განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119003199842
საქმე №1ბ/2001-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: შ------------ს
ადვოკატის: მ----------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ: გ-----------–---–ის (მონაწილეობის გარეშე)
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ გ------------------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: რ------------------–-----------------------–--------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრების: რ-------------------–-------------------------–---------–-------------–-- ასევე, ა------------------------–--------–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით;.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ---------–---------------------------–----ის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირებისას გ-----------–---–მა ხელი დაარტყა სახეში შ---------------–---–ს, რის შედეგადაც შ---------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:
გ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ------------მ; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას გ----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით. კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა გ----------–---–ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა;
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, რომელიც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და დამნაშავის პიროვნებას (წარსულში ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისათვის). სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი გ----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.
რაც შეეხება პროკურორის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ----------–---–ი დანაშაულის ჩადენისას მიიმალა და ქვეყნის ტერიტორია დატოვა, რაც წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და სასჯელის განსაზღრის დროს სასამართლომ უნდა გაამახვილოს ყურადღება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს. ამდენად, არასწორია ვალდებულების არ არსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები - 932აპ-09, 19.02.10 და 1053აპ-08, 145.04.09).
პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არასამართლიანი და მსჯავრდებულ გ----------–---–ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა დაუმძიმდეს სასჯელი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი გ----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი გ----------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი გ----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი