განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002557141
საქმე N3ბ/2716-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- ნინო ყანჩაველი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე
ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი
აპელანტი (მესამე პირი) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ------------–---–ი
წარმომადგენელი - ვ----–--------–---–ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ზ-----------–----ე
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------–---ი
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ს--------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 13 დეკემბრის №05/2740 მიმართვა თანდართული მიწის ნაკვეთთა სიის №117 ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 08 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.3 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №882011217394-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- წერილი და მიღებული იქნეს გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში 2011 წელს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) საზღვრების კორექტირების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ბ------------–---–ის კომლის საკუთრებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თანხმობის გაცემის შესახებ.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №267794 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ;
1.7. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო უძრავი ქონების ბ------------–---–ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე;
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი ფორმით შესაგებელი წინამდებარე სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი წინამდებარე სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.2. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი ფორმით შესაგებელი წინამდებარე სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.3. მესამე პირს - სოფიო ხინჩაგიშვილს წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია.
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ბ------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №267794 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილება კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) საზღვრების კორექტირების შესახებ, ბ------------–---–ის მიერ 2016 წლის 14 სექტემბრის №8----------- განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
სასამართლომ 1992 წლის 06 ოქტომბრის №17 ,,ხ’’ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ–----ის რაიონის სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ შ-------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა 0,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დიდ დ------ში, 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დ--------ში და 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბ-------–-–ი (ტ-1;. ს.ფ. 123).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 13 დეკემბერს №05/2740 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად ასევე მოითხოვა სოფელ დ------ში მდებარე 8-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირება დანართი №1-ის (117-ე) შესაბამისად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 08 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, სოფელი დ------ი, დ--------ში (ნაკვეთი 9-----) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 08 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 8--.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 93 (ტ-1; ს.ფ. 1-25; ტ-2; ს.ფ. 31; ს.ფ. 32-33).
2010 წლის 10 მარტს, ქ. თბილისის მერმა №06-1/2067 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სთხოვა ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება სოფელ დ------ში არსებული დანართით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 03 მაისის №06-8/4672 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ცვლილების შეტანა მონაცემებში და 2010 წლის 10 მარტის №06-1/2067 წერილით წარდგენილ უძრავ ქონებაზე დაერეგისტრირებინათ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, ნაცვლად სახელმწიფო საკუთრებისა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №882011217394-03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, სოფელი დ------ი, დ--------ში (ნაკვეთი 9-----) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 13 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 8--.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 93 (ტ-2; ს.ფ. 41-58; ს.ფ. 39; ს.ფ. 60; ს.ფ. 61-62).
2016 წლის 10 აგვისტოს ბ------------–---–ის წარმომადგენელმა ვ----–--------–---–მა №166915/17 განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელი დ------ი, დ--------ში მდებარე №01.72.14.093.521 და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (ტ-1; ს.ფ. 119-120).
ბ------------–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული სამსახურის მიერ მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო 2017 წლის 11 მაისის №8------------17 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა ნების გამოვლენის (თანხმობა) დოკუმენტის წარდგენა, შემდგომში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაგზავნის შესახებ.
2017 წლის 16 მაისს ბ------------–---–ის წარმომადგენელმა ვ----–--------–---–მა წარადგინა 2017 წლის 11 მაისის №8------------17 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი თანხმობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის №183690 წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ბ------------–---–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, სოფელი დ------ი, დ--------ი (ნაკვეთი 9-----).
2017 წლის 23 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №183744 წერილით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომელსაც გადაუგზავნა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 მარტის №31-01180613323 გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ბ------------–---–ის მიერ წარდგენილი, შ-------------–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №17 ,,ხ’’ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია (ტ-1; ს.ფ. 245; ს.ფ. 248-249; ს.ფ. 253; ს.ფ. 254; ს.ფ. 257-260; ს.ფ. 255-256).
2018 წლის 12 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №117441 წერილით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც გადაუგზავნა ბ------------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ: №0---------------.
2018 წლის 19 მარტს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №61-0118078531 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) კორექტირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ბ------------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის №137875 წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ბ------------–---–ის სახელზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან №0--------------- საკადასტრო ერთეულზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა მიჩნეული და დარეგისტრირდა გადაფარვის გარეშე, მისი საზღვრების კორექტირება სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილების შესაბამისად, ბ------------–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, სოფელი დ------ი, დ--------ში (ნაკვ. 9-----) მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე (ტ-1; ს.ფ. 266; ს.ფ. 269; ს.ფ. 274; 275-276).
2018 წლის 18 მაისს ბ------------–---–ის წარმომადგენელმა ვ----–--------–---–მა №285663/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 08 თებერვლის №8------------03, 2011 წლის 13 მაისის №882011217394-03, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №267794 გადაწყვეტილებით ბ------------–---–ის წარმომადგენლის ვ----–--------–---–ის 2018 წლის 18 მაისის №285663/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 08 თებერვლის №8------------03 და 2011 წლის 13 მაისის №882011217394-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე (ტ-1; ს.ფ. 277-281; ს.ფ. 289-292).
საქმეში წარმოდგენილი ზ---------------–ის 2017 წლის 03 აპრილის, გ-------------–---–ის 2017 წლის 08 აპრილის და ნ---------–---–ის 2017 წლის 01 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბ------------–---–ი 1992 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8-- კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, სოფელი დ------ი, დ--------ი (ნაკვეთი 9-----).
5.2. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 13 დეკემბრის №05/2740 მიმართვა (გასაჩივრებულ ნაწილში) კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული, ხოლო აღნიშნულის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 08 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით სწორად განხორციელდა უძრავი ქონების რეგისტრაცია 2010 წლის 13 დეკემბრის №05/2740 მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №882011217394-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან 2010 წლის 10 მარტს, ქ. თბილისის მერმა №06-1/2067 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სთხოვა ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება სოფელ დ------ში არსებული დანართით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 03 მაისის №06-8/4672 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ცვლილების შეტანა მონაცემებში და 2010 წლის 10 მარტის №06-1/2067 წერილით წარდგენილ უძრავ ქონებაზე დაერეგისტრირებინათ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, ნაცვლად სახელმწიფო საკუთრებისა. შესაბამისად, სწორედ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 03 მაისის №06-8/4672 მიმართვის საფუძველზე იქნა მიღებული 2011 წლის 13 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №882011217394-03 გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, სოფელი დ------ი, დ--------ში (ნაკვეთი 9-----) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №0---------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №882011217394-03 გადაწყვეტილება, თუმცა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 03 მაისის №06-8/4672 მიმართა, რაც საფუძვლად დაედო სადავო გადაწყვეტილების გამოცემას სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილების მიღების ზემოაღნიშნული საფუძველი ძალაში იყო და მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებდა რეგისტრაციის განხორციელების პროცესში სხვა დარღვევის არსებობის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული ინდივიდულური აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სახელმწიფოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაცია ზიანს არ აყენებდა მოსარჩელე მხარეს, რადგან „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის უფლების მქონე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებით“ კი სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს ენიჭება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების (ფართობის შემცირებით) უფლებამოსილება, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, სააგენტოს არ გაუმახვილებია ყურადღება 1992 წლის 06 ოქტომბრის №17 ,,ხ’’ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ–----ის რაიონის სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ შ-------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა 0,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დიდ დ------ში, 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დ--------ში და 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბ-------–-–ი. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 მარტის №31-01180613323 გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ ბ------------–---–ის მიერ წარდგენილი, შოთა ხინჩაგიშვილის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №17 ,,ხ’’ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია. საქმეში ასევე წარმოდგენილია ზ---------------–ის, გ-------------–---–ის და ნ---------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბ------------–---–ი 1992 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8-- კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, სოფელი დ------ი, დ--------ი (ნაკვეთი 9-----). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ თავადვე სთხოვა საჯარო რეესტრს ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) კორექტირების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ბ------------–---–ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, მან მაინც არ მიიჩნია მიზანშეწონილად საზღვრების კორექტირება და მიუთითა, რომ №0--------------- საკადასტრო ერთეულზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა მიჩნეული და რეგისტრირებული იყო გადაფარვის გარეშე, რითაც უგულებელყო ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება და სადავო გადაწყვეტილების გამოცემით შეზღუდა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასაშვებია მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით და რისი აუცილებლობაც არ დაუსაბუთებია მის მიერ გამოცემულ სადავო აქტში. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ქ. თბილისში, სოფელი დ------ი, დ--------ში მდებარე უძრავ ქონების (ს/კ: №0---------------) ნაწილზე ბ------------–---–ის საკუთრების უფლება, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე განხორციელდა სადავო გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილება კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) საზღვრების კორექტირების შესახებ, ბ------------–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.
სასამართლოს მიერ ,,კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების გათვალიწინებით (,,მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) საზღვრების კორექტირების შესახებ, ბ------------–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში"), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სადავო 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რადგან სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №8------------28 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ", შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №267794 გადაწყვეტილებაც კანონშეუსაბამო იყო.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №267794 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ სადავო აქტში მითითებულ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ბ------------–---–ის წარმომადგენლის ვ----–--------–---–ის 2018 წლის 18 მაისის №285663/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 08 თებერვლის №8------------03 და 2011 წლის 13 მაისის №882011217394-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც არ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №267794 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს, რადგან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს 2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სოფელ დ------ში, დ--------ში არსებული 8-- კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებით დამტკიცებული - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ 2011 წლის 03 მაისს №06-8/4672 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარკვეული უძრავი ქონების (მათ შორის საკადასტრო კოდი: №0---------------) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირება.
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №882011217394 გადაწყვეტილებით №01.72.14.096.569 საკადასტრო კოდით რეგისტრირებეული უძრავი ქონება დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული უძრავი ქონების კორექტირებას, სსიპ - ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი:
ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება მხოლოდ აღნიშნული დებულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კორექტირება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კორექტირების საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხდება დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის (სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) და ასევე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. გარდა ამისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის როგორც მესაკუთრის უფლებებს იცავს საქართველოს ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობსი კოდექსი, რომლის 109-ე მუხლის მე-2 პუქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.
შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, გარდა იმისა, რომ ბ------------–---–ის მიერ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში არ იქნა წარდგენილი დებულებით იმპერატიულად განსაზღვრული დოკუმენტები მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, ასევე მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია არ წარმოადგნეს ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას, კერძოდ, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებიდან დგინდება, მხარის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებული ასლი (დედნის ნაცვლად) და ასევე მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
ამდენად, აპელანტები არ იზიარებენ სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. როგორც საქმეში ასებული მტკიცებულებეით დგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო მიწის მესაკუთრე გახდა კანონმდებლბის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის N6------------- გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
7.2. სააპელაციო სასამართლომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განიხილა სადავო სამართალურთიერთობა. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ,,კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ" ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) საზღვრების კორექტირების შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღება ბ------------–---–ის მიერ 2016 წლის 14 სექტემბრის №8----------- განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.
1992 წლის 06 ოქტომბრის №17 ,,ხ’’ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მ–----ის რაიონის სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ შ-------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა 0,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დიდ დ------ში, 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დ--------ში და 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბ-------–-–ი.
2016 წლის 10 აგვისტოს ბ------------–---–ის წარმომადგენელმა ვ----–--------–---–მა №166915/17 განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელი დ------ი, დ--------ში მდებარე №01.72.14.093.521 და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
2017 წლის 23 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №183744 წერილით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომელსაც გადაუგზავნა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 მარტის №31-01180613323 გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ბ------------–---–ის მიერ წარდგენილი, შ-------------–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №17 ,,ხ’’ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია.
2018 წლის 12 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №117441 წერილით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც გადაუგზავნა ბ------------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ: №0---------------.
2018 წლის 19 მარტს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №61-0118078531 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) კორექტირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ბ------------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნული წერილის პასუხად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის №137875 წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ბ------------–---–ის სახელზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან №0--------------- საკადასტრო ერთეულზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა მიჩნეული და დარეგისტრირდა გადაფარვის გარეშე, მისი საზღვრების კორექტირება სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 აპრილის №6------------- გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის არსებითი გარემოებების არასათანადო გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე და საქმეზე დადგენილი გარემოებები სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა უდავოდ დადასტურებულ გარემოებებზე. კერძოდ, მასზედ, რომ სახეზეა 1992 წლის 06 ოქტომბრის №17 ,,ხ’’ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ მ–----ის რაიონის სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ შ-------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა 0,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დიდ დ------ში, 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დ--------ში და 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბ-------–-–ი. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 მარტის №31-01180613323 გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ ბ------------–---–ის მიერ წარდგენილი, შოთა ხინჩაგიშვილის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №17 ,,ხ’’ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია. საქმეში ასევე წარმოდგენილია ზ---------------–ის, გ-------------–---–ის და ნ---------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბ------------–---–ი 1992 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8-- კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, სოფელი დ------ი, დ--------ი (ნაკვეთი 9-----). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ თავადვე სთხოვა საჯარო რეესტრს ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) კორექტირების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ბ------------–---–ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ამის მიუხედავად მაინც არ მიიჩნია მიზანშეწონილად საზღვრების კორექტირება და მიუთითა, რომ №0--------------- საკადასტრო ერთეულზე მათ მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა მიჩნეული და რეგისტრირებული იყო გადაფარვის გარეშე, რითაც უგულებელყო ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება და სადავო გადაწყვეტილების გამოცემით შეზღუდა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასაშვებია მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით და რისი აუცილებლობაც არ დაუსაბუთებია მის მიერ გამოცემულ სადავო აქტში.
აპელანტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი იქნება ხსენებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთანავე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კორექტირება წარმოადგენს სააგენტოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ფუნქციაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება ამავე ნორმით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული იქნა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნა სწორედ ხსენებული ნორმით გათვალისწინებული დოკუმენტები. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია და არა ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების თაობაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დაინტერესებული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული პირობების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
8. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 23-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (ასორმოცდაათი ლარი) დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
თავმჯდომარე : ნინო ყანჩაველი
მოსამართლეეები: შოთა გეწაძე
ინგა კვაჭანტირაძე