განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.12.2019
საქმის ნომერი
330310018002703019
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002703019

საქმე №3ბ/1778-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოპასუხე) – ც-–-----–-------ა

წარმომადგენელი - ნ------------ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილება.

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ც-–-----–-------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.2.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ზ--------–------------------ში არსებული 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. 2016 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ-----–-------ას სახელზე (იხ.ს.ფ. 79-80);

 

1.2.2. ც-–-----–-------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.

 

2018 წლის 30 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ც-–-----–-------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ------------------------. სარეიტინგო ქულა - 3300 (ქულის მინიჭების თარიღი 02.11.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 03.10. 2017 წელი)(ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ზ-----–-------ა) (იხ.ს.ფ. 20);

 

1.2.3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 05 თებერვალს გაცემული N-- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, ც-–-----–-------ას აქვს თ----------–-------–---------–--------–-–----–-------------------------------------–-------------–-–-------------------------------------–----------------------------------–------------------–---ი (იხ.ს.ფ. 19).

 

1.2.4. ც-–-----–-------ამ განცხადებით (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) ყიდვის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ც-–-----–-------ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ც-–-----–-------ა ოჯახის ერთადერთი წევრია; ჰყავს ერთი და ზ-----–-------ა - არადევნილი; ც-–-----–-------ა არის პირველი ჯგუფის ინვალიდი; ც-–-----–-------ა პენსიონერია და მას უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; ოჯახის სარეიტინგო ქულაა 3300; იგი ცხოვრობს დის ზ-----–-------ას სახლში; ოჯახის საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება არ გააჩნია. მისი საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა; ც-–-----–-------ა განსახლების ადგილად ირჩევს ზ--------–-----------------ში ახლად აშენებულ კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ფართს.

 

დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მოსარჩელე ც-–-----–-------ამ (დამისამართებული ზ-------------–--------------, ფაქტიური მისამართი: ზ-------------–--------------) შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღებაზე განაცხადი ზ--------ში მდებარე ობიექტზე, ერთ სულზე. სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირდება მარტო. მოსარჩელის დას-ზ-----–-------ას გაჩნია საკუთრება მისამართზე: ზ-------------–--------------. აღნიშნული განცხადება შესწავლილი იქნა მოპასუხის მიერ და 2014 წელს განხორციელებული წინასწარი შეფასების შედეგად განაცხადს მიენიჭა 6 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 2 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 3 ქულა. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან -1 ქულა.

 

2018 წელს განხორციელდა განაცხადის გადაფასება და ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8.5 ქულა. საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად)-1.50 ქულა. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა. სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მკვეთრად გამოხატული) - 3 ქულა.

 

განცხადებაში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2018 წლის 28 იანვარს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე ზ-------------–-------------- (ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ს/კ 4----------- შენობა-ნაგებობა N1, განაშენიანების საერთო ფართი 129.26 კვ.მ) მისამართზე იმყოფებოდა ც-–-----–-------ას და ზ-----–-------ა, რომელიც არის ფართის მესაკუთრე და თავად ც-–-----–-------ა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის მიხედვით ც-–-----–-------ა და ზ-----–-------ა ფიქსირდება მისამართზე: ზ-------------–--------------. (სარეიტინგო ქულა 3300, მინიჭების თარიღი 02.11.2017)

 

2018 წლის 25 მარტს მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა მონიტორინგი სოფელ მ-------ში, ც-–-----–-------ას მამაპაპისეულ ხის საცხოვრებელ სახლში, სადაც არავინ იმყოფებოდა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ც-–-----–-------ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების გამო. ვინაიდან, ც-–-----–-------ას სოფელ მ-------ში გააჩნია მამაპაპისეული საკუთრება. ამასთან, კრიტერიუმში - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან დააკლდა 1 ქულა. ამასთან, ც-–-----–-------ას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი (დის საკუთრება), სადაც ცხოვრობს 1999 წლიდან დასთან და დისშვილთან ერთად (იხ.ს.ფ. 44, 52-72);

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - ც-–-----–-------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ასევე, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ც-–-----–-------ას სოფელ მ-------ში გააჩნია მამაპაპისეული საკუთრება - ხის საცხოვრებელი სახლი. ამასთან, ც-–------–-------ას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი (დის საკუთრება), სადაც ცხოვრობს 1999 წლიდან დასთან და დისშვილთან ერთად.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას წარმოადგენს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას ითვალისწინებს „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების (ოქმი N--) საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------- ბრძანებით ც-–-----–-------ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. ვინაიდან, ც-–-----–-------ას სოფელ მ-------ში გააჩნია მამაპაპისეული საკუთრება. ამასთან, კრიტერიუმში: ,,მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან", დააკლდა 1 ქულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს ასევე გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი (დის საკუთრება), სადაც ცხოვრობს 1999 წლიდან და სარგებლობს ფართით შეუფერხებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა. ასევე, ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთ-ერთი კომპონენტია დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი, რომელის წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერია.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია და ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ) და გადაწყვეტილება მიიღო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------- ბრძანება ც-–-----–-------ას განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საფუძვლიანი იყო და გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.

 

აპელანტის მითითებით, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, სოფელ მ-------ში, ვინაიდან აღნიშნული სახლი 2017 წლის 30 აგვისტოს მემკვიდრეობით მიიღო ზ-----–-------ამ. რაც შეეხება იმ სახლს, სადაც ამჟამად ცხოვრობს ც-–-----–-------ა, იგი ეკუთვნის ც-–-----–-------ას დის ზ-----–-------ას შვილს - ვ-–----------–-------ას, რაც დადასტურებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით. ც-–-----–-------ა არის მძიმედ დაავადებული, არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და საჭიროებს მუდმივ ყურადღებას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

3.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.2. სააპელაციო პალატა სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ზ--------–------------------ში არსებული 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. 2016 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ-----–-------ას სახელზე (იხ.ს.ფ. 79-80);

 

2018 წლის 30 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ც-–-----–-------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ------------------------. სარეიტინგო ქულა - 3300 (ქულის მინიჭების თარიღი 02.11.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 03.10. 2017 წელი)(ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ზ-----–-------ა) (ს.ფ. 15-20).

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 05 თებერვალს გაცემული N-- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, ც-–-----–-------ას აქვს თ----------–-------–---------–--------–-–----–-------------------------------------–-------------–-–-------------------------------------–----------------------------------–------------------–---ი (იხ.ს.ფ. 19).

 

ც-–-----–-------ამ განცხადებით (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) ყიდვის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ც-–-----–-------ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ც-–-----–-------ა ოჯახის ერთადერთი წევრია; ჰყავს ერთი და ზ-----–-------ა - არადევნილი; ც-–-----–-------ა არის პირველი ჯგუფის ინვალიდი; ც-–-----–-------ა პენსიონერია და მას უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; ოჯახის სარეიტინგო ქულაა 3300; იგი ცხოვრობს დის ზ-----–-------ას სახლში; ოჯახის საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება არ გააჩნია. მისი საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა; ც-–-----–-------ა განსახლების ადგილად ირჩევს ზ--------–-----------------ში ახლად აშენებულ კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ფართს.

 

დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მოსარჩელე ც-–-----–-------ამ (დამისამართებული ზ-------------–--------------, ფაქტიური მისამართი: ზ-------------–--------------) შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღებაზე განაცხადი ზ--------ში მდებარე ობიექტზე, ერთ სულზე. სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირდება მარტო. მოსარჩელის დას-ზ-----–-------ას გაჩნია საკუთრება მისამართზე: ზ-------------–--------------. აღნიშნული განცხადება შესწავლილი იქნა მოპასუხის მიერ და 2014 წელს განხორციელებული წინასწარი შეფასების შედეგად განაცხადს მიენიჭა 6 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 2 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 3 ქულა. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან -1 ქულა.

 

2018 წელს განხორციელდა განაცხადის გადაფასება და ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8.5 ქულა. საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად)-1.50 ქულა. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა. სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მკვეთრად გამოხატული) - 3 ქულა.

 

განცხადებაში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2018 წლის 28 იანვარს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე ზ-------------–-------------- (ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ს/კ 4----------- შენობა ნაგებობა N1, განაშენიანების საერთო ფართი 129.26 კვ.მ) მისამართზე იმყოფებოდა ც-–-----–-------ას და ზ-----–-------ა, რომელიც არის ფართის მესაკუთრე და თავად ც-–-----–-------ა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის მიხედვით ც-–-----–-------ა და ზ-----–-------ა ფიქსირდება მისამართზე: ზ-------------–--------------. (სარეიტინგო ქულა 3300, მინიჭების თარიღი 02.11.2017)

 

2018 წლის 25 მარტს მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა მონიტორინგი სოფელ მ-------ში, ც-–-----–-------ას მამაპაპისეულ ხის საცხოვრებელ სახლში, სადაც არავინ იმყოფებოდა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ც-–-----–-------ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების გამო. ვინაიდან, ც-–-----–-------ას სოფელ მ-------ში გააჩნია მამაპაპისეული საკუთრება. ამასთან, კრიტერიუმში ,,მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან დააკლდა' 1 ქულა. ამასთან, ც-–-----–-------ას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი (დის საკუთრება), სადაც ცხოვრობს 1999 წლიდან დასთან და დისშვილთან ერთად (იხ.ს.ფ. 44, 52-72);

 

3.3. სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ც-–-----–-------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

პალატა განმარტავს, რომ დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას ითვალისწინებს „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების (ოქმი N--) საფუძველზე სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------- ბრძანებით ც-–-----–-------ას ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. იმ მოტივით, რომ ც-–-----–-------ას სოფელ მ-------ში გააჩნია მამაპაპისეული საკუთრება. ამასთან, კრიტერიუმში: ,,მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან, დააკლდა 1 ქულა. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტში მიუთითა, რომ განმცხადებელს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი (დის საკუთრება), სადაც ცხოვრობს 1999 წლიდან და სარგებლობს ფართით შეუფერხებლად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ მითითებას და განმარტავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება ჩ-------–------------ის სოფელ მ-------ში მდებარე მამაპაპისეული სახლი არ წარმოადგენს ც-–-----–-------ას საკუთრებას და იგი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული აქვს ც-–-----–-------ას ძმის შვილს ზ-----–-------ას (ს.ფ. 137-139), რომელიც როგორც აპელანტი მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად. ზ-----–-------ას საკუთრებად რიცხულ ბინაში კი, ც-–---- და ზ-----–-------ებთან ერთად ცხოვრობს აპელანტის დისშვილი ვ-–----------–-------ა თავისი ოჯახით. როგორც აპელანტის ახსნა-განმარტებით დასტურდება დისშვილს ც-–-----–-------ასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. შესაბამისად, ც-–-----–-------ასათვისათვის აღნიშნულ ბინაში ცხოვრება დაკავშირებულია მუდმივ დაძაბულობასთან და სტრესთან, რაც მისთვის როგორც მძიმე დაავადების მატარებელი პირისათვის (საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 05 თებერვალს გაცემული N-- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, ც-–-----–-------ას აქვს თ----------–-------–---------–--------–-–----–-------------------------------------–-------------–-–-------------------------------------–----------------------------------–------------------–---ი (იხ.ს.ფ. 19)) არის სავალალო შედეგების მომტანი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზი სააპელაციო სასამართლოს არ აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ც-–-----–-------ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ მოკვლეული გარემოებები არ იძლევა მტკიცების უპირობო საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ც-–-----–-------ას მიმართ სადავოდ ქცეული აქტები გამოსცა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის საფუძველზე. ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, დაადგინოს ც-–-----–-------ას ოჯახის შემადგენლობა, ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის არსებობა, ც-–-----–-------ას საცხოვრებელი პირობები და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მხრიდან მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა. არსებობს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ც-–-----–-------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ც-–-----–-------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------- ბრძანება და უნდა დაევალოს მოპასუხეს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც-–-----–-------ასთან მიმართებით.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. ც-–-----–-------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და ამ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ც-–-----–-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------- ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ც-–-----–-------ასთან მიმართებაში.

 

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი