განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002508256
საქმე №2ბ/4718-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - ქ------- თ------ა, რ--------- თ------ა
წარმომადგენელი - თ----- კ-----ე
აპელანტები - დ------- გ---------ი
წარმომადგენლები - ლ--- ხ------–-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით დ------- გ---------ის სარჩელი მოპასუხეების ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ------- თ------ას მოსარჩელე დ------- გ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 6009 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 3131 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; დ------- გ---------ის უარი ეთქვა სესხის ძირითადი თანხის სახით 42-1 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 7999 აშშ დოლარის ქ------- თ------ასთვის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; დავალიანების (6009 აშშ დოლარისა და 3131 აშშ დოლარის) დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს რ--------- თ------ას სახელზე რეგისტრირებული იპოთეკის საგანი, მდებარე თბილისი, დ---- დ------ი, ი. პ------–-- ქუჩა N1- „ა“, ბინა N2-. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------; მოპასუხეებს ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 730 ლარის ანაზღაურება;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დ------- გ---------სა და ქ------- თ------ას შორის 201- წლის 2- აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ქ------- თ------ამ მოსარჩელისგან ისესხა 21000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის ვადაში დაუბრუნებლობისას მსესხებელს დამატებით უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ--------- თ------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ---- დ------ი, ი. პ------–-- ქუჩა N1-, ბინა N2-.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 16 მარტის შეთანხმებით 2-.04.201- წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 8 თვით, 2015 წლის 2- ივნისის ჩათვლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-2-.04.201- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1-0419017;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-26.03.2015 წლის შეთანხმება ცვლილებები და/ან დამატების შეტანის შესახებ.
2.2. კრედიტორ დ------- გ---------ის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის 8 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მოვალის ქ------- თ------ას და მესაკუთრის - რ--------- თ------ას მიმართ.
სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 21000 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო- ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,2%, ანუ 42 აშშ დოლარი, 2015 წლის 2- დეკემბრიდან აღსრულებამდე, ასევე სანოტარო საზღაური 120 ლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოპასუხეს პროცენტი სრულად ჰქონდა გადახდილი, სააღსრულებო ფურცლით დგინდება რომ გადახდილი იყო 6 თვის პირგასამტეხლო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ რამოდენიმე თვის პირგსამტეხლო იყო გადახდილი. ამასთან, ვინაიდან პირგასამტეხლო დაეკისრა სააღსრულებო ფურცლით 2- დეკემბრიდან და არა 2015 წლის 2- ივნისიდან (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლიდან) სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საუბარია 6 თვის პირგასამტეხლოს გადახდაზე.
სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მიერ წარდგენილი იქნა სააღსრულებო ბიუროში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-15.06.2016 წლის სააღსრულებო ფურცელი N1--------.;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. 2017 წლის 25 ივლისს, დ------- გ---------ის პირად ანგარიშზე და არა აღმასრულებლის სააღსრულებო ანგარიშზე, ქ------- თ------ას სახელით ი-----–- ჟ----ამ ჩარიცხა 36000 ლარი, რაც გადახდის დროისთვის არსებული კურსით შეადგენდა 1-991 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარი = 2,4015 ლარს). ი-----–- ჟ----ა არის ქ------- თ------ას შვილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-26.07.2017 წლის ხელწერილი;
-ამონაწერი ანგარიშიდან.
2.4. სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, კრედიტორმა დ------- გ---------მა სააღსრულებო ბიუროში 2017 წლის 26 ივლისს წარადგინა განცხადება, შინაარსით: „გთხოვთ, შეწყვიტოთ სააღსრულებო წარმოება. მოვალესთან და აღსრულებასთან პრეტენზია არ გამაჩნია“. აღნიშნული განცხადების საფუძველზე წარმოება შეწყდა. შემდგომში, კრედიტორმა რამოდენიმეჯერ წარადგინა სააღსრულებო ბიუროში განცხადება წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, რაზეც უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე (ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განახლება დაუშვებელია).
რ--------- თ------ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა სარჩელის აღძვრის დროისთვის გაუქმებული არ არის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-26.07.2017 წლის განცხადება;
-ცნობა სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ;
-სააღსრულებო ბიუროს პასუხები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. ი-----–- ჟ----ას მიერ 2017 წლის 26 ივლისს დაწერილი ხელწერილი ქ------- თ------ას არ წარმოუშობს ამ ხელწერილით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს თანხების ამ ფორმით განაწილების პრინციპს და ვერც სამომავლო ვალდებულებებს გათვალისწინებულს ამ ხელწერილით.
ხელწერილის თანახმად, ქ------- თ------ას სახელით ი-----–- ჟ----ამ მოსარჩელეს ჩაურიცხა 36000 ლარი და თანხა დ------- გ---------მა შემდეგნაირად გაანაწილა:
1285,87 ლარით დაიფარა სააღსრულებო ბიუროში დახარჯული თანხა;
9067,01 ლარით - 6 თვის სარგებელი (2017 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი), სადაც ყოველთვიური გადასახდელი შეადგენდა 630 აშშ დოლარს;
25647,12 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
თანხის ასეთი ფორმით განაწილებაზე ი-----–- ჟ----ამ თანხმობა განაცხადა. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ დარჩენილი ძირითადი ვალი შეადგენს 11000 აშშ დოლარს, იპოთეკით გადახდას დაქვემდებარებული ყოველთვიური სარგებლის თანხა - 330 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ლარში. ივლისის თვის სარგებლის 792 ლარის გადახდა განხორციელებულია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-----–- ჟ----ას არ ჰქონდა უფლებამოსილება სათანადო რწმუნებულების (წარმომადგენლობის) გარეშე ქ------- თ------ას სახელით დაედასტურებინა და დ------- გ---------ის სასარგებლოდ ეკისრა ვალდებულება თანხების განაწილების პრინციპზე და სამომავლო ვალდებულებაზე კერძოდ სარგებლის დამატებით გადახდებზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი რაც მის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დაადასტურებს, ასეთის ზეპირი ფორმით არსებობა მოპასუხემაც გამორიცხა. სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს გარიგებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ქ------- თ------ამ არ დაადასტურა აღნიშნული ხელწერილის ნამდვილობა, ვინაიდან ი-----–- ჟ----ა მისი მხრიდან მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილი არ ყოფილა. ქ------- თ------ამ დაადასტურა მხოლოდ დავალება ი-----–- ქარუმიძის სასარგებლოდ განახორციელებულ თანხის გადახდაზე და არა ახალი გარიგების დადებაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-26.07.2017 წლის ხელწერილი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.6. 2017 წლის 27 ივლისს, 36000 ლარის გადახდის შემდგომ, ქ------- თ------ას გადასახდელი ძირითადი თანხა 6009 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
სააღსრულებო ფურცლის თანახმად, გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენდა 21000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა 2017 წლის 26 ივლისამდე არ შემცირებულა. ამავე სააღსრულებო ფურცელში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოვალეს 2015 წლის 2- დეკემბრიდან წარმოეშვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორი, საკუთარი ინიციატივით მოვალისაგან ითხოვდა შემცირებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,1%), 2015 წლის 2- დეკემბრიდან ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, 2017 წლის 26 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 11-66 აშშ დოლარს. ამასთან, მოსარჩელე ადასტურებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მსესხებელს გადახდილი ჰქონდა რამდენიმე თვის პირგსამტეხლო, სააღსრულებო ფრუცლის შინაარსიდან დგინდება რომ 6 თვის პირგასამტეხლო გადახდილი ქონდა მოვალეს, რაც 3780 აშშ დოლარს შეადგენს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალის მიერ 2017 წლის 26 ივლისს გადახდილი 36000 ლარით პირველ რიგში უნდა დაფარულიყო სესხის ძირითადი თანხა, ვინაიდან გადახდილი თანხა არ იყო საკმარისი ძირითადი ვალდებულების შესასრულებლად. სსკი 388-ე მუხლის (მოვალის იმ გადასახდელიდან,რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ- ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს - პროცენტები) თანახმად, უნდა შემცირებულიყო თავდაპირველად სესხის ძირითადი თანხა. ვინაიდან 36000 ლარი, გადახდის დროისთვის შეადგენდა 1-991 აშშ დოლარს, 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით ქ------- თ------ას გადასახდელი ექნებოდა ძირითადი თანხა 6009 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-26.07.2017 წლის წერილი;
-სააღსრულებო ფურცელი.
2.7. სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია, ის გარემოება, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტით ადგილი ჰქონდა კრედიტორის მხრიდან ფულადი ვალდებულების მოთხოვნის უფლებაზე უარს ან ამ ქმედებით მოხდა ვალის პატიება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ------- გ---------ის განცხადების საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიურომ შეწყვიტა სააღსრულებო წარმოება და შემდგომში უარი უთხრა იმავე გადაწყვეტილების (სააღსრულებო ფურცლის) ფარგლებში სააღსრულებო წარმოების განახლებაზე, ვინაიდან წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე სრულდებოდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოებაზე უარის თქმის მიუხედავად, აღნიშნული უარი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ კრედიტორმა უარი განაცხადა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქ------- თ------ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნაზე. სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი კრედიტორის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტაზე არ წარმოადგენს ვალის პატიებას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის თანახმად, ვალის პატიება არის მხარეთა შორის შეთანხმება, რაც ვალდებულების შეწყვეტას იწვევს. ამდენად, მიუხედავად კრედიტორის განცხადებისა, რომ მოვალესთან პრეტენზია არ გააჩნია, არ უნდა მივიჩნიოთ ვალის პატიებად. სასამართლომ განმარტა, რომ ვალის პატიებით კრედიტორი უარს ამბობს მის ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნაზე. ამისათვის საჭიროა, რომ კრედიტორსა და მოვალეს შორის გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება, კრედიტორმა ნება ვალის პატიების უნდა გამოხატოს არა მესამე პირთან არამედ საკუთრივ მოვალესთან. საგულისხმოა, რომ აღსრულების შეწყვეტის მიუხედავად, კრედიტორს უარი არ უთქვამს იპოთეკაზე და იპოთეკა დღემდე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამდენად, ადგილი არ აქვს ვალის პატიებით ვალდებულების შეწყვეტას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 36 000 ლარის (რაც გადახდის დროისთვის შეადგენდა 1-991 აშშ დოლარს) გადახდის შემდგომ, 2017 წლის 27 ივლისის დროისთვის ქ------- თ------ას კრედიტორისთვის გადასახდელი ჰქონდა ძირითადი თანხა 6009 აშშ დოლარი. მსესხებელს აღნიშნული თანხა არც შემდგომში დაუფარავს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებულია და ქ------- თ------ას დ------- გ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის სახით 6009 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 42-1 აშშ დოლარის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის იანვრის პერიოდზე, სესხის ძირითადის თანხის 0,1%-ის დაკისრებას, რაც ჯამში განსაზღვრული აქვს 11130 აშშ დოლარით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან 36000 ლარის გადახდის შემდგომ, 2017 წლის 26 ივლისიდან სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 6009 შშ დოლარს (და არა 21000 აშშ დოლარს), პირგასამტეხლოს დაანგარიშებაც 6009 აშშ დოლარზე უნდა განხორციელდეს და მოთხოვნილ პერიოდზე გაანგარიშებით პირგასამტეხლო შეადგენს 3131 აშშ დოლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს წარსულშიც ჰქონდა პირგასამტეხლოს სახით თანხები გადახდილი, ასევე ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით 3131 აშშ დოლარი არის გონივრული თანხა.
ამდენად, ქ------- თ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სანაცვლოდ უნდა დაეკისროს 3131 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დამატებით 7999 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
201- წლის 2- აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რ--------- თ------ას კუთვნილი უძრავი ქონება. ამასთან, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემდგომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა არ გაუქმებულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სარჩელის წარმოებაში მიღების დროისათვის სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, არასწორად განმარტა საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი და განსახილველად მიიღო ისეთი სარჩელი, რომელიც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე კი მოპასუხის მიერ არაერთგზის მითითების მიუხედავად, სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შეეწყვიტა საქმე, საპროცესო კოდექსის 187.2. მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი ადგენს წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო ვალდებულია უარი თქვას სარჩელის მიღებაზე. 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ“ პრიმა და „ბ“ სეკუნდა მუხლების თანახმად, სასამართლომ უარი უნდა თქვას სარჩელის მიღებაზე, თუ: - არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; - არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი;
- არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით;
საპროცესო კოდექსის 187.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
საპროცესო კოდექსის 272.ბ მუხლის თანახმად, სასამართლო თავისი ინიციატივით, ან მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ფაქტობრივ გარემოებებთან კონკრეტული სამართლებრივი ნორმების მისადაგებამდე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს და მათ თანმიმდევრობას.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ და რომელიც, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობას. აგრეთვე უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტები, რომ: დაირღვა სესხის ხელშეკრულება; კრედიტორმა ნოტარიუსისგან მოიპოვა სააღსრულებო ფურცელი; სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება; სააღსრულებო ფურცლის მოპოვებისა და ამ ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების პროცესში, მოვალეს არავითარი ხელშემშლელი მოქმედება არ განუხორციელებია (არ მიუმართავს სასამართლოსთვის და არ მოუთხოვია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის შეჩერება); აღსრულების მიმდინარეობის პარალელურად, მოვალე გარკვეულ თანხებს ურიცხავდა კრედიტორს, რითაც ამცირებდა დავალიანებას; სააღსრულებო წარმოების პროცესში, აუქციონის წესით ქონების იძულებითი რეალიზაციის განხორციელებამდე, კრედიტორმა წერილობითი ფორმით, ოფიციალურად მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და განაცხადა, რომ მას არავითარი პრეტენზია აღარ ჰქონდა მოვალისა და აღსრულების ბიუროს მიმართ და ითხოვდა აღსრულების წარმოების შეწყვეტას; აღნიშნული მიმართვის შემდგომ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეწყვიტა აღსრულება; აღსრულების პროცესის შეწყვეტის შემდგომ, გარკვეული დროის შემდეგ, კრედიტორმა მიმართა სასამართლოს იმავე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად გადაუხდელი თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით (ანუ იმავე სესხის ფარგლებში, მეორე სააღსრულებო ფურცლის მიღების მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი (ნოტარიუსის მიერ გაცემული) სააღსრულებო ფურცლით დაწყებული სააღსრულებო წარმოება თავისი ინიციატივით ჰქონდა შეწყვეტილი).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, მათი თანმიმდევრობა და მათგან გამომდინარე დამდგარი სამართლებრივი შედეგები, ერთობლიობაში წარმოქმნის წინაპირობას, რომ სასამართლოს უარი ეთქვა საქმის წარმოებაში მიღების შესახებ.
აპელანტი განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განამტკიცებს უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპს. აღნიშნული პრინციპი ემსახურება ყველა სუბიექტის უფლებას, რომ გააჩნდეს სამართლიანი და ობიექტური სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა დაიცვას საკუთარი ინტერესები. მე-2 მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოს მხოლოდ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქვს უფლება, რომ უარი უთხრას სუბიექტს საქმის სასამართლო წესით განხილვაზე. მიუხედავად ამგვარი დათქმისა, სასამართლო პრაქტიკა იცნობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სუბიექტს უარი ეთქვა უფლების სასამართლო წესით დაცვაზე იმგვარი საფუძვლით, რაც საპროცესო კოდექსით არ იყო პირდაპირ გათვალისწინებული. ასეთი პრაქტიკა დაამკვიდრა უზენაესმა სასამართლომ (მნიშვნელოვანი განმარტების სახით, გადაწყვეტილება საქმეზე #ა998-ა-7-2011) და ეს პრაქტიკა წარმოიქმნა ისეთი შემთხვევების გამო, როდესაც სუბიექტები არამართლზომიერად იყენებდნენ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას და მათ მიერ ამ უფლების გამოყენება არ მიყო მიმართული მათი მართლზომიერი უფლებების დაცვისკენ.
აპელანტს მიაჩნია, რომ სწორედ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირი არამართლზომიერად იყენებს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გამოყენების არამართლზომიერება მოცემულ შემთხვევაში გამოიხატება იმაში, რომ პირს სასამართლოსთვის მიმართვამდე, უკვე ჰქონდა მოპოვებული მისი უფლების დაცვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შედეგი სააღსრულებო ფურცლის სახით და მისთვის არავის ხელი არ შეუშლია ამ შედეგის რეალიზაციაში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მოსარჩელეს არავინ შედავებია იმაში, რომ მოთხოვნის უფლება გააჩნდა, ასევე არავის გაუპროტესტებია ის, რომ მან სააღსრულებო ფურცელი აიღო ნოტარიუსისგან და აგრეთვე არავის მოუთხოვია მის მიერ წამოწყებული სააღსრულებო პროცესის შეჩერება ან რაიმე ფორმით შეფერხება. ანუ მოსარჩელეს ნებაყოფლობით ჰქონდა მიღებული აბსოლუტურად ყველაფერი (მათ შორის სააღსრულებო ფურცელი და შეუფერხებელი სააღსრულებო წარმოება), რასაც ამ ეტაპზე სასარჩელო წესით ითხოვს. შესაბამისად, მოსარჩელე დაობს იმაზე, რაც სადაოდ არავის გაუხდია და დაობს მხოლოდ იმიტომ, რომ არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად გამოიყენოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა იმავე მხარეებს შორის, იმავე სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, იმავე საფუძვლით არსებულ მოთხოვნაზე მოიპოვოს მეორე სააღსრულებო ფურცელი და ხელახლა დაიწყოს სააღსრულებო წარმოება. ყოველივე ეს კი ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპებს. კერძოდ, ზემოთ მოყვანილი საპროცესო კოდექსის ნორმების (მე-2, 186-ე, 187-ე, 272-ე მუხლები) სისტემური და ტელეოლოგიური განმარტების შედეგად აშკარა ხდება ის, რომ კანონმდებელი ცდილობს, რომ პირების მოთხოვნების განხორციელება გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს და ამით შექმნას გარკვეული მართლწესრიგი, სადაც მოთხოვნის რეალიზაცია განმეორებითი და დაუსრულებელი ხასიათის მატარებელი არ იქნება. 272-ე მუხლის თანახმად, არ დაიშვება განმეორებითი დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე მოთხოვნაზე, იმავე საფუძვლით. შესაბამისად, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ კანონის თანახმად მხარეს არ აქვს უფლება ხელმეორედ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მეორე სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირველი სააღსრულებო ფურცლის ფარგლებში კრედიტორი სრულად არ დაკმაყოფილდა. ამგვარი დანაწესის ფუნქცია კი თავის მხრივ სასამართლოების გადატვირთვაზე მეტად ის არის, რომ სიცხადე შეიტანოს სამართლებრივ ურთიერთობებსა და სამოქალაქო ბრუნვაში, რათა გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში არ დატოვოს გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნათა ბედი. აღნიშნული პრინციპების უგულვებელყოფისა და გვერდის ავლის გზით, მეორე სააღსრულებო ფურცლის მოსაპოვებლად სარჩელის წარდგენა ცალსახად უფლების არამართლზომიერ გამოყენებად უნდა ჩაითვალოს და უარი უნდა ეთქვას მხარეს იმ სამართლებრივი ურთიერთობის სასამართლო დავის ფარგლებში განხილვაზე, რა სამართლებრივ ურთიერთობაშიც სადავო არაფერი ყოფილა და აღსრულების პროცესი დასრულებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში, ხოლო მიღების შემდგომ, მხარის მითითების გათვალისწინებით, უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება 187.2. მუხლის შესაბამისად.
3.2. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე არსებითი სამართლებრივი უსწორობა იყო ის, რომ სასამართლომ, კრედიტორის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შეწყვეტა არ მიიჩნია ვალის პატიებად. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ 448-ე მუხლის თანახმად ვალის პატიება არის ორ მხარეს შორის შეთანხმება და რომ სასამართლო ვერ მიიჩნევს მესამე პირთან (აღსრულების ბიუროსთან) გამოხატულ ნებას მხედველობაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ზედაპირულად მიუდგა საკითხს და გადაწყვეტილების არგუმენტაცია მოკლებულია სამართლებრივ ანალიზს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გადაწყვეტილება უგულვებელყოფს მიდგომას, რომ ვალის პატიების შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის შესაძლებელია მოხდეს, მათ შორის კონკლუდენტური მოქმედებითაც. ამგვარი მიდგომა გაზიარებულია როგორც სამეცნიერო წრეებში (სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარები - მუხლი 448), ისე სასამართლო პრაქტიკაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-851-809-2013) სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული მსჯელობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კონკლუდენტური მოქმედებით ვალის პატიებად. სამწუხაროდ უზენაესი სასამართლო ამ საკითხზე არ მსჯელობს (საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა), თუმცა აშკარაა, რომ არა მხოლოდ სამართლის ზოგიერთი მკვლევარი, არამედ სააპელაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ ვალის პატიება დასაშვებია მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებითაც. სააპელაციო სასამართლომ კონკლუდენტურ ვალის პატიებად მიიჩნია შემთხვევა, როდესაც ენერგომიმწოდებელმა კომპანიამ შესაბამის ყოველთვიურ ქვითარზე აღარ ასახა აბონენტის ძველი დავალიანება და აღუდგინა ელექტროენერგიის მიწოდება. სასამართლომ არ გაიზიარა ენერგომიმწოდებელი კომპანიის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალო ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა ქვითარზე დავალიანების არ ასახვა. სასამართლომ არც ის არგუმენტაცია გაითვალისწინა, რომ ენერგომიმწოდებელი სააღსრულებო წარმოებას ახორციელებდა აბონენტის წინააღმდეგ და რომ აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილი ვერ ექნებოდა ვალის პატიებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელი ხდება სასამართლო პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ვალის პატიებად მიიჩნევა ისეთი კონკლუდენტური მოქმედებები, რომლებიც მოვალეს ობიექტურად გაუჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ვალი ეპატია.
მოცემულ საქმეში, როგორც აღვნიშნეთ, მოსარჩელემ თავისი ინიციატივით განუცხადა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ პრეტენზია აღარ გააჩნდა მოვალის მიმართ და რომ ითხოვდა აღსრულების შეწყვეტას. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების შეწყვეტის შემდგომ დაუშვებელია იმავე სააღსრულებო წარმოების განახლება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ სამართლებრივი შედეგების შესახებ ყოველთვის ეცნობება სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი თანამშრომლებისგან. ამ პირობების გათვალისწინებით, კრედიტორმა მოითხოვა აღსრულების შეწყვეტა, რაც კონკლუდენტური მოქმედებით ვალის პატიებად უნდა იქნას მიჩნეული, რადგან კრედიტორმა მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივ გზაზე უარი განაცხადა (რომც მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი საპროცესო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით დასაშვებია, ვალი მაინც ნაპატიებად უნდა ჩაითვალოს. ვინაიდან, ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული ის, რომ კრედიტორს სდომოდა ვალის ამოღება და გაცნობიერებულად შეეწყვიტა სააღსრულებო წარმოება იმ იმედით, რომ შემდგომში ვალს ამოიღებდა სასარჩელო წარმოების შედეგად). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვალეს გაუჩნდა ლოგიკური და ობიექტური საფუძველი ევარაუდა, რომ მას ვალი აპატიეს. თავის მხრივ, მოვალემ მიიღო რა გამოხატული ნება იმის შესახებ რომ ვალი ეპატია, თვითონ საწინააღმდეგო ნება არ გამოუხატავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალეც დაეთანხმა ვალის პატიებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი დაუსაბუთებელია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. დადგენილია, რომ დ------- გ---------სა და ქ------- თ------ას შორის 201- წლის 2- აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ქ------- თ------ამ მოსარჩელისგან ისესხა 21000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის ვადაში დაუბრუნებლობისას მსესხებელს დამატებით უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ--------- თ------ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ---- დ------ი, ი. პ------–-- ქუჩა N1-, ბინა N2-. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 16 მარტის შეთანხმებით 2-.04.201- წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 8 თვით, 2015 წლის 2- ივნისის ჩათვლით.
4.1.2. კრედიტორ დ------- გ---------ის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის 8 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მოვალის ქ------- თ------ას და მესაკუთრის - რ--------- თ------ას მიმართ. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 21000 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო-ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,2%, ანუ 42 აშშ დოლარი, 2015 წლის 2- დეკემბრიდან აღსრულებამდე, ასევე სანოტარო საზღაური 120 ლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოპასუხეს პროცენტი სრულად ჰქონდა გადახდილი, სააღსრულებო ფურცლით დგინდება რომ გადახდილი იყო 6 თვის პირგასამტეხლო. მოსარჩელე მიუთითებს რომ რამოდენიმე თვის პირგსამტეხლო იყო გადახდილი. ამასთან ვინაიდან პირგასამტეხლო დაეკისრა სააღსრულებო ფურცლით 2- დეკემბრიდან და არა 2015 წლის 2- ივნისიდან (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლიდან) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ საუბარია 6 თვის პირგასამტეხლოს გადახდაზე.
სააღსრულებო ფურცლით ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მიერ წარდგენილი იქნა სააღსრულებო ბიუროში.
4.1.3. 2017 წლის 25 ივლისს, დ------- გ---------ის პირად ანგარიშზე და არა აღმასრულებლის სააღსრულებო ანგარიშზე, ქ------- თ------ას სახელით ი-----–- ჟ----ამ ჩარიცხა 36000 ლარი, რაც გადახდის დროისთვის არსებული კურსით შეადგენდა 1-991 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარი = 2,4015 ლარს). ი-----–- ჟ----ა არის ქ------- თ------ას შვილი.
4.1.4. სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, კრედიტორმა დ------- გ---------მა სააღსრულებო ბიუროში 2017 წლის 26 ივლისს წარადგინა განცხადება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
4.2. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შედავების ფაქტობრივი და სამართლებრივ მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-2--1-43-2012; #ას-973-1208-04; #ას- 664-635-2016).
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38 მუხლის 3.5 პუნქტის თანახმად ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
ამავე კანონის მე- 40 მუხლის თანახმად ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს ვალდებულების წარმოშობის საფუძველი; ვალდებულების შესრულების დრო; აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა;
აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.
მხარეთა შორის დადებული 2-.04.2015 წლის ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად მხარეები უფლებამოსილნი არიან თავისი შეხედულებისამებრ აირჩიონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ის მეთოდი, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ თავისი მოთხოვნის ყველაზე უკეთ და სწრაფად დაკმაყოფილების მიზნით. ამავე ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეებს გამნმარტებული ჰქონდათ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოება არის სამოქალაქო უფლებების დაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, უფლებათა რეალიზაციის დამამთავრებელი ეტაპი. თუ სააღსრულებო წარმოება შეწყდა კრედიტორის მოთხოვნით ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლების რეალიზაცია განხორციელდა და დასრულდა.
აღსრულების შეწყვეტას აქვს მისი კანონით დადგენილი საფუძვლები. აღსრულების შეწყვეტა ნიშნავს, რომ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებით წარმოშობილი ვალდებულების გადახდევინების მიზნით გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე დასრულდა აღსრულება. ასეთი აქტის მიღებით წარმოიშობა ვალდებულების შესრულების პრეიუდიციული ძალის მქონე აქტი. პრეიუდიცია შეიძლება შეიცვალოს თუ ადმინისტრაციული აქტი გაუქმდება. სხვა შემთხვევაში იგულისხმება, რომ ვალდებულება შესრულებულია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუნდაც უკანონო, იწვევს სამართლებრივ შედეგებს, თუ ის არ გასაჩივრებულა და არ გაუქმებულა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, კრედიტორმა დ------- გ---------მა სააღსრულებო ბიუროში 2017 წლის 26 ივლისს წარადგინა განცხადება შემდეგი შინაარსით: „გთხოვთ, შეწყვიტოთ სააღსრულებო წარმოება. მოვალესთან და აღსრულებასთან პრეტენზია არ გამაჩნია“. აღნიშნული განცხადების საფუძველზე წარმოება შეწყდა.
როგორც ჩანს, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ გასაჩივრებულა და არ გაუქმებულა. ამდენად, არ დგინდება მისი უკანონობა.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ და რომელიც, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობას. აგრეთვე უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტები, რომ: დაირღვა სესხის ხელშეკრულება; კრედიტორმა ნოტარიუსისგან მოიპოვა სააღსრულებო ფურცელი; სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება;
უდავოა, რომ თავად გ---------მა აირჩია აღსრულება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მოწინააღმდეგე მხარეს სადაო არ გაუხდია აღსრულების ფურცელი. საქართველოს კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით აღიარებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის იურიდიული ძალა და ის შესასრულებლად სავალდებულოა, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი მოიცავდა მსესხებლის შეუსრულებელ ვალდებულებებს სრულად და სააღსრულებო წარმოებაც ამ საფუძვლიდან გამომდინარე წარიმართა და დასრულდა.
იგულისხმება, რომ იმ საგანზე და საფუძველზე, რომელსაც გ---------ი მოცემულ დავაზე ხდის სადაოდ აღსრულება დასრულებულია. ადმინისტრაციული აქტი რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება აღსრულების პროცესსა და შედეგებს აძლევს იურიდიული ძალას, რომელიც სწორედ ისეთივე იურიდიული ძალის მატარებელია, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებელი სააღსრულებო წარმოების დამამთავრებელი აქტი. ვიდრე ეს აქტი ძალაშია, ცხადია მისი იურიდიული ძალა მოქმედებაშია, რომლითაც იგულისხმება, რომ ვალდებულება არ არსებობს და შეწყვეტილია. მისი შინაარსი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოცემული დავის განხილვისას სასამართლო შეზღუდულია პრეიუდიციული ძალით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს გააჩნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
შესაბამისად, აღნიშნული აქტის მტკიცებულებითი ძალა და მნიშვნელობა უპირატესობას ანიჭებს მოპასუხეს მოცემულ პროცესში და ეს აქტი ვერ გაბათილდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
პრეზუმფცია, ისევე, როგორც პრეიუდიცია, მტკიცების პროცესთან დაკავშირებული ინსტიტუტია. ორივე მათგანი ზემოქმედებას ახდენს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესზე და მნიშვნელოვნად ცვლიან მტკიცებისათვის დადგენილ ზოგად
წესებს. ამ ინსტიტუტთაგან პრეზუმფცია, დახმარებას უწევს მხარეებსა თუ სასამართლოს, ამტკიცონ ისეთი ფაქტები, რომელთა დასადასტურებლად საქმეში მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ამ ფაქტების შესახებ არსებობს სხვადსხვა სახის ინფორმაციები, შეხედულებები, მოსაზრებები, რაც ქმნის გარკვეული ფაქტების არსებობის ვარაუდს. ეს ვარაუდები გამოიყენებიან მტკიცების პროცესში და ცვლიან მტკიცების ტვირთს იმგვარად, რომ ხდება არა ვარაუდში გამოთქმული ფაქტების ნამდვილობის შემოწმება, არამედ მისი საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენის გადაკისრება იმ მხარისათვის, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს ვარაუდში ასახული გარემოება. პრეიუდიცია კი, ათავისუფლებს მხარეებს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც უკვე დადგენილია სხვა საქმის განხილვისას, ასევე იგი კრძალავს უკვე განხილული სარჩელის ხელახლა განხილვას. ორივე ამ ინსტიტუტის არსებობა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, ამტკიცონ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი, ამ გარემოებათა არსებობის უშუალოდ დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე.
თუ სადაოა აღსრულების შეწყვეტის კანონიერება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებით შესაძლებელია მისი უკანონობის დამტკიცება, რითაც შესაძლებელი იყო გ---------ის უფლებების დაცვა.
კრედიტორმა რამოდენიმეჯერ წარადგინა სააღსრულებო ბიუროში განცხადება წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, რაზეც უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე (ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განახლება დაუშვებელია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ------- გ---------ს, ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას მიმართ მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, რის გამოც, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. შემაჯამებე0ლი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება დ------- გ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ვინაიდან ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დ------- გ---------ს ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1,011 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე №2/18739-18 (2ბ/4718-19) მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. დ------- გ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დ------- გ---------ს, ქ------- თ------ასა და რ--------- თ------ას სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1,011 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა