განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310118002263506
საქმე N3/ბ-1981-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.01.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისი სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გია ბერაია
სხდომ-- მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი დ---თ ბ-----ე
წარმომადგენელი ე-–---რ გ--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე -სსიპ. აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი -ს----------–------ძე
მესამე პირი - შპს ,,მ----–--ნ" (დაუსწრებლად)
დ---ს საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2-------ს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2-------ს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
1.1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის №SP--------------95 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დ---თ ბ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
1.2.1. 2016 წლის 5 მაისს დ---თ ბ-----ესა და შპს „ ქართულ ს--------ო ტ------–-----ბ“-ს შორის ონლაინ მოთხოვნის მეშვეობით დაიდო სესხის ხელშეკრულება(სფ.97-106).
2016 წლის 11 ნოემბერს ერთის მხრივ შპს „ლ-----------“-ს და მეორეს მხრივ შპს „---------–---------------------–------“-ს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის (გასხვისების)შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 107-109).
1.2.2. 2017 წლის 4 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება, აპლიკანტის - შპს „მ----–--ნ“-ის განცხადების საფუძველზე, რესპოდენტის დ---თ ბ-----ის (პ/ნ 1---------3) მიმართ. განცხადებას თან ერთვოდა განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, სესხის ამონაწერი და სხვადოკუმენტაცია (ს.ფ. 88-93); -თანდართული მასალები(ს.ფ. 94-106).
1.2.3. 2017 წლის 7 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა №SP---------------8 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც გაეგზავნა რესპოდენტს - დ---თ ბ-----ეს და ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. ასევე განემარტა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჰქონდა უფლება განეხორციელებინა დადგენილი ქმედებებიდან ერთ-ერთი მოქმედება (ს.ფ. 118-119).
1.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP--------------95 ბრძანებით რესპოდენტ დ---თ ბ-----ეს (პ/ნ 1---------3) დაეკისრა დავალიანების გადახდა 1779 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „მ----–--ნ“-ის მიმართ. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა(ს.ფ. 121).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამ--ად ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მ-- უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმ-- შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულადგამოცხადების მოთხოვნით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამ--ად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და აღსრულების შესახებ ბრძანება. ამავე კანონის 919-ე მუხლის მე-3 პუნქტით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავით დადგენილი გამარტივებულიწარმოების პროცედურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მოცემული დ---ს ფარგლებში შემოწმებას ექვემდებარება მ--ი გამოცემ-- კანონით დადგენილი პროცედურა ანუ აქტის გამოცემ-- ფორმალური საფუძვლები.
1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912 -ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამ--ად აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამავე კანონის 914 -ე მუხლის პირველი პუნქტით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. შესაბამ--ი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპოდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც მითითებული კანონის 917 -ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამ--ად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ-- შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამ--ად აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ერთ-ერთს. ამავე კანონის 917 -ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილიწესით.
1.3.3. საქალაქო სასამართლომ საქმ-- მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 4 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება, აპლიკანტის - შპს „მ----–--ნ“-ის განცხადების საფუძველზე, რესპოდენტის დ---თ ბ-----ის (პ/ნ 1---------3) მიმართ. განცხადებას თან ერთვოდა განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, სესხის ამონაწერი და სხვა დოკუმენტაცია. 2017 წლის 7 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა №SP---------------8 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც გაეგზავნა რესპოდენტს - დ---თ ბ-----ეს და ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. ასევე განემარტა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჰქონდა უფლება განეხორციელებინა დადგენილი ქმედებებიდან ერთ-ერთი მოქმედება.
მოსარჩელეს, შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არ წარუდგენია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი ღონისძიება, რაც 2017 წლის 28 ნოემბერს გახდა მ-- მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP--------------95 ბრძანების გამოცემ-- საფუძველი.
სასამართლო კვლავ მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს გამარტივებული წარმოების პროცესში გამოცემული დოკუმენტების მხარეებისათვის ჩაბარებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-77-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კანონის 917 -ე მუხლის მე-10 პუნქტით დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამ--ად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მ--ამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მ-- წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომ-- ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მ--ი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა მოსარჩელეს პირადად. სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას იმ-- თაობაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა ცარიელი კონვერტის სახით. მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა, რომ საკითხის გასარკვევად გამოცხადდა ბორჯომ-- რაიონის იუსტიციის სახლში, სადაც განუცხადეს, რომ მოვალეთა რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე წერილობითი მტკიცებულება იმ--ა, რომ თავად კონვერტის გამგზავნ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვა მიეწოდებინა მ-- შესახებ არსებული ინფორმაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამ--ი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამ--ი მტკიცებულებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამ-- მტკიცებულებებზე, რომლებიც დაასტურებდნენ მ-- მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ არ დარღვეულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამარტივებული წარმოების პროცედურა ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიან მ--ი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგებადა ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მ-- უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, იგი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე და არ არსებობს მ--ი ბათილად ცნობის საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტ დ---თ ბ-----ის განმარტებით, საქალაქო სასამართლო დადგენილ გარემოებებში არასწორად მიუთითებს გარემოებას, თითქოს 2016 წლის 11 ნოემბერს შპს. ,,ლ-----------ს" და შპს ,,--------ლ ს--------ო ტ------–-----ბს" შორის დაიდო მოთხოვნის გასხვისების შესახებ შეთანხმება (ეს გაჟღერდა პროცესზე და დასაბუთება სხვაგვარია). აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება სასარჩელო მოთხოვნისა და მასზედ წარდგენილ მტკიცებულებათა გარემოებებს. გარდა ამ--ა, სასამართლო არასწორად მიუთითებს თითქოსდა 2017 წლის 5 ივნისს შპს "მ--ო მ----–--ნმა" აცნობა დ---თ ბ-----ეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაზე, რაც სიცრუეა და მოკლებულია სამართალს, ამასთან სსსკ 70-78 მუხლების არსს; ასევე თითქოსდა ვადაგადაცილება 366 დღიანი შეადგენდა 1451 ლარს. ესეთი რამ მოპასუხეს არ უცნობებია დ---თ ბ-----ესათვის. ს.ფ. 1070 და ს.ს. 1160 არ ადასტურებს კანონით დადგენილი წესით ამ დოკუმენტაციის ადრესატამდე მ--ვლას და ცნობას, არც საჯარო გამოქვეყნებით ცნობას, მითუმეტეს ასეთ შემთხვევაში გამარტივებული აღსრულება საერთოად დაუშვებელია. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, მ--ი დასაბუთება სასამართლომ არასწორად შეაფასა, რაც საფუძველი გახდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 4 სექტემბერს დაიწყო გამარტივებული წარმოება სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე, სწორედ ამაში გამოიხატება სასამართლოს დარღვევა, რომ არც საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ გამარტივებული წარმოების დაწყებისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. წარდგენილი დოკუმენტაცია, იმიტომ ჩათვალეს გამოკვლეულად, რომ სწორედ ეს დოკუმენტაცია ადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას, რომ არ იყო საკმარისი და არ გამოკვლეულა აღსრულების გამარტივებული წარმოების დაწყებამდეც და მ-- შემდგომაც ასეთი გარემოებისა და შემდგომში იძულებით წარმოებაზე ბრძანების გაცემ-- საფუძვლებისთვის, რაც გასაჩივრებული სადავო ბრძანების ბათილობის საფუძველია.
სასამართლო ასევე არასწორად მიუთითებს, რომ თითქოსდა გამარტივებულ წარმოებაზე წერილი ჩაბარდა მხარეს და იყო ცარიელი. წერილში იყო ერთი ფურცელი, რაც წარდგენილია და გამოკვლეულად ჩაითვალა, რომ ეწერა დ---თ ბ-----ის სახელი და გვარი და მეორე მხარეს აღსრულების ეროვნული ბიურო, რაც დაუყოვნებლის დ---თ ბ-----ის მიერ წარდგენილ იქნა იუსტიციის სახლში და გადამოწმებულ იქნა ოპერატორისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიერ იუსტიციის სახლშივე, რომელსაც განემარტა, რომ ამ წერილით იძულებითი აღსრულება მასზედ არ მიმდინარეობდა და არც მოვალეთა რეესტრში არ ირიცხებოდა იგი და თუკი ასეთი მოხდებოდა დაუკავშირდებოდნენ. მას არც მ--ამართი შეუცვლია და არც რაიმე წერილის ჩაბარებაზე უთქვამს უარი. აქედან გამომდინარე, არსად არ ფიქსირდებოდა გამარტივებული წარმოების დაწყების, ჩაბარების შესახებ დასტური, რაც სასამართლომ მხარეს ჩაუთვალა ჩაბარებულად, რითაც დ---თ ბ-----ეს წაერთვა, როგორც აღსრულებაში თავისი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით, ასევე ეს მოუსპო სასამართლომ და პირიქით უზუსტო გადაწყვეტილებით გაამართლა და კანონის სახე მ--ცა, მოპასუხესა და მესამე პირის კანონსაწინააღმდეგო და არაკეთილსინდისიერ მოქმედებას.
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს სწორად უნდა განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-მუხლების მოთხოვნები, რათა დაედგინა სწორად მოიქცა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანადებობის პირი ბრძანების გამოცემამდე, რაც საერთოდ იგნორირებული იქნა და ყველა გარემოება განიმარტა საპირისპიროდ. მოპასუხემ არსებითად დაარღვია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 16-ე პირველი პრიმა თავით დადგენილი გამარტივებული პროცედურის მოთხოვნები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმ-- მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამ--ად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამ--ად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამ--ად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმ-- ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმ-- ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმ-- ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმ-- სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მ--ცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მუხლი 912-ე პირველი ნაწილის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამავე კანონის მუხლი 914-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა). მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მ--ამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ). აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ). აპლიკანტის მოთხოვნას; დ). დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე). მითითებას იმ-- შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ). მითითებას იმ-- შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ). მითითებას იმ-- შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ). მითითებას იმ-- შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი). აპლიკანტის ან მ--ი წარმომადგენლის ხელმოწერას.
- დადგენილია, რომ 2017 წლის 4 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება, აპლიკანტის - შპს „მ----–--ნ“-ის განცხადების საფუძველზე, რესპოდენტის დ---თ ბ-----ის (პ/ნ 1---------3) მიმართ. განცხადებას თან ერთვოდა განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, სესხის ამონაწერი და სხვა დოკუმენტაცია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და აპლიკანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 917-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა). გამარტივებული წარმოების ნომერს. ბ). აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ). მითითებას იმ-- შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა). დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ). განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ). წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ). წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე). წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ). განმარტებას იმ-- შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე). გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
-დადგენილია, რომ 2017 წლის 7 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა №SP---------------8 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც გაეგზავნა რესპოდენტს - დ---თ ბ-----ეს და ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. ასევე განემარტა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჰქონდა უფლება განეხორციელებინა დადგენილი ქმედებებიდან ერთ-ერთი მოქმედება. მოსარჩელისათვის გაგზავნილი შეტყობინება აკმაყოფილებდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს გამარტივებული წარმოების პროცესში გამოცემული დოკუმენტების მხარეებისათვის ჩაბარებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-77-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის თანახმად დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, თითქოს მას ჩაბარდა სააღსრულებო ბიუროს გზავნილი/კონვერტი, რომელშიც იყო მხოლოდ ერთი ფურცელი, რომელზეც ეწერა დ---თ ბ-----ის სახელი და გვარი და მეორე მხარეს აღსრულების ეროვნული ბიურო, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება აპელანტის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის გარდა მ--ი განმარტებისა და ფურცლისა, რომლითაც რაიმე გარემოება არ დასტურდება, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმ-- გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამ--ი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამ--ი მტკიცებულებები, ამიტომ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შეტყობინება ადრესატს დ---თ ბ-----ეს ჩაბარდა პირადად.
ამასთან დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ფოსტის ჩაბარების ცნობაში, რომელიც ჩაბარებული აქვს დ---თ ბ-----ეს, რაც დასტურდება მ--ივე ხელმოწერით მითითებულია, რომ ადრესატს ჩაბარდა დოკუმენტი NSP---------------8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს 2017 წლის 7 სექტემბრის შეტყობინებაზე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ დოკუმენტის ნომრად მითითებულია, რომელიც გაეგზავნა აპელანტს, NSP---------------8, რაც ემთხვევა საქართველოს ფოსტის ჩაბარების ცნობაში მითითებულ აპელანტისათვის ჩაბარებულ დოკუმენტის ნომერს.
ზემოანიშნული გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 7 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული №SP---------------8 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რესპოდენტს - დ---თ ბ-----ეს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით და ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე.
ასევე სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლო დადგენილ გარემოებებში არასწორად მიუთითებს გარემოებას, თითქოს 2016 წლის 11 ნოემბერს შპს. ,,ლ-----------ს" და შპს ,,--------ლ ს--------ო ტ------–-----ბს" შორის დაიდო მოთხოვნის გასხვისების შესახებ შეთანხმება, რადგან აღნიშნული შეთანხმება ცალსახად დასტდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმებით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 917-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
-დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არ განუხორციელებია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გათვალისწინებული არც ერთი ღონისძიება, რაც 2017 წლის 28 ნოემბერს მ-- მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP--------------95 ბრძანების გამოცემ-- საფუძველი გახდა, რომლითაც რესპოდენტ დ---თ ბ-----ეს (პ/ნ 1---------3) დაეკისრა დავალიანების გადახდა 1779 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „მ----–--ნ“-ის მიმართ. განემარტა გასაჩივრების წესი და ვადა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპალაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 28 ნოემბრს დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP--------------95 ბრძანების გამოცემ--ას ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. შესაბამ--ად, არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 ნოემბრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP--------------95 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმ-- წარმოების განახლებაზე უარის თქმ-- შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, რაც აპელანტის მიერ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---თ ბ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2-------ს გადაწყვეტილება ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გია ბერაია