განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
060100119003107429
ინსტანცია
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-873-2019 წელი

№060100119003107429

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

20 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ--- შ----–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ჯ--- შ----–----ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები დ--------–-––------------------------ში, სამტრედი-ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშა-ულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრა-ლდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ჯ--- შ----–----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– გენდერული მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალა-დობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ. ს-----------–------------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯ--- შ----–-----ემ, არასრულწლოვანი შვილის გ------- შ----–----ის თანდასწრებით, მუღლეს თ----- კ------–---–ს, ჩაცმის სტილის გამო, მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეუ-რაცხყოფა. ხელი დაარტყა ხელისა და ზურგის არეში, ასევე ფეხი დაარტყა მუცლის არე-ში. თ----- კ------–---–მა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ. ს-----------–------------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯ--- შ----–-----ე მეუღლის დას, ა-–--–--- კ------–---–ს, შელაპარაკებისას დაემუქრა სიცოცხლის მო-სპობით, შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ჯ--- შ-----–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს ჯ--- შ----–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მო-წმე გ--- მ------–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა ჯ--- შ----–----ის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

მოწმე ა-–--–--- კ------–---–მა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ ჯ--- შ----–----ემ თ----- კ------–---–ს ხელი მოუჭირა მკლავის არეში და მას აღენიშნებოდა დაზიანებები.

თ----- კ------–---–ის სხეულზე დაზიანებები დადასტურებულია ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

ექსპერტებმა მ------ ნ-----–--ემ და ე---------- ა------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ თ----- კ------–---–მა მათ განუმარტა, რომ სხეულზე დაზიანებები მას მიაყენა ჯ--- შ----–----ემ და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

გამართლებულ ჯ--- შ----–----ეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგე-ნია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა თ----- კ------–---–მა პირველი ინსტენციის სასამართლოში ისარგებ-ლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფ-ლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის – ჯ--- შ----–----ის წინააღმდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ა-–--–--- კ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ს------------------------------–-------ში. 2019 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში ქ. ს-----------–------------–-----------------ში, სადაც ცხოვ-რობს მისი დედა ლ---- კ------ე (კ------–---–ი), მამა გ------- კ------–---–ი, მისი და თ----- კ------–---–ი და სიძე ჯ--- შ----–----ე მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სა-ღამოს საათებში იმყოფებოდნენ სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, რა დრო-საც სახლში მივიდა ნასვამი მისი სიძე, ჯ--- შ----–----ე, რომელმაც მის დას თ----- კ-------–---–ს უსაყვედურა თუ რატომ ეცვა შარვალი და მოუწოდა წასულიყო და გამოეც-ვალა, რაზედაც თ----- გაჯიუტდა, რა დროსაც ჯ--- შ----–----ემ მკლავზე მოკიდა ხელი, შეაგინა და უთხრა გამოიცვალეო, ამ შელაპარაკების გამო შეწუხებულმა ა-–--–--- კ------–---–მა უთხრა ჯ--- შ----–----ეს, რომ გაჩერებულიყო, რაზედაც ჯ---მ უშვერი სიტყვებით უპასუხა ეს ყოველივე გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში, რის გამოც ინერვი-ულა თ----- კ------–---–მა და შეუძლოდ გახდა. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლსაც შემდეგ მოჰყვა პოლიციაც.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ---- კ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ს------------–------------–-----------------ში, ა-–--–--- და თ----- კ------–---–ები მისი შვილები არიან, ხოლო, ჯ--- შ----–----ე კი არის მისი სიძე, ქალიშვილის, თ----- კ-------–---–ის მეუღლე. 2019 წლის 25 ივნისს, მეუღლესთან გ------- კ------–---–თან, შვი-ლებთან ა-–--–--- და თ----- კ------–---–ებთან, აგრეთვე, 3 წლის შვილიშვილთან, გ-------- შ----–----ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში. თ----- და ჯ---ც მათთან ცხოვრო-ბენ, აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში სახლში ნასვამი მივიდა მათი სიძე ჯ--- შ----–----ე, ისინი იყვნენ საცხოვრებელი სახლის პირ-ველ სართულზე, მისაღებ ოთახში, სადაც ჯ---მ უსაყვედურა თ-----ს ჩაცმულობის გამო და უთხრა რომ წასულიყო და გამოეცვალა, რაზედაც თ----- გაჯიუტდა, ამის შემდეგ იგი მის მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად გავიდა ოთახიდან.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- კ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი არის ა-–--–--- და თ----- კ------–---–ების მამა. ცხოვრობს ქ. ს-----------–------------–-----------------ში, მეუღლესთან, ქალიშვილთან თ----- კ------–---–თან, სიძესთან ჯ--- შ----–----ესთან და არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. 2019 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, მათთან ერთად ასევე იყო მისი მეორე შვილი ა-–--–--- კ------–----–ი. საღამოს საათებში სახლში მოვიდა ნასვამი მისი სიძე ჯ--- შ----–----ე, რომელმაც მის შვილს თ----- კ------–---–ს შენიშვნა მისცა ჩაცმის სტილის გამო და უთხრა, რომ გა-მოეცვალა ტანსაცმელი, რაზედაც თ----- გაჯიუტდა და სკამიდანაც არ ამდგარა, ამის გა-მო წაკამათდნენ, ჯ--- შ----–----ემ შეაგინა მას, აღნიშნულ კამათში ჩაერთო ასევე მისი მეორე ქალიშვილიც, ა-–--–--- კ------–---–ი, რომელსაც ჯ---მ უთხრა „ნუ ერევი, შენ შენს ოჯახს მიხედეო“, ვინაიდან თ----- კ------–---–ი არის ძალიან ემოციური, ამ შეკამა-თების გამო შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება, მა-ლევე მოვიდნენ პოლიციის მუშაკებიც, რომლებმაც წაიყვანეს ჯ--- შ----–----ე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--- მ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედი-ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად ქ. ს-----------–------------–--ის ქუჩაზე მცხოვრები ა-–--–--- კ-------–---–ი იტყობინებოდა, რომ მისი და თ----- კ------–---–ი სცემა მისმა მეუღლემ ჯ--- შ----–----ემ, ასევე მუქარა ხორცილდებოდა მისი მისამართითაც, ძალადობა იყო რო-გორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური, რომელიც ხორციელდებოდა მისი არასრულ-წლოვანი დისშვილის, დაზარალებულის შვილის თანდასწრებით. იგი უბნის ინსპექ-ტორ-გამომძიებლებთან კ------- ნ-----სთან და ზ----- ფ------–---–თან ერთად გამო-ცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ეზოში დახვდათ ჯ--- შ----–----ე, რომელსაც აჩერებდა მისი სიმამრი, იგი ემუქრებოდა მის მეუღლეს, თ----- კ------–---–ს ასევე და-ნით ყელის გამოჭრით ემუქრებოდა ა-–--–--- კ------–---–ს, თუ რატომ ერეოდა მისი ოჯახის საქმეში. ამის შემდეგაც მოხდა ჯ--- შ----–----ის დაკავება, რომელმაც იმთავით-ვე უარყო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მის მიერ ასევე გამოკითხულ იქნა დაზარალე-ბულები თ----- და ა-–--–--- კ------–---–ები, რა დროსაც თ----- კ------–---–მა განმარ-ტა, რომ იგი და ჯ--- შ----–----ე 4 წელია ერთად ცხოვრობენ, ამ ხნის მანძილზე მთვრა-ლი ჯ--- შ----–----ე სიტყვიერად ძალადობდა მასზე, 2019 წლის 25 ივნისს. სახლში მისულ მთვრალ მეუღლესთან ჩაცმის სტილის გამო მოუვიდა შელაპარაკება, ჯ---მ მისი შვილისა და მშობლების თანდასწრებით სცემა ხელებისა და ფეხების დარტყმით. ხოლო ა-–--–--- კ------–---–მა განმარტა, რომ ჯ--- შ----–----ე დაემუქრა მას დანით ყელის გამოჭრით, რადგან იგი ერეოდა მისი ოჯახის საქმეში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2019 წლის 01 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, 26.06.2019 წ. 04:22-04:30 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თ----- კ------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურე-ბის მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,9×1,5 სმ. მარცხენა მხარის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟ-ღენთი ზომით: 1,5×1,0.სმ. მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნე-ბოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით:1,0×0,5 სმ. სხეულზე გა-რეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექ-ტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზია-ნებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმ-დეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

საქმეში არსებული, 2019 წლის 15 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით ჯ--- შ----–----ის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფის და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, აღნიშნული არ გამოიწვევდა ა-–--–--- კ------–---–ის ტანჯვას.

ექსპერტებმა მ------ ნ-----–--ემ და ე---------- ა------ემ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვ-ნების სისწორე ზემოაღნიშნულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელა-ციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივირებას ჯ--- შ----–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში და რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ჯ--- შ----–-----ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანა.

ბრალდების მხარე ჯ--- შ----–----ის ბრალის მადასტურებლად აპელირებს დაზარა-ლებულ ა-–--–--- კ------–---–ის, მოწმეების გ------- და ლ---- კ------–---–ების ჩვე-ნებებზე.

დაზარალებულმა ა-–--–--- კ------–---–მა ჩვენებაში მიუთითა, რომ ჯ--- შ----–----ემ მას მიმართა უშვერი სიტყვებით, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში.

მოწმეებმა გ------- და ლ---- კ------–---–ებმა ჩვენებებში მიუთითეს თ----- კ------–----–სა და ჯ--- შ----–----ეს შორის მხოლოდ სიტყვიერი კამათის თაობაზე.

მოწმე გ--- მ------–---–მა მართალია თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ჯ--- შ----–----ე მისი თანდასწრებით ემუქრებოდა მის მეუღლეს თ----- კ------–---–ს, ხოლო დანით ყელის გამოჭრით ემუქრებოდა ა-–--–--- კ------–---–ს, თუმცა დაზარალებულმა ა-–---–--- კ------–---–მა ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, ხოლო დაზარალებულმა თ----- კ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარ-გებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის – ჯ--- შ----–----ის წინააღმდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო რალატა მიიჩნევს, რომ მოწმე გ--- მ------–---–ის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული ჯ--- შ----–----ის ბრალდების დამადასტურებელ უტ-ყუარ მტკიცებულებად.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნა მიუთითებს მხოლოდ თ----- კ------–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე, კერძოდ მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში, მარცხენა მხარის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში და მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებლ სისხლნაჟღენთებზე, თუმცა საიდან მიიღო თ----- კ------–---–მა აღნიშნული დაზიანებები, ჯ--- შ----–----ის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, თუ სხვა ვითარებაში, აღნიშნულის თაობაზე პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენი-ლი არ არის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლი-ობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გო-ნივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ არ-სებობს საფუძველი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფი-ლებისა და ჯ--- შ----–----ის დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდებით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი ჯ--- შ----–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ჯ--- შ----–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ჯ--- შ----–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ჯ--- შ----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.

გამართლებულ ჯ--- შ----–----ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili