განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010142219700102835
საქმე №1აგ/174-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა---------– მ-----–--–---–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა---------– მ-----–--–---–ის ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახე დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას უკანონოდ მოხმარება) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით უფრო მკაცრამა სასჯელმა შთანთა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალამპირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახე დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.
ა---------– მ-----–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი 2014 წლის 7 მაისიდან 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N--- წერილის თანახმად თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2014 წლის 10 ივნისის, განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ა---------– მ-----–--–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებულია თანხა 842.07 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი დავალიანების ამოღების მიზნით ა---------– მ-----–--–---–ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს ,,სააღსარულებო წარმოებათა„ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
2019 წლის 25 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა---------– მ-----–--–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში შესული ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით იგი, 2014 წლის 10 ივნისის, განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა---------– მ-----–--–---–ის, შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
მოცემულ შემთხვევაში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონით, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2014 წლის 10 ივნისის, განაჩენით ა---------– მ-----–--–---–ს მსჯავრი დაედო 15.16 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით (რომელმაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი), რომელიც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს. ხოლო დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც მსჯავრდებულის მიერ სრულად არ არის გადახდილი.
ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 6 (ექვს) წლამდე თავისუფლების აღკვეთას და განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად იცვლება დანაშაულის კატეგორია, რითაც უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს ნასამართლობის გაქარწყლების ვადაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნაწილზე, ხოლო პალატა არ მსჯელობს აღნიშნული მუხლით დანიშნულ ძირითად სასჯელზე, ვინაიდან მსჯავრდებულს იგი მოხდილი აქვს.
რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის დამატებითი სასჯელის სახედ დანიშნულ ჯარიმას, 2014 წლის 10 ივნისის განაჩენის გამოტანიდან დღემდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არ ეხება აღნიშნული ქმედებისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმას, რის გამოც 2017 წლის 26 ივლისის საკნონმდებლო ცვლილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენის - დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში - გადასინჯვის საფუძველს არ წარმოადგენს. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე №71აგ-17)
ასევე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას არ ექვემდებარება მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ისის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, ვინაიდან ა---------– მ-----–--–---–ს იგი მოხდილი აქვს და ამ მუხლისთვის გაქარწყლებული აქვს ნასამართლობაც. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება საქმე №416აპ-18).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა---------– მ-----–--–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის განაჩენში, ა---------– მ-----–--–---–ის მიმართ.
მსჯავრდებულ ა---------– მ-----–--–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი