განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-812-2019 წელი
№080100119003153454
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ------------- ჩ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
კ------------- ჩ----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ბ-----------------------------–-----–-------------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
კ------------- ჩ----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქა-რის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ბ----------------------------–-----ში მდებარე სახლში, მუქარისათვის ნასამართლევი კ------------- ჩ----ე, სიცოცხლის მოს-პობით დაემუქრა მეუღლეს დ-------- ჩ-------ეს, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით კ------------- ჩ----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდე-ბებში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ------------- ჩ----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმეების ლ---- ჭ----------სა და მ----- გ-----–--ის ჩვენებებით (უდაო მტკიცებულებები) ირკვევა, რომ 2019 წლის 26 მაისს ისინი გამოცხადდნენ ბ----------------------------–-----ში, სადაც სახლში დახვდათ კ-------------ე ჩ----ე და დ-------- ჩ-------ე. ამ უკანასკნელმა მათ მოუყვა, რომ მეუღლე კ------------- ჩ----ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მათ ადგილზე დააკავეს მოძალადე.
გამართლებულ კ------------- ჩ----ეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმო-უდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა დ-------- ჩ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებ-ლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის – კ-------------- ჩ----ის წინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივირებას კ------------- ჩ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრუ-ლად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაო-ბაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებების ერთობ-ლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში და რომელ-თა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა კ------------- ჩ----ის მიმართ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანა.
ბრალდების მხარე კ------------- ჩ----ის ბრალის მადასტურებლად აპელირებს მოწმეე-ბის ლ---- ჭ----------სა და მ----- გ-----–--ის ჩვენებებზე.
მოწმეები ლ---- ჭ---------- და მ----- გ-----–--ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და თავიანთ ჩვენებებში (უდავო მტკიცებულებები) გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალე-ბულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში არ მისცა ჩვენება მე-უღლის – კ------------- ჩ----ის წინააღმდეგ. ამდენად, მოწმეების ლ---- ჭ----------სა და მ----- გ-----–--ის ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადას-ტურონ რამდენად უტყუარია მათთვის დ-------- ჩ-------ის მიერ მიწოდებული ინ-ფორმაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გო-ნივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ არ-სებობს საფუძველი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფი-ლებისა და კ------------- ჩ----ის დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდებით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი კ------------- ჩ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ს-ააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
კ------------- ჩ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ------------- ჩ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარ-დგენილ ბრალდებებში.
მსჯავრდებულ კ------------- ჩ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
გამართლებულ კ------------- ჩ----ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili