განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003123594
საქმე №1/ბ-33-2020
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №------------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: კ------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–-----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
ნ-----–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ნ-----–-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმდა;
ნ-----–-------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 ივნისს, შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მ------------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის, ნ-----–-------------ის მიმართ, გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ნ-----–-------------ეს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან, მ------------–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, ნ-----–-------------ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე მივიდა და შეხვდა სამსახურთან - თბილისი, ო–---–------------------------–-ს ქუჩის კვეთაზე მყოფ მსხვერპლს, მ------------–---–ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ნ-----–-------------ეს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელი;
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და ხარისხი, ასევე დამნაშავის პიროვნება. აპელანტის პოზიციით, დანიშნული არასამართლიანი და მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ-----–-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ-----–-------------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ნ-----–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მ------------–----–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ა-–------------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელი განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალტა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ნ-----–-------------ეს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ნ-----–-------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ნ-----–-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნ-----–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მხედველობაში იქნას მიღბული, რომ მსჯავრდებულ ნ-----–-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმებულია;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი