განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
080210018002423159
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002423159

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ - 577

30 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე

აპელანტები: ო---- პ--------ე, მ------- პ--------ე

წარმომადგნლები: ხ------- უ---ე

მოწინააღმდეგე მხარე: სს „ფ----------------------–--“

წარმომადგენელი: დ----- დ---–--ე

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ო---- პ--------ისა და მ------- პ--------ის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სს „ფ----------------------–--ს“ წარმომადგენელმა, 2016 წლის 06 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად შ------- პ--------ე, ო---- პ--------ე, მ------- პ--------ე და ბ------ ჯ--–--–--–---–ი მიუთითა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება ითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 24 ივნისს, შ------- პ--------ესა და სს ”ფ----------------------–--ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, 2018 წლის 28 მარტამდე ვადით, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%, სულ 60 დღე. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ო---- პ--------ის საკუთრებაში არსებული წილი უძრავი ქონებიდან. გარდა ამისა, მ------- პ--------ესთან, ო---- პ--------ესთან და ბ------ ჯ--–--–--–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარის ოდენობით.

2015 წლის 11 დეკემბერს, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და შედგა სესხის ახალი გრაფიკი, რომლითაც სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 11 დეკემბრით. მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სარჩელის წარდგენის დროისათვის, დავალიანებამ შეადგინა 20046 აშშ დოლარი, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა- 12412,46 აშშ დოლარი, სარგებელი- 7319,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-314,76 აშშ დოლარი.

2. სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ შესაგებელი არ წარადგინა, რის გამოც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2016 წლის 12 დეკემბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხეებს შ------- პ--------ეს, ო---- პ--------ეს, მ------- პ--------ეს, და ბ------ ჯ--–--–--–---–ს სს ‘’ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 20046,89 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 12412,46 აშშ დოლარი, სარგებელი 7319,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 314,76 აშშ დოლარი. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა, იპოთეკით დატვირთული ო---- პ--------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია; გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული იქნა, რომ თუ აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიქცეულ უნდა იქნას მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ. მოპასუხეებს ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 1311,35 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

3. 2017 წლის 20 იანვარს მოპასუხეებმა შ------- პ--------ემ, ო---- პ--------ემ და მ------- პ--------ემ საჩივრით მიმართეს სასამართლოს და ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით მოპასუხეებს - შ------- პ--------ეს, ო---- პ--------ეს და მ------- პ--------ეს უარი ეთქვათ 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

5. მითითებული დასწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერების საკითხი, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა მხოლოდ აპელანტ შ------- პ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე. რაც შეეხება ო---- პ--------ისა და მ------- პ--------ის სააპელაციო საჩივარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით ო---- პ--------ისა და მ------- პ--------ის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. მითითებული განჩინება ო---- და მ------- პ--------ეების მიერ არ გასაჩივრებული და ის შევიდა კანონიერ ძალაში.

6. შესაბამისად დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ო---- და მ------- პ--------ეების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 21 თებერვალს განიხილა რა შ------- პ--------ის სააპელაციო საჩივარი, დააკმაყოფილა ის; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შ------- პ--------ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის დადგენის ნაწილში და ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინება; სამოქალაქო საქმე №2/ბ-430-2017 სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელისა გამო შ------- პ--------ის წინააღმდეგ არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

8. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე დაუბრუნდა მხოლოდ შ------- პ--------ის ნაწილში ხელახალი განხილვისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სს „ფ----------------------–--ს სარჩელი“ არსებითად განიხილა როგორც შ------- პ--------ის, ისე მ------- და ო---- პ--------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილშიც და 2019 წლის 14 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ფ----------------------–--ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; მოპასუხეებს შ------- პ--------ეს, მ------- პ--------ეს, ო---- პ--------ეს, ბ------ ჯ--–--–--–---–ს, მოსარჩელე სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 513.52 აშს დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 12 412.46 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 786.30 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 314,76 აშშ დოლარი. დანარჩენ ნაწილში სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, შ------- პ--------ეს, მ------- პ--------ეს, ო---- პ--------ეს, ბ------ ჯ--–--–--–---–ს სს“ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ, წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 477.88 ლარი;

9. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული აპელანტების შ------- პ--------ის, ო---- პ--------ისა და მ------- პ--------ის მიერ. ო---- და მ------- პ--------ეების სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, რაც შეეხება შ------- პ--------ის სააპელაციო საჩივარს, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით შ------- პ--------ის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

10. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მაგდა პ--------ისა და ო---- პ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მ------- პ--------ისა და ო---- პ--------ისათვის სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ 3513.52 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემეობათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ემუხლის პირველი ნაწილის ტანახმად: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში:

ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

12 საქართველოს სამოქალაქო სარპოცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ - მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015, #ას-832-832-2018, 25.07.2018 წ.).

14. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მითითებული გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ანუ დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ო---- პ--------ისა და მ------- პ--------ის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ამავე მოპასუხეების მიმართ, სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელის განმეორებით განხილვას და მითითებული სუბიექტების მიმართ განმეორებით, იმავე ვალდებულების გამო თანხის დაკისრებას. რის გამოც სააპელაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მ------- პ--------ისა და ო---- პ--------ისათვის სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ 3513.52 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

13. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. მ------- პ--------ისა და ო---- პ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქოს ასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მ------- პ--------ისა და ო---- პ--------ისათვის სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ 3513.52 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

3. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

ლაურა მიქავა