განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1816-19
N330310119002822088
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ----------------–---–ი, ნ-----–----------–---–ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 თებერვლის N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის მიერ წარდგენილი 2018 წლის 9 ივლისის N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. სარჩელი დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ტექნიკური აღიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, უ–----------------ში მდებარე უძრავი ნივთის ყველა ტიპის ნაგებობის ფართობისა და მოცულობის შესახებ 1----–-–-----------------ის ცხრილის თანხმად, A ლიტერაზე განთავსებულია 110 კვ.მ. სარდაფი. ასევე B ლიტერაზე განთავსებულია 173 კვ.მ სარდაფი (ტ. I, ს.ფ. 24, 27).
1.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, უ---------------, ს.კ. 0----------------------, დაზუსტებული ფართობი: 1245 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2013 წლის 13 თებერვლიდან აღირიცხა გ----------------–---–ისა და ნ-----–----------–---–ის სახელზე (თანასაკუთრება). კერძოდ, ნ-----–----------–---–ის სახელზე აღრიცხულია ფართი N5, სართული 1, 123,45 კვ.მ. ხოლო გ----------------–---–ის სახელზე აღრიცხულია სარდაფი, 12.60 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ბმა ,,უ----------------------------ი; N1-286 ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 26.02.1996 წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 28.02.2017 წ; N M-------- გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი: 09.08.2016 წ., N2-------- გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი: 09.11.2012 წ. (ტ. 1, ს.ფ. 37).
1.2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 სექტემბრის N0----- დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ნ-----–----------–---–ის მიმართ, ვინაიდან დაუდგენელი იყო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე არსებულ ობიექტზე (ტ.1, ს.ფ. 113-114).
1.2.4. 2017 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა ქ. თბილისში, უ------------ში მოწყობილი სარდაფის ადგილზე დათვალიერება (ტ.1, ს.ფ. 234, ტ.I).
1.2.5. 2017 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N0----- მითითება ნ-----–----------–---–ისა და გ----------------–---–ის მიმართ. მითითების თანახმად, ქ. თბილისში, უ-------------------ში (ს.კ. 0----------------------) მოწყობილია სარდაფი. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–ს დაევალათ სარდაფის მოწყობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. დარღვევის გამოსასწორებლად განისაზღვრა 14 კალენდარული დღე.
2017 წლის 20 ოქტომბერსა და 2017 წლის 27 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N0----- შემოწმების აქტები ნ-----–----------–---–ისა და გ----------------–---–ის მიმართ. შემოწმების აქტების თანახმად, ნ-----–----------–---–ისა და გ----------------–---–ის მიერ არ შესრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს შედგენილი N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები (ტ.1, ს.ფ. 212, 217, 224-225).
1.2.6. 2017 წლის 20 ნოემბერს გ----------------–---–მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს და განმარტა, რომ ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს უ–----------------ში, ბინა N5. აღნიშნული ბინა მათ შეიძინეს 1996 წლის თებერვალში. ბინას აქვს 12,6 კვ.მ სარდაფი. ბინაც და სარდაფიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სახლი არის აშენებული 1904 წელს და მის გენგეგმაზე არ არის ასახული სარდაფები. ზედამხედველბოის საქალაქო სამსახურმა, გენგეგმაზე სარდაფების არარსებობის საბაბით, აღნიშნული სარდაფი ჩათვალა უნებართვო მშენებლობად. განმცხადებელმა მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გამოთხოვილ საბუთზე, საიდანაც ირკვევა, რომ რომ A ლიტერაზე განთავსებულია 110 კვ.მ. სარდაფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ითხოვა ჯარიმის გაუქმება (ტ.1, ს.ფ. 124, 198-199).
1.2.7. 2017 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც გამოცხადდა გ----------------–---–ი და განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი და სარდაფი არის ძველი. სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია (სარდაფი მოწყობილია) 1904 წელს და არა მათ მიერ. მათ შეძენილი აქვთ სარდაფი 1996 წელს (ტ.1, ს.ფ. 189).
1.2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.12.2017 წლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ნ-----–----------–---–ისა და გ----------------–---–ის მიერ არ შესრულდა 2017 წლის 2 ოქტომბრის N0----- მითითებით განსაზღვრული პირობები (ტ.1, ს.ფ. 187).
1.2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილებით, ნ-----–----------–---–ი და გ----------------–---–ი დაჯარიმდნენ 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს დაევალათ მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–ს დაევალათ ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
საქართველოს ფოსტის უკუგზავნილის (NAP01003580744) თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილება ნ-----–----------–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ. 17-19, 172).
1.2.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემულ იქნა N4--------------- სააღსრულებო ფურცელი, N0----- დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს (ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–ს) დაევალათ ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემულ იქნა N4--------------- სააღსრულებო ფურცელი, 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–ს დაევალათ ბიუჯეტის სასარგებლოდ 8000 ლარის გადახდა, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი) (ტ.1, ს.ფ. 20-21, 178-179).
1.2.11. 2018 წლის 9 ივლისის გ----------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
2018 წ. 3 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა 09.07.18 წ. N2---------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 95-105).
1.2.12. საქართველოს პარლამენტის წევრის, ქ. თბილისის დიდუბის N15-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის - ზ-----------–---–ის ბიუროს 2018 წლის 22 აგვისტოს N--- წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ქ. თბილისის დიდუბის მე-15 ოლქის სამაჟორიტარო ბიუროს, 2018 წ. 9 აგვისტოს წერილობით მიმართა ქ. თბილისში, უ–-------------------ში მცხოვრებმა პენსიონერებმა - გ----------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა, რომლებიც 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილების საფუძველზე დაჯარიმებულნი არიან 8000 ლარით. დადგენილება გადაცემულია აღსასრულებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ-----–----------–---–ი დადგენილების ჩაბარების დროს - 2017 წ. 20 დეკემბერს, იყო შეუძლოდ, რაც დასტურდება წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობით. მ----------------------------------------–-------------------------–------------------------–-----------–-------------–----------------------------–-------–---------------------------------–----------–-------–---------------------------------------------–-----–----–----------–-----------------------------------–---------–--------------–-------------------–----------------------------------–-------–--------–-------------------------–-–--------ა. ადრესატს ეთხოვა, გადახედონ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობას და აღუდგინონ განმცხადებლებს 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილების გასაჩივრების ვადა (ტ.1, ს.ფ. 143-144).
1.2.13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წ. 5 თებერვლის N-- ბრძანებით, განუხილველი დარჩა გ----------------–---–ისა და ნ-----–----------–---–ის 2018 წ. 9 ივლისის N2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 92-94).
1.2.14. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილებით ე-–--------------ე დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2018 წლის 10 მაისს ე-–--------------ემ N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 ივნისის N2-- ბრძანებით ე-–--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილება (ტ.2, ს.ფ.23-32).
1.2.15. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N0----- დადგენილებით ლ----------------–---–ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2018 წლის 27 ივლისს ლ----------------–---–მა N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ივნისის N--- ბრძანებით ლ----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქალაქო სამსახურს 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილება.მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტ.2, ს.ფ. 33-37; 38-39).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ-----–----------–---–ის და გ----------------–---–ის მიმართ 2017 წლის 02 ოქტომბერს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, უ-------------------ში (ს.კ. 0----------------------) მოწყობილია სარდაფი. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–ს დაევალათ სარდაფის მოწყობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. დარღვევის გამოსასწორებლად განისაზღვრა 14 კალენდარული დღე.
სასამართლოს განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერსა და 2017 წლის 27 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N0----- შემოწმების აქტები ნ-----–----------–---–ისა და გ----------------–---–ის მიმართ. შემოწმების აქტების თანახმად, ნ-----–----------–---–ისა და გ----------------–---–ის მიერ არ შესრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს შედგენილი N0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 20 დეკემბერს მიღებული იქნა დადგენილება N0----- დადგენილება, რომლითაც ნ-----–----------–---–ი და გ----------------–---–ი დაჯარიმდნენ 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს დაევალათ მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–ს დაევალათ ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემულ იქნა N4--------------- სააღსრულებო ფურცელი, N0----- დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს (ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–ს) დაევალათ ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №0----- დადგენილება, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის მიერ ქ. თბილისის მუნიციიპალიტეტის მერიაში, რომლის 2019 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანებით გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი. მოსარჩელე მხარის ერთი-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №0----- დადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
სასამართლომ მიუთითა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №0----- დადგენილება მიღებული იქნა 2017 წლის 20 დეკემბერს. ამასთან, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანებით გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე ნ-----–----------–---–ს (როგორც დაინტერესებულს მხარეს და მეორე დაინტერესებული მხარის გ----------------–---–ის ოჯახის წევრს) ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილია 2018 წლის 09 ივლისს, შესაბამისად გასულია გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
მოსარჩელე ნ-----–----------–---–ის განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მისი მხრიდან დაფიქსირდა, რომ ჯანმრთელობის გუარესებისა და მძიმე ავადმყოფობის გამო, სადავო დადგენილება ვერ გადასცა მეუღლეს, ვერ გააცნობიერა დოკუმენტის შინაარსი, გასაჩივრების წესი და ის შედეგები, რაც დადგა მოგვიანებით. სასამართლომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქმეზე წარდგენილ ნ-----–----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომლითაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემების არსებობა მოსარჩელეს უდასტურდება. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ვადის აღდგენის საფუძველად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი და შეფასებული არ აქვს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დასკვნა - საჩივრის განხილვაზე უარი ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის გაშვებით, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი, დაინტერესებული მხარის მიერ გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობაზე, კერძოდ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაშვებული ვადა უნდა აღადგინოს, თუ მისი გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის უფლებამოსილება განეკუთვნება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ვადის აღდგენისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება, უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია, ვინაიდან, შესაძლოა, აღნიშნული გახდეს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, გ----------------–---–ისა და ნ-----–----------–---–ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული, დაინტერსებულ მხარეთა მიერ დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ვადის გაშვება ხომ არ მოხდა საპატიო მიზეზით, აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის გაშვებული ვადის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
1.3.3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილებით ე-–--------------ე დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე (მოსარჩელეთა მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. 2018 წლის 10 მაისს ე-–--------------ემ N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 ივნისის N2-- ბრძანებით ე-–--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N0----- დადგენილებით ლ----------------–---–ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ზე (მოსარჩელეთა მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------, ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. 2018 წლის 27 ივლისს ლ----------------–---–მა N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ივნისის N--- ბრძანებით ლ----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2017 წლის 21 სექტემბრის N0----- დადგენილება. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიუთითა, რომ კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა (სზაკ-ის 4.3 მუხ.) და პირიქით - საქმის გარემოებათა არაიდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ იდენტური გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს განსხვავებულად, ხოლო განსხვავებული - ერთნაირად.
1.3.4. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.3 მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა, შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა), დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით. კანონის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა შეუძლია: 1) თავად აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (კანონი არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებისთვის აუცილებელ რაიმე განსაკუთრებულ წინაპირობას, მინიმალურ დონეზე ინფორმირებულობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება თავისივე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესამოწმებლად, გასაბათილებლად; 2) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენის შემთხვევაში, უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით; 3) სასამართლოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ერთ-ერთი ფუნდამენტური პროცესუალური პრინციპის - დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხოლოდ დაინტერესებული პირის (მოსარჩელის) მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს შეუძლია სათავე დაუდოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის საკითხს, იღებს გადაწყვეტილებას უკანონო აქტის გაბათილების შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის დანაწესი იძლევა შესაძლებლობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინსიტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთო მმართველობითი ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა, სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის აგმომცემი თანამდებობის პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი უნდა იყოს - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 თებერვლის N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის მიერ წარდგენილ 2018 წლის 9 ივლისის N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №0----- დადგენილებასთან მიმართებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
1.3.5. სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის სარჩელს, რომლითაც იგი ითხოვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილების და მის საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 21 ივნისს N4-------------- სააღსრულებო ფურცელის ბათილად ცნობას, იმ ვითარებაში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არ უმსჯელია წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანობაზე, მისი განუხილველად დატოვების გამო, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საკითხის მსჯელობისათვის, ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N0----- დადგენილებასა და მის საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერებაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპისათვის, არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს, რომ ზაკ-ის 180.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 58.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა დადგენილია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.12 მუხლით, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.
აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.12.2017წ. N0----- დადგენილება, ნ-----–----------–---–ს, როგორც დაინტერესებულ მხარეს და მეორე დაინტერესებული მხარის - გ----------------–---–ის ოჯახის წევრს (მეუღლეს) ჩაბარდა 29.12.2017წ. ამდენად, აქტის გასაჩივრების ვადა სწორედ 2017 წლის 29 დეკემბრიდან უნდა აითვალოს. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–----------–---–მა და გ----------------–---–მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს 09.07.2018წ., ამდენად, მათ გაშვებული აქვთ აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა.
აპელანტი მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამავე კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან საჩივრის ავტორების მხრიდან გაშვებულია სადავო დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა საპატიო მიზეზზე, რაც გახდებოდა გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი. საქმეში არსებული ნ-----–----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისა და ექიმთან მიმართვის თარიღი არის 2018 წლის 14 აგვისტო, მაშინ, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის 20.12.2017წ. დადგენილება ნ-----–----------–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს. ამდენად, აღნიშნული ცნობა არ წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.05.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 თებერვლის N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2018 წლის 9 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე. ამდენად, პალატა იმსჯელებს მხოლოდ გასაჩივრებული 05.02.2019წ. N-- ბრძანების კანონიერებაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 180.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გასაჩივრების წესს ადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი. კერძოდ, ამ მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.12.2017წ. N0----- დადგენილებით ნ-----–----------–---–ი და გ----------------–---–ი დაჯარიმდნენ 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ----------------ში (ს/კ 0----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის. ამავე სამსახურმა მითითებული დადგენილების საფუძველზე გასცა 21.06.2018წ. N4--------------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ობიექტის მესაკუთრეებს დაევალათ ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.12.2017წ. №0----- დადგენილება ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით გააასაჩივრეს გ----------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა, ქ. თბილისის მუნიციიპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.2019წ. №-- ბრძანებით გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების გასაჩივრების 15 დღიანი ვადა. ბრძანებაში მითითებულია, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე ნ-----–----------–---–ს (როგორც დაინტერესებულს მხარეს და მეორე დაინტერესებული მხარის - გ----------------–---–ის ოჯახის წევრს) ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი აღნიშნულ დადგენილებაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ იქნა 2018 წლის 09 ივლისს, შესაბამისად გასულია გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ვადის აღდგენისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება, უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია, ვინაიდან, შესაძლოა, აღნიშნული გახდეს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–----------–---–ის განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მან დააფიქსირა, რომ ჯანმრთელობის გუარესებისა და მძიმე ავადმყოფობის გამო, სადავო დადგენილება ვერ გადასცა მეუღლეს, ვერ გააცნობიერა დოკუმენტის შინაარსი, გასაჩივრების წესი და ის შედეგები, რაც დადგა მოგვიანებით. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილია ნ-----–----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნ-----–----------–---–ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის თაობაზე. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში არ შეუფასებია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულის ვალდებულება კი, მას გააჩნია ზაკ-ის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.2019წ. №-- ბრძანებასთან მიმართებაში სწორად გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლი და გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.2019წ. N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის მიერ წარდგენილი 2018 წლის 9 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი