განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100115973403
საქმე №1ბ/212-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: გ----------------
ადვოკატების: ი----------------------–------–-–---–--
მსჯავრდებულის: მ------------------–-------------–-----–--
თარჯიმნების: ვ-----–---------------------–--–----------
მონაწილეობით,საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორის გ----------------, მსჯავრდებულ მ---------------- ადვოკატის ი--------------- მსჯავრდებულ შ-------------–-----–--- და მისი ადვოკატის ა-----–------–-–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----------–------------------ მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ რეგისტრირებული: ქ-------------–---------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------------------–-------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ჯ----–-–-----–----------------- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1----–-–------------------ რეგისტრირებული: ქ-------------–----–------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------–----–---–-------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
შ----------------------------–-----–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------, თ---------- რესპუბლიკის მოქალაქე, რეგისტრირებული: ტ-----------------------------–-------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------–--–---–---------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, მ------------------------–--------------–-------------–-----–-- ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ--------------- მისი კუთვნილი შპს „-–------------------------- მეშვეობით ახორციელებდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების რეალიზაციას საქართველოში არსებულ სხვადასხვა მეწარმე-სუბიექტებზე.
მ----------------ათვის, ზ---------–---------------------–--------------- ცნობილი იყო რა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N----- ბრძანებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების თაობაზე, ანგარების მოტივით განიზრახეს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მოტყუების გზით, მოეხდინათ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების სახელით დიდი ოდენობით საქონლის იმპორტი, ესარგებლათ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდით და არ გადაეხადათ იმპორტის გადასახადები, რითაც მიუღებელი შემოსავლის სახით დიდი ოდენობით ზიანი მიადგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ---------–---- და მ---------------მ გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ სხვადასხვა გადახდისუუნარო და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული მათი კუთვნილი ფირმების - შ-----------------------------------–-----------–---------------------------–-----------------------------------------------------–-----------------------------------–------------–---------------------------–-----–---------------------- მეშვეობით განეხორციელებინათ სხვადასხვა სახის სამშენებლო საქონლის იმპორტი თ---------- რესპუბლიკიდან, შემდგომ შპს „-–-------------“ გადაწერის მიზნით. საქონლის იმპორტის საბაჟო ოპერაციის განხორციელებისას ზ---------–--- და მ--------------- არ ახდენდნენ დარიცხული იმპორტის, აქციზისა და დღგ-ს გადასახადების გადახდას N----- ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში, ასევე არც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ. საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ მათი კუთვნილი ფირმების მიერ, თ------------- იმპორტირებული სამშენებლო მასალების გადაწერა ხდებოდა მ---------------- კუთვნილ შპს „-–------------ რის შემდგომაც მ---------------- მიერ, ხორციელდებოდა ზემოაღნიშნული საქონლის რეალიზაცია საქართველოში არსებულ სხვადასხვა მეწარმე-სუბიექტებზე.
ზ---------–---- და მ---------------მ შ-----------------------------------–-----------–---------------------------–-----------------------------------------------------–-----------------------------------–------------–---------------------------–-----–---------------------- მეშვეობით, 2013-2014 წლებში, თ---------- რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანეს ჯამში 6 925 203 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან საქონელი გაიტანეს ისე რომ, საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები, რითაც სახელმწიფოს მიადგა 1 381 691 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ჯ----–--------- და მ---------------მ გადახდისუუნარო პირს თ----------------–----- 2014 წლის სექტემბის თვეში დააფუძნებინეს შპს „ჯ------------------------- აღნიშნული კომპანიის დირექტორად და 100 %-იანი წილის მფლობელად დაფიქსირდა თ----------------–---- თუმცა რეალურად აღნიშნული კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობას მთლიანად ახორციელებდნენ ჯ----–-------- და მ---------------.
ჯ----–--------- და მ---------------მ შპს „----------- მეშვეობით 2014 წლის პერიოდში საქართველოში შემოიტანეს 2 065 366 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან საქონელი გაიტანეს ისე, რომ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის, აქციზის და დამატებითი ღირებულების გადასახადები, რითაც სახელმწიფოს მიადგა 418 711 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N----- ბრძანების 51-ე მუხლით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდი, რის ფარგლებშიც იმპორტიორი უფლებამოსილია შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხადოს საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
შ-------------–-----–-----------------------------------–----------------------------------–-–--–-------------–--------------–--–---–------------------------------------- ცნობილი იყო რა ზემოხსენებული საშეღავათო პირობების თაობაზე, ანგარების მოტივით განიზრახეს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მოტყუების გზით, მოეხდინათ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების სახელით დიდ ოდენობით საქონლის იმპორტი, ესარგებლათ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდით და არ გადაეხადათ იმპორტის გადასახადები, რითაც მიუღებელი შემოსავლის სახით დიდი ოდენობით ზიანი მიადგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შ-------------–-----–------------------------–---------------------------------------------–------------------------------ სახელით საქართველოში შემოიტანეს ჯამში 470 009 ლარის სატარიფო ღირებულების საქონელი და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანეს ისე, რომ N----- ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები. შპს „---------- დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 84 626 ლარი.
შ-------------–-----–--------------------------–------------------------------------ სახელით საქართველოში შემოიტანეს ჯამში 442 392 ლარის სატარიფო ღირებულების საქონელი და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანეს ისე, რომ N----- ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები. შპს „----------------ზე დარიცხულმა გადასახადმა დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 79 626 ლარი.
შ-------------–-----–-------------------------–----------------------------------------------–------------------------------- სახელით საქართველოში შემოიტანეს ჯამში 1 195 167 ლარის სატარიფო ღირებულების საქონელი და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანეს ისე, რომ N----- ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები. შპს „----------ზე დარიცხულმა გადასახადმა დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 215 111 ლარი.
შ-------------–-----–--------------------------–--------------–--–---–-----------------------------–--------–--------------------- სახელით საქართველოში შემოიტანეს ჯამში 577 094 ლარის სატარიფო ღირებულების საქონელი და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანეს ისე, რომ N----- ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები. შპს „----–------- დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 125 854 ლარი.
შ-------------–-----–--------------------------------–-–--–------------------------------–------------------------------ სახელით საქართველოში შემოიტანეს ჯამში 1 024 487 ლარის სატარიფო ღირებულების საქონელი და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანეს ისე, რომ N----- ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები. შპს „------------ დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 187 614 ლარი.
შ-------------–-----–-------------------------–-----------------------------–-–--–--------–--------------–--–---–----------------------------–--------------------------------–--------------------------------------–----------------------------------–--------–-----------------------–------------------------------ სახელით 2012-2014 წლებში, საქართველოში შემოიტანეს 3 709 149 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი და გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანეს საქონელი ისე რომ #----ე ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები, რითაც სახელმწიფოს მიადგა 692 831 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით,შ-------------–-----–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
შ-------------–-----–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 21 ნოემბრიდან - 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ისს 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 21 ნოემბრიდან - 2014 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ჯ----–-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორმა გ----------------- მსჯავრდებულ მ---------------- ადვოკატმა ი-------------- და მსჯავრდებულმა შ-------------–-----–-მ და მისმა ადვოკატმა ა-----–------–-–---–---
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გამართლებულ ჯ----–--------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქევპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებულ მ---------------- ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გაგამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ---------------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულმა შ-------------–-----–-- და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავთო პირობების გათალისწინებით სასჯელის დანიშვნა.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდეგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - მსჯავრდებულ მ---------------- ადვოკატის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმის არსებითი განხილვისას ვერც ბრალდების მხარემ და ვერც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვერ დაასაბუთეს თუ რომელი მტკიცებულებებით დასტურდებოდა სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენება უშუალოდ მ---------------- ქმედებით. ასევე მ---------------- ბრალეულობის დასადასტურებლად ინფორმაციული არ იყო აუდიტის სამსახურის თანამშრომლების ჩვენებები. საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და არ იქნა მოძიებული ინფორმაცია მ---------------- საკუთრებაში არსებული კონპანიების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე აპელირებს, რომ მ--------------- კომპანიებს არსეგისტრირებდა უქონელ და გადახდისუუნარო ადამიანებზე. ის რომ მ----------–---------------------------–---- არ გადაიხადეს გადასახადები, ვერ გახდება მ---------------- მსჯავრდების საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მ----------------ათვის წარდგენილი ბრალი დადასტურებულად მიიჩნია მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი, ცრუ ჩვენებების და არაკომპეტენტურად, არაკანონიერად ჩატარებული შედარების აქტებით, სადიანაც არ დასტურდება კონკრეტულად მ---------------მ რა ოდენობის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა გ------------------- განაცხადა, რომ ბრალდებულებმა ისარგებლეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდით, სხვადასხვა კომპანიების სახელით განახორციელეს საქონლის იმპორტი, გაიტანეს საბაჟო პუნქტიდან და განკარგეს სურვილისამებრ, ისე რომ არ გადაიხადეს დეკლარირებული გადასახადი. ამასთან ხსენებულ კომპანიებს არ გააჩნიათ რაიმე კაპიტალი, რითიც სახელმწიფო შეძლებდა განაცდური სარგებლის ანაზღაურებას. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან არ არის ანაზღაურებული ზიანი, რაც მიადგა სახელმწიფოს კონკრეტული შპს-ებისათვის დარიცხული იმპორტის გადასახადის გადაუხდელობის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–-----------–-–---–-- განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N--- ბრძანებით საქართველოში საქონლის იმპორტიორებისათვის განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ იმპორტიორს ეძლევა საშუალება 5 დღის ვადაში გადაიხადოს იმპორტისას დარიცხული გადასახადები. ხოლო თუ სახეზეა საქონლის დეკლარირება მის შემოტანამდე, ამ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი გადასახადებისათვის არის 15 დღე. ამ პერიოდში იმპორტიორს შეუძლია საქონელი გაიტანოს გაფორმების ეკონომიკური ზონიდან და განკარგოს. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ჯგუფები და ამ ჯგუფის კონკრეტული წევრები, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, სხვადასხვა გადახდისუუნარო და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული მათი კუთვნილი ფირმების საშუალებით ახორციელებდნენ ერთსა და იმავე სამეწარმეო საქმიანობას და ერთიანი განზრახვით, ანგარების მოტივით, თავს არიდებდნენ დარიცხული იმპორტის გადასახადების გადახდას. დანაშაულში მხილებული პირების მიერ შემუშავებული იყო სქემა, რომლის მიხედვით შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მოტყუების გზით, ახდენდნენ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების სახელით დიდი ოდენობით საქონლის იმპორტს, სარგებლობდნენ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდით და არ იხდიდნენ იმპორტის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიუღებელი შემოსავლის სახით, აყენებდნენ დიდი ოდენობით ზიანს. მას შემდეგ, რაც საგადასახადო ორგანო აღარ აძლევდა კონკრეტულ კომპანიას საშუალებას, რომ იმპორტის ოპერაციის განხორციელების შემდეგ საშეღავათო პერიოდი გამოეყენებინა, უკვე ანალოგიური საქონლის, იგივე მომწოდებლებისგან, ანალოგიური სქემით და პიროვნებების ჩართულობით იმპორტი ხორციელდებოდა სხვა კომპანიის სახელით. იმპორტი ხორციელდებოდა კომპანიის სახელით, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ქონება და სხვა მატერიალური რესურსები. ამდენად, საგადასახდო ორგანოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დარიცხული გადასახადები ამოეღო და ეს გადასახადები რჩებოდა აუნაზღაურებელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------–---- განაცხადა, რომ იგი ეთანხმება 2016 წლის 4 აგვისტოს განაჩენით მის მიმართ დადასტურებულ ბრალდებას. მოწმის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს ბრალი აღიარა და ამ საქმის ფარგლებში მოწმის სახის დაკითხვისას აქვს იგივე პოზიცია ბრალდებასთან მიმართებაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მ---------------სთან ერთად რამდენიმე კომპანიასთან იყო დაკავშირებული, ჰქონდათ თურქული კომპანიების დირექტორების მიერ გაცემული მინდობილობები და მ---------------სთან ერთად ახდენდა თ------------- იმპორტირებული საქონლის დეკლარირებას, განბაჟებას და საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ შპს „-–--------- სახელით რეალიზაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------–---- განაცხადა, რომ მ--------------- არის მისი სიძე. შპს „-–-------- დარეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა შპს-ს რეგისტრაციის დღიდან, მას არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიასთან. მოწმის ჩვენებით შპს „-–--------- სახელით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მ---------------.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------------–---- განაცხადა, რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, მათ შორის ჯ----–--------- ვალი, რის გამოც ამ უკანასკნელს სთხოვა დასაქმებაში დახმარება. ჯ----–--------- ურჩია, დაერეგისტრირებინა შპს და სამეწარმეო საქმიანობით გადაეხადა ვალები. მან 2014 წელს დაარეგისტრირა შპს „----------- შპს დარეგისტრირების შემდეგ დაუკავშირდა ჯ----–--------, რომელმაც უთხრა, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდა მ---------------ს. გაიცნო მ--------------- და ამის შემდგომ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ამ უკანასკნელთან. მ---------------- საშუალებით შპს „-----------ს სახელით განხორციელდა სამშენებლო პროდუქციის იმპორტი. მ--------------- იმპორტიორს თავად უკვეთავდა შპს „-----------ს სახელით საქონელს, ასევე მის მიერ გადაგზავნილი დოკუმენტებით საქართველოში ჩამოდიოდა იმპორტირებული სამშენებლო მასალა. მ---------------- მითითებით მიდიოდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, იღებდა კონკრეტულ დოკუმენტაციას, რასაც ხელს აწერდა და აცნობებდა აღნიშნულის თაობაზე მ---------------ს, ეს უკანასკნელი კი პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა საბაჟო პუნქტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ჯ----–----–---- ჩვენების თანახმად, იგი მუშაობდა შპს „------------ში. შპს-ს რეგისტრაცია განახორციელა 2014 წელს. შპს დაარეგისტრირა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ზ---------–---- მას შესთავაზა, რომ თავად მოახდენდა პროდუქციის იმპორტს და თავადვე გაუკეთებდა რეალიზაციას, ხოლო იმპორტის გადასახადს არ გადაიხდიდნენ და ამ თანხის ნახევარს მისცემდა ჯ----–----–----- ასევე ზ---------–---- მას განუმარტა, რომ კონკრეტული შპს-ს სახელით პროდუქციის იმპორტი უპრობლემოდ შესაძლებელი იყო განეხორციელებინათ იქამდე, სანამ ნარჩენი თანხა ბიუჯეტში გადასახდელად არ მიაღწევდა 50 000 ლარს. საწარმოს დაარსებიდან რამდენიმე დღეში მას ზ---------–---- უთხრა, რომ მისულიყო საბაჟოზე, რათა განებაჟებინა იმპორტირებული პროდუქცია და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტაციაზე. როდესაც მივიდა ადგილზე დახვდა ზ---------–---. მან ხელი მოაწერა რამდენიმე დოკუმენტს და შემდგომ რა ბედი ეწია იმპორტირებულ საქონელს მისთვის უცნობია. აღნიშნულის სანაცვლოდ ზ---------–---- მას გადაუხადა დაახლოებით 20 000 ლარი.
2----–-–------------–---–------------------------------------–-----------–---------------------------–------------------------------------------------------–-----------------------------------–------------–----------------------------–-----–---------------------- თემატური შემოწმების აქტების თანახმად, ხსენებული შპს-ების შემოწმების შედეგად მოხდა იმპორტის, აქციზის და დამატებული ღირებულების გადასახადის დაჯამება ერთობლიობაში. კერძოდ: შპს „------------ის (-------------- - რეგისტრაციიდან 22.11.2014-მდე პერიოდში იმპორტირებული საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 181 096 ლარს, საბაჟო ოპერაციებით დარიცხული გადასახადი - 41 755 ლარს; შპს „------–------------------------- რეგისტრაციიდან 22.11.2014-მდე პერიოდში იმპორტირებული საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 3 644 073 ლარს, საბაჟო ოპერაციებით დარიცხული გადასახადი - 675 155 ლარს; შპს „---------------------------------------------- რეგისტრაციიდან 22.11.2014-მდე პერიოდში იმპორტირებული საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 604 024 ლარს, საბაჟო ოპერაციებით დარიცხული გადასახადი - 155 271 ლარს; შპს „----------------------------- რეგისტრაციიდან 22.11.2014-მდე პერიოდში იმპორტირებული საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 790 451 ლარს, საბაჟო ოპერაციებით დარიცხული გადასახადი - 160 678 ლარს; შპს „--------–----------------------- რეგისტრაციიდან 22.11.2014-მდე პერიოდში იმპორტირებული საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 1 147 980 ლარს, საბაჟო ოპერაციებით დარიცხული გადასახადი - 246 399 ლარს; შპს „-–---------------------- რეგისტრაციიდან 22.11.2014-მდე პერიოდში იმპორტირებული საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 557 579 ლარს, საბაჟო ოპერაციებით დარიცხული გადასახადი - 102 433 ლარს; შპს „----------- (-------------- რეგისტრაციიდან 12.12.2014-მდე პერიოდში იმპორტირებული საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 2 065 366 ლარს, საბაჟო ოპერაციებით დარიცხული გადასახადი - 418 711 ლარს. ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია არის განხორციელებული. თემატური შემოწმებით დაჯამებული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი არ ყოფილა.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის საჯარო მონაცემთა ბაზის დათვალიერების თანახმად, შპს „-------–-------------------------------------------–-------------------------------------------–-------------------–---------------–-----–---------------------------------------–--–-------–-----–--------------------–---------------------------------------–-------------------–----–-–--–--–-----–----------------------------------------–-----------------–-–--------–-------------------------------------–--–-------–-----–---------------------------------------–--------------------------------------------------------------------–------------–----------------------------------–-------------------–---------------–-----–-------------------------------------–--–-------–-----–------------–-----------------–----------------------------–-------------------------------------------–-----------------------------------------–-------------------------------------–--------------------------------------------------–---------–----–--------------------------–-------------------–---------------–-----–-------------------------------------–--–-------–-----–---------–----–-----------------–----------------------------–---------–----–-----------------–-----------–----------------------------------------------–-------------------------------------–---------------------------------------------------–--------------------------–-------------------------------------–-------------------–---------------–-----–--------------------------------------–--–-------–-----–--------------------------–---------------------–----------------------------–----------------–-----------------------------------–-----------–--------------------–------------–----------------------------------------–---------------–--------------------------------–-------------------–---------------–-----–-------------------------------------–--–-------–-----–---------------–---------------–----------------------------–----------------–--------------------------------–-----------------------------------------–-------------------------------------–-------------------------------------------------–---------------------–--------------------------–-------------------–---------------–-----–--------------------------------------–--–-------–-----–---------------------–-----–-----–----------------------------------------–------------------–---–------------------------–-------------------–---------------–-----–--------------------------------------–--–-------–-----–------------------–---–--
სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მინდობილობების თანახმად, მ---------------- სახელზე გაცემულია შემდეგი მინდობილობები: 2013 წლის 1 ივლისის მინდობილობა, რომლის თანახმად შპს „ზ-----–---------------------- მინდობილობას აძლევს მ---------------ს პ/ნ 3---------- აწარმოოს საქართველოს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ცენტრებში „------ ტვირთების მიღება - გაფორმება. მინდობილობა ძალაშია 15.10.2012-დან 15.04.2013-მდე. ხელს აწერს დირექტორი თ---------- 2014 წლის 25 ივნისით დათარიღებული მინდობილობა, რომლის თანახმად შპს „--------–------- დირექტორი ო----------–- მინდობილობას აძლევს მ---------------ს პ/ნ 3----------, რომ მას შეეძლოს ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება. ტვირთის მიღება და განბაჟება, ასევე შეიძინოს, გააფორმოს და გამოიტანოს სალარო აპარატები. განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია შემოსავლების სამსახურებში. მინდობილობა ძალაშია 2014 წლის 30 აგვისტომდე; მინდობილობა, რომლის თანახმად შპს „ბ------------------------------------------------------------------–------- მინდობილობას აძლევს მ---------------ს პ/ნ 3----------, რათა მან აწარმოოს ნებისმიერი ოპერაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურებში, მიიღოს და გააფორმოს ტვირთები. მინდობილობა ძალაშია 2014 წლის 21 მაისიდან 2014 წლის 30 ივნისამდე. გარკვეული კომპანიების მიერ მინდობილობები გაცემულია ზ---------–---- სახელზე, სწორედ აღნიშნული პირი მ---------------სთან ერთად ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემაში.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, 2013 წლის 5 დეკემბერს დარეგისტრირდა შპს „-–-------- საიდენტიფიკაციო კოდით 4--------- შპს-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ა------------–----
სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მასალების თანახმად ასევე დგინდება მ---------------- ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შპს „-–--------- IP მისამართების ფაქტობრივი გამოყენება სქემაში ჩართული გარკვეული კომპანიების მიერ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სისტემასთან აუტენტიფიკაციის მიზნით.
სააპელციო პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ისინი საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ---------------- დამნაშავედ ცნობისათვის მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის, რომ მ--------------- შპს „-–--------- მეშვეობით წლების განმავლობაში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, სამშენებლო მასალების იმპორტს და შესაბამის გადასახადებსაც იხდიდა, რაც ნამდვილად არ იყო კავშირში დანაშაულებრივ ქმედებასთან, თუმცა მოგვიანებით კითხვის ნიშნები გააჩინა პროდუქციის იმპორტის განხორციელებამ სხვადასხვა კომპანიების მიერ, რომლებიც თითოეულ შემთხვევაში საქონლის იმპორიტს ახდენდნენ ერთჯერადად, ხოლო შემოტანილ საქონელს აწერდნენ შპს „-–---------.
