განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001981962
საქმე N3/ბ-1039-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.01.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისი სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: გია ბერაია
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი,დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი - შ---------------------------------------
წარმომადგენელი- მ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია,წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე
მესამე პირი- ი/მ. შ--–-ა გ---------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
2.2. მესამე პირს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. მოქალაქე შ--–-ა გ---------ე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------2 აბონენტად, ხოლო ქ. თბილისში, ვ-–-–-------ს დასახლება, გ-----–---–ის ქ. N2---0ა-ში იგი რეგისტრირებულია კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად.
3.2.2. 2017 წლის 9 თებერვალს შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----ს“ განცხადებით მიმართა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა შ--–-ა გ---------ემ და აღნიშნა, რომ მრიცხველის შეცვლის შემდგომ გამოედინებოდა წყალი მრიცხველიდან, რის გამოც დაერიცხა შეუსაბამო გადასახადი და მოითხოვა აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა და დაზიანების გამო დარიცხული გადასახადის ჩამოჭრა.
შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ 2017 წლის 16 თებერვლის წერილით შ--–-ა გ---------ეს ეცნობა, რომ აბონენტს დაუკორექტირდებოდა ა/წ მარტის თვეში დარიცხული თანხა (35,33 ლარი) და დაერიცხებოდა მის მიერ სამი კალე---არული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური ხარჯი.
3.2.3. შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ 2017 წლის 6 მარტის წყალმომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო სექტორის N0----7 შემოწმების აქტით დგინდება, რომ შ--–-ა გ---------ის ობიექტზე მრიცხველი არის დაზიანებული, რის გამოც მრიცხველი არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას და საჭიროებდა შეცვლას. ამდენად, შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ 2017 წლის 9 მარტის N0----3 მრიცხველის/დამღის მოხსნის აქტის თანახმად, აბონენტ შ--–-ა გ---------ესთან ვ-–-–-------ს დასახლება, გ-----–---–ის ქ. N2--ში, შეიცვალა დაზიანებული მრიცხველი.
3.2.4. შ--–-ა გ---------ემ 2017 წლის 27 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მისთვის დარიცხული დავალიანების - 154,30 ლარის დარიცხვის საფუძვლიანობის შესწავლა მოითხოვა.
შ--–-ა გ---------ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2017 წლის 5 აპრილს შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----მა“ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და აცნობა, რომ აბონენტი შ--–-ა გ---------ე გადაყვანილი იყო სამთვიან დაკვირვებაზე, სააბონენტო ნომერზე დაკორექტირდებოდა მხოლოდ ა/წ მარტის თვეში დარიცხული თანხა (35,33 ლარი) და აბონენტს დაერიცხებოდა მოწესრიგებული აღრიცხვის პერიოდში მის მიერ სამი კალე---არული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯი. რაც შეეხება მარტის თვემდე დარიცხული თანხის კორექტირებას, აღნიშნული ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან წინა პერიოდში დარიცხვა განხორციელებული იყო მრიცხველის ჩვენებით, როდესაც მრიცხველი არ იყო დაზიანებული.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის №3---7 გადაწყვეტილებით შ--–-ა გ---------ის განცხადება დაკმაყოფილდა; შ--–-ა გ---------ეზე 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში 35 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 154,30 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა და 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში შ--–-ა გ---------ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და შეეტანა შესაბამისი ცვლილება მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში
3.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის №3---7 გადაწყვეტილება მოქალაქე შ--–-ა გ---------ესა და შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----ს“ შორის არსებული დავის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
3.3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ხსენებული წესების მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამ წესების მიზნებისათვის კი სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამასთან, მე-4 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს)მისი მომსახურებით.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქე შ--–-ა გ---------ე შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----სის“ კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------2 აბონენტად, ხოლო ქ. თბილისში, ვ-–-–-------ს დასახლება, გ-----–---–ის ქ. N2---0ა-ში იგი რეგისტრირებულია კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად.
საქალაქო სასამართლო მიუთითა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლზე, რომლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სასმელი წყლის მოხმარებას ან სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. ამასთან, სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან სასმელი წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაოდღეში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შ--–-ა გ---------ის ობიექტზე მრიცხველი იყო დაზიანებული და არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას და საჭიროებდა შეცვლას, რის გამოც შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე---ფა-----მა“ 2017 წლის 9 მარტს შეცვალა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მრიცხველი, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნია სააბონენტო ნომერზე მხოლოდ ა/წ მარტის თვეში დარიცხული თანხის (35,33 ლარი) დაკორექტირება, ხოლო მარტის თვემდე დარიცხული თანხის კორექტირების განხორციელებაზე უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ წინა პერიოდში დარიცხვა განხორციელებული იყო მრიცხველის ჩვენებით, როდესაც მრიცხველი არ იყო დაზიანებული.
საქალაქო სასამართლო აღნიშნა, რომ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალე---არული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობი გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდააღემატებოდეს სამ კალე---არულ თვეს.
განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლო გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში მრიცხველის დაზიანების გამო მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი განსაზღვრა არ იყო შესაძლებელი და 35 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 154,30 ლარის დარიცხვა მოკლებული იყო შესაბამის ფაქტობრივ საფუძველს. სასამართლო აღნიშნა, რომ კომპანიამ სადავო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა აბონენტზე განახორციელა დაზიანებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. ამასთან, მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათიდან დგინდება, რომ სადავო პერიოდში შეუსაბამოდ გაზრდილია წყლის ხარჯი წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც აღრიცხვის კვანძი იმყოფებოდა მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ამდენად, სასამართლო მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი ფოტომასალით შეუძლებელია სადავო პერიოდისათვის მრიცხველის მდგომარეობისა და მისი გადაღების პერიოდის დადგენა, არ არსებობს შ--–-ა გ---------ისთვის 35 მ3 წყლის საფასურის დარიცხვისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
3.3.3. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან
არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისაან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებულიიქნებოდასხვაგვარიგადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ დაუშუალო(ინდივიდუალურ)ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ დაკმაყოფილა.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის N3/4450-17 გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2017 წლის თებერვლის დასაწყისში ი/მ „შ--–-ა გ---------ეს“ გაეგზავნა ქვითარი მის მიერ 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის და 9 თებერვლამდე მოხმარებული წყლის საფასურის 154.30 ლარის გადახდის თაობაზე. აღნიშნული დარიცხვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის N3---7 გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. სემეკის გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: აბონენტზე დარიცხვა განხორციელდა დაზიანებული მრიცხველის ჩვენებით და აბონენტის ბრუნვის ისტორიის ანალიზით.
შპს „ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------“-ს მიერ სარჩელი იქნა აღძრული სემეკის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის N3/4450-17 გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კერძოდ, სასამართლოს მიერ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ აბონენტზე დარიცხვა განხორციელდა დაზიანებული მრიცხველის ჩვენებით.
კომპანიის მიერ შ--–-ა გ---------ეზე დარიცხული თანხა 154.30 ლარი წარმოადგენს, მის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულებას, რომელიც დარიცხული იქნა მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. მითითება, მრიცხველის დაზიანების თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მრიცხველის დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მრიცხველზე ასახული მოხმარებული 35 მ.კუბ. წყლის ოდენობის არასწორად მიჩნევის საფუძველიც არ არსებობდა. ამასთანავე, მრიცხველის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის 2017 წლის 06 მარტის N0----7 შემოწმების აქტით დასტურდება, რომ მრიცხველი დაზიანებული იყო იმგვარად, რომ მრიცხველი არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას. ამდენად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მითითება იმის თაობაზე, რომ მრიცხველი მოხმარებული წყლის ოდენობას არასწორად, ან უფრო მეტს ასახავდა. მრიცხველის დაზიანებიდან გამომდინარე, დარიცხვის სადავო პერიოდი შეიძლებოდა ყოფილიყო 2017 წლის მარტის თვე და არა მარტის თვემდე განხორციელებული დარიცხვა.
რაც შეეხება აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე მითითებას, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან, ბრუნვის ისტორიით ირკვევა, რომ აბონენტი მუშაობს სხვადასხვა დატვირთვით, რაც ასახულია ბრუნვის ისტორიაში. კერძოდ, მას 2015 წლის 30 ივლისს ერიცხება მოხმარებული წყლის ოდენობა - 20 მ., ხოლო 2016 წლის 2- ივლისს 1 მ. და ასე შემდეგ.
საქალაქო სასამართლოს მიერ ობიექტური გარემოებების გამოკვლევისა და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ მოთხოვნა სემეკის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კანონის ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს.
ამავე კანონის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამავე კანონის 13-ე მუხლის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ მიერ შ--–-ა გ---------ისათვის წყლის აღურიცხავი მოხმარებისთვის დარიცხული თანხის გაანგარიშების კანონიერება და აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის №3---7 გადაწყვეტილება, რომლითაც შ--–-ა გ---------ის განცხადება დაკმაყოფილდა და შ--–-ა გ---------ეზე 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში 35 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 154,30 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა და 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში შ--–-ა გ---------ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და შეეტანა შესაბამისი ცვლილება მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში
სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
ამავე დადგენილების 2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
ამავე დადგენილების 3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ამავე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა). საყოფაცხოვრებო მომხმარებელი -ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი _ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
ამავე დადგენილების 11-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სასმელი წყლის მოხმარებას ან სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან სასმელი წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოქალაქე შ--–-ა გ---------ე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------2 აბონენტად, ხოლო ქ. თბილისში, ვ-–-–-------ს დასახლება, გ-----–---–ის ქ. N2---0ა-ში იგი რეგისტრირებულია კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად.
- 2017 წლის 9 თებერვალს შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----ს“ განცხადებით მიმართა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა შ--–-ა გ---------ემ და აღნიშნა, რომ მრიცხველის შეცვლის შემდგომ გამოედინებოდა წყალი მრიცხველიდან, რის გამოც დაერიცხა შეუსაბამო გადასახადი და მოითხოვა აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა და დაზიანების გამო დარიცხული გადასახადის ჩამოჭრა.
შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ 2017 წლის 16 თებერვლის წერილით შ--–-ა გ---------ეს ეცნობა, რომ აბონენტს დაუკორექტირდებოდა ა/წ მარტის თვეში დარიცხული თანხა (35,33 ლარი) და დაერიცხებოდა მის მიერ სამი კალე---არული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიურიხარჯი.
შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ 2017 წლის 6 მარტის წყალმომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო სექტორის N0----7 შემოწმების აქტით დგინდება, რომ შ--–-ა გ---------ის ობიექტზე მრიცხველი არის დაზიანებული, რის გამოც მრიცხველი არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას და საჭიროებდა შეცვლას. ამდენად, შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ 2017 წლის 9 მარტის N0----3 მრიცხველის/დამღის მოხსნის აქტის თანახმად, აბონენტ შ--–-ა გ---------ესთან ვ-–-–-------ს დასახლება, გ-----–---–ის ქ. N2-ში, შეიცვალა დაზიანებული მრიცხველი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ 25-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალე---არული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობი გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალე---არულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შ--–-ა გ---------ის ობიექტზე მრიცხველი იყო დაზიანებული და არ აღრიცხავდა წყლის მიწოდებას და საჭიროებდა შეცვლას, რის გამოც შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე---ფა-----მა“ 2017 წლის 9 მარტს შეცვალა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მრიცხველი, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნია სააბონენტო ნომერზე მხოლოდ ა/წ მარტის თვეში დარიცხული თანხის (35,33 ლარი) დაკორექტირება, ხოლო მარტის თვემდე დარიცხული თანხის კორექტირების განხორციელებაზე უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ წინა პერიოდში დარიცხვა განხორციელებული იყო მრიცხველის ჩვენებით, როდესაც მრიცხველი არ იყო დაზიანებული, მაშინ, როდესაც არ გააჩნდა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მუხლი 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფ-------ს“ მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ წინა პერიოდში დარიცხვა განხორციელებული იყო მრიცხველის ჩვენებით, როდესაც მრიცხველი არ იყო დაზიანებული, რის გამოც სააპელაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში მრიცხველის დაზიანების გამო მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი განსაზღვრა არ იყო შესაძლებელი და 35 მ3 სასმელი წყლის საფასურის - 154,30 ლარის დარიცხვა მოკლებული იყო შესაბამის ფაქტობრივ საფუძველს. შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----მა“ სადავო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა აბონენტზე განახორციელა დაზიანებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. ამასთან, მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათიდან დგინდება, რომ სადავო პერიოდში შეუსაბამოდ გაზრდილია წყლის ხარჯი წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც აღრიცხვის კვანძი იმყოფებოდა მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ასევე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებასაც, რომ 2017 წლის 9 თებერვალს შპს ,,ჯ--------ნ უ-----რ ე--- ფა-----ს“ განცხადებით მიმართა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა შ--–-ა გ---------ემ და აღნიშნა, რომ მრიცხველის შეცვლის შემდგომ გამოედინებოდა წყალი მრიცხველიდან, რითაც ფაქტობრივად დასტურდება მრიცხველის დაზიანება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო პერიოდში მრიცხველი იყო მუშა მდგომარეობაში და არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ---------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: გია ბერაია
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
დავით ახალბედაშვილი