განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
080100119003113725
ინსტანცია
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-815-2019 წელი

№080100119003113725

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

27 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ-------- ს----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

კ------- ს----, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქო-ნე, მცხოვრები ქ. ქ-------–-------–-----------------------------ში, ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლ-და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

კ------- ს----ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მი-მართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სა-ქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არა-სრულწლოვნის თანდასწრებით;

– შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუ-სრულებლობისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 მაისს, დილის საათებში, ქ-------–-------–-----------------------------ში არ-სებულ საცხოვრებელ სახლში კ------- ს----მ იძალადა მის მეუღლეზე ა-–---- ს----ზე, კერძოდ თავში ძლიერად ჩაარტყა ხელი, რის გამოც ა-–---- ს----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–-------–-----------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში კ------- ს----მ არასრულწლოვანი შვილის დ------– ს----ს თანდასწრებით იძალადა მის მეუღლეზე ა-–---- ს----ზე, კერძოდ მუშტები და-არტყა თავისა და ხელების არეში და ხელები მოუჭირა ყელის არეში. ძალადობრივი ქმედე-ბების შედეგად ა-–---- ს----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 24 ივნისს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკი-ცების შესახებ, რომლითაც კ------- ს----ს აეკრძალა მეუღლესთან - ა-–---- ს----სთან მიახ-ლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 24 ივნისს კ------- ს----მ დაარღვია შე-მაკავებელი ორდერის მოთხოვნები და მივიდა მსხვერპლის - ა-–---- ს----ს საცხოვრებელ სახლში ქ-------–-------–-----------------------------ში, სადაც ის ასევე აგრძელებდა ცხოვ-რებას 2019 წლის 29 ივნისამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით კ------- ს---- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ქ------- უ-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ-------- ს----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმეებმა გ---- კ----–-–---–მა და ვ----– გ-------მ დაკითხვისას აჩვენეს, რომ ა-–---- ს----მ მათ გა-ნუმარტა, რომ მისი მეუღლე კ------- ს---- მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ექსპერტმა გ-- გ----------ემ აჩვენა, რომ ა-–---- ს----ს შემოწმებისას მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოლურჯო-მომწვანო ფერის სისხლ-ნაჟღენთი, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედე-გად და ხანდაზმულობით შეესაბამებოდა 2019 წლის 19 ივნისს მიყენებულ დაზიანებას. მან ასევე განუმარტა ექსპერტს, რომ 2019 წლის 19 ივნისს მეუღლემ კ------- ს----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმე ჟ---–-- ს----მ გამოძიებაში გამოკითხვისას განმარტა, რომ მან ნახა კ------- ს---- აგრესიულად რომ უყვიროდა მის მეუღლეს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, ა-–---- ს----მ მას უთხრა, რომ იგი ყოვლად უმიზეზოდ ცემა მისმა მეუღლემ კ------- ს-----მ, რის შემდეგაც იგი წაიქცა. ასევე, მიუხედავად შემაკავებელი ორდერისა, კ------- ს-----მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინახა, რომ იგი 2019 წლის 29 ივნისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იყო ა-–---- ს----.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია მსჯავრდებულ კ------- ს----ს.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ---- კ----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 ივნისს კ------- ს----ს მეუღლემ ა-–---- ს----მ მათ მიმართა განცხადებით, რომ კ------- ს---- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის საფუძველზეც ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აღნიშნულის გამო გამოკითხულ იქნა მოწმეები, დაინიშნა ექსპერტიზა ა-–---- ს----ს მიმართ, ასევე გაიცა შემაკავებელი ორდე-რი. ამის შემდეგ მათ დაუკავშირდა კ------- ს----ს დედა, რომელმაც განუმარტა, რომ კ--------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერი, ის იმყოფებოდა მასთან და სიტყვიერ შეურაცხყო-ფას აყენებდა ისევ მის მეუღლეს. აღნიშნულის გამო მოხდა მათ საცხოვრებელ სახლში კ------- ს----ს დაკავება. როგორც მათ ა-–---- ს----მ განუმარტა საკმაოდ ხშირად ხდებო-და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მის მიმართ მისი მეუღლის მხრიდან, თუმცა ის პოლიციას არ მიმართავდა, რადგან არ უნდოდა, რომ კ-------ს რაიმე პრობლემები ჰქონოდა სამართალდამცავებთან. როგორც მათ კ------- ს----ს მეუღლემ განუმარტა, აღ-ნიშნულ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ----– გ-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი და მონაწი-ლეობა მიიღო ბრალდებულ კ------- ს----ს დაკავებაში. გამოძიების დაწყების საფუძველი აღნიშნულ საქმეზე გახდა დაზარალებულ ა-–---- ს----ს მომართვა, რომლის თანახმად მისი მეუღლე კ------- ს---- მას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, როგორც ა-–---- ს----მ განაცხადა კ-------მა მას ყელზე მოუჭირა ხელი და მუჭი ჩაარტყა თავში, რის გამოც მიიღო ფიზიკური დაზიანებები. შემაკავებელი ორდერის მიხედვით კ------- ს----ს აეკრძალა ა-–---- ს----სთან მიკარება და ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკა-ცია, ასევე იარაღის შეძენა, ასევე, განმარტებულ იქნა შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირობები, აღნიშნულ ორდერს გაეცნო როგორც კ-------ი, ასევე, ა-–---- ს----ც და ხელი მოაწერეს მასზე. აღნიშნული მოქმედებების შემდგომ 2019 წლის 29 ივნისს კ------- ს----ს დედის მიერ მოხდა პოლიციაზე შეტყობინება იმის შესახებ, რომ მისმა შვილმა დაარღვია აღნიშნული ორდერი, რის გამოც მოხდა კ------- ს----ს დაკავება. სხვა საგამოძიებო მოქმე-დებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ექსპერტმა გ-- გ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილე-ბის გამომძიებლის გ---- კ----–-–---–ის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარ-მოდგენილ იქნა მოქალაქე ა-–---- ს---- პირადი შემოწმების მიზნით. ა-–----ს ს----ს გად-მოცემით 2019 წლის 19 ივნისს მისმა მეუღლემ კ------- ს----მ მიაყენა მას ფიზიკური შეუ-რაცხყოფა. ა-–---- ს----ს განმარტებით ის ტკივილებს არ უჩიოდა. მას სხეულზე აღენიშ-ნებოდა მოლურჯო-მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთები, ეს დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვ-ნებოდა სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზ-მულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. იგი ადასტურებს მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჟ---–-- ს----ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინს-ტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესის შესაბამისად) ირკვევა, რომ ა-–---- ს---- არის მისი დისშვილი. 2019 წლის 19 ივნისს იმყოფებოდა ქ-------–-------–-----------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, როდესაც მასთან მივიდა კ------- ს----, რომელმაც თხოვა ა-–---- ს----სთან სახლში მისვლა, რადგან ის იყო ცუდად და სჭირდებოდა დახმარება. ა-–---- სახლში იყო მცირეწლოვან შვილთან დ-----– ს----სთან ერთად. ა-–---- იყო ცუდად. დაალევინა მას მედიკამენტები და შემდეგ პირად საქმეზე წა-ვიდა. ა-–---- და მისი მეუღლე კი ბავშვთან ერთად დატოვა სახლში. ამის შემდეგ იმავე დღეს 16 საათზე მას დაურეკა ა-–----მ და კვლავ თხოვა მასთან სახლში მისვლა, რადგან მისი მეუღლე კ------- ს---- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ით-ხოვდა დახმარებას. იგი (ჟ. ს----) 10 წუთში მივიდა ადგილზე და ნახა, რომ კ------- ს---- აგრესიულად უყვიროდა მის მეუღლეს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ დროს მათთან სახლში იმყოფებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი დ-----– ს----. მან (ჟ. ს----მ) და-ინახა, რომ ა-–----ს მარცხენა ხელის მტევანზე ჰქონდა სილურჯე, ასვე დაზიანება ჰქონდა მარჯვენა მუხლზე და თავის არეში. ა-–----მ მას უთხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ იგი ყოვლად უმიზეზოდ ცემა მისმა მეუღლემ კ------- ს----მ, რის შემდეგაც იგი წაიქცა პირ-ველ სართულზე მისაღებ ოთახში, სადაც მოხდა ცემის ფაქტი და რა დროსაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

2019 წლის 24 ივნისს დაახლოებით 19:30 საათზე მას (ჟ---–-- ს----ს) თავისი საცხოვრებე-ლი სახლის წინმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ა-–---- ს---- და მისი დედამთილი ნ------ ა–--–--ე, რომლებმაც უთხრეს, რომ კ------- ს---- ისევ აგრძელებდა ა-–----ს მიმართ სიტ-ყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მიდიოდნენ პოლიციაში. ისიც მათ გაყვა და სამივენი მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ა-–---- ს----მ განაცხადა მისი მე-უღლის კ------- ს----ს მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესა-ხებ, რაზედაც დაიწყო გამოძიება და შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად შემაკავებელი ორდერისა, კ------- ს----მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწი-ნებული ვალდებულებები და დაინახა, რომ იგი 2019 წლის 29 ივნისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იყო ა-–---- ს----.

მოწმეებმა ა-–---- ს----მ და ნ------ ა–--–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარ-გებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, მეუღლისა და შვილის – კ------- ს----ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 24 ივნისს 23:22-23:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა-–---- ს----ს სხე-ულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვი-თარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თა-რიღს“.

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულება-თა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კ------- ს----ს მიერ ა-–---- ს----ს მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყო-ფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

კ------- ს----ს მიერ ა-–---- ს----ს მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორ-ციელების ფაქტზე მიუთითებს მოწმე ჟ---–-- ს----, ხოლო მოწმეები – ვ----– გ------- და გ-- გ----------ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემენ მხოლოდ და-ზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის ა-–---- ს----ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

თავად ა-–---- ს----მ და ნ------ ა–--–--ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება მეუღლისა და შვილის – კ------- ს----ს წი-ნააღმდეგ. შესაბამისად, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ-------- ს----ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართა-ლია აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია ა-–---- ს----ს სხეულზე დაზიანების არ-სებობა, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანებები, კ------- ს----ს ძა-ლადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კ------- ს----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კ------- ს----ს მიერ მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ დანაშაულების ჩა-დენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი კ-------- ს----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმა-ყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

კ------- ს----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართ-ლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

კ------- ს---- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

კ------- ს---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

კ------- ს----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ კ------- ს----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2019 წლის 29 ივნისიდან.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili