განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2020
საქმის ნომერი
180100118002767394
ინსტანცია
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 180100118002767394

საქმე N1ბ/1199-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.01.2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: გ------- ჯ---–---–ი, დ----- ყ-------–---–ი

 

დაცვის მხარე: ა-–----- ბ----------ი

 

მსჯავრდებული: დ---- მ------ს ძე მ---------ე (დაბადებული 1--- წლის 20 აგვისტოს, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, კ----- წყლის კომპანიის დაცვის თანამშრომელი, მცხოვრები ყაზბეგის რაიონი სოფელი ტ----–---ი)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენით:

 

დ---- მ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

დ---- მ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

დ---- მ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 15 აგვისტოდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დ----- ყ-------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულ დ---- მ---------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტის პოზიციით დ---- მ---------ე მოწმეთა უმრავლესობა მართალია დაახასიათა დადებით პიროვნებად, მაგრამ აღნიშნული მოწმეები არიან მიკერძოებულნი, ვინაიდან ისინი დ---- მ---------ის ახლო ნათესავებს და მეზობლებს წარმოადგენენ, შესაბამისად აღნიშნული დადებითი დამოკიდებულება მათი შორის არსებული მჭიდრო კავშირით აიხსნება. ამასთან შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის - მ-----– ფ--------–---–ის და ამავე სამმართველოს თანამშრომლის თენგიზ კაჭარავას დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დ---- მ---------ე სიმთვრალეში იყო აგრესიული, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას ავადმყოფ მშობლებს და მისი დამშვიდება რამდენჯერმე პოლიციის მეშვეობით მოხდა. ბრალდებულმა არ აღიარა და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, გადამალა დანაშაულის იარაღი დანა, შესაბამისად მისი პიროვნების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის მიერ განსაზღვრული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ---- მ---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–----- ბ----------მა. აპელანტებმა მოითხოვეს მსჯავრდებულ დ---- მ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ა-–----- ბ----------მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს დ---- მ---------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულმა დ---- მ---------ემ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისათვის არ გაუწევია წინააღმდეგობა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, მისი ქცევით ხელი შეუწყო გამოძიებას, არ არის ნასამართლევი, ყოველივე ზემო აღნიშნული საფუძვლების გათვალისწინებით დ---- მ---------ეს სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და თავისუფლების აღკვეთის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ---- მ---------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში მდებარე დ---- მ---------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ---- მ---------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ტანის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები ვ-–- მ---------ეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ყაზბეგის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- ყ-------–---–ის, მსჯავრდებულ დ---- მ---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–----- ბ----------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა, აანალიზებს რა სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მოწმეების გ------- მ---------ის, რ----- მ---------ის, ი---- მ-------–---–ის, შ------- ა--------–---–--, ც------ მ---------ის, კ--- ავსაჯანიშვილის, ო---- მ---------ის, მ-----– ფირუზაშვილის, უჩა მ---------ის, ზაზა მესხის, მამუკა როშნიაშვილის, ეკა აკობიას, თეა იაშვილის, იური ლაგვილავას ჩვენენები, სამედიცინო ექსპერტიზის N005706318 დასკვნა, 2018 წლის 15 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 15 აგვისტოს ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 15 აგვისტოს ამოღების ოქმი, 2018 წლის 15 აგვისტოს გვამის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 16 აგვისტოს დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 3 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N007542418 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N006914818 დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N002668419 დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N000296219 დასკვნა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ---- მ---------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ სამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი no. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული“. იგი აბსოლიტური ხასიათის უფლებაა და ერთი მხრივ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკრძალავს (ნეგატიური ვალდებულება), მეორე მხრივ მის აქტიურად დაცვას ავალდებულებს (პოზიტიური ვალდებულება). სიცოცხლის უფლება ყველა სხვა უფლების ლოგიკური წინაპირობაა და მისი დაცვის ფასეულობა უაღრესად დიდია. საქართველოს კონსტიტუციის 15-ე მუხლის საფუძველზე: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული განზრახი მკვლელობა, დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქცია მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulycgevy v. Russia).

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ---- მ---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ---- მ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ---- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი ხასიათდება დადებითად, ჰყავს მძიმე ავადმყოფობით დაავადებული პენსიონერი მშობლები, მათი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას, მართალია დანაშაულის ჩადენის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, მაგრამ შემდეგ ნებაყოფილობით გამოცხადდა პოლიციაში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ---- მ---------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ გაიზიარებს ბრალდების და დაცვის მხარი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის ცვლილებასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტების პოზიციას, რომ დ---- მ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამო მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ---- მ---------ე სიმთვრალეში ხასიათდებოდა აგრესიული ქცევით და ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას ავადმყოფ მშობლებს და მისი დამშვიდება რამდენჯერმე პოლიციის მეშვეობით მოხდა, პალატა ვერ გაიზიარებს სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. დ---- მ---------ეს დადებით პიროვნებად ახასიათებს საქმის ფარგლებში დაკითხული მოწმეები, რომელთა მიუკერძოებლობა საქმის განხილვის ეტაზე არ დამდგარა ეჭქვეშ. ამასთან განაჩენის გამოტანის მომენტისთვის დ---- მ---------ე ადმინისტრაციულ სახდელდადებული აღარ არის. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ---- მ---------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

 

პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სწორედაც რომ გაითვალისწინა დ---- მ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სახე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსულ ცხოვრება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დ---- მ---------ემ აღიარა და მოინანია დანაშაული, იგი ნასამართლობის არ მქონეა, რაც, ბუნებრივია, მიჩნეულ უნდა იქნას დ---- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად, ამასთან პალატა ითვალისწინებს, რომ დ---- მ---------ის მიერ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ---- მ---------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენი დ---- მ---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი და უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, დაცვის მხარის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთმტკიცებები: თმის, ფრჩხილის, ნერწყვის, ხელის ანაბეჭდის, სისხლის, წყლის, ნაცხის, ანაწმენდების ნიმუშები განადგურდეს; მოწითალო ფერი სისხლისმაგვარი ლაქები, ამოღებული ნიადაგის ზედაპირი, 9 ცალი დაქტილოფირი, მიკრონაწილაკები 8 ცალ წებოვან ლენტზე, სავარძლის ამონაჭრები და ხელის კვლები განადგურდეს; დ---- მ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს; ვ-–- მ---------ის ტანსაცმელი, პირადი ნივთები და ლურჯი ფერის კაპიშონიანი ჟილეტი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; ო---- მ---------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ო---- მ---------ეს; გ------- მ---------ის ტანსაცმელი და ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა“ დაუბრუნდეს გ------- მ---------ეს; 10 ცალი დანა დაუბრუნდეს ი---- მ-------–---–ს; ავტომობილი ,,რავ 4“, მისი გასაღები, სავარძლის შალითა და ნაჭრის ხელსახოცი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 3 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- ყ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ დ---- მ---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–----- ბ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ---- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

დ---- მ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

დ---- მ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 15 აგვისტოდან.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: თმის, ფრჩხილის, ნერწყვის, ხელის ანაბეჭდის, სისხლის, წყლის, ნაცხის, ანაწმენდების ნიმუშები განადგურდეს; მოწითალო ფერი სისხლისმაგვარი ლაქები, ამოღებული ნიადაგის ზედაპირი, 9 ცალი დაქტილოფირი, მიკრონაწილაკები 8 ცალ წებოვან ლენტზე, სავარძლის ამონაჭრები და ხელის კვლები განადგურდეს; დ---- მ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს; ვ-–- მ---------ის ტანსაცმელი, პირადი ნივთები და ლურჯი ფერის კაპიშონიანი ჟილეტი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; ო---- მ---------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ო---- მ---------ეს; გ------- მ---------ის ტანსაცმელი და ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა“ დაუბრუნდეს გ------- მ---------ეს; 10 ცალი დანა დაუბრუნდეს ი---- მ-------–---–ს; ავტომობილი ,,რავ 4“, მისი გასაღები, სავარძლის შალითა და ნაჭრის ხელსახოცი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 3 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

გოჩა ჯეირანაშვილი