განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN330100118002741465
საქმე №1ბ/1367-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: დ------–----–---–------------------–-–---–--
მსჯავრდებულის: ა--------------------------
ადვოკატების: გ--–--------–--–---–------------------–--–---–--
თარჯიმნის : ი-------------
მონაწილეობით,თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის დ------–----–---–-- და მსჯავრდებულ ა-------------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-------------------------- მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------------------–------- რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №------------ რეგისტრირებული: ი----------–-----------------–-----------------------–-------------------–------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–-------–------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით ა------------------------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და ყალბი ბეჭდის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.
ა-------------------------- ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2016 წლის დასაწყისში, ქ-------–--–--------–--------------- მდებარე „-------–------- ოფისში ა-------------------------- გაიცნო კომპანია „----–----------------- დირექტორი მ--------------–-–----------- რომლისგანაც შეიტყო, რომ აღნიშნული კომპანია ეწეოდა კაფელ-მეტლახის იმპორტს ი----------–------- რესპუბლიკიდან, რის გამოც წარმოეშვა განზრახვა, რომ მოტყუების გზით დაუფლებოდა კომპანიის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა-------------------------- მ--------------–-–---------- შესთავაზა, რომ კაფელ-მეტლახის რეალიზაციას იგი თავისი კომპანიების მეშვეობით მოახდენდა საქართველოში და ნდობის მოპოვების მიზნით, 2016 წლის 10 მარტს, ქ--------–--–-------–-----------------ში მდებარე შპს „-------–------- ოფისში გაუფორმა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის პირობების შესრულებასაც იგი სინამდვილეში არ აპირებდა. 2016 წლის 16 მარტიდან 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მ--------------–-–----------- ა-------------------------- კომპანიებს შპს „-------–------ და შპს „------------- მიაწოდა 113 568 აშშ დოლარის ღირებულების კაფელ-მეტლახი, თუმცა ა-------------------------- მიისაკუთრა, როგორც კაფელ-მეტლახი, ისე მისი რეალიზაციით მიღებული თანხა. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მ--------------–-–----------- კომპანიას მიადგა 113 568 აშშ დოლარის (290 000 ლარის) მატერიალური ზიანი.
- 2018 წლის 28 სექტემბერს, ა-------------------------- განიზრახა გამოძიების შეცდომაში შეყვანა და თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით განაცხადა, რომ მას რაიმე დავალიანება მ--------------–-–----------- წინაშე არ გააჩნია. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად კი წარადგინა დოკუმენტები, კერძოდ, თანხების გადაცემის ხელწერილები დედნების სახით 10 ფურცლად.
2018 წლის 18 ოქტომბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგინდა, რომ მ--------------–-–----------- კომპანიის „----–------------------ ბეჭედი გადახდის ქვითარზე იყო გაყალბებული. გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნით დადგინდა, რომ ყალბი ქვითრის შინაარსი და ხელმოწერები შედგენილია ა-------------------------- მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით, ა------------------------- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბარალდებაში;
ა------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა------------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
ა------------------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და ყალბი ბეჭდის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 28 სექტემბერს, ა-------------------------- განიზრახა გამოძიების შეცდომაში შეყვანა და თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით განაცხადა, რომ მას რაიმე დავალიანება მ--------------–-–----------- წინაშე არ გააჩნია. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად კი წარადგინა დოკუმენტები, კერძოდ, თანხების გადაცემის ხელწერილები დედნების სახით 10 ფურცლად.
2018 წლის 18 ოქტომბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგინდა, რომ მ--------------–-–----------- კომპანიის „----–------------------ ბეჭედი გადახდის ქვითარზე იყო გაყალბებული. გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნით დადგინდა, რომ ყალბი ქვითრის შინაარსი და ხელმოწერები შედგენილია ა-------------------------- მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------–----–---–-- და მსჯავრდებულ ა-------------------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ა-------------------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბარალდებაში;
დაცვის მხარემ მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - ბრალდების მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდნენ ა-------------------------- ბრალეულობას, კერძოდ იმას, რომ ის თავიდანვე არ აპირებდა დაზარალებულისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მოტყუებით დაეუფლა მის ქონებას.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რადგანც ის არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ბარლადების ამ ნაწილში ა-------------------------- გამართლებას საფუძვლად დაუდო ორი ძირითადი გარემოება, რაც აშკარად გამოიკვეთა მტკიცებულებების გამოკვლევისას, კერძოდ ის, რომ თავად დაზარალებულის ჩვენება იყო არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი. ასევე მსჯავრდებულის ქმედებაში არ არსებობდა თაღლითობის შემადგენლობისათვის აუცილებელი ნიშნები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და ობიექტური მხარის ნიშანი - მოტყუება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მ--------------–-–------------ უჩვენა, რომ არის ბიზნესმენი, კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს გარკვეული საქონლის იმპორტს. საკუთარი კომპანია ცნობილია „----–------------------ სახელით. საქართველოში ყოფნის დროს, დაახლოებით 2016 წლის დასაწყისში, საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნო ა-------------------------, რომელიც ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას. 2016 წლის 10 მარტს ამ უკანასკნელთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავად კისრულობდა ვალდებულებას, რომ ა------------------------- ჩამოუტანდა კაფელ-მეტლახს, რომელიც მოახდენდა აღნიშნული საქონლის რეალიზაციას, შედეგად ორივე მათგანი მიიღებდა მოგებას. მოწმის განმარტებით, მან საქართველოში კაფელ-მეტლახი შემოიტანა 25 სატვირთო ა/მანქანის მეშვეობით. საქონლის ღირებულება, რომელიც ა-------------------------- უნდა გადაეხადა მისთვის, იყო დაახლოებით 120 000 აშშ დოლარზე მეტი, საიდანაც მხოლოდ თანხის მცირე ნაწილი გადაუხადა, დაახლოებით 6.000, 7 .000 ან 9.000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ა------------------------- შეხვედრის დროს აძლევდა დაახლოებით 200-300 ლარს, რომელიც უნდა გაქვითულიყო ვალიდან, თუმცა სულ რამდენჯერ ან რა ოდენობის თანხა გადაუხადა, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს გადასახდელი აქვს 113.000 აშშ დოლარი. დაზარალებულის განმარტებით კუთვნილი თანხის მიღების მოლოდინი ჰქონდა მას შემდეგ, როდესაც ა------------------------- გაყიდიდა საქონელს. მიუხედავად გასული დროისა, ბრალდებულს დაზარალებულისთვის კაფელ-მეტლახის ღირებულება სრულად არ გადაუხდია.
დაზარალებულის ჩვენებიდან აშკარად ჩანს, რომ ის ვერ ასახელებს თანხის ზუსტ ოდენობას, რომელიც მისთვის მსჯავრდებულს უნდა გადაეხადა და რა რაოდენობის თანხა ჰქონდა დარჩენილი გადასახდელი.
პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს, სავარაუდო ხასიათისაა და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლ;ად ვერ დაედება.
რაც შეეხება მოწმე ა-------------–----- ჩვენებას, რომელზედაც აპელირებს ბრალდების მხარე, მისთვის ვალის თაობაზე ცნობილი გახდა დაზარალებულის მხრიდან და ირიბ მტკიცებულებას წარმოადგენს.
გარდა ამისა, დაზარალებული მ--------------–-–---------- თავის ჩვენებაში არ უარყოფს, რომ გარდა აღნიშნული ბიზნეს საქმიანობისა, მას ა--------------------------ათვის სხვა სავაჭრო საქონელიც ჩამოუტანია, მაგალითად, პომიდორი და საზამთრო, რისი ღირებულებაც მან სრულად გადაუხადა. კაფელ-მეტლახის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თანხის მიღების მოლოდინი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ა------------------------- გაყიდიდა საქონელს. ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება საქონლის რეალიზაციის შემდეგ უნდა მომხდარიყო, დასტურდება სასამართლოში მოწმე ფ---------------- მიერ მიცემული ჩვენებითაც. მისი განმარტებით, ა-------------------------- მ--------------–-–---------- უთხრა, რომ დალოდებოდა და როდესაც გაყიდიდა საქონელს, მაშინ გადაუხდიდა კუთვნილ თანხას. ალტერნატივის სახით კი სთავაზობდა, რომ წაეღო მის მიერ ჩამოტანილი კაფელ-მეტლახი, რომელიც ჰქონდა საწყობში.
პალატა აღნიშნავს ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ადრე მსჯავრდებულთან თანხის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით არ ჰქონია პრობლმები, ამასთან კაფელ-მეტლახის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ა------------------------- მას ყოველ შეხვედრაზე აძლევდა გარკვეულ თანხას და სრულად თანხის მიღების მოლოდინი ჰქონდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც ასევე დასტურდება მოწმე ფ---------------- ჩვენებითაც, მსჯავრდებულის ქმედებაში გამორიცხავს თაღლითობის, როგორც სუბიექტურ- მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი-ისე, ობიექტურ-მოტყუება- კრიტერიუმებს. აღნიშნული ნიშნების არარსებობის შემთხვევაში კი პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას უტყუარად დაასაბუთოს ა-------------------------- მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ა-------------------------- ქმედებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი შეცვლის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
2. აპელანტის -დაცვის მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებეულა, რომ მსჯავრდებულმა გააყალბა კომპანია „----–----------------- ბეჭედი, ასევე გადახდის ქვითრების შინაარსი და მასზე განთავსებული ხელმოწერები. ამასთან, საქმეში არ არსებობს მსჯავრდებულის საექსპერტო კვლევისათვის ნიმუში და შესაბამისად, შედარება ვერ მოხდებოდა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს, ექსპერტიზისათვის საჭირო, მსჯავრდებულისაგან აღებული კვლევის ნიმუშები.
2018 წლის 1 ოქტომბრის ხელწერილის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-------------------------- წერილობითი თანხმობის საფუძველზე, 2018 წლის 28 სექტემბერს მისგან აღებული იქნა ხელწერის, ხელმოწერის, აგრეთვე ქართული ანბანით დაწერილი სიტყვების ნიმუშები, ნიმუშები რიცხვების სახით და თავისუფალი ხელწერის ნიმუშები სულ ცხრა ფურცლად, რომელიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, დაილუქა N----- ლუქით, რაზედაც გაკეთდა ხელმოწერები და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.
საქმეში მოთავსებულია 2018 წლის 28 სექტემბრისა და 15 ოქტომბრის ა-------------------------- წერილობითი თანხმობა ხელწერის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით და ნიმუშის აღების ოქმი.
ამასთან, 2018 წლის 18 ოქტომბრის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ საკვლევ ობიექტებთან -თანხის მიღების დოკუმენტებთან და შტამპებთან - ერთად ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა, როგორც მ--------------–-–-----------, ისე ა-------------------------- ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშები.
ამდენად იმის მტკიცება, რომ არ არსებობდა ექსპერტიზის კვლევისათვის საჭირო, მსჯავრდებულის ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშები საფუძველს მოკლებულია და ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
- 2018 წლის 18 ოქტომბრის გრაფიკული ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით:
- ხელნაწერი ტექსტები დოკუმენტებზე მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით: 4------------------------ შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ა-------------------------- მიერ.
- ქართულენოვანი ასოითი ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით: 6------------------------ ა-------------------------- სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ა-------------------------- მიერ.
- ლათინური ასოებით შესრულებული ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით: 2----------------------- მ--------------–-–----------- სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ა-------------------------- მიერ.
- მოკლე ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით: 1---------------------------------------------------- მ--------------–-–----------- სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - სავარაუდოდ ა-------------------------- მიერ.
- მოკლე ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით: 1---------------------------------------------------- მ--------------–-–----------- სახელით შესრულებულია არა მ--------------–-–-----------, არამედ სხვა პირის მიერ.
- მოკლე ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით: 5-------------------------------------------------- ა-------------------------- სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ამირრეზა ჰასანზადეჰის მიერ.
- 2018 წლის 18 ოქტომბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ 2016 წლის 28 ივლისით, 2016 წლის 10 ივლისით, 2016 წლის 15 აგვისტოთი, 2016 წლის 20 სექტემბრით, 2016 წლის 28 იანვრით, 2016 წლის 5 მარტით, 2016 წლის 26 ივნისით, 2016 წლის 15 მაისით, 2016 წლის 18 აპრილით დათარიღებულ თანხის მიღების დოკუმენტებზე და უცხოენოვანი ტექსტით შედგენილი დოკუმენტის ქვედა მხარეს არსებული მართკუთხა შტამპების
წარწერით „----------------------------------------------- ანაბეჭდები არ არის იდენტური ნიმუშის სახით წარმოდგენილი პლასტმასის ბუდეში მოთავსებული შტამპით ექსპერტის მიერ აღებული ექსპერიმენტული ნიმუშებისა. 2016 წლის 28 ივლისით, 2016 წლის 10 ივლისით, 2016 წლის 15 აგვისტოთი, 2016 წლის 20 სექტემბრით, 2016 წლის 28 იანვრით, 2016 წლის 5 მარტით, 2016 წლის 26 ივნისით, 2016 წლის 15 მაისით, 2016 წლის 18 აპრილით დათარიღებულ თანხის მიღების დოკუმენტებზე არსებული შპს „-------–------- მრგვალი ბეჭდების ანაბეჭდები იდენტურია ნიმუშის სახით წარმოდგენილი პლასტმასის ბუდეში მოთავსებული ბეჭდით ექსპერტის მიერ აღებული ექსპერიმენტული ნიმუშებისა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ----------------
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ა-------------------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და ბრალდების ამ ნაწილში მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის დ------–----–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ა-------------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
4. ა-------------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
ა-------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ ა------------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა-------------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმებულია.
7. ნივთმტკიცება:
- შპს „-------–------- შტამპიანი ბეჭედი და შპს „----–----------------- შტამპიანი ბეჭედი - განადგურდეს.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი