განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002185379
საქმე №3ბ/1909-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ხ---------–-----ა
წარმომადგენლები - რ---------------–ი, თ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ე------–-----–-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ---------–-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის 2014 წლის 12 მარტის MCLA4----------- ბრძანებით, კადრების განყოფილებაში მყოფი, იუსტიციის რიგითი - ხ----------------------------–---–-----ა დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------ის (კ----------–-----ი) თანამდებობაზე 2014 წლის 4 მარტიდან.
2.2.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის 2014 წლის 12 მარტის MCLA4----------- ბრძანებით, ხ---------–-----ას 2014 წლის 7 მაისის თანხმობის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------ი (კ----------–-----ი), იუსტიციის რიგითი - ხ----------------------------–---–-----ა მიემაგრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას 2014 წლის 7 მაისიდან.
2.2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 31 აგვისტოს MOC9----------- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------ი (კ----------–-----ი), იუსტიციის რიგითი - ხ---------–-----ა გადაყვანილ იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ი------------კ----------–-----ის თანამდებობაზე 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
მითითებულ თანამდებობაზე გადაყვანასა და დანიშვნასთან დაკავშირებით 2015 წლის 29 აგვისტოს თანხმობა განაცხადა ხ---------–-----ამ.
2.2.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 18 სექტემბრის MOC 1------------ ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ი------------კ----------–-----ს, იუსტიციის რიგით - ხ---------–-----ას კეთილსინდისიერი სამსახურისათვის გამოეცხადა „მადლობა“.
2.2.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 25 იანვრის MOC6---------- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ი------------კ----------–-----ი, იუსტიციის რიგითი - ხ---------–-----ა, ამავე დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 14 იანვრის MOC0---------- მოხსენებითი ბარათისა და ხ---------–-----ას 2016 წლის 15 იანვრის MOC51--------- პატაკის (თანხმობის) გათვალისწინებით, მიემაგრა №2 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
2.2.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებულია ამავე დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობანი, რომლის მიხედვითაც, ხ----------------------------–---–-----ას უფლებამოსილება განისაზღვრა შემდეგნაირად: დაწესებულებაში შესული ბრალდებულთა პირადი საქმეების შედგენა; გათავისუფლებულ ბრალდებულთა და მსჯავდებულთა პირადი საქმეების დაარქივება; დაწესებულებაში მიღებულ ბრალდებულთა ფორმა №1-ის შევსება, პატიმრის ანკეტის შედგენა; ფოსტა კორესპონდენციის, სხვადასხვა ბრძანების, განკარგულების პირად საქმეზე მიკუთვნება. პირად საქმეში არსებული ფურცლების დანომვრა; წერილების დაბეჭდვა და ამოღება კომპიუტერიდან; საგამოძიებო, სასამართლო და მისჯილ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დალაგება კატეგორიების მიხედვით; დაარქივებული პირადი საქმეების მოძიება და სათანადო ცნობების, განაჩენებისა და სხვა მასალების ქსეროასლების მომზადება და მიწოდება საჭიროებისამებრ; სასამართლო განაჩენებისა და განჩინებების პირად საქმეში მოთავსება ბ-------------სთან ერთად; კონტროლის გაწევა სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხულ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების განკუთვნილ ადგილზე მოთავსებასა და მასში ბრძანებების მიკუთვნებაზე; შეწყალების ანკეტების მომზადება; ხანმოკლე პაემნებზე ცნობების გადამოწმება.
2.2.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 26 იანვრის MOC 7------------ ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ი------------კ----------–-----ს, იუსტიციის რიგით - ხ---------–-----ას მიენიჭა საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება - „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“.
2.2.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/ დირექტორის მოადგილის - ბ--------------ს 2016 წლის 10 მარტის MOC 6------------ წერილის საფუძველზე, ამავე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის №2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - გ----------ის, სპეციალური განყოფილების უფროსის - ს------------–---–--ა და არასრულწლოვანთა განყოფილების ი------------კ----------–-----ის - ხ---------–-----ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - გ----------ის 2015 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, დაწესებულებაში შესული პროკურატურის წერილი ან სასამართლოს განაჩენი ან პატიმრის გათავისუფლების შესახებ განჩინება მასთან მიდის ელექტრონულად, რომელსაც ასევე ელექტრონულად აწერს განყოფილების უფროსს - ს------------–---–ს, ხოლო ეს უკანასკნელი თანამშრომლებს - უშუალოდ შემსრულებლებს. მისთვის უცნობია, განყოფილების უფროსი რა პრინციპით ანაწილებს თანამშრომლებზე საქმეებს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა შორის კვალიფიკაცია განსხვავებულია, ფაქტობრივად სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ყველა, მათ შორის, მიმაგრებული თანამშრომლები ასეთ დოკუმენტებს ადგენენ. მისივე განმარტებით, დოკუმენტის შედგენის შემდეგ ყველა გათავისუფლების ცნობა მოწმდება განყოფილების უფროსის - ს------------–---–--, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსი ი-----------ების - ბ--------------ა და ფ-----------------ის მიერ. განყოფილების უფროსს გადამოწმების შემდეგ პროკურატურის წერილი ან სასამართლოს განჩინება და მის საფუძველზე მომზადებული ცნობა შეაქვს მასთან. წერილში/განჩინებაში მითითებული პიროვნების მონაცემებისა და გათავისუფლების ცნობაში აღნიშნული პიროვნების მონაცემების იდენტურობის შემთხვევაში, გ----------ე ხელს აწერს გათავისუფლების ცნობას. უშუალოდ 2015 წლის 10 მარტის ფაქტთან დაკავშირებით, გ----------ემ განმარტა, რომ, დაახლოებით, 12:15 სთ-ზე, ს------------–---–-- მიერ შეტანილ სხვა სასწრაფო დოკუმენტებთან ერთად ხელი მოაწერა ბ-------------ის გათავისუფლების ცნობასაც ისე, რომ ამ უკანასკნელს თან არ ახლდა შესაბამისი საფუძველი. მან ს------------–---–--აგან ზეპირსიტყვიერად გაიგო, რომ პატიმარს გირაოთი უშვებდნენ, რითაც იგი აღიარებს მისი მხრიდან უყურადღებობის გამოჩენის ფაქტს. მანვე აღნიშნა, რომ, დაახლოებით, 15:00 სთ-ზე მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული შეცდომის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და შეცდომით გათავისუფლებული პატიმარი დაბრუნდა №2 დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინპექტორ-კ----------–-----მა - თ-------------ემ, რომელიც მინისტრის ბრძანებით დროებით იყო მიმაგრებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაზე, განმარტა, რომ 2016 წლის 10 მარტს, დაახლოებით, 12:00 სთ-ზე, განყოფილების უფროსმა - ს------------–---–მა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მიიღო წერილი თ---------------ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. ვინაიდან იგი დაკავებული იყო და თან მორიგეობიდან დაბრუნებული, თანამშრომლებს მიმართა ხსენებული პატიმრის გათავისუფლების ცნობის მომზადებასთან დაკავშირებით. ხ---------–-----ამ, რომელიც ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა განყოფილებაში, თავისი ინიციატივით გამოართვა უფროსს წერილი და ცნობის მომზადების მიზნით მოიძია ბრალდებულის პირადი საქმე. ხ---------–-----ას ფორმა „ა“-ს შევსებაში დახმარება გაუწიეს ვ-------------–---------მ და ბ-------------მ ისე, რომ პროკურატურის წერილი არ უნახავთ. თ-------------ის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ უცნობია, შესვენებაზე გასვლის გამო. მისივე განმარტებით, მის უშუალო ფუნქციებში არ შედიოდა ფორმა „ა“-სა და ფორმა „ბ“-ს შევსება, თუმცა ხელმძღვანელის დავალებით შეუვსია და უმეტეს შემთხვევაში ფორმა - „ბ“.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინპექტორ-კ----------–-----მა - ლ--–------------მა, რომელიც მინისტრის ბრძანებით დროებით იყო მიმაგრებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაზე, განმარტა, რომ ბრალდებულ - ბ-------------ის პირადი საქმე ხ---------–-----ას მან გადასცა ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე და დოკუმენტები, რომელიც ხ---------–-----ას გააჩნდა, მას არ უნახავს. მისივე განმარტებით, სხვა დეტალების შესახებ მისთვის არ არის ცნობილი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ი----------- - ვ-------------–--------ის 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმატების თანახმად, ხ---------–-----ა, რომელიც, როგორც ყველა თანამშრომელი, ავსებს ყველა სახის დოკუმენტაციას, კარგად მუშაობდა სამსახურებრივ ქსელში და კარგად ავსებდა სხვადასხვა ფორმას, რასაც ხელმძღვანელი ავალებდა. რაც შეეხება 2016 წლის 10 მარტის ფაქტს, დაახლოებით 12-13 საათზე, საერთო სამუშაო ოთახში შესულმა ხ---------–-----ამ ლ--–------------ს გამოართვა ბ-------------ის პირადი საქმე და ვინაიდან ბ-------------მ ხ---------–-----ას უთხრა, რომ 2-3 წუთი დაკავებული იყო, ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლად დაიწყო დოკუმენტების შევსება. ამასთან, ხ---------–-----ა ვ-------------–---------ს შეეკითხა მხოლოდ ცნობაში შესატანი დაპატიმრების თარიღის შესახებ და ცნობის შევსების შემდეგ, გათავისუფლების ცნობა, განჩინების, პატიმრის საქმისა და პროკურორის წერილთან ერთად, მიუტანა განყოფილების უფროსს - ს------------–---–ს. მანვე აღნიშნა, რომ შესვენებაზე გასვლის გამო იგი სხვა დეტალებს არ შესწრებია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსის - პ------------ს 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, 2016 წლის 10 მარტს, 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მასთან ოთახში შევიდა ბ-------------, რომლისგანაც შეიტყო შეცდომით სხვა პატიმრის გათავისუფლების თაობაზე. ამის შემდეგ, პ------------ სამ თანამშრომელთან ერთად გავიდა ჭავჭავაძის ქუჩაზე სამი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ბრალდებულის სანახავად, თუმცა, დაახლოებით, 30-40 წუთის შემდეგ დირექტორის ბრძანებით გ---------------გან შეიტყო ბრალდებულის უკან დაბრუნების შესახებ, დანარჩენი დეტალების შესახებ კი მისთვის უცნობია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწის - ლ-–--------–--ის 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, 2016 წლის 10 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური აღრიცხვის განყოფილებიდან გადაეცათ ინფორმაცია ბრალდებულ - ბ-------------ის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. პატიმარს პირადი მონაცემები გამოკითხა ჯერ თავად, ხოლო შემდეგ - ბ-------------მ და ამის შემდეგ თვითონ მიაციალა იგი გარე დაცვის სამსახურამდე. მანვე განმარტა, რომ გათავისუფლების ცნობის შევსების შესახებ დეტალები მისთვის უცნობია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილების ი------------კ----------–-----ის - ხ---------–-----ას განმარტების თანახმად, მისი ფუნქციები, ისევე როგორც სხვა თანამშრომლების ფუნქციები, განსაზღვრულია დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული უფლება-მოვალეობების ნუსხით. 2016 წლის 10 მარტს, დაახლოებით, 12 სთ-დან 13 სთ-მდე განყოფილების უფროსმა - ს------------–---–მა გადასცა რაღაც დოკუმენტი და პატიმრის გათავისუფლების ფორმა და უთხრა, რომ ლ--–------------ს გათავისუფლების მიზნით მიეტანა ბ-------------ის პირადი საქმე. ხ---------–-----ას განმარტებით, გადაცემული დოკუმენტის ნახვის გარეშე, ლ--–------------ს გამოართვა ბ-------------ის პირადი საქმე და ვინაიდან დაკავებული იყო ბ-------------, თავად დაიწყო გათავისუფლების ცნობის შევსება. მან ვ---------------–--------ის მიერ გაწეული დახმარებისა და სხვა პატიმრის გათავისუფლების ცნობის ნიმუშის გათვალისწინებით შეავსო ბ-------------ის გათავისუფლების ცნობა, რომელიც პროკურატურის წერილთან და პატიმრის პირად საქმესთან ერთად გადასცა ს------------–---–ს. ხ---------–-----ამ განმარტა, რომ ს------------–---–-- მითითებით, გათავისუფლების ფურცელზე დაამატა დირექტორის სახელი და გვარი, რის შემდეგაც გავიდა შესვენებაზე. ამის შემდეგ ის ფლობს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ ბ-------------მ აღმოაჩინა შეცდომით სხვა პატიმრის გათავისუფლების შესახებ, რომელიც მოგვიანებით დააბრუნეს დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსის - ს------------–---–-- 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, 12.00 სთ-დან 13.00 სთ-მდე შესასრულებლად დაეწერა პროკურორის წერილი ბრალდებულ - თ-----------------------------ის გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული წერილი გათავისუფლების ბლანკებთან ერთად ბ--------------ათვის გადასაცემად გაატანა ხ---------–-----ას, ვინაიდან თავად სხვა საქმით იყო დაკავებული. დაახლოებით, ნახევარ საათში ხ---------–-----ამ ოთახში შეუტანა ბ-------------ის სახელზე შეცდომით შევსებული გათავისუფლების ცნობა, რომელსაც უყურადღებოდ გადახედა და მცირე შენიშვნების გასწორების შემდეგ შეუტანა დაწესებულების დირექტორს, სხვა ხელმოსაწერ დოკუმენტებთან ერთად. ამის შემდეგ, დირექტორს მოკლედ მოახსენა რომელი პატიმარი თავისუფლდებოდა შეწყალების და რომელი გირაოს საფუძველზე და დირექტორისგან ხელმოწერილი დოკუმენტები შემდეგი რეაგირებისათვის გადასცა ბ-------------ს. ამასთან, რადგან მისი მორიგეობა იყო დასრულებული, დასასვენებლად წავიდა სახლში. მოგვიანებით, მას დაუკავშირდა ბ------------- და აცნობა პატიმრის შეცდომით გათავისუფლების შესახებ. მისივე განმარტებით, დაახლოებით, ნახევარ საათში სამსახურში დაბრუნების შემდეგ, დაუყოვნებლივ რეაგირების შედეგად, შეცდომით გათავისუფლებული პატიმარი დაბრუნდა დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ი-----------ის - ბ-------------- 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, ვინაიდან ფ-----------------ე სარგებლობდა შვებულებით, ის და ბ------------- მორიგეობდნენ ორ დღეში ერთხელ. 2016 წლის 10 მარტს მორიგე იყო თავად. როდესაც განყოფილების უფროსმა - ს------------–---–მა მასთან შეიტანა პატიმრის გათავისუფლების შესახებ პროკურატურის წერილი, ის დაკავებული იყო სხვა საქმით და როგორც მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი, ხ---------–-----ამ დაიწყო მისი შესრულება. მანვე აღნიშნა, რომ უცნობია, ვინ დაავალა ხ---------–-----ას დოკუმენტის მომზადება ან ვის სახელზე იყო წერილი მოსული. დაახლოებით, 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე ს------------–---–მა სხვა საქმეებთან ერთად გადასცა შევსებული ფორმა „ა“, რომლის საფუძველზეც გაათავისუფლა ბრალდებული. ბრალდებულის გათავისუფლებიდან, დაახლოებით, 15-20 წთ-ში, კანცელარიიდან შესული ფოსტის გადარჩევისას და შესაბამისი ინფორმაციის მოძიების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ თ---------------ის ნაცვლად გაათავისუფლეს ბ-------------ე. ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა დაწესებულების დირექტორს - გ----------ეს, უსაფრთხოების განყოფილების უფროსს - პ------------ს და სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს - ს------------–---–ს. ბ-------------მ განმარტა, რომ სათანადო რეაგირების შემდეგ, ბ-------------ე დაბრუნებული იქნა დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2016 წლის 21 მარტს დამტკიცებული MOC 6------------ დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამავე სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილების ი------------კ----------–-----ი, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი - ხ----------------------------–---–-----ა, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად - დათხოვნილი ყოფილიყო სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში.
ამავე დასკვნის თანახმად, გ----------ემ უგულებელყო ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ", ,,დ" და ,,ვ" ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები, სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, სპეციალური მითითებების გარეშე უნდა დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად, დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია: დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა, ასევე დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე.
,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თნახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომაა: სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება. მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩდენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
ამავე დასკვნის შესაბამისად, ს------------–---–მა ჩადენილი ქმედებით უგულებელყო: ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ", ,,დ" და ,,ვ" ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები. სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, სპეციალური მითითებების გარეშე უნდა დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.
სასჯელაღსრულების მინისტრის 2015 წლის №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტანციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობათა პირველის პუნქტის თანახმად, განყოფილების უფროსი - ს------------–---–ი ახორციელებდა ,,ე---–--უს" სისტემაში შესული ფოსტა-კორესპონდენციის განხილვას და განაწილებას ფუნქციების მიხედვით. ორგანიზებას უწევდა განყოფილების მუშაობას, მიმართულებას აძლევდა განყოფილების თანამშრომლებს სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად, აკონტროლებდა მათ საქმიანობას, სისტემატიურად აკონტროლებდა განყოფილების თნამშრომელთა მიერ შესრულებულ სამუშაოს, აკონტროლებდა და პესონალურად პასუხიმგებელი იყო განყოფილების მიერ კანონიერების დაცვაზე. უზრუნველყოფდა სასამართლოდან შესული ნებისმიერი დოკუმენტის შემოწმებასა და შესწავლას, რომელიც დაკავშირებულია პატიმრის გათავისუფლებასთან, ფორმა ,,ა"-ს და ფორმა ,,ბ"-ს მომზადებასთან გასანთავისუფლებელ პატიმრებზე. პროკურატურიდან გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მის რეგისტრაციაზე და პატიმრის გათავისუფლებაზე.
,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თნახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომაა: სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება. მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩდენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
2016 წლის 15 მარტს - გ----------ემ, ხოლო 16 მარტს ს------------–---–მა პატაკით მიმართეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და ითხოვეს დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება. შესაბამისად, 2016 წლის 16 მარტის MOC 9 16 00001242 ბრძანებით იუსტიციის პოლკოვნიკი - გ----------ე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, ხოლო 2016 წლის 17 მარტის MOC 8 16 00001269 ბრძანებით იუსტიციის პოლკოვნიკი - ს------------–---–ი ასევე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან სამხედრო ძალების თადარიგში.
დასკვნის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების" 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,თუ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, დასკვნის მიღებამდე ან მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი ბრძანების გამოცემამდე გათავისუფლდა/დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან, გენერალური ინსპექცია ამ დებულებით დადგენილი წესით, შესაბამისი დასკვნით შეწყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას". აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა გ----------ისა და ს------------–---–-- მიმართ რაიმე სახის დისციპლინური სახდელის დაკისრების თობაზე, რის გამოც მათ მიმართ უნდა შეწყვეტილიყო სამსახურებრივი შემოწმება.
2.2.9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 7------------ ბრძანებით, ამავე სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილების ი------------კ----------–-----ს, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტ - ხ----------------------------–--–-----ას დაეკისრა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გენერალური ინსპექციის 2016 წლის 21 მარტის №2----- დასკვნის საფუძველზე და 2016 წლის 24 მარტიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
2.2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს (საქმე №3/3143-16) გადაწყვეტილებით, ხ---------–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 0---------- ბრძანება ხ---------–-----ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ხ---------–-----ამ დაწესებულებაში შესული პროკურატურის საფუძველზე შეცდომით მოამზადა/შეავსო ბრალდებულის გათავისუფლების ცნობა, რომელიც განყოფილების უფროსის მიერ დაწესებულების დირექტორთან შესაბამისი საფუძვლის გარეშე წარდგენისა და ამ უკანასკნელის მიერ ხელმოწერის შემდეგ გახდა საფუძველი შეცდომით სხვა ბრალდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლებისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ---------–-----ას მიერ ნაკისრი მოვალეობა არაჯეროვნად იქნა შესრულებული, რომელიც ხელმძღვანელი პირების მიერ მაშინვე არ იქნა გამოვლენილი და ეს ფაქტი მხოლოდ სხვა ბრალდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით სხვა პირი გათავისუფლდა დაწესებულებიდან, სათანდო რეაგირების საფუძველზე ეს უკანასკნელი იმ დღესვე დაბრუნდა დაწესებულებაში, ხოლო მის ნაცვლად გათავისუფლდა შესაბამისი პირი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, ხ---------–-----ამ არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და სადავო არ იყო, რომ უშუალოდ მან შეავსო ბრალდებულის გათავისუფლების ცნობა, თუმცა მის მიერ შევსებული ცნობა უნდა გადაემოწმებინა როგორც განყოფილების უფროსს, ასევე დაწესებულების დირექტორს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოეწერა ცნობაზე ხელი ამ უკანასკნელს. შესაბამისად, საკმარისი არ იყო ხ---------–-----ას მიერ ბრალდებულის გათავისუფლების ცნობის შევსება და იგი არ წარმოადგენდა ბრალდებულის გასათავისუფლებლად საბოლოო რგოლს. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მასალებით დაადგინა, რომ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით ახსნა-განმარტებები ჩამოართვა ყველა იმ პირს, ვისაც შეიძლებოდა ინფორმაცია ჰქონოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით და მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია ხ---------–-----ას შეფარდებოდა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
სასამართლომ განმარტა, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ იყო დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ იყო მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი იმ პირობებში, როდესაც შეცდომით გათავისუფლებული ბრალდებული იმავე დღეს იქნა დაბრუნებული დაწესებულებაში და რატომ დაიცავდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს, ხოლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მოსარჩელე - ხ---------–-----ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეესაბამებოდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ პირობებს.
ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი არ იყო შეზღუდული მითითებული ქცევის გამო, მოსარჩელე - ხ---------–-----ას მიმართ გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციული, თანაზომიერი ზომა და ამ გზით უზრუნველეყო, ერთი მხრივ,, საჯარო ინტერესის დაცვა, მოსამსახურეზე ადეკვატური ზემოქმედება ქცევის გაუმჯობესების და გამოსწორების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის დაცვა და ამ გზით მისი კერძო ინტერესის - საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების დაცვა.
2.2.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის (საქმე №3ბ/1992-16) განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
2.2.12. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოცემული იქნა MOC 8------------ დასკვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილების ი------------კ----------–----- - ხ---------–-----ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით.
გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ხ---------–-----ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას, რაც გამოიხატა მის მიერ ბრალდებულის გათავისუფლების ცნობის უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ შედგენაში, რამაც №2 პენიტენციური დაწესებულება და მთლიანად სამინისტროს სისტემა დააყენა სერიოზული საფრთხის წინაშე, რადგან მის უხეშ დაუდევრობას შეეძლო გამოეწვია არასწორად გაშვებული ბრალდებულის მიმალვა, გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლა და სხვა. მეტიც, აღნიშნული უხეში გადაცდომის გამო სხვა მსჯავრდებულის - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წერილში მითითებული - თ---------------ის უფლება შეილახა, რომლის გათავისუფლება, აღწერილი მოვლენების გამო რამდენიმე საათის დაგვიანებით (16:30-ზე) მოხდა. ამასთან, ყოველივე აღნიშნულის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ერთი მხრივ, ხ---------–-----ას პროკურატურის წერილი მეტი ყურადღებით რომ წაეკითხა, რადგან აბსოლუტურად არადამაჯერებელია, რომ ამ წერილში მან მხოლოდ გადახდილი გირაოს ოდენობა და პროკურატურის დასახელება წაიკითხა და დანარჩენ (5-სტროფიანი) ტექსტს კი პრინციპულად არ შეხედა, ვინაიდან, როგორც იგი ამტკიცებს ენდო ს------------–---–ს, მეორე მხრივ კი, ს------------–---–ს და გ----------ეს ჯეროვნად რომ წაეკითხათ გასათავისუფლებელ პირზე ხ---------–-----ას მიერ არასწორად შევსებული დოკუმენტები.
ინსპექციამ მიუთითა, რომ არ არსებობდა ხ---------–-----ას განმარტების გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თითქოს მას არ ევალებოდა ბრალდებულის გათავისუფლების ცნობის შედგენა და არ ჰქონდა მსგავსი დოკუმენტის შედგენის გამოცდილება, ვინაიდან იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით მიმაგრებული იყო №2 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაზე, რომლის ფუნქციებშიც შედიოდა აღნიშნული ცნობების შედგენა. ამ შემთხვევაში კი, თუ მას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნდა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უარი უნდა განეცხადებინა დავალების შესრულებაზე, რაც მას არ გაუკეთებია. მეტიც, მას ორჯერ - 2014 წლის 7 მაისსა და 2016 წლის 15 იანვარს წერილობითი თანხმობა ჰქონდა მიცემული სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაში სამუშაოდ მიმაგრებაზე. ინსპექციამ 10 მარტის შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ დაწესებულების თანამშრომელთა განმარტებებისა და თავად ხ---------–-----ას განმარტებითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ ს------------–---–-- შეთავაზებას - მას შეევსო ბრალდებულის გათავისუფლების დოკუმენტი, იგი თვითონ დათანხმდა.
ხ---------–-----ას მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური ზემოქმედების ზომის პროპორციულობასთან დაკავშირებით ჩადენილ არამართლზომიერ ქმედებასთან და მის შედეგთან დაკავშირებით, გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ ხ---------–-----ას ქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი, აგრეთვე საფრთხე შეექმნა მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგან პენიტენციური დაწესებულებიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა გათავისუფლებული მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის (საქ. სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირი. გენერალურმა ინსპექციამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბ-------------ისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით სასამართლომ ერთადერთ შესაძლო და აუცილებელ ზომად, რაც უზრუნველყოფდა საქარველოს სსსკ 198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნის მიღწევას (198.1 აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულდება), მიიჩნია სწორედ პატიმრობის შეფარდება. დაწესებულებიდან ბ-------------ის, უხეში დაუდევრობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, შეცდომით, კანონიერი საფუძვლის გარეშე გაშვებით კი შეიქმნა რეალური საფრთხე - ამ უკანასკნელს გაენადგურებინა მტკიცებულებები, დაეშინებინა მის საქმესთან დაკავშირებით მოწმეები, დამალვოდა მართლმსაჯულებას, ხელი შეეშალა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის და მეტიც, ჩაედინა ახალი დანაშაული, რადგან ეს საფრთხეები უკანონოდ გაშვებულ ბრალდებულ - ბ-------------ის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე თავიდან იქნა აცილებული და იმის გამო, რომ ის საკუთარი ნებით დაბრუნდა დაწესებულებაში, ხ---------–-----ას მიერ ჩადენილი უხეში დისციპლინური გადაცდომის მძიმე შედეგს არანაირად არ ამცირებს. მით უფრო, რომ აღნიშნულმა დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია არამხოლოდ სამინისტროს სისტემის იმიჯისთვის ზიანის მიყენება, არამედ ბრალდებულ - თ---------------ის გათავისუფლების შეფერხებაც. აქვე აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, ბ-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ინსპექციის დასკვნაში მითითებული იქნა, რომ თუ მოხელე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას გამოუცდელობის, უცოდინრობის ან არასათანადო კვალიფიკაციის მიზეზით და არა სამსახურებრივი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, მისი ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სამსახურებრივ გულგრილობად. სათანადო პირობების არსებობისას მის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, თვით სამუშაოდან დათხოვნაც კი.
განსახილველ შემთხვევაში კი, სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაში ბრძანებით მიმაგრებულ ოფიცერ ხ---------–-----ას უფლება-მოვალეობები განსაზღვრული იყო მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებებით, მან კი იცოდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხ---------–-----ამ „არ იცოდა“ როგორ უნდა შეევსო გათავისუფლების დოკუმენტი, როგორც ეს უკანასკნელი ცდილობს ამტკიცოს, ამ შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება და აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, თვით სამუშაოდან დათხოვნაც, რაც პირდაპირ პასუხობს სამართლის თეორიაში ცნობილ პრინციპს, რომ კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან.
დასკვნაში მითითებული იქნა, რომ პენიტენციური დაწესებულების ყოფილ ოფიცერ ხ---------–-----ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დიდ და გაუმართლებელ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან დაკავებულ პოზიციაზე მსგავსი გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სამინისტროს და ზოგადად საჯარო ინტერესები არ შეიძლება ემყარებოდეს რომელიმე თანამშრომლის მიერ შეცდომით (თუნდაც დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულების ან სხვა უფრო მეტად აბსურდული მოტივის, მათ შორის ვითომდა უცოდინრობის ან არასათანადო კვალიფიკაციის გამო) გაშვებული სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულის კეთილ ნებას, რომ არ გაანადგურებს მტკიცებულებებს, ზეწოლას არ მოახდენს პროცესის მონაწილეებზე, არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ბოლოს საკუთარი ნებით დაბრუნდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საკითხისადმი ასეთი მიდგომა შესაძლებელია სხვა ოფიცრებისთვისაც გარკვეული წახალისებაც კი იყოს, რათა ჩაიდინონ რაიმე სახის უკანონობა ისეთ რთულ და სპეციფიკურ სამსახურში, როგორიც პენიტენციური სისტემაა. ასეთის თუნდაც მინიმალური რისკის დაშვებაც კი ზიანის მიმყენებელი იქნება არამხოლოდ სახელმწიფოს და სამინისტროს, არამედ საზოგადოებრივი ინტერესებისთვისაც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწოვანთა განყოფილების ი------------კ----------–-----ი, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი - ხ---------–-----ა, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დათხოვნილი ყოფილიყო სამსახურიდან 2016 წლის 24 მარტიდან.
რაც შეეხება გ----------ისა და ს------------–---–-- საკითხს, დასკვნაში მითითებული იქნა ისევ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების" 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,თუ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, დასკვნის მიღებამდე ან მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი ბრძანების გამოცემამდე გათავისუფლდა/ დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან, გენერალური ინსპექცია ამ დებულებით დადგენილი წესით, შესაბამისი დასკვნით შეწყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას". აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა გ----------ისა და ს------------–---–-- რაიმე სახის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე, რის გამოც მათ მიმართ უნდა შეწყვეტილიყო სამსახურებრივი შემოწმება, რადგან ამ უკანასკნელებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიმართეს მიმდინარე შემოწმების დასრულებამდე, რაც დაკმაყოფილებული იქნა და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან პირადი პატაკის საფუძველზე. შესაბამისად, იმ მომენტისათვის, პირველ რიგში, არ არსებობდა მათ მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და მეორეც, არ არსებობდა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მათი პატაკების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
დასკვნაში მითითებული იქნა, რომ შემოწმების პროცესში გ----------ისა და ს------------–---–-- მიმართ სამინისტრომ გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული რესურსი და შესაძლებლობა და უტყუარად დაადგინა მათ მიერ უხეში სამართლებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტი, მათ ქმედებას მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, თუმცა ზემოთაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გენერალური ინსპექცია ვერ იმსჯელებდა მათ მიმართ დისციპლინური სახდელის რომელიმე ზომის შეფარდების თაობაზე. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მათ პირად საქმეებს დაერთო სამსახურებრივი შემოწმების საფუძველძე შედგენილი №2----- დასკვნა, რომელიც მუდმივად იქნება მათი პირადი საქმის განუყოფელი ნაწილი.
გარდა ამისა მითითებული იქნა, რომ სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე, გ----------ეც, ს------------–---–იც და ხ---------–-----აც განაგრძობდნენ მუშაობას მათ სამუშაო ადგილებზე და თუ გარკვეულ მომენტში დაწესებულების დირექტორმა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსმა იგრძნეს თავიანთი პასუხიმგებლობა ჩადენილი უხეში დისციპლინური დარღვევისთვის და პირადი პატაკის საფუძველზე, საკუთარი ნება-სურვილით მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება, ხ---------–-----ა ასევე თავისი ნება-სურვილით დაელოდა სამსახურებრივი შემოწმების დასრულებას, რაც მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის შეფარდების თანაზომიერების პრინციპს არანაირად არ არღვევს, მით უფრო, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე ერთვის მათ პირად საქმეებს.
2.2.14. საქმეში წარმოდგენილია დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ბრალდებულზე გასაცემი ცნობა ფორმა „ა“, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს მოქალაქის მონაცემებს (გვარი, სახელი, მამის სახელი).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რომლის კანონიერებაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით გათავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, მათ შორის, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
სასამართლომ მიუთითა ასევე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს - პენიტენციურ დეპარტამენტს (შემდგომ - დეპარტამენტი) და ანალიტიკურ დეპარტამენტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, დეპარტამენტი ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციას, სამართლებრივი რეჟიმის დაცვას, შიდა უსაფრთხოებისა და გარე დაცვის უზრუნველყოფას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას, პენიტენციური დაწესებულებების საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალო აღსრულებას. პენიტენციური დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტს ექვემდებარება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ვ) არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება.
ხ---------–-----ას გათავისუფლებამდე ეკავა - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ი------------კ----------–-----ის, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2.3.3. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის კანონიერი უფლებები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; თ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების" მე-11 მუხლზე, რომლითაც გაწერილია სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები. აღნიშნული მუხლის „დ“ პუნქტით კი, განყოფილების ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს - მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორის მიერ 2016 წლის 4 იანვარს დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობების (ს.ფ. 82-89) მიხედვით, ხ---------–-----ას უფლებამოსილებანი განისაზღვრა შემდეგნაირად: დაწესებულებაში შესულ ბრალდებულთა პირადი საქმეების შედგენა; გათავისუფლებულ ბრალდებულთა და მსჯავდებულთა პირადი საქმეების დაარქივება; დაწესებულებაში მიღებულ ბრალდებულთა ფორმა №1 შევსება, პატიმრის ანკეტის შედგენა; ფოსტა კორესპოდენციის, სხვადასხვა ბრძანებების, განკარგულებების პირად საქმეზე მიკუთვნება; პირად საქმეში არსებული ფურცლების დანომვრა; წერილების დაბეჭდვა და ამოღება კომპიუტერიდან; საგამოძიებო, სასამართლო და მისჯილ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დალაგება კატეგორიების მიხედვით; დაარქივებული პირადი საქმეების მოძიება და სათანადო ცნობების, განაჩენებისა და სხვა მასალების ქსეროასლების მომზადება და მიწოდება საჭიროებისამებრ; სასამართლო განაჩენებისა და განჩინებების პირად საქმეში მოთავსება ბ-------------სთან ერთად; კონტროლის გაწევა სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხულ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების განკუთვნილ ადგილზე მოთავსებასა და მასში ბრძანებების მიკუთვნებაზე; შეწყალების ანკეტების მომზადება; ხანმოკლე პაემნებზე ცნობების გადამოწმება.
2.3.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების" პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრებისა და რიგითების დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელების სახეებს, მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის წესს.
აღნიშნული წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს ამ წესდების, სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ადგენს შესაბამის დასკვნას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეს წარმოადგენს - სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს ასევე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-12 მუხლის „ა“ პუნქტი, ხოლო წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით კი, მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/ გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
დისციპლინურ გადაცდომასა და პასუხისმგებლობის ზომებს ითვალისწინებს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-79 მუხლები. კერძოდ, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ხოლო იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
2.3.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 7------------ ბრძანებით, ამავე სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილების ი------------კ----------–-----, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტ - ხ----------------------------–--–-----ას დაეკისრა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გენერალური ინსპექციის 2016 წლის 21 მარტის №2----- დასკვნის საფუძველზე და 2016 წლის 24 მარტიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს (საქმე №3/3143-16) გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლომ განმარტა, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ იყო დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ იყო მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი იმ პირობებში, როდესაც შეცდომით გათავისუფლებული ბრალდებული იმავე დღეს იქნა დაბრუნებული დაწესებულებაში და რატომ დაიცავდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფორისის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოცემულ იქნა MOC 8------------ დასკვნა. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ხ---------–-----ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას, რაც გამოიხატა მის მიერ ბრალდებულის გათავისუფლების ცნობის უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ შედგენაში, რამაც №2 პენიტენციური დაწესებულება და მთლიანად სამინისტროს სისტემა დააყენა სერიოზული საფრთხის წინაშე, რადგან მის უხეშ დაუდევრობას შეეძლო გამოეწვია არასწორად გაშვებული ბრალდებულის მიმალვა, გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლა და სხვა. მეტიც, აღნიშნული უხეში გადაცდომის გამო სხვა მსჯავრდებულის - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წერილში მითითებული - თ---------------ის უფლება შეილახა, რომლის გათავისუფლება, აღწერილი მოვლენების გამო, რამდენიმე საათის დაგვიანებით (16:30-ზე) მოხდა.
გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულების ყოფილ ოფიცერ - ხ---------–-----ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დიდ და გაუმართლებელ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან დაკავებულ პოზიციაზე მსგავსი გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სამინისტროს და ზოგადად საჯარო ინტერესები არ შეიძლება ემყარებოდეს რომელიმე თანამშრომლის მიერ შეცდომით (თუნდაც დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულების ან სხვა უფრო მეტად აბსურდული მოტივის, მათ შორის, ვითომ უცოდინრობის ან არასათანადო კვალიფიკაციის გამო) გაშვებული სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულის კეთილ ნებას, რომ არ გაანადგურებს მტკიცებულებებს, ზეწოლას არ მოახდენს პროცესის მონაწილეებზე, არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ბოლოს საკუთარი ნებით დაბრუნდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საკითხისადმი ასეთი მიდგომა შესაძლებელია სხვა ოფიცრებისთვისაც გარკვეული წახალისებაც კი იყოს, რათა ჩაიდინონ რაიმე სახის უკანონობა ისეთ რთულ და სპეციფიკურ სამსახურში როგორიც პენიტენციური სისტემაა. ასეთის თუნდაც მინიმალური რისკის დაშვებაც კი, ზიანის მიმყენებელი იქნება არა მხოლოდ სახელმწიფოს და სამინისტროს ინტერესებისთვის არამედ საზოგადოებრივი ინტერესებისთვისაც.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების ი------------კ----------–-----ს, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტ - ხ---------–-----ას დაეკისრა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გენერალური ინსპექციის 2017 წლის 17 ოქტომბრის №817434 დასკვნის საფუძველზე და დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 2016 წლის 24 მარტიდან.
სასამართლომ აღნიშნა, დაწესებულება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, მოითხოვს მომეტებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მასში მომუშავე მოსამსახურეთა მხრიდან. მოსარჩელის მიერ არასწორად იქნა შევსებული დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ბრალდებულზე გასაცემი ცნობა - ფორმა „ა“, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს მოქალაქის მონაცემებს (გვარი, სახელი, მამის სახელი) (ს.ფ. 206-207). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გასათავისუფლებელი პირის - თ---------------ის ნაცვლად მითითებული იქნა ბრალდებული - ბ-------------ე, რითაც მხარის მიერ დაშვებული იქნა არა მექანიკური, არამედ არსებითი ხასიათის შეცდომა. აღნიშნული კი მიუთითებს მის მიერ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დასაქმებული პირის პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობაზე, რითაც გამოწვეული იქნა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ხ---------–-----ა არ იყო ის ბოლო მოხელე, რომლის უშუალო მოქმედების შედეგად შეიძლება მომხდარიყო ვინმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის შეცდომით გათავისუფლების პროცესში მონაწილე ყველა მოხელის მიმართ უნდა დამდგარიყო შესაბამისი პასუხიმგებლობის საკითხი, მაგრამ საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებით დგინდება, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა და დაამტკიცა დასკვნა, მოსარჩელე - ხ---------–-----ას გარდა, პროცესში მონაწილე სხვა არცერთი მოხელე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღარ მუშაობდა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მის ფუნქციებში არ შედიოდა მსგავსი ფორმების შევსება, რადგან შეცდომა, რამაც გამოიწვია სხვის მაგივრად სხვა ბრალდებულის გათავისუფლება, მდგომარეობდა არა თვით დოკუმენტის შევსების ნიუანსებში, არამედ თავშივე, დოკუმენტის სხვის სახელზე შევსებაში, რასაც სჭირდებოდა არა ფორმის შევსების ცოდნა, არამედ პროკურატურიდან გადმოგზავნილ დოკუმენტში იმ ბრალდებულის მონაცემების ნახვა, ვისი გათავისუფლებაც იყო მოთხოვნილი.
2.3.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ხ---------–-----ას მიმართ მართებულად იქნა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების სახით - სამსახურიდან დათხოვნა, რადგანაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი მოხელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენას, რაც გამორიცხავდა მის მიმართ ნდობას, რომ მომავალშიც არ მოხდებოდა მისი მხრიდან მსგავსი შეცდომის დაშვება, რასაც შესაძლოა მოყოლოდა მოცემული შემთხვევისგან არსებითად განსხვავებული შედეგი.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს ხ---------–-----ას სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
2.3.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. სასამართლომ მიუთითა დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს ხ---------–-----ას სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება დაევალოს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაში მიმაგრება არ ნიშნავდა, რომ იგი იყო ამ განყოფილების სრულუფლებიანი თანამშრომელი და მას მოეთხოვებოდა იმ უფლება-მოვალეობების შესრულება და ცოდნა, რაც ამ განყოფილების თანამშრომლებს ჰქონდათ. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება არის სპეციფიკური, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რაც ხ---------–-----ას არ გააჩნდა და გადამზადების გარეშე, რომელიც არ გაუვლია ამ განხრით, მოსარჩელის ამ განყოფილების სრულუფლებიან თანამშრომლად მიჩნევა უსაფუძვლოა. იმ გარემოებას, რომ ხ---------–-----ა არ იყო სპეციალური აღრიცხვის განყოფილების სრულფასოვანი თანამშრომელი, ადასტურებს ისიც, რომ იმ პერიოდში ხ---------–-----ა სამსახურმა მიავლინა სამართლებრივი რეჟიმის კურსზე, ვინაიდან იგი იყო სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელი. აღნიშნული კურსი ხ---------–-----ამ გაიარა წარმატებით, აიღო პირველი ხარისხის სერტიფიკატი და სამინისტროს მთავარ საიტზე არის ხ---------–-----ას ფოტო, როდესაც მინისტრი გადასცემს მას სერტიფიკატს.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ დაადგინა და არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხ---------–-----ას მოვალეობებში არ შედიოდა და მის კომპეტენციასა არ წარმოადგენდა პატიმრის გათავისუფლების ფორმა ,,ა"-ს შევსება, რომლის არასწორად შევსების გამოც უკანონოდ დაითხოვეს ხ---------–-----ა სამსახურიდან. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 07 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, სასამართლოებმა უკვე დაადგინეს, რომ, მართალია, ხ---------–-----ამ არასწორად შეავსო პატიმრის გათავისუფლების ფორმა ,,ა", თუმცა ხ---------–-----ას კომპეტენციასა და მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხს არ წარმოადგენდა აღნიშნული ფორმა ,,ა"-ს შევსება და ამ ფუნქციის/დავალების შესრულება. სასამართლოებმა ასევე დაადგინეს, რომ აღნიშნული ფორმის შევსების სისწორე საბოლოოდ უნდა დაედასტურებინათ შესაბამისი მაღალი რგოლის თანამდებობის პირებს, კერძოდ, ხ---------–-----ას უშუალო უფროსსა და დაწესებულების დირექტორს, რომელთაც მომეტებული პასუხისმგებლობა აქვთ დაბალი რგოლის თანამშრომლებთან მიმართებაში. შესაბამისად, დადგინდა, რომ ხ---------–-----ას მიერ მხოლოდ ბრალდებულების გათავისუფლების ცნობის შევსება არ იყო საკმარისი და იგი არ წარმოადგენდა ბრალდებულების გასათავისუფლებლად საბოლოო რგოლს, რის გამოც მოხდა ხ---------–-----ას უსაფუძვლოდ დათხოვნა სამსახურიდან.
აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის MOC 617 00003138 ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი, ზემოაღნიშნული გარემოებების სრული იგნორირებით.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ძირითადად დააფუძნა იმ არგუმენტაციაზე, რომ ხ---------–-----ამ შეცდომით შეავსო ბრალდებულის გათავისუფლების ფორმა ,,ა". საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, სასამართლოს მიერ თავდაპირველი დავისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი ადასტურებს მოსარჩელის უკანონო გათავისუფლებას. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, ერთი მხრივ, პატიმრის გათავისუფლების ფორმის შევსება არ წარმოადგენდა ხ---------–-----ას უშუალო მოვალეობას, მეორე მხრივ კი, დადგინდა რომ ხ---------–-----ას ქმედებას არ გამოუწვევია ზიანი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო. გარდა ამისა, სასამართლოთა მიერ დადგინდა, რომ ხ---------–-----ა უკანონოდ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან და მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული დისციპლინური სახდელის უკიდურესი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამასთან, პასუხისმგებლობა არ დაკისრებია სხვა თანამშრომლებს, რომელთაც ევალებოდათ სადავო დოკუმენტის გადამოწმება და პასუხისმგებელნი იყვნენ მის სისწორეზე.
აპელანტი აღნიშნავს, ,,საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლი იძლევა დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და დისციპლინური სახდელების ზომებს, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა არის ყველაზე უკიდურესი ზომა. ანალოგიურ რეგულაციას იძლევა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 78-79-ე მუხლები. მაშასადამე, კანონმდებელი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა სახეებს, ახდენს მათ გრადაციას, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს სწორედ მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ხასიათის მიხედვით. აღნიშნული დისციპლინური ზომის გამოყენებით კი ზიანი არ უნდა მიადგეს მოსამსახურეს და მისი გამოყენების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დასჯა, არამედ შესაბამისი ღონისძიების გამოყენებით უნდა დასტურდებოდეს იმ ძირითადი მიზნის მიუღწევლობა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას გააჩნია. ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ ყველაზე უკიდურესი ღონისძიების გამოყენების - სამსახურიდან დათხოვნის აუცილებელი წინაპირობები არსებობდა და სხვა, უფრო მსუბუქი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება შეუძლებელი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის Nბს-525-512(კ-14) გადაწყვეტილებაზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ წარმოადგენდა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელს, რომლის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი, პირიქით, მუდმივად ხდებოდა მისი პროფესიული გადამზადება, სერტიფიცირება და მადლობის გამოცხადება სამსახურებრივი მოვალეობის საუკეთესოდ შესრულებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას საქმის უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
5.2.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხ---------–-----ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება, რასაც უკავშირდება მისი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება.
სააპელაციო პალატა, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გასაჩივრებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი № 28537/02), სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40).“
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. გადაწყვეტილების აღსრულება კი გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებასა და შესრულებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს (საქმე №3/3143-16) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხ---------–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 0---------- ბრძანება ხ---------–-----ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,არც შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ არის დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ არის მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი იმ პირობებში, როდესაც შეცდომით გათავისუფლებული ბრალდებული იმავე დღეს იქნა დაბრუნებული დაწესებულებაში და რატომ დაიცავს პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს, ხოლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მოსარჩელე ხ---------–-----ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეესაბამება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N144 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ პირობებს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი არ არის შეზღუდული მითითებული ქცევის გამო, მოსარჩელე ხ---------–-----ას მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციული, თანაზომიერი ზომა და ამ გზით უზრუნველყოს ერთი მხრივ საჯარო ინტერესის დაცვა, მოსამსახურეზე ადეკვატური ზემოქმედება ქცევის გაუმჯობესების და გამოსწორების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის დაცვა და ამ გზით მისი კერძო ინტერესის - საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების დაცვა."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა დასაქმებულის ჩადენილი ქმედების შინაარსი, შედეგი და გამოეყენებინა შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. რაც შეეხება ხ---------–-----ას სამსახურიდან გათავისუფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი გამოყენება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხ---------–-----ა კვლავ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული, ამასთან, იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც უკვე შეფასებული და გამოკვლეული იყო სასამართლოს მიერ თავდაპირველი სამართალწარმოებისას და სამსახურიდან დათხოვნა არ იქნა კანონიერად მიჩნეული. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო აპელირებს ბრალდებულის გათავისუფლების ფორმის სათანადოდ შეუვსებლობაზე, შედეგად, ერთი მხრივ, ბრალდებულის არასწორად გათავისუფლების გამო მტკიცებულებათა განადგურების, მისი მიმალვის საფრთხის შექმნაზე, მეორე მხრივ კი, გასათავისუფლებელი პირის დაგვიანებით გათავისუფლებით მიყენებულ ზიანზე.
5.2.3. „საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის კანონიერი უფლებები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; თ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N119 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N2 პენიტენციური დაწესებულების დებულების" მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. ამავე დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ერთ-ერთი ფუქნციაა მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორის მიერ 2016 წლის 4 იანვარს დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობანის (ს.ფ. 82-89) მიხედვით, ხ---------–-----ას უფლებამოსილებანი განისაზღვრა შემდეგნაირად: დაწესებულებაში შესული ბრალდებულთა პირადი საქმეების შედგენა; განთავისუფლებულ ბრალდებულთა და მსჯავდებულთა პირადი საქმეების დაარქივება; დაწესებულებაში მიღებულ ბრალდებულთა ფორმა N1 შევსება, პატიმრის ანკეტის შედგენა; ფოსტა, კორესპოდენციის, სხვადასხვა ბრძანების, განკარგულების პირად საქმეზე მიკუთვნება; პირად საქმეში არსებული ფურცლების დანომვრა; წერილების დაბეჭდვა და ამოღება კომპიუტერიდან; საგამოძიებო, სასამართლო და მისჯილმსჯავრდებულთა პირადი საქმეების დალაგება კატეგორიების მიხედვით; დაარქივებული პირადი საქმეების მოძიება და სათანადო ცნობების, განაჩენებისა და სხვა მასალების ქსეროასლების მომზადება და მიწოდება საჭიროებისამებრ; სასამართლო განაჩენებისა და განჩინებების პირად საქმეში მოთავსება ბ-------------სთან ერთად; კონტროლის გაწევა სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხულ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების განკუთვნილ ადგილზე მოთავსებასა და მასში ბრძანებების მიკუთვნებაზე; შეწყალების ანკეტების მომზადება; ხანმოკლე პაემნებზე ცნობების გადამოწმება.
დადგენილია, რომ ხ---------–-----ამ დაწესებულებაში შესული პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეცდომით მოამზადა/შეავსო ბრალდებულის გათავისუფლების ცნობა, რომელიც განყოფილების უფროსის მიერ დაწესებულების დირექტორთან შესაბამისი საფუძვლის გარეშე წარდგენისა და ამ უკანასკნელის მიერ ხელმოწერის შემდეგ გახდა საფუძველი შეცდომით სხვა ბრალდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლებისა. ამდენად, უდავოა, რომ ხ---------–-----ას მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენას. ამასთან, განსახილველ საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ ,,ხ---------–-----ამ არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და სადავო არ არის რომ უშუალოდ მან შეავსო ბრალდებულის გათავისუფლების ცნობა, თუმცა მის მიერ შევსებული ცნობა უნდა გადაემოწმებინა როგორც განყოფილების უფროსს, ასევე, დაწესებულების დირექტორს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოეწერა ცნობაზე ხელი ამ უკანასკნელს. შესაბამისად, საკმარისი არ იყო ხ---------–-----ას მიერ ბრალდებულის გათავისუფლების ცნობის შევსება, რამდენადაც იგი არ წარმოადგენდა ბრალდებულის გასათავისუფლებლად საბოლოო რგოლს."
სააპელაციო პალატა განმარტავს, გარდა იმისა, რომ ხ---------–-----ა არ წარმოადგენდა ბრალდებულის გასათავისუფლებლად ერთადერთ უფლებამოსილ პირს და მისი ქმედება ხელმძღვანელს უნდა გადაემოწმებინათ, საყურადღებოა, რომ ხ---------–-----ას უფლებამოსილებაში შედიოდა „ფორმა N1“-ის შევსება, რომელიც თავისი დანიშნულებით და არსით მნიშვნელოვანად განსხვავდება „ფორმა „ა“-ს შევსებისგან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული არ წარმოადგებდა მის კომპეტენციაში შემავალ საკითხს. მითითებულ გარემოებაზე ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 7 მარტის (საქმე №3ბ/1992-16) განჩინებაში, თუმცა ეს გარემოება ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას, არ შეაფასა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ხ---------–-----ას ქმედებას არ გამოუწვევია სამსახურისათვის, მესამე პირთათვის ზიანის მიყენება, სამსახურის რეპუტაციის შელახვა. მართალია, მოპასუხე მიუთითებს ბრალდებულის არასწორად გათავისუფლების შესაძლო საფრთხეებზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას მნიშვნელოვანია ფაქტობრივად დამდგარი შედეგის და არა უბრალოდ რისკების შეფასება. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო არ არის, რომ შეცდომით გათავისუფლებული ბრალდებული იმავე დღეს იქნა დაბრუნებული დაწესებულებაში, ხოლო შესაბამისი ბრალდებული იმავე დღეს გათავისუფლდა.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ხ---------–-----ა მუშაობის პერიოდში წახალისებულია ერთხელ, დასჯილი არ ყოფილა; მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნდა.
5.2.4. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, „საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომაა: სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. საგულისხმოა, რომ კანონის მოქმედი რედაქციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო (,,ზ" ქვეპუნქტი); დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე, თუ მან ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვია სამსახურებრივი ან/და დაკისრებული მოვალეობები (,,თ" ქვეპუნქტი).
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მხოლოდ მოქმედი რედაქციით, 2018 წლის 5 ივლისს განხორციელებული ცვლილების შედეგად დაკონკრეტდა, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლებას იწვევს არა ნებისმიერი გადაცდომა, არამედ მხოლოდ მძიმე ხასიათის, დაკისრებული მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით უხეში დარღვევა, მაგრამ სადავო პერიოდში მოქმედი ნორმებით დისციპლინური პასუხისმგებლობის არაერთი ზომის შემოღება, რომლებიც თავისი ხასიათით, ხარისხითა და ინტენსივობით განსხვავებული ტვირთის მატარებელი იყო დასაქმებულისთვის, ასევე ნიშნავდა, რომ უფლებამოსილ პირს სათანადოდ უნდა შეესწავლა ჩადენილი გადაცდომა და გამოეყენებინა პროპორციული და თანაზომიერი საშუალება დისციპლინური სახდელის შესაბამისი ზომის შერჩევის გზით. ანალოგიურად, როგორც 1997 წლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლი, ისე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლი დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომას ითვალისწინებს, რომელთაგან სამსახურისგან გათავისუფლება პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე სახეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას, ერთი მხრივ, დაწვრილებით და ამომწურავად უნდა გამოიკვლიოს და მიუთითოს მოხელის მიერ ჩადენილ გადაცდომაზე, მეორე მხრივ კი, უნდა დაასაბუთოს, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ქმედების ინტენსივობის, გადაცდომის ხასიათისა თუ ოდენობის გათვალისწინებით სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულ, თანაბარზომიერ და შესაფერის ზომას. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დებულება „ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, ... ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-1).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.04.2017წ. Nბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ,,საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული."
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო და საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით, დასაქმებულის სოციალური უფლებების დასაცავად და ამავდროულად სახელმწიფო ორგანოთა სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, კვლევისა და დასაბუთების ვალდებულებისაგან ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების ფაქტი - დისციპლინური ზომის შერჩევის თავისუფლება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, რამდენადაც დისკრეციული უფლებამოსილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ სრულ თავისუფლებას, რომლის დროსაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებსა და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით. მით უფრო, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად წარმართოს საქმის გამოკვლევის ეტაპი, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და პროცედურა, რომელსაც ადგენს კანონმდებლობა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამასთან, ,,საკასაციო სასამართლოს მითითებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი. დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. (№ბს-625-625(კ-18) ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინება).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, შინაარსის, შედეგების გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ხ---------–-----ა არ წარმოადგენდა ბრალდებულის გათავისუფლების ფორმის შევსებისა და მისი დაწესებულებიდან გაშვებაზე პასუხისმგებელ პირს, მისი ქმედება უნდა გადაემოწმებინა მის უფროსს, რომელიც აწერდა ხელს შესაბამის დოკუმენტს, ამასთან, ხ---------–-----ას ქმედებას არ გამოუწვია ზიანის დადგომა, გარდა ამისა, საქმეზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების თანახმად, რომლებიც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა და არ გაითვალისწინა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს. განსახილველ შემთხვევაში უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა ხ---------–-----ას სამსახურიდან გათავისუფლება, მოცემული დისციპლინური სახდელის გამოყენება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ იქნა მიჩნეული პროპორციულად, ხოლო ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხეს არ გამოუვლენია და დაუდგენია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასეთი მძიმე სახდელის სახის გამოყენების საფუძვლიანობაზე მიუთითებდა.
5.2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება არ წარმართულა კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ იმგვარი ქმედების/ქმედებათა ერთობლიობის ჩადენა, რაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა თუ ხანგრძლივობით, განმეორებითა ან სისტემატიურობით გაამართლებდა პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის გამოყენებას, დარღვეულია როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესები. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება.
5.2.6. მოსარჩელე ასევე ითხოვს სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ხ---------–-----ას სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული, მოპასუხეს უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ---------–-----ას სამსახურში აღდგენის შესახებ. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ხ---------–-----ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 24 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ---------–-----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხ---------–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ---------–-----ას სამსახურში აღდგენის შესახებ.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს დაევალოს ხ---------–-----ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 24 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
7. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ნანა დარასელია