განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100119003136068
საქმე №1ბ/2053-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------) – ნ------ ვ--------ს ძე მ-----ს (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------------------------–----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–-–--–------- მიმართ დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
ნ------ მ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 11 ივლისიდან - 2019 წლის 14 ივლისის ჩათვლით) შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ნ------ მ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–--- აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ნ------ მ-----ს მიმართ სასჯელის დამძიმებას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განაჩენი არის უკანონო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ------ მ-----ს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ------ მ-----ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მისი წარსული. ამასთან ნ------ მ----- თვლის, რომ მისი მოთხოვნა ყოფილი მეუღლის მიმართ არის სამართლიანი და მუქარა როგორც ფორმა სწორია. აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას და ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ნ------ მ----- განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლომ დაადგინა:
ნ------ მ-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ნ------ მ----- მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - მ--- წ------ს, რომელიც იმყოფებოდა ქ-------–--–------------------–-----------------------------------------–-----------------------------ში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი ნ------ მ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ--- წ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც დაახლოებით 3 წელი ცხოვრობდა. 2019 წლის ივნისში დაშორდა მეუღლეს, რისი მიზეზიც მისი შვილები იყო. დაზარალებულს სურდა შვილების თბილისში ჩამოყვანა, მაგრამ ნ------ ეუბნებოდა, რომ ბავშვები ერთი წლის შემდეგ ჩამოეყვანათ, რათა უკეთეს პირობებში ეცხოვრათ. ბრალდებულთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ვ---------––-, ბიძაშვილთან - თ----- წ------სთან, რომლის მისამართის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებულისთვის, ხოლო შემდეგ გადავიდა თავის მეგობართან - ნ---- ზ---–-–---–---ნ ქ-------–--–------------. ვინაიდან, ნ------ მ----- მასზე ეჭვიანობდა და ამის გამო ჩხუბობდნენ, შერიგება ვერ შეძლეს. ბრალდებული მას ტელეფონით დაუკავშირდა და დაემუქრა, რომ თუ მანიკურის გასაკეთებელ აპარატურას არ დაუბრუნებდა, რომელიც მისი ფულით იყიდა, ფეხებს დაამტვრევდა და ის ფული საავადმყოფოში სამკურნალოდ დასჭირდებოდა. მან ნ------ გააფრთხილა, რომ მუქარის გამეორების შემთხვევაში პოლიციას მიმართავდა. გაფრთხილების მიუხედავად, 2019 წლის ივლისის თვეში ნ------ მ----- მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- კვლავ დაუკავშირდა დაზარალებულს ნომერზე 5------------ და აპარატის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მან ნ------ს ფულის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება შესთავაზა, რაზეც ბრალდებულმა კატეგორიული უარი განუცხადა და ცოცხლად დამარხვით დაემუქრა, რაც მან რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ნ------ მ-----ს აქვს ფიცხი ხასიათი და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომაც იყო, რომ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა - მეგობართან გადავიდა და დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა. დაზარალებულის განმარტებითვე, მისი და ბრალდებულის საუბარი, რა დროსაც ნ------ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მოისმინა და ტელეფონით ჩაიწერა მისმა მეგობარმა ნ---- ზ---–-–---–-ა.
მოწმე თ----- წ------ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის დაზარალებულის ახლობელი და აქვს საკმაოდ ახლო ურთიერთობა. მ--- წ------ ყოველთვის უყვებოდა თავის პირად და ოჯახურ ამბებს. თუმცა მისი ინფორმაციით, დაზარალებული თავისი ქმრის გამო აღარ ურთიერთობდა გარშემომყოფებთან. დაზარალებულის გადმოცემით იცის, რომ მას ნ------ მ-----სთან დაეძაბა ურთიერთობა, რადგან მ---ს შვილებთან ერთად უნდოდა ცხოვრება, თუმცა ნ------ ეუბნებოდა, რომ თანხა შეეგროვებინათ, ბინა შეეძინათ და ამის შემდეგ ჩამოეყვანათ ბავშვები თბილისში. მ--- წ------ს არ ჰქონდა შვილების ნახვის საშუალება, მათ მხოლოდ დღესასწაულებზე ნახულობდა, რასაც ძალიან განიცდიდა და ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი. ერთ დღესაც, მ--- მასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც შეშინებული იყო, ტიროდა და მოუყვა, რომ უნდა დაშორებოდა ნ------ მ-----ს, რადგან შვილებთან ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. მ--- შვილებს დაპირდა, რომ სექტემბრიდან თბილისში გადმოიყვანდა სკოლაში და ერთად იქნებოდნენ, თუმცა დანაპირებს ვერ ასრულებდა, რასაც ძალიან განიცდიდა. შესაბამისად, მას უნდოდა გამოსავლის პოვნა - სახლის დაქირავება, პროფესიის შეძენა და მუშაობის დაწყება. 2019 წლის ივნისის შუა რიცხვებში ნ------ ჩამოვიდა თბილისში, შეხვდნენ და ისაუბრეს, რა დროსაც ნ------ მ-----მ მ---ს გადასცა პლასტიკური ბარათი. დაზარალებულმა თავდაპირველად თანხა სესხის სახით გამოართვა, ვინაიდან ელოდებოდა დედისგან თანხის გადმორიცხვას. მას აღნიშნული თანხა 2019 წლის 5 აგვისტოს უნდა დაებრუნებინა მეუღლისთვის, თუმცა იმ პერიოდში ნ------ მ-----ს და მ--- წ------ს მოუვიდათ უთანხმოება, რის გამოც ნ------მ მოსთხოვა მის მიერ გადაცემული თანხით შეძენილი მანიკურის ხელსაწყოების დაბრუნება, რაზეც მ---მ უარი განუცხადა და შესთავაზა, რომ თანხას დაუბრუნებდა ნაწილ-ნაწილ, როგორც ვალს, თუმცა აღნიშნულზე ნ------ არ დათანხმდა და დაიწყო დაზარალებულის მისამართით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც თავადაც შეესწრო. აღნიშნულის გამო მ--- ატირებული და განერვიულებული დადიოდა. ნ------ მ---ს ემუქრებოდა, რომ მის მოთხოვნას თუ არ დაემორჩილებოდა სიცოცხლეს გამოასალმებდა, რისიც მ---ს ძალიან ეშინოდა და ამ ყველაფერს რეალურად აღიქვამდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ დაზარალებული მისი სახლიდან მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად, რომლის მისამართიც ბრალდებულმა არ იცოდა.
მოწმე ნ---- ზ---–-–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ-------–--–------------. არის მ--- წ------ს შვილის ნათლია. მისი ინფორმაციით მ---ს ჰყავდა ეჭვიანი მეუღლე და უკრძალავდა ახლობლებთან და სამეგობროსთან კონტაქტს, რის გამოც გარკვეული პერიოდი ვეღარ ეკონტაქტებოდა. თუმცა, 2019 წლის 10 ივლისს მ--- გადავიდა მასთან საცხოვრებლად, რადგან ქმრის მუქარის ეშინოდა. შემთხვევის დღეს გაიგო ხმამაღალი საუბარი ტელეფონზე - მ--- წ------ს ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჰქონდა ჩართული და ესაუბრებოდა ნ------ მ-----ს, რომელიც მ---ს სთხოვდა აპარატურის დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ცოცხლად დამარხვით. მან აღნიშნული მუქარა ტელეფონით ჩაიწერა, გადაიტანა დისკზე და გადასცა დაზარალებულს პოლიციაში წარსადგენად.
მოწმის გ---- პ---------ს ჩვენების მიხედვით, 2019 წლის 11 ივლისს, თანამშრომელ გ------ კ--–-----------თან ერთად მეტროსადგურ ვ---------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე ნ------ მ-----ს განუმარტეს უფლებები და დააკავეს ბრალდებულის სახით, შეადგინეს შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერა ხელი.
2019 წლის 11 ივლისის N0----- შემაკავებელი ორდერით (უდავო მტკიცებულება) დგინდება, რომ 2019 წლის 11 ივლისს ყოფილი მეუღლე ნ------ მ----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--- წ------ს, რის გამოც ნ------ მ-----ს მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.
2019 წლის 15 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებულ იქნა მ--- წ------ს მიერ წარდგენილი დისკი. ჩანაწერში ჩანს აბონენტი ,,Pawula’’, სიმბარათის ნომერი ,,+----------------“, დრო 22:48 საათი, ჩანაწერში ისმის მამაკაცის და ქალბატონის ხმა, როგორც შემდეგ ირკვევა მამაკაცის სახელია ნ------, ხოლო ქალბატონის კი მ---, რადგან ისინი ამ სახელებით მიმართავენ ერთმანეთს. საუბარი მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ფულადი თანხის და ნივთების დაბრუნების თაობაზე. 02:36 წუთის შემდეგ მამაკაცი საუბარში ამბობს, რომ ,,თავი არ მომაძებნ---- ძალიან გთხოვ, თორემ ნ------ სულს ფიცავარ დაგასაფლავებ ცოცხლად, ისე არ გამიხადო საქმე მანდ ჩამოვიდე, დღეს ბოლო დღე იყოს, მე შენ არ დაგიწყო ძებნა, მეტი არაფერს გეტყვი, ძებნა არ დამაწყებინო თორემ ძალიან ადვილად გიპოვი“. შემდეგ, საუბარი გრძელდება 10:12 წუთზე მამაკაცი აყენებს ქალბატონს სიტყვიერ შეურაცხყოფას და 13:00 წუთზე ისევ ისმის მამაკაცის მხრიდან უწმაწური სიტყვები, რომლის შემდეგ გრძელდება, რომ ,,ნ------ სულს ფიცავარ თუ არ გიპოვო და არ დაგმარხო ცოცხლად“. შემდეგ, აგრძელებს საუბარს, რომ იპოვის და ნებისმიერი გზით შეაღწევს იმ სახლში, სადაც იმყოფება ქალბატონი.
აღნიშნულის საპირისპიროდ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ნ------ მ-----მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია. სიტყვები: „ცოცხლად დაგმარხავ“ და „მიწის ლუკმას გაგხდი“, მისი ტერმინებია და მ---სთან საუბარში ხშირად გამოუყენებია, თუმცა მას შიშის შეგრძნება არასდროს ჰქონია.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ნ------ მ-----ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144 3, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ნ------ მ-----ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ------ მ-----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ------ მ-----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ------ მ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია ყველა ის გარემოება, რომელიც აუცილებელია სასჯელის ინდივიდუალიზაციის და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.
სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ნ------ მ-----ს მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამასთან იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული არის ნასამართლობის არ მქონე და მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ ნ------ მ-----ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამას გარდა, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
პალატა მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნ------ მ-----ს პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელის სახე და ზომა. ამდენად, ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის ნ------ მ-----ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–-- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი ნ------ მ-----ს მიმართ, დარჩეს უცვლელი:
ნ------ მ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 11 ივლისიდან - 2019 წლის 14 ივლისის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ნ------ მ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ------ მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ნივთმტკიცება: დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი