეტ წუთში ისევ გავიდა და გაჩერებასთან შეხვდა მ--–-----–--–--------ეს, შემდეგ ის და მ--–-----–--–--------ე გადავიდნენ გზის მოპირდაპირე მხარეს. რესტორან ,,თ----–-----ას“ მოპირდაპირე მხარეს არის ,,---------–-----“, რომლის წინაც დგას გასათამაშებელი მანქანები, იმის კუთხეში არსებულ ბლოკის კედელთან იდგა მანქანა. ამ კუთხეში შევიდნენ, მ--–-----–--–--------ეს უთხრა რომ 45%-ზე შეთანხმდნენ, რაზეც მალხაზმა უთხრა რომ თანახმა იყო, მ--–-----–--–--------ემ შიდა ჯიბიდან ამოიღო ,,პე ეს პეს“ პაკეტში გახვეული თანხა და მას (ჯ------ ჩ------–---ს) მიაწოდა, რაც ჯიბეში ჩაიდო, მოტრიალდა და მ--–-----–--–--------ეს უთხრა რომ წასულიყო და დაურეკავდა. რესტორანში შებრუნდა. თანხა ე-–---ს წინ დაუდო, რომელმაც თანხა აიღო დათვალა და ისევ პარკში ჩადო, რის შემდეგ მან ე-–---ისაგან მიიღო 7600 დოლარი. ამ დროს, მათ კუპეში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაატარეს ჩხრეკა.
მოწმე ე-–------------ვის ჩვენებით, დაკავებულია ტურიზმით, კერძოდ კომპანია ,,მერანიტუსის“ დირექტორია. ემსახურება მაღალი კატეგორიის ტურისტებს, რომლებსაც ინტერესი აქვთ ძველი სურათების, ანტიკვარიატის შეძენის. 2016 წელს დეკემბრის თვეში მოხდა მისი შეხვედრა მის მეგობართან და მაგ დროს შეხვდნენ რ-----ს. ნივთების ერთ-ერთი დათვალიერების დროს, მას შეხვდა მეგობარი ს------ და მასთან ყოფნის დროს ს------ს დაურეკა რ-----მა და მშრალ ხიდზე მოხდა შეხვედრა. ისინი მივიდნენ მშრალ ხიდზე და ს------მ გააცნო ბატონი რ-----ი. ს------ს წლებია იცნობს მეგობრობს მასთან. იყო საუბარი სხვადსხვა ძველებურ სურათბზე და ნივთებზე. მერე შესთავაზა ს-------ს და მასაც, ყალბი ფულის შეძენა. ლაპარაკი მიდიოდა, რომ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ აკეთებდა ამას და ჰქონდა გარკვეული რაოდენობა, - 17 000 დოლარი ყალბი ფულის სანაცვლოდ უნდოდა ამ თანხის ნახევარი ნაღდი დოლარი. ს------სთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს და ალაბათ ამიტომ ისაუბრა მასთანაც. რ-----მა თქვა, რომ შეეძლო ეს თანხა მიეყიდა თუ ჰყავდათ კლიენტი. ხარისხი ძალიან კარგიაო და ნიმუშიც კი მიაწოდა. ასდოლარიანინ კუპიურა საუბრიდან საათნახევარში მიაწოდა ახლობელმა თუ ძმამ მას (ე-–------------ვს) არ უნახავს. მას (ე-–------------ვს) რ-----იმ გადასცა ასდოლარიანი. ვინაიდან საღამოვდებოდა მალევე დაიშალნენ. ე-–------------ვის განმარტებით, მიხვდა, რომ რაღაც ,,ნიტო“ ხდებოდა და მიშას ამიტომ დაუკავშირდა. უკავშირდებოდა მეგობარს მ-–--------ეს რომ ასეთი სიტუაცია იყო. იმ საღამოს ვერ დაუკავშირდა, მომდევნო დღეს დილას თერთმეტიდან თორმეტ საათამდე დაურეკა და მ-----–-------ემ სამმართველოში დაიბარა. მივიდა მეორე დღეს და გაესაუბრა გამომძიებელს,- ბატონ ი-–--ს, წარუდგინა ყალბი ნიმუში და ჩამოართვეს ჩვენება. წინა დღეს იყო შეხვედრა და მომდევნო დღეს ჩამოართვეს ჩვენება. შესთავაზეს ოპერატიულ ღონისძიებაში ჩართულობა, რაზეც დასთანხმდა. შეხვედრა მოხდა თბილისში ორთაჭალაში რესტორან ,,თ----–------ში“. შუადღის საათები იყო შეხვედრა რომ მოხდა. ის (ე-–------------ვი) და ს------ წავიდნენ შეხვედრაზე. შეხვედრაზე მივიდნენ რ-----ი და მისი ძმა. საუბრისას რ-----მა დაურეკა რას შვებითო და დანიშნეს დრო და შეხვედრის ადგილი. ადგილზე გააცნო მისი ძმა. იყო საუბარი ამ თანხის მოწოდების პირობებზე, მათ უნდოდათ რომ თანხის გადაცემა გარეთ მომხდარიყო, მან (ე-–------------ვმა) უთხრა რომ სადაც ისხდნენ იქ ჯობდა თანხის გადაცემა. მიდიოდა ვაჭრობა პროცენტზე, 50%-ის ნაცვლად ბოლოს დათანხმდნენ 45%-ზე. შეხვედრა მოხდა ერთ-ერთ კუპეში შეუკვეთეს ხინკალი და ლიმონათები. აღმოჩნდა რომ ბატონ რ-----ს დაბადების დღე ჰქონდა იმ დღეს საუბრობდნენ სხვადსხვა თემებზე, ამ დროს მისი ძმა რამოდმენიმეჯერ გადიოდა და შემოდიოდა, რ-----ი კი სულ საუბრობდა. რ-----იმ გააცნო მისი ძმა როგორც ყოფილი პოლიციელი პოლკოვნიკი კაცი. რ-----ის ძმის სახელი არ ახსოვს. რამოდენიმეჯრ გავიდა მისი ძმა ერთ-ერთი შემოსვლის დროს უნდოდა რომ გარეთ გასულიყვნენ ხიდთან, ის ეუბნებოდა რომ კუპეში უფრო უსაფრთხო იყო თანხის გაცვლა. შემდეგ გარედან შემოიტანა ,,პესპეს“ პარკში წამლებს რომ დებენ გახვეული იყო ფული. ეს ფული რ-----ის ძმამ მიაწოდა და მანაც (ე-–------------ვმა) გადასცა ის თანხა. 300 დოლარი აკლია, რომელსაც მოგვიანებით მოგაწვდიო ანუ 16 700 იყო, მანაც (ე-–------------ვმა) ისარგებლა და 7 650-ის ნაცვლად 7600 დოლარი გადასცა, - ეს იყო ნაღდი ფული, რომელიც მას (ე-–------------ვს) გამომძიებელმა მისცა. ფული ცელოფნის პარკში და შემდეგ ,,პე ეს პეს“ ქაღალდის პარკში იყო გახვეული. მას (ე-–------------ვს) დავალება ჰქონდა გამომძიბლისგან, რომ როდესაც თანხის გაცვლა მოხდებოდა უნდა მიეწერა, ეცნობებინა. მან (ე-–------------ვმა) მიწერა, შემოვიდნენ და მათი დაკავება მოხდა. მიღებული თანხა - 16 700 დოლარი გამომძიებელს ჩააბარა, დაუთვალა და გადასცა. იფიქრა რომ ერთი კუპიურა დახეული იყო, მაგრამ გამომძიებლის თანდასწრებით გასწორდა ეს კუპიურა. როდესაც რ-----ის ძმამ თანხა მიაწოდა პარკში იყო კიდევ ქაღალდის პარკი, ამოიღო გადათვალა, გადახედა სათითაოდ არ დაუთვლია, არ ახსოვს შეიძლება დათვალა კიდეც. ,,ვაიბრის“ მეშვეობით გაუგზავნა მესიჯი და შევიდნენ კიდეც. რ-----ის უთხრა რომ ერთი კუპიურა დახეული იყო, მოვაგვარებთ მაგასო რ-----იმ უთხრა. რუსულად მიმდინარეობდა საუბარი. ე-–------------ვის განმარტებით, მისი მშობლიური ენაა ქართული და სრულყოფილად ფლობს. რუსული ენა ძალიან კარგად იცის. კუპიურა, რომელიც დახეული ეგონა, აღმნოჩნდა რომ ჩაკეცილი იყო და არა დახეული. კუპიურა ჩაკეცილი რომ იყო მაშინ დაინახა, როდესაც გამომძიებელს აძლევდა, გაასწორა ჩადო და მისცა. ე-–------------ვის განმარტებით, თანხა მას ჰქონდა და მან გადასცა გამომძიებელს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოში. ამ ფულის წარმომავლობის შესახებ ჯ------ და რ-------------–----ბისგან იცის, რომ გარკვეულ ხალხთან ჰქონდათ ურთიერთობა და შეეძლოთ, რომ კიდევ მიეწოდებინათ. მაგრამ იმ ეტაპზე ის რაოდენობა გააჩნდათ. კონკრეტულად არ უხსენებიათ ვისგან ჰქონდათ ეს თანხა. როდესაც პირველად რ-----ს შეხვდა რუსულ ენაზე ესაუბრა. რუსული სკოლა აქვს დამთავრებული და უფრო ხშირ შემთხვევაში რუსულად საუბრობს ხოლმე. მოწმემ დაადასტურა რომ რამოდენიმეჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და დახმარება გაწეული სხვა საქმეებშიც. როდესაც იგებდა რომ უკანონობა ხდებოდა, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე ატყობინებდა შესაბამის ორგანოებს. არანაირ ანაზღაურებას აღნიშნულის სანცვლოდ არ იღებდა. მ-----–-------ე მისი კლიენტი, ტურისტი იყო და გახდა მისი მეგობარი. მ-----–-------ე სარგებლობდა მისი ტურისტული კომპანიის სერვისით და იქიდან მეგობრობს მასთან. სხვა საქმეებთან დაკავშირებით რომელ გამომძიბელთან ჰქონდა ურთიერთობა არ ახსოვს. ყალბი კუპიურა დაახლოებით ერთ საათში საათნახევარში მიუტანეს, მაგ დროს იმ ტერიტორიაზე იყო რ-----იც, შეიძლება რ-----ის ცოტა ხნით დაშორდა. შეხვედრასთან დაკავშირებით რ-----იმ მეორე დღეს დაურეკა და მეორე დღეს ელაპარაკა. იმ დღეს მ-----–-------ეს ვერ დაუკავშირდა, რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ე-–------------ვის განმარტებით, იმ მომენტში როდესაც რ-----იმ ფული გადასცა არ იცოდა ყალბი იყო თუ არა. ექსპერტი არ არის რომ იცოდეს. რ-----თან საუბარი იყო ბევრ რაღაცაზე. ლაგოდეხში რ-----ისთან ერთად არ წასულა. ამ ყალბი ფულის გარდა, სხვა საქმეზე რ----- ჩ------–---თან მოლაპარაკება ჰქონდა თუ არა არ ახსოვს. 17 დეკემბერს ვიდრე შეხვედრაზე წავიდოდა დილის 11-12 საათისთვის მივიდა საგამოძიებო სამსახურში. სანამ შეხვედრაზე წავიდოდა კამერა სამმართველში დაუმონტაჟეს. მიშამ (მ-----–-------ემ) მიიყავნა გამომძიებლთან ჩამოართვა ჩვენება გამოკითხეს და ამ დროს რ-----მა დარეკა კიდეც. შეხვედრაზე აღჭურვილი წავიდა ყველფრით. მისთვის ნამდვილი ფულის გადაცემა აღჭურვამდე მოხდა, დაკითხვის მერე მისცეს. ამ თანხის გადაცემა დაკითხვიდან ზუსტად რამდენ ხანში მოხდა არ ახსოვს. რ----- ჩ------–---ს უთხრა თუ არა რომ ქართული ენა არ იცოდა არ ახსოვს. თანხა ,,პეესპეს“ პარკში იყო გახვეული და ისიც ცალკე პარკში იყო. ამ შეხვედრის დროს ჯ------ი ზუსტად რამდენი წუთით გადიოდა არ ახსოვს. ე-–------------ვის განმარტებით, დავალება ჰქონდა რომ მეორე შეხვედრის დროს რუსულ ენაზე ელაპარაკა. გამომძიებელმა დაავალა მ-–--------ემ და თუ არ ცდება მეორე ი-–-- იყო. ასევე უთხრეს, რომ ფულზე ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რომ არ წაერთმიათ ის ფული რითაც მათთან მივიდა. მიშასთვის ფულის გადაცემა რომ მოხდებოდა უნდა მიეწერა, მიშას ,,ვოცაფით“ ან ,,ვაიბერით“ მიწერა. რ-----მა რომ თქვა წინა დღეს - ჩვენ ვმუშაობთ ხალხთან, იმ ხალხზე ჰკითხა რ-----ს ისინი ჩეჩნები იყვნენ თუ არა. საგამაოძიებო სამსხურში გამოკითხვის დაწყებამდე გადასცა თუ არა ის ერთი ასდოლარიანი კუპიურა არ ახსოვს. ასევე, არ ახსოვს ვინ თქვა რომ ის ასდოლარიანი კუპიურა ყალბი ფული იყო.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენრტში ხელნაწერების და დოკუმენტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. აქვს ამ სფეროში მუშაობის 23 წლის გამოცდილება. მოცემული საქმე შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ექსპერტიზა დანიშნული იქნა გამომძიებელ ი-–---------–---–ის მიერ. მან (მ--------------–---–მა) ჩაატარა დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვები: რა მეთოდითაა დამზადებული ზემოთხენებული 16 700 აშშ დოლარი ასდოლარიანი კუპიურებით და ერთი ცალი ასდოლარიანი კუპიურა და არის თუ არა ისინი ყალბი. მოწმის განმარტებით, მის მიერ ექსპერტიზა ჩატარებული იქნა ერთპიროვნულად და დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ყველა კუპიურა, თუმცა დამზადებული იყო სტამბური წესით, მაგრამ არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებული ანალოგიური ღირებულების კუპიურებს. მას გადაეცა ორი ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტი ე.წ ,,ფაილი“ დალუქული მეტალის ცისფერი ლუქებით ნომრებით - 3--------------. ფაილების გახსნისას ერთ პაკეტში აღმოჩნდა ,,პეესპეს“ პარკში გადახვეული ასდოლარიანი კუპიურებით და მეორე ფაილში იყო ერთი ცალი ასდოლარიანი კუპიურა. გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მან დალუქა ისინი და ჩააბარა კანცელარიას. შესვლილსას ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია. მოწმის განმარტებითი, მათი სამსახური ტერიტორიულად ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით შენობაში მდებარებს. ყველა კუპიურა მის მიერ შემოწმდა სათითაოდ. კუპიურები ჯერ ვიზუალურად შეამოწმა. მისივე განმარტებით, აქვთ ძალიან ბევრი ხელსაწყო მათ შორის მიკროსკოპები, ლუპები, სხვადასხვა ფირმის კომპერატორები. სხვადასხვა სხივებში, მიკროსკოპის და გამადიდებლის ქვეშ ამოწმებს თითოეულ კუპიურას. ნახულობს ხელსაწყოს გამოყენებით რამოდენიმე ნიშანს და დარწმუნებით ამბობს, რომ ნამდვილი არ არის. ჯერ ვიზუალურად და ხელით ამოწმებს და მერე გამადიდებულ ხელსაწყოს მეშვეობით. თითოეული კუპიურის შესამოწმებლად დაახლოებით ორი წუთი დასჭირდა, მაგრამ ზუსტად ვერ იტყვის. დასკვნაც მისი დაბეჭდი-–-- და კუპიურების ნომერიც მისი გადატანი-–--. თანხა ჯერ კანცელარიაში შევიდა და შემდეგ მასთან. ფულის კანცელარიაში შესვლიდან მისთვის დაწერამდე რა დრო გავიდა არ იცის. ფულადი თანხის ექსპერტიზა შედის დოკუმენტებში. ის (მ--------------–---–ი) არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი, რომელსაც ევალება ნებისმიერი დოკუმენტის მათ შორის ფულის გამოკვლევა, აღნიშნულთან დაკავშირებით აქვს დაშვება და არაერთი სერტიფიკატი 23 წლის მანძილზე. კუპიურები კუსტარულად, მაგალითად, სკანერით არ არის დამზადებული, სტამბური წესით არის დამზადებული, მაგრამ დამცავი ნიშნები რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დოლარს არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მათ აქვთ მსოფლიოს 190 ქვეყნის ფულადი ერთეულის ანუ ნამდვილი კუპიურების ბაზა, გარდა ამისა ისედაც იცის რა უნდა ჰქონდეს ნამდვილ კუპიურას, მაგრამ ბაზაში ამოწმებს. გაცვეთილი გამოსახულებები ფულზე ისევე იკითხება, როგორც არაგაცვეთილი. სტამბურად კი ბეჭდავენ გამყალბებლები, მაგრამ არ იმ დონეზე როგორც ამერიკის სარეზერვო ბანკი. სიტყვა - ,,ყალბიას“ ექსპერტები დასკვნაში არ წერენ, - აღნიშნული გამოძიების პრეროგატივაა, ექსპერტი წერს რომ არ შეესაბამება გამოდის რომ ,,ყალბია“, მაგრამ არ წერენ. კუპიურა დახეული თუ იქნებოდა დაწერდა დასკვნაში. ალბათ კუპირა დახეული არ იყო, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს. ალბათ დაზიანებული არ იყო თორემ დაწერდა, ესე იგი ჩვეულებრივი კუპიურის ფორმის იყო.
მოწმე მ-----–-------ის ჩვენებით, 2016 წლის დეკემბერში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 17 დეკემბერს დაუკავშირდა ე-–------------ვი და როცა მასთან მივიდა, უთხრა, რომ შესაძენად 50%-ში სთავაზობდნენ ყალბ დოლარებს, მანვე აჩვენა წინასწარ გადაცემული ერთი ასდოლარიანი კუპიურა. სპეციალური ამომცნობი აპარატით ფულის შემოწმებისას დარწმუნდა, რა მის სიყალბეში პატაკით მიმართა ხელმძღვანელს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს დაიკითხა ე-–------------ვი. ამ უკანასკნელის განყოფილებაში ყოფნისას მოწმეს დაურეკა ერთ-ერთმა ჩ------–---მა (ზუსტად არ ახსოვს რომელმა) და შეხვედრა დაუთქვა ორთაჭალაში მდებარე რესტორან ,,თ----–------ში“. ე-–---ს შესთავაზა ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რაზეც ე-–------------ვისაგან მიიღო თანხმობა. როცა გასასვლელად ემზადებოდნენ, დამატებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყალბი დოლარების რეალიზაციაში მონაწილეობდა ასევე ვინმე მ--–-----–--–--------ე. ორი მანქანით გაემართნენ დანიშნული ადგილისკენ; თვითონ (მ-----–-------ე), ლ-–---------–---–ი და გ-----------------ე იყვნენ T-----------ით, ხოლო მეორე - Skoda-ს მარკის ავტომანქანაში ისხდნენ თ--------------–--–--ლი და ირაკლი ჟვანია. ე-–------------ვი და ს------- ტ----–-----–---–ი ,,თ----–------ში“ შეხვდნენ რ----- და ჯ------ ჩ------–---ებს. მას (მ-----–-------ეს) მიმოწერა ჰქონდა ე-–------------ვთან და როდესაც მიიღო ინფორმაცია, რომ ჯ------ ჩ------–---მა დატოვა რესტორანი, მათ გარე პერიმეტრზე დაუწყეს ვიზუალური თვალთვალი, რომ ბრალდებული არ დაეკარგათ მხედველობის არედან. ჯ------ ჩ------–---ი შეხვდა მ--–-----–--–--------ეს. მ--–-----–--–--------ემ გულის ჯიბიდან ამოიღო ოთხკუთხედი შეკვრის პარკი და გადასცა ჯ------ ჩ------–---ს. აღნიშნულის შემდეგ ჯ------ი გაემართა რესტორნისაკენ, ხოლო მ--–-----–--–--------ემ მათ მანქანას გვერდით ჩაუარა და მოპირდაპირე მხარეს გადავიდა. როცა ე-–---ისგან მიიღო შეტყობინება, რომ ვალუტის რეალიზაცია მოხდა, მისი თანამშრომლების მიერ მოხდა ბრალდებულთა დაკავება.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–----------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ როდესაც დასრულდა ყალბი დოლარების რეალიზაცია მის მიერ დაკავებული იქნა მ--–-----–--–--------ე.
მოწმე გ-----------------ის ჩვენებით მისთვის ცნობი-–--, რომ ე-–------------ვს საკონტროლო შესყიდვით უნდა შეეძინა ყალბი ფული. მანვე გამოძიების ინეტერესებიდან გამომდინარე Pol.ge-ის მეშვეობით მოახდინა ჯ------ ჩ------–---ის, რ----- ჩ------–---ისა და მ--–-----–--–--------ის იდენტიფიკაცია. ერთ ჯგუფში იყვნენ თვითონ, ლ-–---------–---–ი და მ-----–-------ე, ხოლო მეორეში კი თ--------------–--–--ლი და ირაკლი ჟვანია. შეხვედრა დაგეგმილი იყო ორთაჭალაში, რესტორან ,,თ----–------ში“. იმავე ტერიტორიაზე გააჩერეს ავტომანქანები და ისინი უწყვეტად უყურებდნენ ,,თ----–------ს“ შესასვლელს. ამავე ჩვენებით, ჯ------ ჩ------–---ი გამოვიდა რესტორნიდან, გადაკვეთა გზის სავალი ნაწილი და შეხვდა მ--–-----–--–--------ეს. საუბრის დროს ამ უკანასკნელმა ამოიღო ცელოფანში გახვეული მართკუთხედი ფორმის პაკეტი და გადასცა ჯ------ ჩ------–---ს. მ-----–-------ეს „Viber“-ით ჰქონდა კონტაქტი ე-–------------ვთან და როდესაც ე-–------------ვმა მ-----–-------ეს გამოუგზავნა შეტყობინება თანხის გადაცემის შესახებ, ლ-–---------–---–ის მიერ დაკავებული იქნა მ--–-----–--–--------ე.
მოწმე ი-–---------–---–ის განმარტებით, 2016 წლის 17 დეკემბერს მ-----–-------ის პატაკის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ ს------- ტ----–-----–---–ი და ე-–------------ვი, რის შემდეგ ამ უკანასკნელმა გამოძიებას წარუდგინა ერთი ცალი ყალბი დოლარი. მას შემდეგ, რაც ე-–------------ვმა გამოთქვა თანხმობა მონაწილეობა მიეღო სს საქმეზე ოპერატიულ ღონისძიებაში, მოხდა ფულადი თანხის გამოტანა და საკონტროლო შესყიდვისთვის მისი კონვერტაცია. შეხვედრა მოხდა ჯ------ და რ-------------–----ბთან გულუას ქუჩაზე მდებარე ,,თ----–------ში“. დაიგეგმა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შეხვედრამდე ცნობილი გახდა ასევე, რომ ჩ------–---ებს კავშირი ჰქონდათ მ--–-----–--–--------ესთან. საკონტროლი შესყიდვის შემდეგ განხორციელდა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მოხდა ფულადი კუპიურების გადათვლა და არცერთი კუპიურის მთლიანობა დარვეული არ ყოფილა, მხოლოდ ერთი კუპიურა იყო გადაკეცილ მდგომარებაში, რაც შემდეგ გასწორდა, დაილუქა და გაიგზავნა ექსპერტაზაზე.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 17 დეკემბერს 14:41-13:45 საათამდე შუალდეში ე-–------------ვის დაკითხვის შემდეგ დათვალიერდა მოწმის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ერთი ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა.
ი-–---------–---–ის შედგენილი ოქმით: - გამოთხოვილი ფულადი თანხის კონვერტაციის შესახებ, საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოდან გამოყოფილი 23 100 (ოცდასამი ათას ასი) ლარიდან 23 077.5 ლარად შესყიდულ იქნა 8 500 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა 22,5 ლარი შენახული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში.
ოქმით ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ, ე-–------------ვს გადაეცა ფულადი თანხა 8 500 აშშ დოლარის ოდენობით.
დათვალიერების ოქმით, დათვალიერდა ე-–--------------ის მიერ წარდგენილი 16 700 ყალბი აშშ დოლარი, რომელიც შედგება 167 ყალბი აშშ დოლარიანი კუპიურისგან, რაც მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში.
დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტის GEOIS 3751 და GEOIS 3759 მთლიანობა დარღვეული არ არის. #3751 პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ,,PSP-ს“ წარწერებიან ქაღალდში გადახვეული აშშ 100 დოლარიანი კუპიურები შემდეგი სერიითა და ნომრით: - HB 32620485 A, KL 46659847 B, HB10864201 R, HB 10864227 R, HB 10864227 R, HB 10864228 R, CB 19857404 C, CB 19857400 C, HB 32620485 A, HB 32620485 A, HB 10864209 R, HB 10864227 R, HB 32620482 A, CB 16335009 C, HB 10864227 R, KL 46659835 B, CB 16335041 C, HB 10864227 R, CB 34441450 C, HB 10684208 R, CB 16335033 C, HB 01318540 A, HB 32620485 A, CB 17853880 C, HB 01318535 A, CB 34441462 C, HB 10864209 R, HB 10864208 R, KL 46659835 B, HB 10864209 R, CB 16335121 C, HB 10864208 R, CB 19857432 C, HB 32620482 A, HB 10684208 R, KL 46659847 B, CB 14508178 C, HB 10864209 R, HB 32620482 A, HB 01318543 A, HB 10864209 R, CB 16334771 C, HB 10864227 R, HB 10864209 R, HB 32620485 A, CB 16334775 C, KL 46659835 B, HB 32620472 A, HB 10864227 R, HB 10864228 R, CB 16335093 C, CB 16335061 C, HB 32620485 A, HB 10864221 R, HB 01318535 A, CB 16335069 C, HB 10864209 R, HB 10864209 R, HB 10864221 R, HB 32620485 A, HB 10684208 R, HB 01318540 A, KL 46659847 B, HB 10864209 R, CB 19857424 C, CB 19857428 C, HB 10864228 R, CB 16334779 C, KL 46659847 B, HB 10864228 R, HB 10864227 R, CB 34441534 C, HB 10684208 R, HB 10864221 R, HB 01318542 A, KL 46659835 B, HB 10864228 R, HB 10864209 R, CB 16334988 C, HB 32620485 A, HB 32620485 A, HB 01318540 A, HB 32620485 A, CB 15503833 C, KL 46659835 B, HB 10864209 R, KL 46659835 B, CB 22335511 C, HB32620485 A, HB 32620482 A, CB 34543359 C, HB 10864227 R, CB 34444259 C, HB 32620482 A, HB 32620482 A, KL 46659835 B, CB 16335005C, CB 19857293 C, HB 01318535 A, HB 10864209 R, HB 32620472 A, HB 32620485 A, HB 19857480 C, HB 10864228 R, HB 10864209 R, HB 10864214 R, HB 32620472 A, HB 32620478 A, HB 32620485 A, HB 10864209 R, CB 16334799 C, HB 32620485 A, HB 10684208 R, KL 46659835 B, CB 34444279 C, CB 17857114 C, CB 16335057 C, KL 46659835 B, KL 46659847 B, HB 32620485 A, HB 01318535 A, HB 01318535 A, CB 16334787 C, CB 19857412 C, HB 10864228 R, HB 10864209 R, HB 10864248 R, CB 16335049 C, HB 10684208 R, HB 32620472 A, HB 32620472 A, HB 32620485 A, HB 01318540 A, HB 01318535 A, HB 01318535 A, HB 01318535 A, HB 32620482 A, CB 16335081 C, HB 01318535 A, HB 32620482 A, HB 01318540 A, CB 16335053 C, KL 46659835 B, KL 46659835 B, CB 16335065 C, HB 01318535 A, HB 10684208 R, HB 10684208 R, HB 01318535 A, CB 19857392 C, CB 34441458 C, CB 16335113 C, HB 01318535 A, CB 16335085 C, HB 01318535 A, HB 10864227 R, HB 01318535 A, HB 10684208 R, HB 10864209 R, KL 46659835 B, HB 10864227 R, CB 16335133 C, CB 16335101 C, HB 01318535 A, CB 19857400 C, HB 01318540 A, CB 16335017 C, - სულ 167, ხოლო #3759 პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი 100 დოლარიანი კუპიურა HB 10864209 R. დასკვნით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 168 ცალი აშშ 100 დოლარიანი კუპიურა დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თ---–--–-------–-------------ში დათვალიერდა რესტორან ,,თ----–------ს“ შენობის გარე ფასადები, რომლის დროსაც ნანახი იქნა, რომ ცენტრალური შესასვლელის კარები კონტროლდება სათვალთვალო ვიდეო კამერით. იმავე მისამართზე რესტორნის მარჯვნივ განთავსებულია სასტუმრო ,,ასეტრიონ პალასი“, რომლის ცენტრალური შესასვლელი და გზის ნაწილი კონტროლდება ვიდეოკამერით. ასევე, თბილისში, გ---–--------------ის მიმდებარე მხარეს განთავსებულია ე.წ. ,,---------–-----“ (ტოტალიზატორი და გასართობის ცენტრი), რომელთაგან ტოტალიზატორის დათვალიერებით (გარე ფასადის) აღმოჩნდა, რომ მას აქვს ორი სათვალთვალო ვიდეოკამერა. ხოლო ,,გასართობი ცენტრის“ გარე ფასადის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ აქვს რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომელიც აკონტროლებს გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ასევე ,,გასართობი ცენტის“ წინ ტერიტირიას. ამავე მისამართზე ასევე დათვალიერდა ,,ლომბარდის“ გარე ფასადი, სადაც აღმოჩნდა, რომ მას გააჩნია ორი სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც აკონტროლებს გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ,,---------–-----ს“ გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერით, რომელიც მოიცავს 2016 წლის 17 დეკემბრის 14:30 საათიდან 16:10 საათამდე დროს, დადგინდა, რომ 01:33:01 ჩანაწერზე ავტომანქანების სარეკლამო აბრა „თამაშდებას“ გვერდზე ჩნდება ორი პიროვნება და გადაადგილდებიან გ---–--- ქუჩიდან ვ-----------------–ის ქუჩისკენ და დაახლოებით 20-25 მეტრში შედიან მარცხნივ გასართობ ცენტრ „კრისტალბეთისაკენ“. ისინი ჩერდებიან შავი ფერის ჯიპის ტიპის მანქანასთან, რა დროსაც, კადრის პირდაპირ ყურებისას მარჯვნივ მდგომი პიროვნება ქურთუკის შიდა ჯიბიდან იღებს რაღაც ნივთს და გადასცემს მეორე პიროვნებას. ორივე პიროვნება არის სრული აღნაგობის მამაკაცი, რომელთაგან კადრის პირდაპირ ყურებისას მარცხნივ მდგომ მამაკაცს აცვია ღია ფერის ქურთუკი და ახურავს ოვალური ფორმის ქუდი, ხოლო მეორე მამაკაცს აცვია მუქი ფერის ქურთუკი და ახურავს კეპის ფორმის ქუდი. ისინი 01:34:00 ჩანაწერზე შორდებიან ხსენებულ ჯიპის ტიპის მანქანას და მათგან ერთ-ერთი მიემართება გ---–--- ქუჩიდან ვ----------–-- ქუჩის მიმართულებით, ხოლო მეორე ვ.გ---–--- ქუჩაზე აგრძელებს მოძრაობას სანაპიროს მიმართულებით. მ--–-----–--–--------ის კუთვნილი ტელეფონის ნომრის, - 5---------- და ჯ------ ჩ------–---ის მობილური ტელეფონის ნომრის, - 5---------- 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების ნუსხის დათვალიერებით დგინდება, რომ ზემოთდასახელებულ პირებს აქვთ 42 სატელეფონი კავშირი; მათ შორის 2016 წლის 17 დეკემბერს ჯ------ ჩ------–---მა მ--–-----–--–-------ძეს დაურეკა ოთხჯერ, ხოლო მ--–-----–--–--------ემ ჯ------ ჩ------–---ს დაურეკა ექვსჯერ. ბოლო შემავალი და გამავალი ორი ზარის ადგილმდებარეობად დაფიქსირებულია თბილისი, ორთაჭალა, ავტოსადგური, კერძოდ, 15:56 საათზე ურეკავს მ--–-----–--–--------ე, ხოლო 15:57 საათზე - ჯ------ ჩ------–---ი.
ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათის თანახმად: ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით, რომელიც მიმდეინარეობდა 2016 წლის 17 დეკემბერს 14:28:27 საათიდან იმავე დრის 16:10:51 სააათის ინტერვალში დადგენი-–--, რომ რესტორან „თ----–------ში“ ერთმანეთს შეხვდნენ ე-–------------ვი ს------- ტ----–-----–---–ი, რ----- ჩ------–---ი და ჯ------ ჩ------–---ი. საუბარი, რომელშიც ძირითადად მონაწილეობენ რ----- და ჯ------ ჩ------–---ები და ე-–--------------ი ეხება სხვადასხვა თემებს, მათ შორის ოქროს და ხატებს. ზემოთდასახელებული პირები საუბრობენ ასევე ამერიკულ დოლარზე და როცა თანხმდებიან თანხის 45%-ში შეძენას, ჯ------ ჩ------–---ი გადის კუპიდან და უკან დაბრუნებისას მაგიდაზე დებს პარკში მოთავსებულ ფულს. ამავე დოკუმენტით დადაგენი-–--, რომ ე-–------------ვი ფულადი თანხის გადათვლის შემდეგ აფიქსირებს, რომ არის 16 700 ოდენობის კუპიურა რის შემდეგ ეს უკანასკნელი თავად იღებს ჯიბიდან ას დოლარიანებს და ჯ------ს აწვდის 7 600 აშშ დოლარს.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენი.
მ--–-----–--–--------ემ განმარტა, რომ ჯ------ ჩ------–---ს იცნობს 2014 წლიდან და აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2016 წლის 16 დეკემბერს დაუკავშირდა ჯ------ი და სთხოვა ესესხებინა 100 დოლარი. შეხვედრისას უთხრა, რომ სარფიანი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი რაშიც დამატებით სჭირდებოდა რამდენიმე ათასი დოლარი და თუ ასესხებდა ფულს მას სარგებლის გარეშე არ დატოვებდა. მან (მ--–-----–--–--------ემ) უთხრა, რომ დაფიქრდებოდა და თუ მიიღებდა გადაწყვეტილებას მეორე დღეს აცნობებდა. იმავე წლის 17 დეკემბერს, შუადღისას, მას დაურეკა ჯ------ ჩ------–---მა და უთხრა თანხა მისთვის დათქმულ ადგილზე მიეტანა. საუბრიდან მოკლე დროში, ორთაჭალაში, ავტოვაგზილის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელს გადასცა აშშ-ს დოლარები. შეხვედრიდან დაახლოებით ხუთ წუთში ის დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. მ--–-----–--–--------ემ უარყო დანაშაულის ჩადენა და ითხოვა გამართლება.
სააპელაციო პალატა მ--–-----–--–--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ--–-----–--–--------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივ ქმედების ჩადენას. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მსჯავრდებულ მ--–-----–--–--------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30)
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასა და ძირითად არგუმენტებზე.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, დაცვის მხარე ვრცლად აპელირებს ყალბ კუპიურებთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის კანონიერების შესახებ და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის დაუშვებელი მტკიცებულება, რადგან დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები. ყალბი კუპიურების პაკეტის გახსნისას მასში არ აღმოჩნდა თავდაპირველი ლუქი, ფაილი, რომელშიც მოთავსებული იყო საკვლევი ობიექტები და ,,პე-ეს-პეს“ წარწერებიანი ქაღალდი. გარდა აღნიშნულისა აპელანტი მიიჩნევს, რომ ყალბი კუპიურების დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა დროშიც არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან თუ საკვლევი ობიექტები 13:30 საათისათვის იმყოფებოდა საგამოძიებო სამსახურში 17:22 საათზე ექსპერტის მიერ დასკვნა ვერ მომზადდებოდა. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ყალბ აშშ დოლარებზე დადებული ლუქის ახსნის, დათვალიერების და დალუქვის ოქმის თანახმად, 2016 წლის 18 დეკემბერს 12:25 საათზე დაიწყო დათვალიერება სისხლის სამართლის საქმეზე ნებაყოფლობით მონაწილე ე-–------------ვის დაკითხვის შემდეგ წარდგენილი 16 700 აშშ დოლარი მოთავსდა ერთ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა საგამოძიებო სამსახურის რკინის ლუქით #----------, რომელიც გაიხსნა მისი დეტალური დათვალიერების მიზნით, გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ლუქის გახსნის შემდეგ ხსენებულ ფაილში აღმოჩნდა 167 ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომლის ნომრებიც დაფიქსირდა. აღნიშნული კუპიურები დაფიქსირდა აგრეთვე ქსეროქსის მნეშვეობით და დაერთო ოქმს. ხსენებული კუპიურები დათვალიერების შემდგომ კვლავ განთავსდა ერთ ცალ გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა საგამოძიებო სამსახურის რკინის ლუქით #----------. საქმეში არსებული ტექნიკური ექსპერტიზის #--------- დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა ორი ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტი (ე.წ. ,,ფაილი“) დალუქული მეტალის ცისფერი ლუქებით #---------- და #----------- იქვე მითითებულია, რომ დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის. გარდა აღნიშნულისა, მოწმის სახით დაკითხულმა ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა მ---------------–---–მა განმარტა, რომ მას გადაეცა ორი ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტი ე.წ ,,ფაილი“ დალუქული მეტალის ცისფერი ლუქებით ნომრებით - 3--------------. ფაილების გახსნისას ერთ პაკეტში აღმოჩნდა ,,პე-ეს-პე-ს“ პარკში გადახვეული ასდოლარიანი კუპიურებით და მეორე ფაილში იყო ერთი ცალი ასდოლარიანი კუპიურა. გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მან დალუქა ისინი და ჩააბარა კანცელარიას. შესვლილსას ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მ--------------–---–ის განმარტებით, მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია #-------------- პაკეტებში არსებული კუპიურების სერიები და ნომრები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია დათვალიერების ოქმში მითითებულ კუპიურების ნომრებთან და სერიებთან. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტიზის მიმდინარეობის დროსთან დაკავშირებით, ექსპერტმა მ--------------–---–მა მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა, მას დაზუსტებით არ უთქვამს, რომ თითოეული კუპიურის შემოწმებას ორი წუთი დასჭირდა (,,თითოეული კუპიურის შესამოწმებლად დაახლოებით ორი წუთი დამჭირდა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით“). ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ფულადი კუპიურების დათვალიერების ზემოთხსენებული ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და არ არსებობს აღნიშნული საპროცესო მოქმედების კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ექსპერტიზის მიმდინარეობის დროსთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები წარმოადგენს მხოლოდ აპელანტის აბსტრაქტულ მოსაზრებას და არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით.
რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ------ ჩ------–---ის მიერ გადაცემული ყალბი კუპიურებიდან ერთ-ერთი დახეული იყო, რის შესახებაც გადაცემის დროს ე-–------------ვმაც აღნიშნა, რაც დაფიქსირებულია ფარულ აუდიო - ვიდეო ჩანაწერში. სააპელაციო პალატა აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით მიუთითებს, -საქმის არსებითი განხილვისას მოწმე ე-–------------ვმა განმარტა, რომ კუპიურა, რომელიც მას დახეული ეგონა, აღმოჩნდა ჩაკეცილი და არა დახეული. კუპიურა ჩაკეცილი რომ იყო მაშინ დაინახა, როდესაც გამომძიებელს აძლევდა, კუპიურა გაასწორა ჩადო და მისცა. ე-–------------ვის განმარტებით, თანხა მას ჰქონდა და მან გადასცა გამომძიებელს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოში. ამდენად, დათვალიერების ოქმში ვერ აისახებოდა, რომ რომელიმე კუპიურა დახეული იყო. ამასთან, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, - მ--------------–---–ის განმარტებით, კუპიურა დახეული ან დაზიანებული თუ იქნებოდა დასკვნაში დაწერდა.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯ------ და რ-------------–----ბმა მ--–-----–--–--------ის მამხილებელი ჩვენება მისცეს საპროცესო შეთანხმების დაპირების მიღების შემდეგ და რომ სწორედ საპროცესო შეთანხმების გაფორმება გახდა მთავარი მოტივატორი ხსენებულ პირებს მიეცათ მ--–-----–--–--------ის საწინააღმდეგო ჩვენება. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომელიც მიიჩნევს, რომ მოწმის მიერ იმუნიტეტის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების მტკიცებულებად დაშვება და გამოყენება ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოებას ავტომატურად უსამართლოდ არ აქცევს. სასამართლო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს, რამდენად ეფუძნებოდა ბრალდებულის მსჯავრდება იმ მტკიცებულებას, რომელთან მიმართებაშიც ბრალდებულმა ვერ შეძლო, ან საკმარისად ვერ შეძლო დაცვის უფლებების განხორციელება, იყო თუ არა პროცესი შეჯიბრებითი და შეეძლო თუ არა ბრალდებულს ეროვნულ დონეზე მტკიცებულების დაშვებისა თუ გამოყენების გასაჩივრება, მის გამოკვლევაში მონაწილეობა, შეკითხვის დასმა და თავისი ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა, ანუ, საბოლოო ჯამში, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Erdem v. Germany, 2004 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Verhoek v. Netherlands). კონკრეტულ შემთხევაში ჯ------ და რ-------------–----ბმა მ--–-----–--–--------ის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, სადაც მ--–-----–--–--------ის მხარე სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი ანუ სხდომებში მონაწილეობას იღებდა როგორც თავად მ--–------–--–--------ე, ისე, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. ხსენებული პირები (ჯ------ ჩ------–---ი და რ----- ჩ------–---ი) დაიკითხნენ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, მათი დაკითხვის მიმდინარეობისას დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მოწმეებისათვის დაესვა მათთვის მისაღები ნებისმიერი შეკითხვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს პროცესი იყო შეჯიბრებითი და მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯ------ ჩ------–---ს, ასევე, რ----- ჩ------–---სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, არ უკარგავს მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს სანდოობას და ვერ გახდება მათი ჩვენებების არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადვოკატის კიდევ ერთ მცდელობაზე მიკერძოებულობაში დაადანაშაულოს სასამართლო, კერძოდ, ადვოკატი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოსამრთლემ ჯ------ და რ-------------–----ბის დაკითხვის მიმდინარეობისას დაცვის მხარის არერთი შეკითხვა მოხსნა, რადგან სურდა ოქმში მხოლოდ მ--–-----–--–--------ის მამხილებელი ჩვენება დაფიქსირებულიყო. პალატა ადვოკატის აღნიშნულ აბსტრაქტულ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ როგორც სხდომის ოქმით ირკვევა ჯ------ და რ-------------–----ბის დაკითხვის მიმდინარეობისას დაცვის მხარის შეკითხვები არ მოხსნილა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სხდომის ოქმთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არ უსარგებლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და შენიშვნა არ გამოუთქვამს.
ადვოკატის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ასევე შპს ,,---------–-----ს“ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი დასკვნა, არის თუ არა ეს ჩანაწერი მონტაჟი, ფირზე გამოსახული პირები არიან თუ არა ჯ------ ჩ------–---ი და მ--–-----–--–--------ე. გარდა ამისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოწმე გ-----------------ე, ლ-–---------–---–ი და მ-----–-------ე განსახვავებულად აღწერენ ჯ------ ჩ------–---ისათვის გადაცემული ნივთის ვიზუალურ მხარეს. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია რა საფუძვლით აყენებს ეჭვქვეშ აპელანტი შპს ,,---------–-----ს“ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერის ავთენტურობას, იმ პირობებში, როდესაც თავად მ--–-----–--–--------ემ დაადასტურა რომ 17 დეკემბერს, შუადღისას, მას დაურეკა ჯ------ ჩ------–---მა და უთხრა თანხა მისთვის დათქმულ ადგილზე მიეტანა. საუბრიდან მოკლე დროში, ორთაჭალაში, ავტოვაგზილის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელს გადასცა აშშ-ს დოლარები. შეხვედრიდან დაახლოებით ხუთ წუთში ის დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. რაც შეეხება მოწმეთა მიერ აღწერილ გადაცემული ნივთის ვიზუალურ მხარეს, როგორც გ-----------------ე, ისე მ-----–-------ე და ლ-–---------–---–ი აღნიშნავენ, რომ შეხვედრის დროს, მ--–-----–--–--------ემ ჯ------ ჩ------–---ს გადასცა ოთხკუთხედი/მართკუთხედი ფორმის პაკეტი. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრი-–-- და არ არსებობს მათი არგაზიარების საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიუთითებს, რომ გამომძიებელმა არ დანიშნა არც დნმის და არც დაქტიულოსკოპიური ექსპერტიზა იმ გარემობის დასადგენად ჰქონდა თუ არა რაიმე სახის შეხება მ--–-----–--–--------ეს საქმეზე დართულ კუპიურებთან. სააპელაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის #-------- გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია - მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას,- დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია. გარდა აღნიშნულისა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მ--–-----–--–--------ის ბრალეულობას შედგენი-–-- კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებებიც. ერთობლიობაში ისინი საკმარისია მ--–-----–--–--------ის მსჯავრდებისათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ--–-----–--–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–------–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თბერვლის განაჩენში მ--–-----–--–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ--–-----–--–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–------–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი მ--–-----–--–--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ--–-----–--–--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
მ--–-----–--–--------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 თებერვლიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;
მ--–-----–--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის #12/6259 განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ მ--–-----–--–--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს მცხეთაში, ს------–--–--–----------–-----------------------------------------------------------------
ნივთიერი მტკიცებულებები:
168 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა განადგურდეს, დისკები შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო პასპორტი და პირადობის მოწმობა, დაუბრუნდეს მ--–-----–--–--------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი