განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210018002455140
საქმე №2ბ/7995-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გენადი მაკარიძე
მოსამართლეები - ამირან ძაბუნიძე, გელა ქირია
სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი
აპელანტი – ა-- დ---–--ე.
წარმომადგენელი – მ-----– ჯ----ა.
მოწინააღმდეგე მხარე – დ-------ი გ-------–---–ი.
დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
2.1. დაევალოს მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ს მოსარჩელე ა-- დ---–--ესთან დაკავშირებით 2018 წლის 1------------–- ტელეკომპანია „პ------–-ს“ გადაცემა „პ------–----“ ეთერში გავრცელებული, არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, შემდეგი ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში:
„მოსკოვშიც იმყოფებოდა და იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით...“, „...არის კონკრეტული ლინკი არსებობს მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტის, სადაც იგი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მოიარა. მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვში, იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის, ე.წ., იმიტომ რომ ჩემთვის სამაჩაბლოა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და კრებდა მონაცემებს, ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული ორგანიზაციისთვის“.
1.2. დაევალოს მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, ტელეკომპანია „პ------–-ს“ საღამოს ეთერის მეშვეობით გაავრცელოს ინფორმაცია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის თაობაზე სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ა-- დ---–--ის სარჩელი დ-------ი გ-------–---–ის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-- დ---–--ე არის ი------–-----------–------------–----- 2018 წლის 8------------, იგი წარმოადგენს საჯარო პირს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი------–-----------–----------ს წევრთა ინფორმაცია (ს.ფ. 48);
3.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-- დ---–--ე სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
იყო საქართველოს ა---–---------------------------–--–--- თავმჯდომარე 0---------------- წლებში.
საქმიანობდა ფონდში რუსული ი------–-------–--------- (სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი) 0--------- წელს.
11. 2------------- წლებში ტაშკენტში, უზბეკეთში, იყო ა---------------–----------------------–------- და მისი საქმიანობის სფეროს შეადგენდა დაგეგმილი და ჩატარებული კვლევა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე უზბეკეთში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- აპლიკაციის დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 94-97);
- ადამიანის უფლებათა დარაჯის (HUMAN RIGHT WATCH) 5.12.2---წ. წერილი (ს.ფ. 134-136);
- S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს 2------- წერილი (ს.ფ. 33-35);
-S-------- ს--------–-----------–-------ს 20.02.18 წერილი (ს.ფ. 36-40);
- საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებული სამუშაოების შესახებ განცხადებების საპასუხოდ გაკეთებული 0------- მიმართვა(ს.ფ. 41-43).
3.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-- დ---–--ე 2007 წლის 1------------ 2007 წლის 3--------- ჩათვლით იყო მოწვეული ლექტორი კ---–-----------------------–-.
იგი 2007 წლის 1------------------ 2--- წლის 1--------------- მუშაობდა A------------------------------------ის ლექტორად ნ------------ უნივერსიტეტში.
2007 წლის ნ------------ 2--- წლის ა------------ ა-- დ---–--ე დანიშნულ იქნა ნ------------ უნივერსიტეტის ს--------–--------–-----–-----–--------–------------–------–-- თანამდებობაზე.
2--- წლის 1----------------- 2009 წლის 3----------------- პერიოდში ა-- დ---–--ე იყო კ-------–------------–--------–------–-----–- სტიპენდიანტი და კ-------–------------–--------–------------- საერთაშორისო მომხსენებელთა სერიის სტუმარი მომხსენებელი 2----–-–-----------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- S--------------- 04.06.2015წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 137-139);
- კოლუმბიის უნივერსიტეტის 01.03.2007წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 140-142);
- ნ------------ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 23.10.2007წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 143-147);
- კ-------–-- უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 03.08.2015წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 148-150).
3.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ი არის საქართველოს ი------–-----------–------------–-----, იგი წარმოადგენს საჯარო პირს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 1------------–-, ტელეკომპანია პ------–-ს“ სატელევიზიო გადაცემა „პ------–--–ი“ დ-------ი გ-------–---–მა გააჟღერა შემდეგი განცხადება:
„მოსკოვშიც იმყოფებოდა და იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით...“; „...არის კონკრეტული ლინკი არსებობს მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც იგი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მოიარა. მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვში, იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის, ე.წ., იმიტომ რომ ჩვენთვის სამაჩაბლოა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და კრებდა მონაცემებს, ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული ორგანიზაციისთვის“.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ა-- დ---–--ის მოსკოვში ფაქტობრივად ყოფნის ფაქტი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მისი განმარტებით, ფაქტი, ფიზიკურად იმყოფებოდა თუ არა ა-- დ---–--ე რუსეთის ტერიტორიაზე უმნიშვნელოა, რადგან მისი მხრიდან აღნიშნულზე არ ხდება აპელირება. დ-------ი გ-------–---–ი სადავოდ ხდის ა-- დ---–--ის და მისი დამსაქმებელი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, მიუხედავად ლოკაციისა და მიუთითებს S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს წერილზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება; CD დისკი (ს.ფ.53);
- ტელეკომპანია პ------–-ს“ სატელევიზიო გადაცემა „პ------–----“ გაშიფრული ამონაწერი (ს.ფ. 28-32);
- S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს 2------- წერილი (ს.ფ. 33-35);
3.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს 2--------- წლის წერილით დგინდება, რომ ა-- დ---–--ე დაქირავებულ იქნა „S-------- რუსეთის ი--–------ის" (S---) მიერ, რათა განეხორციელებინა სამართლებრივი საქმიანობა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროინდელ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. S--- არის ჰოლანდიური იურიდიული დახმარების ორგანიზაცია ნიდერლანდებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2000 წლიდან შეაქვს სარჩელები ჩეჩნეთში და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.
აღმასრულებელი დირექტორი ვ----ა კ-----ი ამავე წერილში განმარტავს, რომ ქ-ნი დ---–--ე ატარებს ინტერვიუებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების მსხვერპლებთან და მოწმეებთან, რათა გამოავლინოს პოტენციური შემთხვევები საქართველოში, რაც S----ს საბოლოოდ E-----თან მიიყვანს და ცდილობს ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ასეთი შემთხვევების ფაქტების დოკუმენტირებას. S--- მჭიდროდ თანამშრომლობს “HUMAN RIGHT WATCH”-ის ორგანიზაციის მკვლევარებთან ასეთი მიზნების კოორდინირებისთვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს 2------- წერილი (ს.ფ. 33-35);
3.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ა-- დ---–--ის სახელზე გაცემულ საქართველოს პასპორტებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით საზღვრის კვეთის შესახებ, დგინდება, რომ ა-- დ---–--ეს საქართველოს საზღვრიდან გასვლა უფიქსირდება 1--------- წელს, ხოლო შემოსვლა - 2--------- წელს და 2--------- წლამდე მას საზღვარი აღარ გადაუკვეთავს. აღნიშნულ ინფორმაციითა და S-------- ს--------–-----------–-------ს აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 2-----------–-- წერილით მოსარჩელე ადასტურებს, რომ ის მოსკოვში არასოდეს გამგზავრებულა, მითუფრო S----ს სახელით.
სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ საკითხი, ფიზიკურად იმყოფებოდა თუ არა მოსარჩელე მოსკოვში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს 2---------წ. წერილი (ს.ფ. 36-40);
- სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაცია (ს.ფ. 44);
-ცნობა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ, დანართით (ს.ფ. 45-46).
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან გადაცემა „პ------–--–ი“ გაჟღერებული ინფორმაცია ა-- დ---–--ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ეხება კონკრეტულ ფაქტს და არა შეფასებით მსჯელობას.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ის საუბარი გადაცემაში „პ------–---“ ეხებოდა ა-- დ---–--ის საქმიანობის სფეროს 2----–-–-------------------------ს პერიოდში. შესაბამისად, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ექვემდებარებოდა გადამოწმებას და მისი, როგორც შეფასებითი მსჯელობის განხილვა, სასამართლოს მიერ ვერ მოხდება. შესაბამისად დ-------ი გ-------–---–ის განცხადება სასამართლოს მიერ განხილულ იქნება როგორც კონკრეტული ფაქტის გავრცელება და უნდა მოხდეს იმის შეფასება, გაავრცელა თუ არა მან არსებითად მცდარი ფაქტი.
4.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან არ გავრცელებულა გადაცემა "პ------–----" საშუალებით ა-- დ---–--ესთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ფაქტი, რომელიც მისთვის ან წინასწარ იყო ცნობილი, ან ადგილი ჰქონდა აშკარა და უხეშ დაუდევრობას.
სასამართლომ განმარტა, რომ დ-------ი გ-------–---–მა როგორც გადაცემის მიმდინარეობისას, ასევე სასამართლო სხდომებზე საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ მისი მხრიდან ა-- დ---–--ის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის ს--------–-----------–-------ს წერილზე და ა--დ---–--ის მიერ შევსებულ აპლიკაციაზე დაყრდნობით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპლიკაციის კონკრეტულ ჩანაწერზე: ,,2. ადამიანის უფლებათა დოკუმენტაცია - ფონდი რუსული ი------–-------–--------- (სამხრეთ ოსეთი / მოსკოვი, რუსეთი) კონსულტანტი (0---------); - შეაგროვა მონაცემები, გამოკითხა მსხვერპლი, შეამოწმა ადგილები, რომლებიც უკავშირდება რუსულ-ქართული კონფლიქტის ჰუმანიტარულ მისიას, მონაცემები გამოყენებულ იქნა ერთობლივი მოქმედების საფუძვლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.“
აღნიშნულზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ ჩანაწერი საქმიანობის ადგილთან და სფეროსთან დაკავშირებით ცალსახად ბადებს კითხვის ნიშნებს. მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელეს სურს დაადასტუროს, რომ მას ფიზიკურად მოსკოვში ვიზიტი არ განუხორციელებია, მაგრამ აღნიშნული არც არის სადავო. მოპასუხე დ-------ი გ-------–---–მა განაცხადა 2----–-–-------------------------ს პერიოდში ა-- დ---–--ის საქმიანობაზე და მათ შორის ლოკაციაზეც, მაგრამ აღნიშნული მან განაცხადა სწორედ ზემოთ მითითებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. ჩანაწერი „სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი“, ნეიტრალური პირის მიერ, შესაძლოა აღქმულ იქნეს იმგვარად, რომ პირის საქმიანობა განხორციელდა მოსკოვში ან მისი საქმიანობა დაკავშირებულია მოსკოვთან ან რუსეთთან. თავად მოსარჩელეს ამავე აპლიკაციაში მითითებული აქვს, რომ 11.2------------- წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დარაჯის მკვლევარად და საქმიანობის ადგილად მითითებული აქვს ტაშკენტი, უზბეკეთი. მართალია თავად მოსარჩელე განმარტავდა, რომ აპლიკაციაში მითითებული აქვს კვლევის ობიექტები, მაგრამ აღნიშნულის ცოდნას ვერ მოვთხოვთ აპლიკაციის წამკითხველ სხვა, გარეშე პირს. ის, რომ მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას, ეს სადავო ჩანაწერიდან არ იკვეთება. ამასთან, დ-------ი გ-------–---–ი ორგანიზაციას - S-------- რუსეთის სამართლებრივი ი--–------ა, აფასებს როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას, რომელიც არის ერთ-ერთი სარჩელის ავტორი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. მისი მოსაზრება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ტელეკომპანია "მ----------" მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან, სადაც მითითებული ორგანიზაციის იურისტი - დ---- კ-------ა საუბრობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოკითხული 1-------- ჩვენებაზე, რომლებიც ეხება ქართველი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიაჩნია ა-- დ---–--ის შედავება მოპასუხის მიერ გამოთქმულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მისი განცხადება შეიცავდა არსებითად არასწორ ფაქტებს, რომელიც მისთვის ცნობილი იყო წინასწარ და განმარტა, რომ მოპასუხე საუბრობდა კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით და აღნიშნულის გათვალისწინებით მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ვერ შეფასდება განზრახ არასწორი ფაქტის გავრცელებად, რომელიც მიზნად ისახავდა მოსარჩელის დისკრედიტაციას.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-19, 24-ე, 42-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის, სამოქალაქო დაპოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის, ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-7, მე-14 მუხლების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, არასწორი ფაქტების გავრცელება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
სასამართლოს მითითებით იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა და 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება. „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამასთან აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
სასამართლოს განმარტებით განსახილველ დავაში დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან მოხდა კონკრეტული ფაქტების შემცველი ინფორმაციის გაჟღერება. აპლიკაცია, რაომელზე დაყრდნობითაც მოპასუხემ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა, ობიექტურად იძლეოდა საშუალებას, გამოტანილი ყოფილიყო ის დასკვნები, რაზეც განცხადების ავტორმა ისაუბრა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ გაუვრცელებია განზრახ არასწორი, ცილისმწამებლური ფაქტები.
სასამართლომ განმარტა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი და რუსეთის მხრიდან გავრცელებული აგრესია არის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი და რუსეთთან კავშირში მყოფი ქართველი ადამიანები განიხილებიან უარყოფით კონტექსტში. შესაბამისად, დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან ამგვარი აქცენტის გაკეთება ჩანაწერზე „სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი“, იმ მიზნით, რომ მისივე განმარტებით, წარმოაჩინოს ოპონენტის მორალური სახე, სასამართლოს არ მიაჩნია მისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჯარო პირებთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან. შესაბამისად, ა-- დ---–--ის, როგორც საჯარო პირის მიმართ გაკეთებული კრიტიკა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, არ ხვდება სპეციალური კანონის მე-14 მუხლით დადგენილ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ ცილისწამების არსებობის ფაქტი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხემ არსებითად მცდარი ფაქტი გაავრცელა და რომ მისი სიმცდარე მოპასუხისათვის ცნობილი იყო წინასწარ. მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ იქნება მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, რამდენადაც განცხადებები არ შეფასდა მისი მხრიდან მცდარ ინფორმაციად.
მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებების ის ნაწილი, რაც სადავოა სარჩელით (სადავო წინადადებები), არ არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი პიროვნებისა და მოვლენის მიმართ (აზრი). გადაცემაში განხილვის თემას წარმოადგენდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემატური საკითხები და აღნიშნულ თემაზე სწორედ იუსტიციის უმაღლესისაბჭოს წევრები იქნენ მიწვეულნი. მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან მოწინააღმდეგის მიმართ სადავო ფაქტების დასახელება ემსახურებოდა მისი მორალური სახის წარმოჩენას, ვინაიდან მოპასუხის მიერ, მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა აღიქმება პრორუსულად, ხოლო ა-- დ---–--ის მოღვაწეობა ამ ორგანიზაციაში - ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თუმცა, არა არსებითად მცდარი ფაქტებით, არამედ იმ ინფორმაციით, რაც საჯარო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, კერძოდ, თავად მოსარჩელის მიერ შევსებულ აპლიკაციაზე დაყრდნობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიაჩნია, რომ ვერ დადასტურდა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა, რაც კანონმდებელმა კუმულატიურად დადგინა, კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოში ვერ დაამტკიცა, რომ: ა) მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ; ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები
6.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა-- დ---–--ე საქმიანობდა ფონდში რუსული ი------–-------–--------- (სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი) 0--------- წელს - ჩანაწერი (სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი) არ შეიძლება მიჩნეული იქნას უდაოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, ვინაიდან მოპასუხის განმარტება აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით სრულიად განსხვავდება ა-- დ---–--ის მიერ მათი ჩაწერის რეალური საფუძვლისა და შინაარსისაგან.
6.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ აპლიკაციის ჩანაწერი საქმიანობის ადგილთან და სფეროსთან დაკავშირებით (დადგენილი სადაო გარემოების 3.2.2. პუნქტი) ცალსახად ბადებს კითხვის ნიშნებს. ----- ჩანაწერი „სამხრეთოსეთი/მოსკოვი, რუსეთი“, ნეიტრალური პირის მიერ, შესაძლოა აღქმულ იქნეს იმგვარად, რომ პირის საქმიანობა განხორციელდა მოსკოვში ან მისი საქმიანობა დაკავშირებულია მოსკოვთან ან რუსეთთან.
სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს ა-- დ---–--ის აპლიკაციის ჩანაწერიდან. მითითებაში ,,(სამხრეთოსეთი/მოსკოვი, რუსეთი)“ არ იკვეთება, რომ საუბარია საქმიანობის ადგილზე. ამასთან საქმიანობის არსიდან და მითითებული ლოკაციებიდან, აგრეთვე საყოველთაოდ ცნობილი გარემოებიდან (აგვისტოს ომი, ოკუპაცია) გამომდინარე აღნიშნული ჩანაწერი შეუძლებელია აღქმული ყოფილიყო როგორც საქმიანობის ადგილი, საქართველოს მოქალაქისათვის აღნიშნულ ტერიტორიებზე მუშაობა ფიზიკურად შეუძლებლობის გამო. თავად მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ი საქმის განხილვის პროცესში აღნიშნავდა, რომ არ ამტკიცებდა, რომ ა-- დ---–--ე ფიზიკურად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე (აღნიშნული გარეოება უდაოდ დადგენილია გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტით). შესაბამისად მოპასუხე აღნიშნულით ადასტურებდა, რომ მას არ განუხილავს ა-- დ---–--ის ჩანაწერები აპლიკაციაში („სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი“), როგორც საქმიანობის ადგილის აღმნიშვნელი. ამდენად მოპასუხემ ტელევიზიით განცხადების გაკეთებისას იციდა, რომ ა-- დ---–--ე რეალურად არ იმყოფებოდა რუსეთში.
6.3. სასამართლოს მიერ მოხდა დავის საგნის არასწორად განმარტება, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ, უარსაყოფ ერთ-ერთ ფაქტს წარმოადგენს ,,მოსკოვში იმყოფებოდა’’. შესაბამისად სასამართლოს მიერ ის კი არ უნდა დადგენილიყო იკვეთება თუ არა მითითებული აპლიკაციიდან ა-- დ---–--ის საქართველოში მუშაობის ფაქტი, არამედ ის თუ რამდენად გამომდინარეობდა რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში ა-- დ---–--ის ყოფნის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული გადაწყვეტილების 3.2.2 და 3.1.5. ფაქტობრივ გარემოებებში, რომ ა-- დ---–--ე ფიზიკურად არ იმყოფებოდა რუსეთის ფედრაციასა და ქალაქ მოსკოვში.
6.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება (გადაწყვტილების 3.2.2 პუნქტი), რომ იურისტი დ---- კ-------ა მუშაობს ,,S-------- რუსეთის სამართლებრივი ი--–------აში’’. აღნიშნული გარემოება არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და ამასთან ამ გარემოებას საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
6.5. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ დ-------ი გ-------–---–ისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მის მიერ მითითებული ფაქტების მცდარობა, ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ ამავე 3.2.2 და 3.1.5 ფაქტობრივ გარემოებებში დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ დ-------ი გ-------–---–ი არ დაობს ა-- დ---–--ის რუსეთის ფედერაციასა და მოსკოვში ფიზიკურად ყოფნის ფაქტს. როდესაც დ-------ი გ-------–---–ი აცხადებდა, რომ ა-- დ---–--ე ,,იმყოფებოდა მოსკოვში’’ მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ იგი რეალურად ფიზიკურად მოსკოვში არ იყო ნამყოფი და აღნიშნული დ-------ი გ-------–---–მა საქმის განხილვის პროცესში დაადასტურა. ამასთან მოპასუხემ ისიც დაადსტურა, რომ აღნიშნულ განცხადებას იგი აკეთებდა ა-- დ---–--ის დისკრედიტაციის (მისი რეალური, უარყოფითი მორალური სახის წარმოსაჩენად) მიზნით.
6.6. აპელანტის განმარტებით დ-------ი გ-------–---–ი თავისი განცხადებებით ცალსახაა, რომ გასცდა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებებს და ცილისმწამებლური ფაქტების გავრცელებით შელახა ა-- დ---–--ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რაც კანონმდებლობითიაა დაცული.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7.1. მოსარჩელე ა-- დ---–--ე და მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ი არიან ი------–-----------–----------ს წევრები და წარმოადგენენ საჯარო პირებს.
7.2. ა-- დ---–--ე სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
იყო საქართველოს ა---–---------------------------–--–--- თავმჯდომარე 0---------------- წლებში.
ა-- დ---–--ის მიერ შევსებულ აპლიკაციაში აღნიშნულია შემდეგი: ფონდი რუსული ი------–-------–--------- (სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი) კონსულტანტი 0---------. შეაგროვა მონაცემები, გამოკითხა მსხვერპლი, შეამოწმა ადგილები, რომლებიც უკავშირდებოდა რუსულ-ქართული კონფლიქტის ჰუმანიტარულ მისიას, მონაცემები გამოყენებული იქნა ერთობლივი მოქმედების საფუძვლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
11.2------------- წლებში ტაშკენტში, უზბეკეთში, იყო ა---------------–----------------------–------- და მისი საქმიანობის სფეროს შეადგენდა დაგეგმილი და ჩატარებული კვლევა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე უზბეკეთში.
ა-- დ---–--ე 2007 წლის 1------------ 2007 წლის 3--------- ჩათვლით იყო მოწვეული ლექტორი კ---–-----------------------–-. იგი 2007 წლის 1------------------ 2--- წლის 1--------------- მუშაობდა A------------------------------------ის ლექტორად ნ------------ უნივერსიტეტში.
2007 წლის ნ------------ 2--- წლის ა------------ ა-- დ---–--ე დანიშნულ იქნა ნ------------ უნივერსიტეტის ს--------–--------–-----–-----–--------–------------–------–-- თანამდებობაზე.
2--- წლის 1----------------- 2009 წლის 3----------------- პერიოდში ა-- დ---–--ე იყო კ-------–------------–--------–------–-----–- სტიპენდიანტი და კ-------–------------–--------–------------- საერთაშორისო მომხსენებელთა სერიის სტუმარი მომხსენებელი 2----–-–-----------------.
2018 წლის 1------------–-, ტელეკომპანია პ------–-ს“ სატელევიზიო გადაცემა „პ------–--–ი“დ-------ი გ-------–---–მა გააჟღერა შემდეგი განცხადება:
„მოსკოვშიც იმყოფებოდა და იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით...“; „...არის კონკრეტული ლინკი არსებობს მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც იგი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მოიარა. მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვში, იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის, ე.წ., იმიტომ რომ ჩვენთვის სამაჩაბლოა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და კრებდა მონაცემებს, ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული ორგანიზაციისთვის“.
S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს 2--------- წლის წერილით დგინდება, რომ ა-- დ---–--ე დაქირავებულ იქნა „S-------- რუსეთის ი--–------ის" (S---) მიერ, რათა განეხორციელებინა სამართლებრივი საქმიანობა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროინდელ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. S--- არის ჰოლანდიური იურიდიული დახმარების ორგანიზაცია ნიდერლანდებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2000 წლიდან შეაქვს სარჩელები ჩეჩნეთში და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.
აღმასრულებელი დირექტორი ვ----ა კ-----ი ამავე წერილში განმარტავს, რომ ქ-ნი დ---–--ე ატარებს ინტერვიუებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების მსხვერპლებთან და მოწმეებთან, რათა გამოავლინოს პოტენციური შემთხვევები საქართველოში, რაც S----ს საბოლოოდ E-----თან მიიყვანს და ცდილობს ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ასეთი შემთხვევების ფაქტების დოკუმენტირებას. S--- მჭიდროდ თა--მშრომლობს “HUMAN RIGHT WATCH”-ის ორგანიზაციის მკვლევარებთან ასეთი მიზნების კოორდინირებისთვის.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ა-- დ---–--ის სახელზე გაცემულ საქართველოს პასპორტებით, ასევე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით საზღვრის კვეთის შესახებ, დგინდება, რომ ა-- დ---–--ეს საქართველოს საზღვრიდან გასვლა უფიქსირდება 1--------- წელს, ხოლო შემოსვლა - 2--------- წელს და 2--------- წლამდე მას საზღვარი აღარ გადაუკვეთავს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს შესაფასებელია, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად ადამიანის ღირსება ხელშუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ხოლო მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) მე-19 მულის შესაბამისად ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-10 მუხლის თანახმად (1) ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება; (2). ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-19 მუხლის შესაბამისად (1). თითოეულ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ჰქონდეს საკუთარი აზრი; (2). თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით. (3). ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობას და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. მაშასადამე, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთ შეზღუდვასთან, რომლებიც უნდა იყოს კანონი დადგენილი და აუცილებელი: a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის; b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის დასაცავად.
ამავე პაქტის მე-17 მუხლის თანახმად კი (1) არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; (2). თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შედარებების საფუძველზე პალატა ასკვნის, რომ იკვეთება საერთაშორისო პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, უზრუნველყონ საკანონმდებლო დაცვა არასწორი მტკიცებებით პატივისა და რეპუტაციის ხელყოფის წინააღმდეგ.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის მიმართ, ამასთან ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და ამავდროულად სახეზე უნდა იყოს გარემოება, როდესაც გაცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანია დ-------ი გ-------–---–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, ახდენს თუ არა იგი გავლენას მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე და არსებობს თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის საკმარისი წინაპირობები.
საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ა-- დ---–--ე სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი დაქირავებულ იქნა „S-------- რუსეთის ი--–------ის" (S---) მიერ, რათა განეხორციელებინა სამართლებრივი საქმიანობა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. ასევე უდაოა ის გარემოება, რომ S--- არის ჰოლანდიური იურიდიული დახმარების ორგანიზაცია ნიდერლანდებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2000 წლიდან შეაქვს სარჩელები ჩეჩნეთში და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მოსარჩელე ა-- დ---–--ის პრეტენზია მიმართულია დ-------ი გ-------–---–ის განცხადების იმ ნაწილისადმი, რომელიც შეეხება მის მოსკოვში (რუსეთში) ყოფნის ფაქტს. შესაბამისად წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს არა მხოლოდ ის გარემოება, რომ დ-------ი გვრიტრიშვილის განცხადება ა-- დ---–--ის მოსკოვში (რუსეთში) ყოფნასთან დაკავშირებით იყო თუ არა არსებითად მცდარი ფაქტი, არამედ ასევე უნდა დადგინდეს ზიანის არსებობის ფაქტი, გარემოება იმის შესახებ, რომ დ-------ი გ-------–---–ისათვის წინასწარ იყო ცნობილი გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი გარემოების მცდარობა, ან/და მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
პალატა განმარტავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს დიფამაციური სარჩელების განხილვის მტკიცების ტვირთს, რომელიც სიტყვის თავისუფლების საყოველთაო იდეის გათვალისწინებით, მეტად ორიენტირებულია ამ უფლების დაცვაზე, ვიდრე შეზღუდვაზე. შესაბამისად შეზღუდვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.
ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ზოგადად გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01 , § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08 , § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10 , § 124, 23 April 2015).
პალატა განმარტავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შინაარსის სწორად განსაზღვრისათვის მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კანონში გადმოცემული „ცილისწამების“ ცნების დეფინიცია ასევე, როგორც ეროვნული, ისე - ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკა „აზრისა“ და „ფაქტის“ გამიჯვნის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიამად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.).
აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი (მოსარჩელე) მოითხოვს დაევალოს მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ს ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებული, შემდეგი განცხადებების უარყოფას ,,მოსკოვშიც იმყოფებოდა და იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით...“, „...არის კონკრეტული ლინკი არსებობს მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტის, სადაც იგი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მოიარა. მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვში, იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის, ე.წ., იმიტომ რომ ჩემთვის სამაჩაბლოა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და კრებდა მონაცემებს, ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული ორგანიზაციისთვის“.
აპელანტის განმარტებით მის აპლიკაციაში არსებული ჩანაწერი ,,(სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი)“ არ ნიშნავს, რომ საუბარია საქმიანობის ადგილზე. აღნიშნული ჩანაწერი შეუძლებელია აღქმული ყოფილიყო როგორც საქმიანობის ადგილი და მოპასუხემ ტელევიზიით განცხადების გაკეთებისას იცოდა, რომ ა-- დ---–--ე რეალურად არ იმყოფებოდა რუსეთში.
თავის მხრივ მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ი უთითებს, რომ მის მიერ გავრცელებული განცხადება არ იყო არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქალაქ მოსკოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყოფნაზე თავადვე მიუთითებდა ა-- დ---–--ის მიერ შევსებული და ყველასათვის ხელმისაწვდომი აპლიკაცია. ამასთან ,,რუსული მართლმსაჯულების ინციატივის’’ 2--- წლის 28 აგვისტოს ცნობა მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ა-- დ---–--ის მოსკოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყოფნის დასადასტურებლად, არამედ იგი გადაცემაში უთითებდა, რომ ,,რუსული მართლმსაჯულების ი--–------ამ’’ ა-- დ---–--ე დაიქირავა იმისათვის, რათა შეეკრიბა მონაცემები ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და მის ამ განცხადებას მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვა მტკიცებულებების არსებობის შესახებ. სწორედ აღნიშნულის დასტურად იქნა წარდგენილი 2--- წლის 2----------- ცნობა. აღნიშნულ ცნობაში ასახული ინფორმაცია - ა-- დ---–--ის ორგანიზაციის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ უდაოა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ის მიერ გავრცელებული განცხადება ეყრდნობა ა-- დ---–--ის მიერ შევსებულ აპლიკაციაში აღნიშნული შემდეგ ინფორმაციას: ფონდი რუსული ი------–-------–--------- (სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი) კონსულტანტი 0---------. შეაგროვა მონაცემები, გამოკითხა მსხვერპლი, შეამოწმა ადგილები, რომლებიც უკავშირდებოდა რუსულ-ქართული კონფლიქტის ჰუმანიტარულ მისიას, მონაცემები გამოყენებული იქნა ერთობლივი მოქმედების საფუძვლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
პალატა განმარტავს, რომ როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება, დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის. მოცემულ შემთხვევაში დ-------ი გ-------–---–ი ორგანიზაციას - S-------- რუსეთის სამართლებრივი ი--–------ა, აფასებს როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას, რომელიც არის ერთ-ერთი სარჩელის ავტორი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. მოპასუხის ამგვარი მოსაზრება გამომდინარეობს ტელეკომპანია "მ----------" მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან, რომლის მიხედვით ორგანიზაცია - S-------- რუსეთის ს--------–-----------–-------ს იურისტი (აღნიშნული მითითებულია თავად რეპორტაჟში) - დ---- კ-------ა საუბრობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოკითხული 1-------- ჩვენებაზე, რომლებიც ეხება ქართველი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. შესაბამისად მოპასუხის შედავებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე ნორმის წინაპირობებიდან გამომდინარე მისათითებელ ფაქტებს არ ედავება, არამედ, არსებითი შესაგებელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც მოპასუხის მიერ გაკეთებული სადავო განცხადება არის არა ფაქტის მტკიცება, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა მოსკოვში, არამედ - ლოგიკური დასკვნა და აზრი, რომელიც მოპასუხეს სამართლიანად და გონივრულად ჩამოუყალიბდა მოსარჩელის მიერ შევსებული აპლიკაციაზე დაყრდნობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ დაუსაბუთებელია ა-- დ---–--ის შედავება მოპასუხის მიერ გამოთქმულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მისი განცხადება შეიცავდა არსებითად არასწორ ფაქტებს, რომელიც მისთვის ცნობილი იყო წინასწარ. დ-------ი გ-------–---–ი საუბრობდა კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით და აღნიშნულის გათვალისწინებით მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ვერ შეფასდება განზრახ არასწორი ფაქტის გავრცელებად.
ამასთან პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მოპასუხის მხრიდან ცილისწამების ფაქტს და შესაბამისად იმ გარემოებას, რომ მოპასუხის განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა ან პატივი და ღირსება შეელახა და სახელი გაუტყდა. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ვალდებულება კი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე სწორედ მოსარჩელე მხარეს ჰქონდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, დ-------ი გ-------–---–ს არ დაეკისრება ა-- დ---–--ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 386-ე, 389-ე, 390-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-- დ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე
გელა ქირია