შპს „------------ის, შ-----------–-----------–--------------------------------------–-------------------–------------–-----------–-----–--------------------–----–------------------------------------–---------------------------------–------------------–-–------------–---------–--------------------–---------–------------------------–----------–-------------–----–-----------------------------–------–----------–----------------------–------–-------------------------------------------------–------–------------------------------–------–------------–--------------------–------–-----–--------------------–----------–---–---------------- საბაჟო ოპერაციებით დარიცხულმა გადასახადმა შეადგინა 418 711 ლარი. დაზარალებულის წარმომადგენელმა გ------------------- განმარტა, რომ ხსენებულ კომპანიებს არ გადაუხდიათ მათზე დარიცხული იმპორტის გადასახადი და მათ არ გააჩნიათ რაიმე კაპიტალი, რითიც სახელმწიფო შეძლებდა განაცდური სარგებლის ანაზღაურებას.
იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემთა ბაზის დათვალიერების შედეგად და საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობებით აშკარად დადასტურდა ზემოხსენებულ კომპანიებთან მსჯავრდებულ მ---------------- უშუალო კავშირის არსებობა. კერძოდ დადგენილია, რომ შპს „-------–--------- დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი 04.12.2013-მდე არის თ---------------- ხოლო შემდეგ მ---------------. როგორც თ----------------- ასევე შპს „--------–------- დირექტორ ო----------–-ს და შპს „------------- დირექტორის მ----------------------–--------- მსჯავრდებულ მ---------------ზე გაცემული აქვთ მინდობილობებ საიდიანაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელს საწარმოების სახელით უფლება აქვს აწარმოოს ტვირთის მიღება, გაფორმება და სხვა ნებისმიერი ოპერაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურებში. სხვა სადავო კომპანიების მიერ მინდობილობები გაცემულია ზ---------–---- სახელზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას და მ---------------ს თურქული კომპანიების დირექტორების მიერ გაცემული ჰქონდათ მინდობილობები, რის საფუძველზეც ახდენდნენ თ------------- იმპორტირებული საქონლის დეკლარირებას, განბაჟებას და საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ შპს „-–--------- სახელით რეალიზაციას.
შპს „------------“ და შპს „------------თან მ---------------- უშუალო კავშირი დაადასტურეს ასევე მოწმეებმა თ----------------–---------------–----–----- რომელთა კომპანიების სახელით საქონლის იმპორტს ახორციელებდნენ მ--------------- და ზ---------–---, რომლებიც შემდგომში თავადვე ახდენდნენ პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა საბაჟო პუნქტიდან.
კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც ნათლად მოწმობს, რომ კომპანიების: შპს „------------ის, შპს „-------–---------, შპს „ჯ----------------------------ის, შპს „-------------, შპს „--------–-------და შპს „-–------ მიერ საქონლის იმპორტს ახორციელებდა უშუალოდ მ---------------, არის აღნიშნული კომპანიების მიერ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სისტემაში მ---------------- ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შპს „-–--------- IP მისამართების გამოყენება. ის გარემოება, რომ ა------------–---- სახელზე რეგისტრირებულ შპს „-–--------- ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და მისი საშუალებით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მ--------------- დადასტურებულია მოწმე ა------------–---- ჩვენებით და აღნიშნული გარემოება არც თავად მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ნათლად გამოიკვეთა მ---------------- კავშირი ზემოთხსენებულ კომპანიებთან და არა მხოლოდ კავშირი, არამედ მ---------------- მიერ საქონლის იმპორტის უშუალო განხორციელება ხსენებული შპს-ების მეშვეობით.
რაც შეეხება მ---------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხერხს - მოტყუებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, დადასტურებულია, რომ იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიებს იყენებდა საქმიანობის - საქონლის იმპორტის განხორციელების მიზნით, რითაც შეცდომაში შეყავდა მაკონტროლებელი ორგანო. მას შემდეგ რაც ერთი კონკრეტული კომპანიის მეშვეობით განახორციელებდა საქონლის იმპორტს, საშეღავათო პერიოდის გამოყენებით გაიტანდა მას სარეალიზაციოდ და აღარ იხდიდა გადასახადებს, ხოლო შემდგომში ანალოგიურ ქმედებას ახორციელებდა სხვა კომპანიის მეშვეობით, რომელსაც არ გააჩნდა დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. მ---------------მ მსგავსი ქმედებები 2013-2014 წლებში განახორციელა ექვსი სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ხოლო როგორც დაზარალებულის წარმომადგენელმა დაადასტურა, ეს კომპანიები იყვნენ გადახდის უუანროები, არ გააჩნდათ არანაირი კაპიტალი და ვერ ხდებოდა მათგან დაკისრებული გადასახადების ამოღება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მის მიერ განხორციელებული იმპორტის გადასახადების გადახდა მოხდა შპს „-–--------- გასხვისების გზით და მას არანაირი დავალიანება არ ერიცხება სახელმწიფოს წინაში. აღსანიშნავია, რომ შპს „-–--------- გასხვისება უკავშირდება სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებებს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, როდესაც საქონლის იმპორტს ახორციელებდნენ შპს „-----------, შპს „-------–----------–------------------------------------–------------------–------------–----------–-----–-----, იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებაც სწორედ მათ ეკისრებათ და ამ თანხის სხვა კომპანიიდან ამოღება ვერ მოხდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ მ---------------მ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც სახეზე არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, მან შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს შეცდომაში შეყვანის გზით არ გადაიხადა საქონლის იმპორტის გადასახდელები, რის გამოც სახელმწიფომ ვერ მიიღო მისთვის განკუთვნილი შემოსავალი. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად იქნა დადასტურებული ხსენებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით და თემატური შემოწმების აქტით სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებები ქმედების ჩადენა ჩგუფურად და დიდი ოდენობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ მ---------------ს მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განესაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი, რაც არის სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშუალის და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის პროპორციული სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ჯ----–--------- უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: გამომძიებელ ი-----–-----------–-–---–-- და დაზარალებულის წარმომადგენლის გ------------------- ჩვენებებით, საგამოძიებო მოქემედების ოქმებით, სასაქონლო ზედნადებებით, ანგარიშფაქტურებით, IP მისამართების შესახებ ინფორმაციით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ----–--------- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. რაც შეეხება მოწმე თ----------------–----- იგი გამოძიების ეტაპზე ადასტურებდა, რომ შპს „------------“ არანაირი კავშირი არ ჰქონია გარდა მისი დაფუძნებისა, იგი დააფუძნა სწორედ ჯ----–--------- მითითებით და შემდგომში კომპანიით საქმიანობას ახორციელებდნენ ჯ----–-------- და მ---------------. ხოლო სასამართლო სხდომაზე ჯ----–---------ათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მან მისცა განსხვავებული ჩვენება ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა იგი ფინანსურადაა დამოკიდებული ჯ----–--------ზე. ამასთან მსჯავრდებულმა მ---------------მ მართალია არ მისცა სასამართლოს ჩვენება, თუმცა დასკვნით სიტყვაში მან დაადასტურა ჯ----–--------- მონაწილეობა შპს „----------- საქმიანობაში.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ჯ----–--------- გამართლების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ჯ----–--------- მონაწილეობა შპს „----------- სახელით საქონლის იმპორტის განხორციელებაში, რა დროსაც მას თანაამსრულებლებთან ერთად წინასწარვე ჰქონდა განზრახული, რომ ესარგებლა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N----- ბრძანებით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდით და არ გადაეხადათ იმპორტის გადასახადები, რითაც მიუღებელი შემოსავლის სახით დიდი ოდენობით ზიანი მიადგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი-----–-----------–-–---–- და დაზარალებულის წარმომადგენელი გ------------------ ჩვენებას იძლევიან უშუალოდ კომპანიების საქმიანობის შესახებ, რომელბმაც განახორციელეს საქონლის იმპორტი, ხოლო საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო, შემდგომში აღარ გადაიხადეს იმპორტის გადასახდელები, მათ შორის ერთ-ერთი არის ბრალდებულ თ----------------–---- სახელზე რეგისტრირებული კომპანია შპს „----------- თუმცა ი-----–-----------–-–---–-- და გ------------------- ჩვენებებით არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება აღნიშნული კომპანიის სახელით იმპორტის განხორციელება უშუალოდ ჯ----–--------- მიერ.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განსაკუთრებულ აპელირებას ახდენს, მოწმე თ----------------–---- ჩვენებაში, რომელმაც აპელანტის შეფასებით მართალია სასამართლო სხდომაზე სრულად გამორიცხა ჯ----–--------- მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, თუმცა მან გამოძები ეტაპზე სრულად დაადასტურა რომ შპს „---------- დააფუძნა ჯ----–--------- მითითებით და შემდგომშიც კომპანიით საქმიანობას ახორციელებდნენ ჯ----–-------- და მ---------------.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენება აშკარა წინააღმდეგობაშია მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაფიქსირებულ ინფორმაციასთან, ეს გარემოება წარმოადგენს ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ თ--------------------–--- ფინანსურადაა დამოკიდებული ჯ----–--------ზე და მისთვის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მისცა სასამართლოს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისაგან არსებითად განსხვავებული ჩვენება, პალატა მიუთითებს, რომ როგორც მოწმის ჩვენებიდან გამოიკვეთა აღნიშნული ფინანსური ვალდებულება მას ჯ----–--------- მიმართ წარმოეშვა გამოძიებაში ჩვენების მიცემამდე ბევრად ადრე და ბრალდების მხარის ვერსიის გაზიარების შემთხვევაში ამ გარემეობას შეეძლო გავლენა მოეხდინა საგამოძიებო ორგანოსათვის მის მიერ ინფორმაციის მიწოდებისასაც.
ამდენად, სასამართლო აფასებს რა მოწმე თ--------------------–---- ჩვენებას, მიიჩნევს, რომ მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მოწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება შეფასებული როგორც ჯ----–--------- დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ კიდევ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება რაც ადასტურებს დანაშაულებრივ ქმედებაში ჯ----–--------- მონაწილეობას, არის IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნულ გარემოებას ამომწურავი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა სურლად დაეთანხმება და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ჯ----–-------- არ არის შპს „------- 100%-იანი წილის მფლობელი, ხოლო იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს წინაშე ვერ იქნა წარმოდგენილი, რომელიც დაადსტურებდა, რომ მხოლოდ ამ უკანასკნელს შეეძლო ხსენებული IP მისამართებით სარგებლობა, აღნიშნული გარემოება უპირობოდ ვერ დაედება საფუძვლად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება ჯ----–--------- თანაბრალდებული პირის - მ---------------- მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ ინფორმაციას შპს „----------- დაარსებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მ---------------- მიერ დასკვნით სიტყვაში საკუთარი, როგორც დაცვის მხარის დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა კი რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც უნდა შეფასდეს პირის ბრალეულობა. მით უფრო, თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებების შეფასების დროსაც კი სასამართლომ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იგი მხოლოდ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ თანაბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენებები სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, § 102).
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებისათვის, რომ ჯ----–--------- ჩაიდინა მის მიმართ შერაცხული ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ჯ----–--------- გამართლების ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცლის საფუძველი არ არსებობს.
3. აპელანტის - მსჯავრდებულ შ-------------–-----–-ს და მისი ადვოკატის მტკიცებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. მან დაკავებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნაწილობრივ აანაზღაურა მიყენებული ზიანი. ყოველივე აღნიშნული საფუძველზე დაცვის მხარე ითხოვს შურქუ კარლანკუშის მიმართ სასჯელის განსაზღვრა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, 2014 წლის 17 ნოემბრის დათვალიერების ოქმით და თანდართული დოკუმენტაციით, 2014 წლის 18 ნოემბრის დათვალიერების ოქმით და თანდართული დოკუმენტაციით, საბაჟო დეკლარაციებით, მიმართვის წერილებით და თანდართული CD დისკებით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს მომართვის წერილთ, მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებით, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა წერილობით და ნივთიერი მტკიცებულებით და თავად მსჯავრდებულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა შ-------------–-----–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოცემულ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ, შ-------------–-----–-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა განგრძობადი ხასიათი. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულად ითვლება უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ შ-------------–-----–-ს და მისი თანამზრახველების დანაშაულებრივი სქემა გამოაშკარავდა ერთიანი მიზნითა და განზრახვით მოცული დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდის დასრულების შემდეგ, ამდენად ამ დანაშაულის შეწყვეტა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მიუთითებს დანაშაულის ჩადენისას წასწრებაზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს შ-------------–-----–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ შ-------------–-----–--- და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3. მსჯავრდებულ მ---------------- ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
5. შ--------------–-----–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. შ-------------–-----–-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2014 წლის 21 ნოემბრიდან - 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ შ-------------–-----–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
8. მ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. მ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 24 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2014 წლის 21 ნოემბრიდან - 2014 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და ასევე გაუქმდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა------------–---- უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: ქ----------------------–------------------------------------------------------ დადებული ყადაღა.
11. ჯ----–-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
12. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ჯ----–--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და ასევე გაუქმდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ-------------- უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: ქ-------------–----------------------------------------------------------------------------- დადებული ყადაღა.
13. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გამართლებულ ჯ----–--------ს განმარტებული აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
14. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ელექტრონული დისკები შენახული იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
- პასპორტები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
15. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
16. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი