განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2019
საქმის ნომერი
330310018002475662
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002475662

საქმე №3ბ/1611-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოსარჩელე) - ი-------------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ს----------–-------ე

მესამე პირები - ნ-----–-------ე, შპს ,,ლ-----ა“

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

1.2.1. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აპლიკანტ ი-------------ის 2015 წლის 23 აპრილის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება №1-------, რესპოდენტების შპს „ლ-----ასა“ და ნ------–-----აძის მიმართ. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები (ს.ფ. 174-186);

 

1.2.2. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მაისის შეტყობინებები რესპოდენტებს - შპს „ლ-----ასა“ და ნ-----–-------ეს ჩბარდათ 2015 წლის 20 მაისს (ს.ფ.187-188).

 

1.2.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 09 ივნისს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №1--------------- ბრძანება, რომლითაც რესპოდენტებს ნ-----–-------ესა და შპს „ლ-----ას“ ი-------------ის სასარგებლოდ დაეკისრათ 100.00 ლარისა და 50 000.00 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) სოლიდარულად გადახდა (ს.ფ. 189).

 

1.2.4. ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ 2018 წლის 09 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1/3----- განაჩენი. განაჩენით დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ნ-----–-------ეს შორის 2018 წლის 5 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება; ნ------–-----აძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის თანახმად, ნ-----–-------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1996-1997 წლებში, შპს „ო----------–---მა“, შპს „დ---------------------------ემ“ და შპს „ქ--------–----------------------------------მა“ მაღალი საპროცენტო სარგებლის დაბრუნების პირობით, მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობის სახსრები. 1997 წლის მიწურულს, ხსენებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება და მოქალაქეებისთვის ვეღარ შეძლეს საპროცენტო სარგებლის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება.

 

დაზარალებულებმა სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს შეტანილი თანხების იძულებით გადახდევინება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრისა და ამავე წლის 25 ნოემბრის №2----- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაზარალებულთა მოთხოვნა და შპს „ო---------–---ს“, შპს „დ-----------------------ეს“ და შპს „ქ--------–----------------------------------ს“, ასევე, ფიზიკურ პირებს - ნ-----–-------ეს, თ------------–-----აძესა და კ---------------ეს სოლიდარულად დაეკისრათ თითოეული მოანაბრის დაკმაყოფილება. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება 82 კრედიტორის სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, პ-----------------------------–-----–------------------ში მდებარე, ნ-----–-------ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, რომლის ღირებულებაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 დეკემბრის №0--------- შეფასების დასკვნის მიხედვით, შეადგენდა 1 983 000 ლარს (შეფასების მომენტისთვის 743 000 აშშ დოლარი). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეალიზაციიდან ამონაგები ფულადი თანხით, უნდა დაკმაყოფილდებულიყო ქ--------–---------ა, ი------------------------ი და მ---------–--------ა.

 

ამავდროულად, 1998 წლიდან მიმდინარეობდა შპს „ო---------–---ის“ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმისწარმოება, რომლის ფარგლებში დაახლოებით 1900 კრედიტორის სასარგებლოდ ამავე შპს-ს უნდა გადაეხადა 700 000 აშშ დოლარზე მეტი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო მხოლოდ შპს „ო---------–---ის“ კუთვნილი ქონებიდან, ამავე შპს-ს ყოფილმა დირექტორმა ნ-----–-------ემ, 2014-2017 წლებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 101 კრედიტორთან გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მათთვის პირადი ვალის სახით თითქოსდა გადასახდელი ჰქონდა ჯამში 815 850 აშშ დოლარი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნ-----–-------ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით.

 

ამ დოკუმენტების გამოყენებით, ხსენებული 101 კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ შპს „ო---------–---ის“, არამედ უშუალოდ ნ-----–-------ის სახელზე რიცხული ქონებით, მათ შორის, პ-----------------------------–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციით, რომელზეც ქონებრივი მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს, ასევე, ქ---------–---------ას, ი------------------------ბსა და მ---------–--------ას.

 

ზემოაღნიშნულით, ნ------–-----აძემ 101 პირთან, მათ შორის, ი--------------ესთან, ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს ასევე, ქ--------–---------ას, ი------------------------სა და მ---------–--------ას (ს.ფ. 192, 194-201);

 

1.2.5. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის 2018 წლის 27 თებერვლის №1---- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2018 წლის 27 მარტს გამოსცა №1--- ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებების, მათ შორის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1--- ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის №1-------------- ბრძანების ბათილად ცნობისა და აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების გაუქმების თაობაზე (ს.ფ. 202, 204-208);

 

1.2.6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის წერილით ი-------------ეს ეცნობა, რომ №1-------- სააღსრულებო საქმეზე შეწყდა სააღსრულებო საქმის წარმოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1--- ბრძანების საფუძველზე (ს.ფ. 217-218).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

1.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-------------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა, გამარტივებული წარმოების გზით, ნ-----–-------ისა და შპს „ლ-----ას“, დავალიანების - 50000 ლარის გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. ი-------------ის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ხელწერილები.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მაისის №1------------- შეტყობინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, შპს „ლ-----ასა“ და ნ-----–-------ეს ეცნობათ, რომ 2015 წლის 23 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ი-------------ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინება ნ-----–-------ემ ჩაიბარა 2015 წლის 20 მაისს პირადად. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „ლ-----ას“ დამფუძნებელი არის ნ-----–-------ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ-----–-------ეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ-----–-------ეს შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე.

 

შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას დაეყრდნო დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში (ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ხელწერილებში, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებდა თავის მოთხოვნას) არსებულ მონაცემებს და 2015 წლის 09 ივნისს გამოსცა №1-------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის მიმართვით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1/3----- განაჩენის შესახებ, რომლითაც ნ-----–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ასევე სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. განაჩენის თანახმად, ნ-----–-------ემ 2014-2017 წლებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 101 კრედიტორთან გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მათთვის პირადი ვალის სახით თითქოსდა გადასახდელი ჰქონდა ჯამში 815 850 აშშ დოლარი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნ-----–-------ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით. ამ დოკუმენტების გამოყენებით, ხსენებული 101 კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ შპს „ო---------–---ის“, არამედ უშუალოდ ნ-----–-------ის სახელზე რიცხული ქონებით, მათ შორის, პ-----------------------------–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციით, რომელზეც ქონებრივი მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს, ასევე, ქ---------–---------ას, ი------------------------ბსა და მ---------–--------ას. ზემოაღნიშნულით, ნ-----–-------ემ 101 პირთან, მათ შორის, ი-------------ესთან, ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს ასევე, ქ--------–---------ას, ი------------------------სა და მ---------–--------ას.

 

ამდენად, სააღსრულებო ბიუროსთვის ზემოაღნიშნული განაჩენით ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტები - 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიურო დაეყრდნო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას, წარმოადგენდა ყალბ დოკუმენტებს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, მიიღო გაადწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 09 ივნისის N1-------------- ბრძანების, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლერბივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა, ვინაიდან სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის - ი-------------ის უკანონო ქმედება, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1/3----- განაჩენით. კერძოდ, განაჩენით დგიდება, რომ ნ-----–-------ემ ი-------------ესთან წინასწარი შეთანხმებით გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები და აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნ-----–-------ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით.

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავოდ ქცეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი და გამოტანილი ფაქტები შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, აღნიშნულ კოდექსში ჯერ კიდევ 2010 წლის 24 სექტემბერს შევიდა ცვლილება და აღნიშნული ამოღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლიდან. ე.ი. არ წარმოადგენენ იმ ფაქტებს, რომლებიც არ საჭიროებს მტკიცებას. აპელანტის მითითებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შემხებლობაში არ არის კრედიტორთან, რომლის მოვალეა შპს ,,ლ-----ა“. აღნიშნული შპს საერთოდ არ არის მითითებული განჩენში. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არსებითად არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე. ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე, ხელშეკრულების სიყალბის დადგენა სასამართლო განაჩენით, ცალმხრივად, საპროცესო შეთანხმებით ცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარმოადგენს სამოქალაქო ურთიერთობას, რომელიც სამოქალაქო წესით უნდა გადაწყდეს. აპელანტის მითითებით, შპს პასუხს აგებს პირადი ქონებით, შპს ვალდებულება აღიარებული აქვს ადმინისტრაციული საქმის მასალებით.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

3.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.2. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. ამავე კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-------------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა, გამარტივებული წარმოების გზით, ნ-----–-------ისა და შპს „ლ-----ას“, დავალიანების - 50000 ლარის გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. ი-------------ის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ხელწერილები.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. ამავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მაისის №1------------- შეტყობინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, შპს „ლ-----ასა“ და ნ-----–-------ეს ეცნობათ, რომ 2015 წლის 23 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ი-------------ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინება ნ-----–-------ემ ჩაიბარა 2015 წლის 20 მაისს პირადად.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ-----–-------ეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის ნ-----–-------ეს არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე.

 

შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას დაეყრდნო დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში (ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილისა და 2014 წლის 12 მაისის ხელწერილებში, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებდა თავის მოთხოვნას) არსებულ მონაცემებს და 2015 წლის 09 ივნისს გამოსცა №1-------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის მიმართვით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1/3----- განაჩენის შესახებ, რომლითაც ნ-----–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ასევე სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. განაჩენის თანახმად, ნ-----–-------ემ 2014-2017 წლებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 101 კრედიტორთან გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მათთვის პირადი ვალის სახით თითქოსდა გადასახდელი ჰქონდა ჯამში 815 850 აშშ დოლარი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნ-----–-------ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით. ამ დოკუმენტების გამოყენებით, ხსენებული 101 კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ შპს „ო---------–---ის“, არამედ უშუალოდ ნ-----–-------ის სახელზე რიცხული ქონებით, მათ შორის, პ-----------------------------–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციით, რომელზეც ქონებრივი მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს, ასევე, ქ---------–---------ას, ი------------------------ბსა და მ---------–--------ას. ზემოაღნიშნულით, ნ-----–-------ემ 101 პირთან, მათ შორის, ი-------------ესთან, ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს ასევე, ქ--------–---------ას, ი------------------------სა და მ---------–--------ას.

 

საქმეს არ ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ ი-------------ის მიმართ, რომელზედაც წარმოდგენილ განაჩენში მითითებულია, რომ ნ-----–-------ესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრისა და ასევე რამოდენიმე ფიზიკური პირისათვის, დაწყებულია გამოძიება ან არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, საქმეს ასევე არ ერთვის ხელწერილის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას, რომ 2015 წლის 09 ივნისის ბრძანება N1-------------- დაეყრდნო ყალბ დოკუმენტებს.

 

სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 16 აპრილით დათარიღებულ ნ-----–-------ის ხელწერილზე, რომლითაც დასტურდება რომ შპს ,,ლ-----ასა“ და შპს ,,ო---------–---ის“ აღორძინების მიზნით, როგორც პირადად ასევე შპს ,,ლ-----ას“ 98,38%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა, შპს-ს სახელით მოქალაქე ი-------------ისაგან ისესხა 50 000 აშშ დოლარი, რომელიც არ გაუსტუმრებია და აქვს დავალიანება 50 000 აშშ დოლარი, რომელსაც გაისტუმრებს 2014 წლის ნოემბრისათვის, როდესაც მოხდება შპს ,,ლ-----ას“ ქონების რეალიზაცია, რადგან აღნიშნული ვალი ეკუთვნის შპს ,,ლ-----ასაც“ (ს.ფ. 181).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,ლ-----ას“ დირექტორის ნ-------–------ძის ხელწერილი, რომლითაც ის ადასტურებს, რომ შპს ,,ლ-----ას“ 98.38% წილის მფლობელმა პარტნიორმა ნ-----–-------ემ შპს ,,ლ-----ას“ აღორძინების მიზნით, შპს-ს სახელით პირადად ისესხა ი-------------ისაგან 50 000 აშშ დოლარი. ამ თანხის გასტუმრების ვალდებულება აქვს შპს ,,ლ-----ას“ და ნ-----–-------ეს სოლიდარულად 2014 წლის მარტის ბოლომდე (ს.ფ. 183).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, არ წარმოადგენენ ისეთ ფაქტებს, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს, ამასთან, აღნიშნულ განაჩენში, არ არის მითითებული, რომ შპს "ლ-----ას" გააჩნია რაიმე ვალდებულება დაზარალებულთა მიმართ. შესაბამისად, დაუდგენელია თუ რას დაეყრდნო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, როდესაც ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები შპს ,,ლ-----ას“ ნაწილში ყალბად მიიჩნია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული პირის ლეგალურ დეფინიციას იძლევა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი (იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ), რომლის ანალიზიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ამ ტიპის კორპორაციული გაერთიანება არის ხელოვნური წარმონაქმნი, რომელსაც მართლწესრიგი ბუნებითი პირის თვისებებს სძენს და, ამდენად, სამართალსუბიექტად მიიჩნევს. ნორმაში კლასიფიცირებული იურიდიული პირის ნიშნებიდან მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს მის გარიგებაუნარიანობაზე, რამდენადაც ეს უკანასკნელი სწორედ აღნიშნულის მეშვეობით მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში და დებს გარიგებებს, თუმცა, იურიდიული პირის სამართლებრივი არსის გათვალისწინებით, მისი გარიგებაუნარიანობა და ამ გარიგების სამართლებრივი შედეგებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად ეფუძნება მის მმართველობითი უფლებამოსილებებით აღჭურვილ პირებს, ამგვარად კი, გვევლინებიან პირველ რიგში ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები - დირექტორები („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება აქვთ დირექტორებს, ამავე ნორმის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს ,,ლ-----ას“ დირექტორის ნ-------–------ძის ხელწერილით დადგენილია, შპს ,,ლ-----ას“ 98.38% წილის მფლობელი პარტნიორის ნ-----–-------ის მიერ შპს ,,ლ-----ას“ სახელით ი-------------ისაგან 50 000 აშშ დოლარის სესხების ფაქტი და საქმის მასალებით ვერ დგინდება შპს ,,ლ-----ას“ სახელით თანხის სესხების ნაწილში ნ-----–-------ის ვალის აღიარების ხელწერილის სიყალბე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით დადასტურებულია ი-------------ის მიმართ შპს ,,ლ-----ას“ დავალიანების არსებობის ფაქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ანუკანონოდ ზღუდავს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატის მოსაზრებით, დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უკანონოდ ილახება ი-------------ის კანონით გარანტირებულ უფლება მოითხოვოს შპს ,,ლ-----ასაგან“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სსიპ აღსრულების სსიპ ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N1--- ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში, აპელანტს აყენებს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი-------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N1--- ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის N1-------------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

5. პროცესის ხარჯები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

 

ი-------------ის სარჩელის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ი-------------ის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლომ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ი-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N1--- ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის N1-------------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

5. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ი-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი