განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003216754
საქმე №1/ბ-848-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- ნ-----–----ის ძე ც---–-----ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 16 თ--------–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბ----–--ის ქ. №32.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–-------- ც---–-----მა ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დამცირება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და არაერთგზის; 2. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ლ----- ც---–-----ას ეპიზოდი); 3. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ვ---------- ც---–-----ას ეპიზოდი). 4. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1. 2019 წლის ივნისის თვიდან, 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ბ----–--ის ქუჩა №32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევი ვ-–-------- ც---–-----ი, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, სისტემატიურად ახორციელებდა დის ვ---------- ც---–-----ას და დედის ლ----- ც---–-----ას მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ-–-------- ც---–-----ი ვეღარ უწევდა საკუთარ თავს კონტროლს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთკამათისას აგინებდა ლ----- ც---–-----ას და ვ---------- ც---–-----ას, გამოხატავდა აგრესიას, ლანძღავდა, მოიხსენიებდა აუგად და უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას და დამცირებას.
2. 2019 წლის ივნისის თვიდან, 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ბ----–--ის ქუჩა №32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ-–-------- ც---–-----ი დედის ლ----- ც---–-----ას მიმართ ახორციელებდა მუქარას, კერძოდ: ემუქრებოდა, ხელების და ფეხების დამტვრევით, ცემით რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. 2019 წლის ივნისის თვიდან, 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ბ----–--ის ქუჩა №32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ-–-------- ც---–-----ი დას ვ---------- ც---–-----ას მიმართ ახორციელებდა მუქარას, კერძოდ; ემუქრებოდა, ხელების და ფეხების დამტვრევით, ცემით რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. 2019 წლის 19 აგვისტოს ლ----- ც---–-----ას და ვ---------- ც---–-----ას მიმართ განხორციელებული სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის №1----------- საქმეზე, მოძალადე ვ-–-------- ც---–-----ის მიმართ გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----. შემაკავებელი ორდერით ვ-–-------- ც---–-----ს აკრძალული ქონდა დედის ლ----- ც---–-----ას და დის ვ---------- ც---–-----ას საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე ვ-–-------- ც---–-----მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, მივიდა ლ----- ც---–-----ას და ვ---------- ც---–-----ას საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ბათუმი, ბ----–--ის ქუჩა №32 რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ----- ც---–-----ას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ვ-–-------- ც---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტით - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ვ-–-------- ც---–-----ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–-------- ც---–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ვ-–-------- ც---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 05 სექტემბრიდან.
აპელანტი - მსჯავრდებული ვ-–-------- ც---–-----ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ბოდიშს იხდის მისი ოჯახის წევრების მიმართ და პირობას დებს, რომ ჩადენილ დანაშაულს აღარ გაიმეორებს. დაზარალებულები არიან ოჯახის წევრები და მათ პრეტენზია არ გააჩნიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–-------- ც---–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების ლ----- ც---–-----ის და ვ---------- ც---–-----ის ჩვენებებით, მოწმეების: ი------–---–------------–---–---–------------------------------------------–---------------–---------------------–--------–---- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–-------- ც---–-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას.
მსჯავრდებულ ვ-–-------- ც---–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დანიშნული სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იქნება შეუსაბამოდ მსუბუქი, რაც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–-------- ც---–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ-–-------- ც---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ-–-------- ც---–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–-------- ც---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–-------- ც---–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ვ-–-------- ც---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 05 სექტემბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე