განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2019
საქმის ნომერი
330310018002791569
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1988-19

N330310018002791569

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მესამე პირი) - ლ--–--------–---–ი

წარმომადგენლები - გ----------------–---–ი, ნ---------–--ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - მ----------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ-----------–-----ე

წარმომადგენელი - ბ----------–---–ი

 

მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი მ--------–----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ზ-----------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 03 დეკემბრის A---------------- განკარგულება.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2015 წლის 12 იანვარს, ერთის მხრივ ლ--–--------–---–სა და მეორეს მხრივ გ----------------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გ----------------–---–მა ლ--–--------–---–ისგან ისესხა 35000 აშშ დოლარი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა გ----------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ფართი ბ----------------------------------–---------–------------–--------------–------------------------–------------------- (ტ.1, ს.ფ. 60-70).

 

1.2.2. 2016 წლის 4 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით ზ-----------–-----ე არის მამკვიდრებლის - 30.12.2015 წელს გარდაცვლილი შვილის - გ----------------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (მშობელი). მემკვიდრემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომელიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, აგრეთვე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მისი გარდაცვალებით (ტ.1, ს.ფ. 56-59; 72-73).

 

1.2.3. კრედიტორის - ლ--–--------–---–ის მოთხოვნით 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია; იპოთეკის საგანი - ზ-----------–-----ის კუთვნილი ფართი 1-------------------------------------–--------–--–----------–--------------–------------------------–--------------------ში. აღნიშნული ქონების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო აუქციონის გზით (ტ.1, ს.ფ. 46-51).

 

1.2.4. 2016 წლის 13 ივლისს კერძო აღმასრულებელს წარედგინა კრედიტორის - ლ--–--------–---–ის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ.

 

2016 წლის 13 ივლისს მოვალე - ზ-----------–-----ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A----------------, რომლითაც მოვალეს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N---------. აღნიშნული ფურცლის თანახმად, ზ-----------–-----ეს კრედიტორის - ლ--–--------–---–ის სასარგებლოდ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, თანახმად სამკვიდრო მოწმობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა.

 

ზ-----------–-----ეს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 14 ივლისს ჩაბარდა. გზავნილი მითითებულ მისამართზე ოჯახის წევრმა - რძალმა ჩაიბარა.

 

2016 წლის 14 ივლისის A---------------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო უძრავი ქონებისთვის, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–---------------------------–------------------------------------------------------ი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N1------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 76-82; 84-85; 87; 89).

 

1.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2016 წლის 12 ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ. 90).

 

1.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ-----------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს - ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში პროცენტის ნაწილში, კერძოდ: გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1645 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით განმცხადებელ ლ--–--------–---–ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (ტ.1, ს.ფ. 95-97; 99-109).

 

1.2.7. 2018 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოვალის - ზ-----------–-----ის მისამართია: თ---–------------–--------------–-----------------------–----------------------------- (ტ.1, ს.ფ. 98).

 

1.2.8. კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს მოვალეს ზ-----------–-----ეს გაეგზავნა A---------------- ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მისამართზე - თბილისი, კ-----------------ში.

 

საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N0------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან მეზობლის განმარტებით, ადრესატი ბოლო ორი წელია მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.

 

საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 4 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N1------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაუდგენელია (ტ.1, ს.ფ. 110-118).

 

1.2.9. კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს შედგა უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტი, მისამართზე: თბილისში, ვ---------–-----------------------–-----------------------------ში. კერძო აღმასრულებლის მიერ დასურათებულ იქნა შენობის გარე ხედი, ვინაიდან შიდა ინტერიერის დათვალიერება ვერ მოხერხდა.

 

შპს ე-------------ის მიერ მომზადებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის დასკვნის თანახმად, ზ-----------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–---------------------------–--------------------------–--------------------- კვ.მ. შეფასდა 130 000 ლარად (ტ.1, ს.ფ. 123-143; 146-161).

 

1.2.10. 2018 წლის 19 ნოემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ ზ-----------–-----ეს გაეგზავნა გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ, მისამართზე - კ----------------.

 

საფოსტო გზავნილი ჩაბარების უკუგზავნილის თანახმად, ჩაბარების მცდელობა იყო წარუმატებელი, რადგან ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე (ტ.1, ს.ფ. 169).

 

1.2.11. 2018 წლის 19 ნოემბერს უძრავ ქონებაზე (თბილისი, დ-----–--------------–---------------------------–-------------------------------------------------.) დაინიშნა პირველი იძულებითი აუქციონი, საწყისი ფასი 97500 ლარი. უძრავი ქონება 2018 წლის 27 ნოემბერს გაიყიდა 98 800 ლარად.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულების თანახმად, ზ-----------–-----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, დ-----–--------------–---------------------------–-------------------------------------------------. უძრავი ქონების შემძენი გახდა ლ--–--------–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 98800 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად (ტ.1, ს.ფ. 165, 172).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

 

ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას; ბ) მორიგდნენ; გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

 

ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ??????????? ????????? ????????? 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს აუქციონის ჩატარებისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამავე წესის მე-3 მუხლი ადგენს პირველი აუქციონის, პირველი განმეორებითი და ხელახალი აუქციონის ჩატარების წესს და მათ შედეგებს.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში უდავოა, რომ 2016 წლის 13 ივლისს მოვალე - ზ-----------–-----ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A----------------, რომლითაც მოვალეს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N---------. აღნიშნული ფურცლის თანახმად ზ-----------–-----ეს კრედიტორის - ლ--–--------–---–ის სასარგებლოდ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება თანახმად სამკვიდრო მოწმობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა. ზ-----------–-----ეს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 14 ივლისს ჩაბარდა. გზავნილი მითითებულ მისამართზე ოჯახის წევრმა - რძალმა ჩაიბარა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2016 წლის 12 ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ-----------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს - ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში პროცენტის ნაწილში, კერძოდ: გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1645 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით განმცხადებელ ლ--–--------–---–ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. 2018 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოვალის - ზ-----------–-----ის მისამართია: თბილისი, დასახლება ვ---------–-----------------------–----------------------------.

 

საქმეში დაცული მტკიცებულებებით სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს მოვალეს ზ-----------–-----ეს მისამართზე: თბილისი, კ-----------------ში, გაეგზავნა A---------------- ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N0------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან მეზობლის განმარტებით, ადრესატი ბოლო ორი წელია მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 4 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N1------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში დაცულია 2018 წლის 19 ნოემბრის გზავნილი, რომლის თანახმად, ზ-----------–-----ეს მისამართზე: ქ. თბილისი, კ-----------------ში, გაეგზავნა გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ. საფოსტო გზავნილი ჩაბარების უკუგზავნილის თანახმად, ჩაბარების მცდელობა იყო წარუმატებელი, რადგან ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე. შესაბამისად, სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების სასამართლო განჩინებით შეჩერებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ სააღსრულებო წარმოების განახლების თაობაზე, ზ-----------–-----ე სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა. საქმეში დაცულია წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ასევე ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რომლებშიც დაფიქსირებულია მოვალის - ზ-----------–-----ის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. სააღსრულებო საქმის მასალებში დაცული არ არის რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ კერძო აღმასრულებელი შეეცადა მოვალე პირთან დაკავშირებას ტელეფონის საშუალებით, რათა სააღსრულებო წარმოების განახლება ეცნობებინა. გარდა ამისა, სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ კერძო აღმასრულებელს არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა მოვალის - ზ-----------–-----ის სათანადოდ ინფორმირების მიზნით. კერძო აღმასრულებლის მიერ შეტყობინებები გაიგზავნა სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტში მოვალის მისამართად დაფიქსირებულ მისამართზე, თბილისი, კ--------------------ში და არა სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ მოვალის ახალ მისამართზე, მდებარე თბილისში, დასახლება ვ---------–-----------------------–-----------------------------ში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების წარმართვისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, კერძოდ ხსენებული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტის შედგენისას, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------–-----------------------------ში დაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ადასტურებს მოვალისათვის ამავე მისამართზე შეტყობინების განხორციელების შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებლის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული მოვალის მიერ მისამართის შეცვლის ფაქტი და სააღსრულებო მოქმედებების განახლების შემდეგ, მოვალისათვის შეტყობინების მცდელობა განხორციელდა ძველ მისამართზე, სადაც მოვალე უკვე აღარ ცხოვრობდა. გარდა ამისა, კერძო აღმასრულებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი პირის ინფორმირების სხვა რომელიმე შესაძლებლობა არ გამოუყენებია. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ზ-----------–-----ე ინფორმირებული იქნებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან სარჩელი სამოქალაქო სასამართლოში აღძრული იყო თავად ზ-----------–-----ის მიერ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო საქმის მწარმოებელი პირის ვალდებულებას, სააღსრულებო პროცედურის თაობაზე სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდოს კანონით დადგენილი წესით, ვერ შეცვლის სხვა ორგანოში, მათ შორის, სასამართლოში მიმდინარე პროცესში პირის ჩართულობა. ამდენად, სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ ზ-----------–-----ეს არ ეცნობა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ იძულებითი აღსრულების პროცესი არის ერთიანი პროცედურა, რომელიც დაწყებიდან მის დასრულებამდე უწყვეტად უნდა განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა დამატებით ინფორმირება არ ხდება, თუმცა სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იმგვარად აწესრიგებს სააღსრულებო წარმოების პროცედურას, რომ იგი უნდა დასრულდეს ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულით სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირს შეუძლია განსაზღვროს შემდგომი მოქმედების სავარაუდო დრო. ამ შემთხვევაში, მონაწილე პირი ვალდებულია, გამოიჩინოს წინდახედულობა და სააღსრულებო წარმოებაში აქტიური მონაწილეობის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, ვებგვერდის საშუალებით აკონტროლოს სააღსრულებო პროცედურის მიმდინარეობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის თაობაზე პირის ინფორმირების გარეშე სააღსრულებო წარმოების გაგრძელება არღვევს პირის უფლებას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ და უზრუნველყოს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს არ მოეთხოვება უსასრულოდ ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნების მოლოდინი და დროის განუსაზღვრელ მონაკვეთში, წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობის პირობებში, პერმანენტულად, ვებგვერდის შემოწმებით შეეცადოს საკუთარი უფლებების დაცვას.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-601, ასკ-ის 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამდენად, ზ-----------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

2.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად უსწოროა, მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტები: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სადავო განკარგულების კანონიერების საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ არასწორად შეაფასა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში წარმოების განახლების თაობაზე მოვალის ინფორმირებისათვის განხორციელებულ სააღსრულებო მოქმედებები. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების სასამართლო განჩინებით შეჩერებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სააღსრულებო წარმოების განახლების თაობაზე ზ-----------–-----ე სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა. დასახელებული საქმის ფარგლებში, რიგი სააღსრულებო მოქმედებები განხორციელებულია კერძო აღმასრულებლის მიერ. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 25.7 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) 9 ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ეს მუხლი ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულებას, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განახორციელოს მოვალის ინფორმირება სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე. აღნიშნული ვალდებულება ერთჯერადი ხასიათისაა. ამას მოწმობს იმავე მუხლის მე-8 პუნქტის ჩანაწერი, რომელიც სააღსრულებო წარმოების თაობაზე მოვალის ინფორმირების შემდგომ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ათავისუფლებს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების თაობაზე მოვალის დამატებითი ინფორმირების ვალდებულებისაგან. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს კანონიერების პრინციპის საფუძველზე - თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს უშუალოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. შესაბამისად, მისი კანონისმიერი ვალდებულებაც გამომდინარეობს იძულებითი აღსრულების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სადაო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების განახლების თაობაზე მოვალის სათანადო წესით არაინფორმირებულობა. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებისას მოვალეს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (აღნიშნულ გარემოებას არც თავად სასამართლო ხდის სადავოდ). აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების შემდგომ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება, განეხორციელებინა მოვალის ინფორმირება სხვა სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების თაობაზე. თავისი არსით სააღსრულებო წარმოების განახლება გულისხმობს იძულებითი აღსრულების პროცესის გაგრძელებას იმ მომენტიდან, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება. შესაბამისად, წარმოების განახლება ავტომატურად ითვალისწინებს მოვალის მიმართ სხვა იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციერციელებას. აღნიშნულის თაობაზე მხარის დამატებით ინფორმირების ვალდებულება კი "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს და კერძო აღმასრულებელს არ ეკისრება. ამასთანავე, მოვალისათვის ჩაბარებული წინადადება შინაარსობრივად ითვალისწინებს მხარის იდენტიფიკატორსაც, რომლითაც მხარე უფლებამოსილია, უწყვეტ რეჟიმში მოახდინოს სააღრულებო წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება აღსრულების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და სრულად მოახდინოს კანონმდებლობით მინიჭებული მისი უფლებების რეალიზაცია. აპელანტის მიერ ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს არგუმენტაცია, რომ სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ, მოვალეს დროის განუსაზღვრელ მონაკვეთში არ შეეძლო განეჭვრიტა ადმინისტრაციული ორგანოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება. ცალსახაა, რომ მოცემული სააღსრულებო საქმის ფარგლებში სასამართლო დავა კრედიტორის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით დაწყებულია თავად ზ-----------–-----ის მიერ. იგი ჩართული იყო სასამართლო დავის პროცესში, ინფორმირებული იყო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ. ამდენად, მხარე იმთავითვე იყო ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების განახლებისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

 

2.2. ლ--–--------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალე ზ-----------–-----ეს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით - 2016 წლის 11 ივლისს, შესაბამისად მოვალე ინფორმირებული იყო, რომ მას გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება კრედიტორის წინაშე და რომ მის წინააღდმეგ მიმდინარეობდა იძულებითი სააღსრულებო წარმოება, ასევე მოცემული წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეს განემარტა მისი უფლებები და ვალდებულებები და რომ მას დამატებით აღსრულების კონკრეტული დრო და ადგილი აღარ ეცნობებოდა. სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, მოსამართლე ერთმანეთს ადარებს და ერთიდაიგივე სამართლებრივ მდგომარეობას უწესებს სააღსრულებო ბიუროს, სააღსრულებო წარმოების დაწყების და სააღსრულებო წარმოების შეჩერების გაუქმების შემდეგ, რაც მის მიერვე მითითებულ კანონის ნორმას ეწინააღმდეგება. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებზე, რომელთა მოთხოვნებიც კერძო აღმასრულებელმა სრულად დაიცვა, ვინაიდან მოვალეს 2016 წლის 14 ივლისს კანონის დაცვით ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 7.1 მუხლის მე-13 აბზაცში მოსამართლე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - ქ------------------ის მიერ მომზადებულ გაფრთხილებას აუქციონის დანიშვნის შესახებ, აიგივებს წინადადებასთან, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც არასწორია, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში, როგორც სპეციალურ კანონში, ნათლად და გარკვევით არის მითითებული, რომ მოვალეს დამატებით არ ეცნობება აღსრულების კონკრეტულ დღეზე.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებელმა მ--------–----–---–მა საქალაქო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინა დოკუმენტი სააღსრულებო საქმის წარმოებიდან, რომლის მიხედვითაც, სააღსრულებო ბიურო, 2018 წლის 16-19 ნოემბერს, არაერთხელ შეეცადა დაკავშირებოდა ტელეფონის მეშვეობით მოვალეს, თუმცა ეს მტკიცებულება სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. ამასთანავე, სასამართლოს საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება მესამე პირის მატერიალურ მდგომარეობაზე. სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2016 წელს, ხოლო ზ-----------–-----ის სარჩელის გამო, 2 წელი შეჩერებული იყო იძულებითი სააღსრულებო წარმოება. 2018 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც განახლდა სააღსრულებო წარმოება, მას მოუწია იპოთეკის საგნის (მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების) შესყიდვა, პირველივე აუქციონზე, რათა წლების განმავლობაში მიყენებული ზიანის მცირედით მაინც კომპენსირება მომხდარიყო. მთელი განვლილი წლების განმავლობაში, ზ-----------–-----ე იქ ამუშავებდა სასტუმროს და ყოველთვიურად დიდ შემოსავალს იღებდა, ამასთანავე, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, იძულებითი აღსრულების ხარჯების და იურიდიული მომსახურების ხარჯების დასაფარად საჭირო გახდა საბანკო სესხის აღება და სადავო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

აღნიშნული კანონის 25.6 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, 25.7 მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო 25.8 მუხლის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

 

მითითებული კანონის 18.1 მუხლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას; ბ) მორიგდნენ; გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, 13.07.2016წ. გაგზავნილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A---------------- წინადადებით მოვალე ზ-----------–-----ეს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული 12.07.2016წ. სააღსრულებო ფურცელი N---------, რომლის თანახმად, ზ-----------–-----ეს კრედიტორ ლ--–--------–---–ის სასარგებლოდ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, თანახმად სამკვიდრო მოწმობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა. ზ-----------–-----ეს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით, 2016 წლის 14 ივლისს. გზავნილი მითითებულ მისამართზე ოჯახის წევრმა - რძალმა ჩაიბარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.07.2016წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა 12.07.2016წ. N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული წარმოება და განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2017წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ-----------–-----ის სარჩელი, ცვლილება შევიდა 12.07.2016წ. სააღსრულებო ფურცელში, პროცენტის ნაწილში: გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1645 აშშ დოლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში 12.07.2016წ. სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.05.2018წ. განჩინებით გაუქმდა სასამართლოს 21.07.2016წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2017წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, 27.09.2018წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, მოვალე ზ-----------–-----ის მისამართია: თბილისი, ვ---------–-----------------------------–------------------------. 28.09.2018წ. მოვალე ზ-----------–-----ეს, მისამართზე: თბილისი, კ----------------, გაეგზავნა ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, თუმცა კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი აღნიშნული წერილი 04.10.2018წ. უკან დაუბრუნდა გამგზავნს. საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, მეზობლის განმარტებით, ადრესატი ბოლო ორი წელია მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. ადრესატის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. საქმეზე ასევე წარმოდგენილია 19.11.2018წ. გზავნილი, რომლის თანახმად, ზ-----------–-----ეს, ქ. თბილისი, კ-----------------ში გაეგზავნა გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ. საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, ჩაბარების მცდელობა იყო წარუმატებელი - ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების წარმართვისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. აღნიშნული კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე, ზ-----------–-----ე სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა. საქმეში არსებულ დოკუმენტებში ფიქსირდება ზ-----------–-----ის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, თუმცა სააღსრულებო წარმოების მასალით არ დასტურდება, რომ კერძო აღმასრულებელი შეეცადა მოვალე პირთან დაკავშირებას ტელეფონის საშუალებით, სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ ინფორმირების მიზნით. ამასთანავე, სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ კერძო აღმასრულებელს არ გამოუყენებია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა მოვალის სათანადოდ ინფორმირების მიზნით, კერძო აღმასრულებელმა შეტყობინებები გააგზავნა სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტში მოვალის მისამართად დაფიქსირებულ მისამართზე (თბილისი, კ-------------------) და არა სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ მოვალის ახალ მისამართზე (თბილისი, ვ---------–----------------------------–---------------------------). ამრიგად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კერძო აღმასრულებელმა მხედველობაში არ მიიღო მოვალის მიერ მისამართის შეცვლის ფაქტი და სააღსრულებო მოქმედებების განახლების შემდეგ, მოვალის ინფორმირების მცდელობა განახორციელა ძველ მისამართზე, სადაც მოვალე უკვე აღარ ცხოვრობდა. პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააღსრულებო საქმის მწარმოებელი პირის ვალდებულებას, სააღსრულებო პროცედურის თაობაზე წარმოების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდოს კანონით დადგენილი წესით, ვერ შეცვლის სხვა ორგანოში, მათ შორის, სასამართლოში მიმდინარე პროცესში პირის ჩართულობა, ამდენად, უსაფუძვლოა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ-----------–-----ე ინფორმირებული იქნებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან სარჩელი სამოქალაქო სასამართლოში აღძრული იყო თავად ზ-----------–-----ის მიერ.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის თაობაზე პირის ინფორმირების გარეშე სააღსრულებო წარმოების გაგრძელება არღვევს მის უფლებას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ და უზრუნველყოს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მით უფრო, რომ აღსრულების ქვემდებარე აქტი გახდა სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი განსხვავებული ვალდებულებით. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს არ მოეთხოვება, უსასრულოდ ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნების მოლოდინი და დროის განუსაზღვრელ მონაკვეთში, წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობის პირობებში, პერმანენტულად, ვებგვერდის შემოწმებით შეეცადოს საკუთარი უფლებების დაცვას. ამდენად, არსებობს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და ლ--–--------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი