განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.06.2019
საქმის ნომერი
120310018002433568
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310018002433568

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 3ბ/2395-18 05 ივნისი 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - ი.მ ვ------- გ------–--ე-ს------–ი;

წარმომადგენელი - თენგიზ ეკალაძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

 

მესამე პირები -

1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენლები: თ------------–---ი და დ------------ე;

2) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით

ი.მ. ვ------- გ------–--ე-ს------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ვ------- გ------–--ემ 2017 წლის 1 სექტემბერს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო მიწის ობიექტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 43 541 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია 5 შენობა–ნაგებობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის აღიარების კომისიას, "სახელმწიფო პროქეტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ვ------- გ------–--ის (პ.ნ. 1----------) მიერ სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარმოდგენილი, აგრეთვე სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ბორჯომი სოფ. კორტანეთი.

 

ამასთან დამატებით ეცნობება, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია ქონების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის თაობაზე ვერ იქნება განხილული საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები განეკუთვნება არა- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ მონაცემებს.

 

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის მიმართვით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილის თქვენი N8---------- განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2017წლის 19 აპრილის მდგომარეობით ი. მ. "ვ------- გ------–--ე ს------–ი"-ს (ს.ნ. 1----------) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ბარათზე 2005 წლის 1 იანვრისათვის ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენდა 196282 ლარს, რაც სრულად შემცირებულია სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე (2008 წ. 10 დეკემბრის ოქმი N 15).

 

2005-2006 წლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის და ახალდაბის საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადამხდელის მიერ გადახდილი არ არის.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიამ 2018 წლის 18 იანვარს უარი უთხრა ი. მ. "ვ------- გ------–--ე ს------–ს" უარი უთხრა 43541 კვმ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის 2018 წლის 22 იანვრის განკარგულებით ვ------- გ------–--ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ კორტანეთში მდებარე 43541კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარება ცილდება კომისიის უფლებამოსილებას.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის თავჯდომარემ 2018 წლის 24 იანვარს N0----- აქტით აცნობა ვ------- გ------–--ეს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიიჩნია, რომ მის წინაშე განსახილველი საკითხი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში მდებარე ფიზიკური პირი ინდ. საწარმო ვ------- გ------–--ე - ს------–ის მფლობელობაში არსებულ 43 541 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, სცილდება მის უფლებამოსილებას და "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 41 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 07 მარტს მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიას და მიუთითა, რომ საგადასახადო სია მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან მიმართებით და არ იზიარებენ მის 24.01.2018 წლის N0----- გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტაციას ვ------- გ------–--ის სარეგისტრაციო განცხადებასთან (01.09.2017)დაკავშირებით და ითხოვენ მათი კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში 43541 კვმ. ფართობის არაასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიამ 2018 წლის 01 მაისს N8 განკარგულებით ვ------- გ------–--ეს უარი ეთქვა 43541კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობების აღიარებაზე.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის თავჯდომარემ 2018 წლის 02 მაისს N0------ მიმართვით აცნობა ვ------- გ------–--ეს, რომ ფიზიკური და კეძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის # 376 დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად "განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას" ვინაიდან ვ. გ------–--ეს მოთხოვნასთან დაკავშირებით არ შეცვლილა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა, რაც საფუძვლად დაედო კომისიის მიერ სხვადასხვა დროს მიღებული გადაწყვეტილებას, რჩება უცვლელი.

 

სადავო უძრავი ქონება არ მდებარეობს ი.მ. ვ------- ს------–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მომიჯნავედ.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით," ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 იანვრის №0----- და 2018 წლის 2 მაისის №0------ გადაწყვეტილებები, ასევე 2018 წლის 22 იანვრის N2 და 2018 წლის 1 მაისის N8 განკარგულებები, რომლითაც ი.მ. ვ------- გ------–--ე-ს------–ს უარი ეთქვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში, მდებარე 43 541 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლების აღიარებაზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დადგენილია, რომ: 2017 წლის 1 სექტემბერს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო მიწის ობიექტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 43 541 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია 5 შენობა–ნაგებობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის აღიარების კომისიას, "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ვ------- გ------–--ის (პ.ნ. 1----------) მიერ სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარმოდგენილი, აგრეთვე სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ბორჯომი სოფ. კორტანეთი. ამასთან დამატებით ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია ქონების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის თაობაზე ვერ იქნება განხილული საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები განეკუთვნება არა- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ მონაცემებს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიამ 2018 წლის 22 იანვრის განკარგულებით ვ------- გ------–--ეს უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ კორტანეთში მდებარე 43541 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარება სცილდება კომისიის უფლებამოსილებას.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის თავმჯდომარემ 2018 წლის 24 იანვარს N0----- მიმართვით აცნობა ვ------- გ------–--ეს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ მის წინაშე განსახილველი საკითხი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში მდებარე ფიზიკური პირი ინდ. საწარმო ვ------- გ------–--ე - ს------–ის მფლობელობაში არსებულ 43 541 კვ. მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, სცილდება მის უფლებამოსილებას და "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 41 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი" პირველი მუხლის მიხედვით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება არ მდებარეობს ი.მ. ვ------- ს------–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაკავების სტატუსი გააჩნია, თუ მასზე პირს თვითნებურად დაკავების უფლება წარმოეშვა კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა 2007 წელს) და უწყვეტად გრძელდება.

 

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის მიმართვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2017წლის 19 აპრილის მდგომარეობით ი. მ. "ვ------- გ------–--ე ს------–ი"-ს (ს.ნ. 1----------) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ბარათზე 2005 წლის 1 იანვრისათვის ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენდა 196282 ლარს, რაც სრულად შემცირებულია სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე (2008 წ. 10 დეკემბრის ოქმი N 15).

 

2005-2006 წლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის და ახალდაბის საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადამხდელის მიერ გადახდილი არ არის. შესაბამისად მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი მოსარჩელის მიერ შეწყვეტილია კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე, ამასთან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ რეალიზებული არ ყოფილა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" 19-ე მუხლის თანახმად განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 07 მარტს მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიას და მიუთითა, რომ საგადასახადო სია მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან მიმართებით და არ იზიარებენ მის 24.01.2018 წლის N0----- გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტაციას ვ------- გ------–--ის სარეგისტრაციო განცხადებასთან (01.09.2017) დაკავშირებით და ითხოვენ მათი კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში 43541 კვმ. ფართობის არაასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიამ 2018 წლის 01 მაისს N8 განკარგულებით ვ------- გ------–--ეს უარი ეთქვა 43541კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობების საკუთრებაში აღიარებაზე.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის თავჯდომარემ 2018 წლის 02 მაისს N0------ მიმართვით აცნობა ვ------- გ------–--ეს, რომ ფიზიკური და კეძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის 376 დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად "განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით , რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი ( მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას" ვინაიდან ვ. გ------–--ეს მოთხოვნასთან დაკავშირებით არ შეცვლილა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა, რაც საფუძვლად დაედო კომისიის მიერ სხვადასხვა დროს მიღებული გადაწყვეტილება რჩება უცვლელი.

 

მოსარჩელის მიერ დამატებით მტკიცებულება, რაც შეცვლიდა ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობას მოსარჩელის სასარგებლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა და არც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნია დამატებით სხვა მასალები, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" 19-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტები. ამასთანავე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების /ან კანონის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ი.მ. ვ------- გ------–--ე-ს------–ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის მიერ სადავო აქტების გამოცემისას, რომლითაც ი.მ. ვ------- გ------–--ე-ს------–ს უარი ეთქვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში, მდებარე 43 541 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლების აღიარებაზე ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან ი.მ. ვ------- გ------–--ე-ს------–ის მიერ არც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიაში და არც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში, მდებარე 43 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების ვ------- გ------–--ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი, სადავო უძრავი ქონება არა მიეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორიას, რის გამოც არ არსებობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში, მდებარე 43 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მოსარჩელის საკუთრებაში აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ ი.მ. ვ------- გ------–--ე-ს------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტს სურს სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში, ასევე აღიარების კომისიაც სასამართლო სხდომაზე აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და ეს მაშინ, როდესაც აღიარების კომისიის არცერთ გასაჩივრებულ აქტში, არცერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი იმაზე, რომ არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე აღიარების კომისიის მიერ სრულყოფილად მოხდა საკითხის შესწავლა და გამოკვლევა და ამავდროულად, საერთოდ არ იზიარებს აღიარების კომისიის მიერ გასაჩივრებულ აქტებში დაფიქსირებულ პოზიციას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნება მოსარჩელეს სრულიად სხვა გარემოებით, რაც საერთოდ არ ყოფილა განხილული და გამოკვლეული აღიარების კომისიის მიერ და საერთოდ არც კი აფასებს იმ პოზიციას. აპელანტის მოსაზრებით, სადაო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი არათუ სრულყოფილად, არამედ საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის თანახმად ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ 23.02.2017 წელს და 20.04.2017 წელს გაცემული ცნობები, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ: ინდ. საწარმო `ს------–ი-ვ------- გ------–--ე-ს მიწის გადასახადის ბარათზე 2005-2006 წლებში ერიცხებოდა მიწის გადასახადი ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის და ახალდაბის საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე და აღნიშნული სიის მიხედვით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი დარიცხულია 2005 და 2006 წლებში 4,7 ჰა მიწის ფართობზე. ცნობას თან ერთვის ამონაწერი 2005 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიიდან. აღნიშნული ინფორმაციაც ცალსახად ადასტირებს აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ვ. გ------–--ის მიერ ფლობისა და სარგებლობის და ამ მფლობელობის 2007 წლამდე წარმოშობის ფაქტს. რაც შეეხება, საგადასახადო სიის მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად ცნობას, რომელი გარემოებაც აღიარების კომისიამ საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის და საკითხის საჯარო რეესტრის კომპეტენციად განსაზღვრასთან დაკავშირებით და რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს საერთოდ არც კი უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაექვემდებაროს სრულად გაუქმებას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია, ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებები, რომლითაც ვ------- გ------–--ეს უარი ეთქვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 43 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებაზე და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს მიიღოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, ვ------- გ------–--ემ 2017 წლის 1 სექტემბერს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო მიწის ობიექტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 43 541 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია 5 შენობა–ნაგებობა.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სახით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის და 2017 წლის 8 აგვისტოს წერილები, რომლებითაც დგინდება, რომ ინდ. მეწარმე ვ------- გ------–--ე-ს------–ი 2005–2006 წლებში ფიქსირდება გადასახადის გადამხდელად 47 ჰა არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

 

2005-2006 წლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის და ახალდაბის საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადამხდელის მიერ გადახდილი არ არის.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია ქონების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის თაობაზე, ვერ განიხილებოდა საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები განეკუთვნებოდა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ მონაცემებს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის მიმართვის საფუძველზე "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორალური რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხი განსახილველად გადაეგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიას მიეწოდა ასევე ვ------- გ------–--ის (პ.ნ. 1----------) მიერ სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარმოდგენილი, აგრეთვე სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ.ბორჯომი, სოფ. კორტანეთი.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 იანვრის განკარგულებით, ვ------- გ------–--ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. განკარგულებაში მიეთითა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ კორტანეთში მდებარე 43541კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარება სცილდება კომისიის უფლებამოსილებას და "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, განეკუთვნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 07 მარტს განმეოებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიუთითა, რომ საგადასახადო სია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან მიმართებით, რის გამოც არ იზიარებს კომისიის 24.01.2018 წლის N0----- გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტაციას ვ------- გ------–--ის სარეგისტრაციო განცხადებასთან (01.09.2017) დაკავშირებით და ითხოვს, კომისიამ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იმსჯელოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში 43541 კვმ. არაასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 მაისის N0------ გადაწყვეტილებით, ვ------- გ------–--ის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად და განმცხადებელს განემარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების დამატებითი შესწავლის საფუძველზე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას აფასებს როგორც არსებითად სწორს და თვლის, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

როგორც აღინიშნა, სარჩელის საფუძველზე ვ------- გ------–--ე ითხოვს, კომისიას დაევალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. კორტანეთში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 43 541 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება. იმ გარემოების მტკიცების მიზნით, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მის მიერ კანონის ამოქმედებამდე დაკავებულ უძრავ ნივთს, მოსარჩელის (აპელანტის) მიერ საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის და 2017 წლის 8 აგვისტოს წერილები, რომლებითაც დგინდება, რომ ინდ. მეწარმე ვ------- გ------–--ე-ს------–ი 2005–2006 წლებში ფიქსირდება გადასახადის გადამხდელად 47 ჰა არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ 2005-2006 წლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის და ახალდაბის საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით. ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის და ახალდაბის საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სია ან დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება, რა გახდა სიაში მოსარჩელის შეყვანის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც საკითხი შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და თვითმმართველი ერთეულის კომპეტენცია საგადასახადო სიასთან მიმართებაში სადავოა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადასახის გადამხდელის მიერ გადახდილი არ არის, რა ნაწილშიც სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინდ. მეწარმეს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2005-2006 წლებში ერიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი, რომელიც გადახდილი არ არის, არ წარმოდგენს იმ გარემოების მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ მოსარჩელე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებისა და მტკიცებულების ფონზე, საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საგადასახადო ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციის გარდა, ასევე ემყარება შემდეგ საფუძველს: მიწის ნაკვეთი, რომლის აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, კოოპერატივ ,,ს------–ს“ გადაეცა საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, აღნიშნულის შემდგომ, ბორჯომის რაიაღმასკომთან და რაიონის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით, შედგა პროექტი, რის საფუძველზეც მიწაზე განხორციელდა საამშენებლო სამუშაოები. მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოები ნაწარმოებია მისი სახსრებით. მისივე მითითებით, ქონება მან ასახა კოოპერატივის ბალანსზე. 1996 წელს მიმართა ტექინვენტარიზაციის ბიუროს და მოითხოვა ქონების პასპორტიზაცია, რაც განახორციელა. მოსარჩელე, როგორც კოოპერატივ ,,ს------–ის“ უფლებამონაცვლე, მიიჩნევს, რომ ტექბიუროს ჩანაწერები ქმნის საფუძველს დადასტურდეს, რომ ის კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო ქონებას და გააჩნია მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

საქმეში, უძრავ ნივთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილია ცნობა-დახასიათება (ტ.2. ს.ფ.175-178). ცნობა-დახასიათება შეიცავს დ. ახალდაბა, მესხეთის ქ N137-ში განთავსებულ ობიექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. აღნიშნული დოკუმენტის შესწავლის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მითითებული 5 ობიექტის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხდება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მითითებული ობიექტების ნაწილსა და ცნობა-დახასიათებაში ასახული ობიექტების ფართობებს შორის სრული თანხვედრა არ არის.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ცნობა-დახასიათებაში შენიშვნის სახით გაკეთებულ ჩანაწერზე. შენიშვნაში მითითებულია: სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 26.11.1995 წლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის N3-- ასლი, სადაც აღნიშნულია: ეძლევა ერთი პირის საწარმო ფირმა ,,ს------–ს“, რომ მას საკუთრებაში გადაეცა რძის ქარხანაზე რიცხული ქონება.

 

სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივ საჭიროებას მოკლებულად მიიჩნევს წინამდებარე დავის ფარგლებში დაადგინოს და გამოიკვლიოს კოოპერატივი ,,ს------–ის“, ერთი პირის საწარმო ფირმა ,,ს------–ის“ და ინდ/მეწარმე ,,ვ------- გ------–--ე-ს------–ის“ უფლებამონაცვლეობის საკითხი, რამდენადაც არსებულ პირობებში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, არსებობს თუ არა მიწისათვის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა და ვრცელდება თუ არა მასზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კომპეტენციის გავრცელების შესაძლებლობა.

 

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს ადგენს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს: იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი.

 

ზემოაღნიშნულ მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, თუ მოსარჩელე თვლის, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტები წარმოადგენს მის საკუთრებას და გადაცემული აქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რაც მიმდინარე ეტაპზე არ იძებნება, მიწის ნაკვეთის ოდენობის განსაზღვრა და ობიექტებზე მიკუთვნება უნდა მოხდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის მიერ, რა პირობებშიც გამორიცხულია სადავო მიწის ნაკვეთზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კომპეტენციის გავრცელების შესაძლებლობა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ ობიექტების მისდამი კუთვნილებაზე მითითების მიუხედავად, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში დაცული ცნობა-დახასიათების საფუძველზე ყველა ჩამოთვლილი ობიექტის მესაკუთრედ მითითებულია - სახელმწიფო.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ადგენს: საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;

 

იმ პირობებში, როდესაც მიწაზე განთავსებული ობიექტების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მუხლზე მითითებით, ასევე სრულად გამორიცხავს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კომპეტენციის გავრცელების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ წარმოდგენილი არცერთი საფუძველი არ ქმნის იმ გარემოების მტკიცების შესაძლებლობას, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გააჩნია სამართლებრივი კომპეტენცია და მისი უარი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კომისია სადავო აქტების მიღების მომენტში მოქმედებდა კანონისა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის გაზიარების გზით გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი.მ ვ------- გ------–--ე-ს------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე