განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2019
საქმის ნომერი
160310017001957040
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310017001957040

საქმე N3ბ/1685-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-–--- ს---–--------ი

 

მესამე პირები - ე-–----- ი-----–---ი, ე-–--- ი-----–---ი, ს---ა ი-----–---ა, ხ--–---ა მ--------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე-–--- ს---–--------ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 თებერვლის N--------------- და 2016 წლის 07 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისრა ე-–--- ს---–--------ის სასარგებლოდ საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 341 ლარის გადახდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართ₾ოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მ--------–ის რაიონის სოფელ ა-–----ში მდებარე 0-------. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ 8----------- 2002 წლის 15 ოქტომბერს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა N185 სიის ს---უძველზე განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია და დარეგისტრირდა ე-–--- ს---–--------ის საკუთრების უფლება; მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა.

 

2.2. ე-–--- ს---–--------ის მომიჯნავედ 2002 წლის 15 ოქტომბერს ასევე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 0,213 ჰა. მიწის ნაკვეთზე ს.კ 8----------- დარეგისტრირდა ი-----–--- ტ----- ბ----- ო---–-- საკუთრება; მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა.

 

2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 23 სექტემბერს მიიღო N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე-–----- ი-----–---ის განცხადება ტ----- ი-----–---ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ს.კ 8----------- ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და ს.კ 8----------- უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ე-–----- ი-----–---ის საკუთრება. დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, მითითებულ იქნა ს.კ 8----------- და წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაზუსტდა კონფიგურაცია; მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა 2--- კვ.მ. ოდენობით.

 

2.4. საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-–-----ი ი-----–---ის განცხადება მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ და უძრავ ქონებაზე შედგა ახალი საკადასტრო გეგმა.

 

2.5. საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 7 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-–-----ი ი-----–---ის განცხადება და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ოჯახის სხვა წევრების თანასაკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე კვლავ დაზუსტდა საზღვრები, კონფიგურაცია და წარდგენილი აზომვითი ნახაზის ს---უძველზე შედგა ახალი საკადასტრო გეგმა.

 

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ე-–-----, ე-–---, ს---ა ი-----–---ებისა და ხ--–---ა მ--------ას საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებული საზღვრები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება მისი ფაქტობრივი მდგომარეობას.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 601, 96-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 311-312-ე მუხლებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-9 მუხლით; „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-13 მუხლით, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით; „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-9-10, მე-13 მუხლებით; პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილების განმარტებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს, შესაბამისად მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის წარმოებისას მწარმოებელმა ორგანომ კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე უფლებამოსილება განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4.2. პირველი ინსტანციის საასმართლომ განმარტა, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 სექტემბრის N---------------, 2016 წლის 17 თებერვლის N--------------- და 2016 წლის 7 ივნისის N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; მოსარჩელე აღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას მოითხოვს მხოლოდ იმ ს---უძვლით, რომ ამ გადაწყვეტილებებით, მესამე პირებზე დარეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ნაწილობრივ მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ და ფაქტობრივ საზღვრებში მოქცეულ მიწის ნაკვეთის ნაწილს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი დავის ფარგლებში შეამოწმა მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 23 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილების მიღებისას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოებდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ კანონით, ხოლო 2016 წლის 17 თებერვლის N--------------- და 2016 წლის 7 ივნისის N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას - საჯარო რეესტრის შესახებ კანონით; შესაბამისად სადავო აქტები შემოწმებულ იქნა აღნიშნულ კანონთა ფარგლებში.

 

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ ე-–----- ი-----–---მა 2008 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურს ტ----- ი-----–---ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ს.კ 8----------- ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და ამ ნივთზე (ს.კ 8-----------) საგადასახადო სიის ს---უძველზე მისი საკუთრების რეგისტრაცია მოითხოვა. შესაბამისად, დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი - 8-----------, მესაკუთრედ დარეგისტრირდა ე-–----- ი-----–---ი და წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაზუსტდა მიწის საკადასტრო მონაცემები. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ პერიოდში საჯარო რეესტრში უკვე არსებობდა ე-–--- ს---–--------ის საკუთრების შესახებ ჩანაწერი უძრავ ნივთზე ს.კ 8----------- და დაცული იყო საკადასტრო გეგმა; საჯარო რეესტრში დაცული იყო როგორც ე-–----- ი-----–---ის, ისე ე-–--- ს---–--------ის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრირებული მონაცემები.

 

4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურმა ე-–----- ი-----–---ზე საკუთრების უფლების დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელებისას, 2008 წლის 23 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიკვლია და არ შეაფასა მასთან დაცული, ე-–----- ი-----–---სა და ე-–--- ს---–--------ზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემი. 2016 წლის 17 თებერვლის N--------------- და 2016 წლის 7 ივნისის N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა ე-–----- ი-----–---ის განცხადებები და ცვლილება შევიდა როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეებთან დაკავშირებით, ასევე შეიცვალა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ე-–----- ი-----–---ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად განახორციელა საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია არაერთგზის.

 

4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრმა არ გამოიკვლია და არ შეაფასა მათთან დაცული რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტებთან. ადმინისტრაციული ორგანო გარდა იმისა, რომ ვალდებული იყო დაეცვა მასთან რეგისტრირებული მონაცემების უს---რთხოება, მას იმავდროულად საქმის გარემოებები სრულყოფილად უნდა გამოეკვლია.

 

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან თვლის, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი ს---უძვლები.

5.2. აპელანტი აღნიშნავს, უძრავი ქონება მდებარე მ--------–ი, სოფ. ა-----------ი (საკადასტრო კოდი: 8-----------) სისტემური რეგისტრაციის შედეგად დარეგისტრირდა ტახირ ი-----–---ის საკუთრებად ფართით 2--- კვ.მ. სარეგისტრაციო სამსახურს 2008 წლის 16 ივლისს N8----------- განაცხადით მიმართა ე-–----- ი-----–---მა, რომელმაც მოითხოვა "საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა"; განაცხადზე წარდგენილი იქნა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების ს---ასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსია, ა-–----ის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის N491 ცნობა, 2008 წლის 15 ივლისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების N31086/2002 სარეგისტრაციო მოწმობა, ა-–----ის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის 2008 წლის 17 სექტემბრის N603 ცნობა. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 23 სექტემბერს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება და უძრავ ქონებას დაზუსტების შედეგად მიენიჭა ახალი ს/კ 8-----------. 2016 წლის 17 თებერვლის N8----------- განცხადებით შესწორდა ხარვეზი, რადგან, 2008 წლის 16 ივლისის #8----------- განაცხადზე არ მომზადდა საკადასტრო გეგმა. ე-–----- ი-----–---მა 2016 წლის 18 მაისს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოთხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, განაცხადზე წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია, თანხის გადახდის ქვითარი 5 ლარი, ამზომველის ახსნა-განმარტება. სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 07 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება N--------------- რეგისტრაციის შესახებ.

5.3. აპელანტი მიუთითებს, ე-–--- ს---–--------მა 2016 წლის 15 ივნისს No8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფ. ა-–----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა მიუთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილი იყო No8----------- განცხადებაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 17 ივნისს No8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის ს---უძველზე, მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ No8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ანალოგიური მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო 68----------- და N6------------ განცხადებები, რომელზეც მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ No8------------03 (04.07.2014); No8-------------- (06.04.2015) და No8------------04 (04.08.2014); No8-------------- (08.05.2015) გადაწყვეტილებები. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ No8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

5.4. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებზე, რომლის თანახმად მ--------–ის რაიონის სოფელ ა----------ში მდებარე 2--- კვ.მ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 8-----------; წინა საკადასტრო კოდი: 8-----------) რეგისტრირებულია ე-–----- და ე-–--- ი-----–---ის, ს---ა ი-----–---ასა და ხ--–---ა მ--------ას თანასაკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციას ს---უძვლად უდევს საქართველოს ეროვნული არქივის რუსთავის არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობა N--------------- (27.05.2016), ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა No186 საგადასახადო სია; N68----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ხვდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებში.

 

5.5. აპელანტი თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მესამე პირის საკუთრებასთან დაკავშირებით ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში 8----------- საკადასტრო კოდით (უძრავი ნივთის ფართობია 0,213 ჰა) დაცულია 2002 წლის 15 ოქტომბრის რეგისტრატორის მიერ ბეჭედდასმული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა; 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კონფიგურაცია, ადგილმდებარეობა და ფართობი შეესაბამება 8----------- საკადასტრო კოდით სისტემურად რეგისტრირებული უძრავი ნივთის კონფიგურაციას, ადგილმდებარეობასა და ფართობს. აპელანტი აღნიშნავს ასევე, რომ მოსაჩელეს სადავოდ არ გაუხდია მესამე პირის პირველადი 2002 წლის რეგისტრაცია, რომლის მიხედვითაც, მის საკუთრებაში დარეგისტრირდა 2--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

5.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოსარჩელესაც აქვს რეგისტრირებული დაუზუსტებელი მონაცემებით 2002 წლის 15 ოქტომბრის სისტემური რეგისტრაციით. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტში დაცულია ხსენებული რეგისტრაციის დამადასტურებელი, რეგისტრატორის მიერ ბეჭედდასმული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი საკადასტრო რუკასთან ერთად, რომელთა მიხედვითაც, ე-–--- ახმედ ოღლი ი-----–---ის საკუთრებაში რეგისტრირებულია 1090 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 8-----------).

5.7. აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია აღნიშნული დაუზუსტებელი რეგისტრაციის დაზუსტება; მან სარეგისტრაციოდ წარმოადგინა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რომლის მიხედვით საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 1334 კვ.მ) და ბოსტანი, ჯამში 2668 კვ.მ. აღრიცხულია ი-----–---ა ბ---–---- გ-------ის ასულის უფლება, ასევე, ე-–--- ს---–--------ის კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა, რომლის წევრადაც ბ---–---- ი-----–---ა არ ირიცხება. აქედან გამომდინარე, გარდა ზედდებისა, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ე-–--- ს---–--------ის N8----------- და No882015184805 სარეგისტრაციო განცხადებებზე მიმდინარე წარმოების დროს მიეთითა აღნიშნულის შესახებაც, ვინაიდან არ დგინდებოდა წარმოდგენილი ტექ. პასპორტის ე-–--- ს---–--------ის კომლის რომელიმე წევრისადმი კუთვნილება. აპელანტის მითითებით ზემოაღნიშნული გარემოებები ვერ იქნებოდა გამოყენებული სარეგისტრაციო დოკუმენტად, რადგან სარეგისრტაციოდ წარდგენილი არ ყოფილა ი-----–---ა ბ---–---- გ------- კ----- ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ან უფლების გადასვლის დამადასტურებელი სხვა რაიმე სახის დოკუმენტი. მოსარჩელე ე-–--- ს---–--------ის მიერ სარეგისტარციოდ წარდგენილი საკადასტრი აზომვითი ნახაზით ირკვევა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია 1431 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე, რომელიც ზედდებაშია მესამე პირის მიწის ნაკვეთთან.

5.8. აპელანტი თვლის, სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია მოსარჩელის კანონიერ ინტერესთან პირდაპირ კავშირში არსებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებისთვის, კერძოდ No8----------- (ასევე N8-----------, N882015184805) სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი უძრავი ნივთის კონფიგურაცია და ფართობი არ შეესაბამება არც 8----------- საკადასტრო კოდით, მოსარჩელის საკუთრებაში სისტემურად (2002 წ.) რეგისტრირებული უძრავი ნივთის კონფიგურაციასა და ფართობს და არც ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფართობსა და კონფიგურაციას.

5.9. აპელანტი აღნიშნავს, ე-–--- ს---–--------მა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ No8------------03 (17.06.2016) გადაწყვეტილება, ამასთან, მესამე პირის (პირების) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ No8------------09 (23.09.2008), N--------------- (17.02.2016) და N98------------09 (07.07.2016) გადაწყვეტილებები თავდაპირველად გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში) N138774/17 ადმინისტრაციული საჩივრით. სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, 2016 წლის პირველ სექტემბერს ჩატარდა მ--------–ში, სოფ. ა-–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერება.

5.10. აპელანტი მიუთითებს, რომ ადგილზე დათვალიერებისას აზომილ იქნა როგორც 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ასევე No8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი უძრავი ნივთის ფაქტობრივი საზღვრები და შედგენილ იქნა შესაბამისი სიტუაციური ნახაზი. ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ ორივე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობით აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი ნაკლებია ამ უძრავ ნივთებზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში მითითებული ფართობების ჯამზე. ამდენად, ტექ. ბიუროს აღრიცხვა განხორციელებული იქნა იმაზე მეტ ფართობზე, ვიდრე რეალურად, ფაქტობრივი მდგომარეობით არსებობდა. შესაბამისად აპელანტი თვლის, ტექ. ბიუროს მონაცემები სარეგისტრაციოდ ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან მოსარჩელისა და მესამე პირის მიწის ნაკვეთების პირველადი 2002 წლის 15 ოქტომბრის რეგისტრაციები უკვე განხორციელებულია, შესაბამისობაშია ერთმანეთთან და ფაქტობრივ მფლობელობასთან, ამასთან, ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა არცერთი მხარის მიერ; აპელანტი ასევე აღნიშნავს, ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ე-–--- ს---–--------ის N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი უძრავი ნივთის კონფიგურაცია და ფართობი არ შეესაბამება არც 2002 წლის სისტემური რეგისტრაციას (8----------- საკადასტრო კოდზე) და არც ბ---–---- ი-----–---ას სახელზე განხორციელებულ ტექ. ბიუროს აღრიცხვას და რაც მთავარია, არც ფაქტობრივ მდგომარეობას.

 

5.11. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემობებს, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული; პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მოეხდინა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ დაედგინა, შექმნილ ვითარებაში არსებობდა თუ არა სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის სამართლებრივი ს---უძვლები. აპელანტი აღნიშნავს, სასამართლო გადაწყვეტილებაში გაკეთებული არ არის კონკრეტული სამართლებრივი განმარტებები, თუ რატომ არის სარჩელი დასაბუთებული და რა კონკრეტული გარემოებები არ გაითვალისწინა მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას.

5.12. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2, მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N°4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით. აპელანტი ხელმძღვანელობს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის საქმე Nბს-30-30 (2კ-15) და საქმე Nბს-351-336-(კ-09) გადაწყვეტილებებში არსებული განმარტებებით.

5.13. იმ პირობებში, როდესაც ე-–--- ს---–--------ის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიმდინარე წარმოების დროს ჩატარდა როგორც ზეპირი მოსმენა, ასევე ადგილზე დათვალიერება, აპელანტი თვლის, რომ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ორივე მხარის უფლების დამდგენი დოკუმენტები.

5.14. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, მოსარჩელეს საერთოდ არ მიუმართავს 8----------- საკადასტრო კოდზე 2002 წელს განხორცილებული სისტემური რეგისტრაციის დასაზუსტებლად. სისტემური რეგისტრაციით მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს მხოლოდ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო სარეგისტრაციოდ მან წარადგინა 1431 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავი ნივთი; ხოლო მოსარჩელისა და მესამე პირის სისტემური რეგისტრაციები შესაბამისობაშია ერთმანეთთან და ფაქტობრივ მფლობელობასთან. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე პირის დაზუსტებული რეგისტრაცია შესაბამისობაშია 2002 წლის პირველად რეგისტრაციასთან, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე პირის დაზუსტებული რეგისტრაციებისას სააგენტოს არ გაუთვალისწინებია ე-–--- ს---–--------ის სისტემური რეგისტრაცია. აპელანტი მიუთითებს, მოსარჩელემ თვითონ წარადგინა სარეგისტრაციოდ ისეთი უძრავი ნივთი, რომლის ფართობიც (1431 კვ.მ.) სრულ შეუსაბამობაშია და 341 კვ.მ-ით აღემატება მისივე პირველადი (სისტემური) 2002 წლის რეგისტრაციით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს (1090 კვ.მ.), ასევე განსხვავებულია კონფიგურაციებიც.

5.15. აპელანტი თვლის, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, დაფუძნებულია არასწორ სამართლებრივ დასკვნებზე, არასწორად არის გამოყენებული სამართლებრივი ნორმები და შესაბამისად, არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილი ს---უძვლები. ასევე აპელანტი თვლის, სასამართლომ კონკრეტულად არ მიუთითა თუ რა კონკრეტული გარემოებები არ გამოიკვლია მარეგისტრირელმა ორგანომ წარმოების ეტაპზე.

5.16. აპელანტი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, მხარის მიერ წარმოდგენილი იყო შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლებიც ძალაშია და არ გაუქმებულა კანონით დადგენილი წესით; აპელანტის მოსაზრებით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაარსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ე-–--- ს---–--------ის სასარჩელო მოთხოვნები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მარეგისტრირებელ ორგანოს დაავალა, ახალი აქტის გამოცემა, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო იმ პირობებში, როდესაც მის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იქნა გამყარებული მიღებული გადაწყვეტილება და კონკრეტულად ვერ მიეთითა, თუ რატომ დაარღვია მარეგისტრირებელმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები.

5.17. აპელანტი თვლის, განსახილველ დავასთან დაკავშირებით სახეზეა სასამართლოს მიერ დაშვებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა შედეგად.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. მ--------–ის რაიონის სოფელ ა-–----ში მდებარე 0-------. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ 8----------- 2002 წლის 15 ოქტომბერს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა N185 სიის ს---უძველზე განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია და დარეგისტრირდა ე-–--- ს---–--------ის საკუთრების უფლება; მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა. (ტ.1. ს.ფ. 173-175).

 

7.2. ე-–--- ს---–--------ის მომიჯნავედ 2002 წლის 15 ოქტომბერს ასევე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 0,213 ჰა. მიწის ნაკვეთზე ს.კ 8----------- დარეგისტრირდა ი-----–--- ტ----- ბ----- ო---–-- საკუთრება; მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა.

 

7.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 23 სექტემბერს მიიღო N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე-–----- ი-----–---ის განცხადება ტ----- ი-----–---ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ს.კ 8----------- ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და ს.კ 8----------- უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ე-–----- ი-----–---ის საკუთრება. დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, მითითებულ იქნა ს.კ 8----------- და წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაზუსტდა კონფიგურაცია; მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა 2--- კვ.მ. ოდენობით. (ტ.1. ს.ფ. 22-24).

 

7.4. საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-–-----ი ი-----–---ის განცხადება მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ და უძრავ ქონებაზე შედგა ახალი საკადასტრო გეგმა. (ტ.1. ს.ფ. 25-30).

 

7.5. საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 7 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-–-----ი ი-----–---ის განცხადება და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ოჯახის სხვა წევრების თანასაკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე კვლავ დაზუსტდა საზღვრები, კონფიგურაცია და წარდგენილი აზომვითი ნახაზის ს---უძველზე შედგა ახალი საკადასტრო გეგმა.

 

7.6. ე-–-----, ე-–---, ს---ა ი-----–---ებისა და ხ--–---ა მ--------ას საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებული საზღვრები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება მისი ფაქტობრივი მდგომარეობას.

 

8.1 სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში და ყოველმხრივ შემოწმება-შეფასების შედეგად თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის მ--------–ის სარეგისტრაციო სამსახურმა ე-–----- ი-----–---ზე საკუთრების უფლების დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელებისას, 2008 წლის 23 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიკვლია და არ შეაფასა მასთან დაცული, ე-–----- ი-----–---სა და ე-–--- ს---–--------ზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემი. 2016 წლის 17 თებერვლის N--------------- და 2016 წლის 7 ივნისის N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა ე-–----- ი-----–---ის განცხადებები და ცვლილება შევიდა როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეებთან დაკავშირებით, ასევე შეიცვალა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ე-–----- ი-----–---ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად განახორციელა საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია არაერთგზის.

 

8.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ საჯარო რეესტრმა არ გამოიკვლია და არ შეაფასა მათთან დაცული რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტებთან. ადმინისტრაციული ორგანო გარდა იმისა, რომ ვალდებული იყო დაეცვა მასთან რეგისტრირებული მონაცემების უს---რთხოება, მას იმავდროულად საქმის გარემოებები სრულყოფილად უნდა გამოეკვლია, რითაც დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ს---უძველზე.

 

8.3 სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ასევე იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ს---უძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

8.4 სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სრულად შესწავლილი, გამოკვლეული და დადგენილი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც სადავო საკითხი დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებს.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ს---უძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე