განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-827-2019 წელი
№110100119003231422
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
3 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ------------- ც---–---ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
კ------------- ც---–---ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქა-ლაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები ქ. ზ----------–---------------------------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, რომლის მოხ-დისგანაც გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის პატიმ-რობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
aRwerilobiTi nawili:
კ------------- ც---–---ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მი-მართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათიდან, 13:30 საათამდე პერიოდში, ს---------------–----–----------------–------------–ში კ------------- ც---–---ე, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ლ-- კ--–----ისაგან დაჟინებით ითხოვდა, რომ ამ უკა-ნასკნელის დედას, მისთვის ოქროს სამკაული შეეძინა. აღნიშნულ საკითხზე შელაპა-რაკება კ------------- ც---–---ის მხრიდან მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში გადაიზარდა, ხოლო შემ-დეგ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. კერძოდ, ოთახიდან გაყვანის მიზნით, ხელი ჩაავლო ლ-- კ--–----ეს ძლიერად მხრების არეში, შემდეგ მკლავში მოჰკიდა ორივე ხე-ლი, მიიყვანა აივანზე გასასვლელ კართან და ჰკრა ხელი, რა დროსაც ლ-- კ--–----ე შეეჯახა კარს და ამავდროულად კ------------- ც---–---ემ ერთხელ დაარტყა მას შეკრუ-ლი ხელი ზურგის არეში. ჩადენილმა ქმედებებმა ლ-- კ--–----ის მიართ დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ------------- ც---–---ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენი-ლია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. კ------------- ც---–---ემ მეუღლის მიმართ ძალადობრივი ქმედება განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მსჯავრდებული არის დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი პირი. იგი არაერთხელაა გასამართლებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ნაკლებად მკაცრი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პი-როვნებას და ვერ იქნება მისთვის შემაკავებელი ბერკეტი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ კ------------- ც---–---ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ კ------------- ც---–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის და-ნიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალის-წინა ის გარემოებები, რომ კ------------- ც---–---ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმე-დების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ოჯახში ცხოვრობს დედასთან ერთად, არიან სოციალურად დაუცველები და იღებენ საარსებო შემწეობას. ასევე გაით-ვალისწინა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტი-ზის №006414319 დასკვნა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის დროს, კ-------------- ც---–---ე იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. შესაბამი-სად, პირველი ინსტანციის სასამართლომ კ------------- ც---–---ის მიერ ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გა-თვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გაათავისუფლა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი კ------------- ც---–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხო-ლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
კ------------- ც---–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ------------- ც---–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 10 ივლისიდან, 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვა-დის გათვალისწინებით კ------------- ც---–---ე მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნუ-ლი სასჯელის მოხდისაგან.
კ------------- ც---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გა-უქმებულია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili