განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110100119002987491
საქმე №1/ბ-871-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ა-–---ის ძე ა-–-----ის მიმართ, დაბადებული: 5-------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: თ--------–ა, ჯ----ის ქ. №7.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ი----- ა-–-----ემ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 მარტს, ქ.ზესტაფონში, ა----–----ლის ქუჩაზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ი----- ა-–-----ე შეუთანხმდა ტაქსის მძღოლს, გ-------– უ--------------–ს, რომ წაიყვანდა ქ.თ--------–აში, ჯ----ის N7-ში, ხოლო შემდეგ - თ--------–ის რაიონის სოფელ გ----ში, რის შემდეგაც დაბრუნდებოდნენ კვლავ ზესტაფონში. გაწეული მომსახურეობის სანაცვლოდ, შეთანხმებისამებრ, ი----- ა-–-----ეს გ-------– უ--------------–ისათვის უნდა გადაეხადა 80 ლარი. გ-------– უ--------------–მა ი----- ა-–-----ეს გაუწია შესაბამისი მომსახურეობა და დაახლოებით 0300 საათზე მიიყვანა ქ.ზესტაფონში, მელქაძისა და ჩიკაშუას ქუჩების გადაკვეთაზე, მაგრამ ი----- ა-–-----ემ 80 ლარი მას მოტყუებით არ გადაუხადა და მიიმალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ი----- ა-–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით ი----- ა-–-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ ი----- ა-–-----ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- ა-–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ-------– უ--------------–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - რ---- კ-------ის, ი----- ა-–-----ის, ა---ი ბ----ის და გ--–- თ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, განაჩენის ასლებით ი----- ა-–-----ის მიმართ, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ი----- ა-–-----ის ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ი----- ა-–-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ი----- ა-–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ი----- ა-–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ი----- ა-–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით ი----- ა-–-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ ი----- ა-–-----ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ი----- ა-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან - 2019 წლის 20 ნოემბრიდან.
ი----- ა-–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ავტომანქანიდან აღებული მიკრონაწილაკები, ანაწმენდის და ი----- ა-–-----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ა