განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-838-2019 წელი
№010100119003229814
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
6 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ ა--–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ------ ა--–--ე, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ----------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ------ ა--–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 20:20 საათზე ქ. ბ------–-----------------------------ში მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ა--–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანნაქონი დანის გამოყენებით თავის ოჯახის წევრს-მეუღლეს ი------- ა--–--ეს განზრახ მიაყენა ჯანმრთლობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გა-მოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------ ა--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პაატა ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ ა--–--ის მიმართ დანიშ-ნული სასჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ პირობით ჩათვლას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ მ------ ა--–--ე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მან საგამოძიებო ექსპერიმენტით თვითონ ამოაღებინა გადაგდებული დანა, სასამართლოს მისცა ამომწურავი ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. დაზარალებულს მის მიმართ არანაირი პრე-ტენზია არ გააჩნია, ის შერიგებულია მასთან და სურს მსჯავრდებულთან ერთად გააგრ-ძელოს ცხოვრება, მათ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები და მ------ ა--–--ე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. სასამართლოს მიერ მითითება დანის გამოყენებით ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიჩნეული დამამძიმებელ გარე-მოებად, რადგან თუ მ------ ა--–--ეს სხვა რაიმე განზრახვა ექნებოდა, იგი თავისუფლად შეძლებდა მის განხორციელებას და ხელს არავინ შეუშლიდა.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ ა--–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ------ ა--–--ის მიმართ სასჯელის და-ნიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩე-ნით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯა-ვრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს, (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მ------ ა--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მ------ ა--–--ემ დანაშაული ჩაიდინა დანის გამოყენებით ოჯახის წევრის წინააღმდეგ და მიზან-შეწონილად არ მიიჩნევს მისთვის სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი მ------ ა--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------ ა--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ა--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ------ ა--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 აგვისტოდან
მ------ ა--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili