განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2019
საქმის ნომერი
100310018002635156
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №100310018002635156

საქმე №3/ბ-19-2019წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 ივნისი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი – ნ------------–---–ი

 

2. შპს ,,ჯ--------------–-ი’’

წარმომადგენელი – ლ---------------–-ა, ლ--------–--ე

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს შემცირება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შპს ,,ჯ--------------–-ს“ სარჩელის სრულად უარყოფა.

 

2. აპელანტის, შპს ,,ჯ--------------–-ს“ მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,ჯ--------------–-მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ჯ--------------–-ის“ (ჭ---------) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2017 წლის 20 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ--------------–-ის’’ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების N6------ აქტი.

 

2017 წლის 20 აგვისტოს N6------ თემატური შემოწმების აქტის თანახმად შპს „ჯ--------------–-ის“ მიმართ უნდა მოხდეს საჯარიმო სანქციების გამოყენება, საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა შემდეგს: უკან დაბრუნებას ექვემდებარება 44 330 ლარი და 92 თეთრი, დამატებით ფინანსური ჯარიმა შეადგენს 91 778 ლარს და 67 თეთრს. შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ გამოთქმულია შემდეგი პრეტენზიები:

- შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ--------------–-“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 912 ბენეფიციარი (1152 ჩანაწერი) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ამონაწერების რაოდენობამ შეადგინა 118, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ რაოდენობამ შეადგინა 1034).

- შემოწმების აქტის თანახმად 142 შემთხვევაში (209 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე 88 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) ბენეფიციარების დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს ტანხმობის ფორმის შევსების ტარიღს (აქტის მუხლის 7.3.1).

- შემოწმების აქტის თანახმად 529 შემთხვევაში (933 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი.

- 117 შემთხვევაში (168 ჩანაწერი) მკაცირი აღრიცხვის თანხომობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (აქტის 7.3.3 მუხლი).

- 293 შემთხვევაში (481 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია (აქტის 7.3.4 მუხლი).

- 183 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომელი ფორმებიც დაწესებულებას არ ჰქონდა მიღებული მიღება - ჩაბარების აქტებით (აქტის 7.3.5 მუხლი).

- 21 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები (აქტის 7.3.6 მუხლი).

- 1266 შემთხვევაში (2411 ჩანაწერი) ამბულატორიული კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი არრიცხვის ფორმები.

2017 წლის 20 აგვისტოს N6------ თემატური შემოწმების აქტის დასკვნითი ნაწილის მე-9 მუხლის თანახმად აღნიშნული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან პირდაპირ სასამართლოში სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამაღტლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2017 წლის 20 აგვისტოს თემატური შემოწმების აქტი N6------ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რისთვისაც გასაჩივრებული აქტით და მოქმედი კანონმდებლობით ითხოვენ მის ბათილად ცნობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------------–-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 აგვისტოს მიღებული შპს ,,ჯ--------------–-ის“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N6-------ის ნაწილი, რომელიც ეხება 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე შემოწმების პერიოდს და ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 აგვისტოს მიღებული შპს ,,ჯ--------------–-ის“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N6-------ის ის ნაწილი, რომელიც ეხება დანართი N3 ბენეფიციართა რეესტრის თ------–------–---–ისა (N6--) და ე-–------------–---–ის (N6--) შემთხვევას (რომელთა თანხმობის ფორმები შევსებულია სხვადასხვა ხარვეზებით) და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

 

დანარჩენ ნაწილში შპს ,,ჯ--------------–-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 20 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო მიერ შედგენილ იქნა შპს „ჯ--------------–-ის“ ჭ--------ის (ს/ნ. 4--------) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N6------ (შემდგომში აქტი).

 

თემატური შემოწმების საფუძველია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის N0------- და 31 ივლისის 0------- ბრძანებები.

შემმოწმებელი ჯგუფი განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით: სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ე-----–----------–--ი (ჯგუფის ხელმძღვანელი), სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორები მ--------------------, გ------------------ე, კ----------------ე, დ-------------–--ე, კ--------------–---------–---–ი, გ-----------–--------ი, თ-------------------–--–---–ი.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის წერილის თანახმად შესამოწმებელი ვადა განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 27 ივნისს და დამთავრდა 2017 წლის 20 აგვისტოს.

 

აქტის მიხედვით დაწესებულება შემოწმებული იქნა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში: კომპონენტი გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, ქვეკომპონენტი: ა) საყოველთაო ჯანდაცვა (N36 დადგენილება) - ვეტერანებისათვის, კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი: 01/08/2013 წ. კონტრაქტის ნომერი - N0-------; ბ) საყოველთაო ჯანდაცვა (N36 დადგენილება) საბაზისო პაკეტი, კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი: 03/07/2013 წ. კონტრაქტის ნომერი - N0--------; გ) საყოველთაო ჯანდაცვა (N36 დადგენილება) მინიმალური პაკეტი, კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი: 02/03/2013 წ. კონტრაქტის ნომერი - N0--------; დ) საყოველთაო ჯანდაცვა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, პედაგოგებისთვის, სახალხო არტისტებისთვის და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის (N218 დადგენილება), კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი: 31/12/2013 წ. კონტრაქტის ნომერი - N0---------; ე) საყოველთაო ჯანდაცვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის - 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვები, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, სტუდენტები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (N165 დადგენილება), კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი: 31/12/2013 წ. კონრტაქტის ნომერი - N0---------;

 

დადგენილია, რომ მოცემული აქტის შედგენისას შემმოწმებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის №01/77ნ ბრძანებით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ თემატური შემოწმების აქტით საჯარიმო სანქციების ოდენობამ და უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენს: 44 330 ლარსა და 92 თეთრს, დამატებით ფინანსური ჯარიმა შეადგენს 91 778,67 ლარს.

 

შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში შ.პ.ს ჯ--------------–-ს (ჭ---------), მიღება - ჩაბარების აქტით მიღებული აქვს 28100 (ოცდარვაათასსი) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 355 (სამასორმოცდათხუთმეტი) ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი ფორმა. დანართი: #1-ში მოცემულია აქტი მოსარგებლის თანხმობის ფორმების ნაშთის შესახებ.

 

შემოწმების აქტის მიხედვით შპს „ჯ--------------–-“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულტორიული მომსახურების საანგარიშო ფორმაში 912 ბენეფიციარი (1152 ჩანაწერი) ძირითად კონტიგენტში (მათ შორის აქტიური პაციენტის ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 118, ხოლო პასიური პაციენტის ჩანაწერის რაოდენობამ შეადგინა 1034); აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 10 191 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო ჯარიმის სახით დაერიცხა 23221.59 ლარი.

დანართი N2-ის შესაბამისად წარმოდგენილია ბენეფიციართა რეესტრი (1152 ჩანაწერი), რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში.

 

აქტის თანახმად შემოწმების პერიოდში 1373 შემთხვევაში (2218 ჩანაწერი) აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები მათ შორის:

შემოწმების აქტის თანახმად 142 შემთხვევაში (2019 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღში უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე 88 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) ბენეფიციარების დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს(აქტის მუხლი 7.3.1);

 

შემოწმების ატქის თანახმად 529 შემთხვევაში (933 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/ დაბადების მოწმობის ასლი (მუხლი 7.3.2) .

 

აქტის თანახმად 117 შემთხევაში (168 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (აქტის მუხლი 7.3.3.);

 

აქტის თანახმად 293 შემთხვევაში (481 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია (აქტის მუხლი 7.3.4);

 

აქტის თანახმად 183 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომელი ფორმებიც დაწესებულებას არ ჰქონია მიღებული მიღება - ჩაბარების აქტებით (აქტის მუხლი 7.3.5);

 

აქტის თანახმად 21 შემთხვევაში (237) ჩანაწერი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები (აქტის მუხლი 7.3.6);

 

აქტის შესაბამისად აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 34139.92 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით დაწესებულებას დაერიცხა 68557.08 ლარი. დანართი N3 წარმოდგენილია ბენეფიციართა რეესტრი 1373 შემთხვევა (2218 ჩანაწერი), რომელთა თანხმობის ფორმები შევსებულია სხვადასხვა ხარვეზებით.

 

აქტის შესაბამისად 1266 შემთხვევაში (2411 ჩანაწერი) ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები და მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში. დანართი N4-ში მოცემულია ბენეფიციართა რეესტრი 1266 შემთხვევაში, რომელთა მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში.

 

დადგენილია, რომ სადაო აქტზე წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი 2017 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. 2017 წლის 28 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლოში იხილებოდა საქმე იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 26 ოქტომბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული 2017 წლის 27 ოქტომბერს. სარჩელი განსჯადობით იქნა გადმოგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საჩხერის რაიონულ სასამართლოში. საქმე სასამართლოში იქნა მიღებული 2018 წლის 17 სექტემბერს.

 

სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ე-----–----------–--მა (ჯგუფის ხელმძღვანელი) სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ჯგუფის მიერ განხორციელდა გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების, შემოწმება აღნიშნული შემოწმების დროს გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ აღრიცხვის ფორმაში სოფლის მაცხოვრებელი არ უნდა ყოფილიყო ძირითად კონტიგენტად შეყვანილი. ამ შემთხვევაში ხდებოდა ფაქტიურად ორმაგად თანხის ჩარიცხვა. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს აკლდა პირადობის ან დაბადების მოწმობების ასლები. რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებდა თანხმობის ფორმის თარიღს. თანხმობის ფორმის შევსების წესია დარღვეული ან გადასწორებულია ნაწერი. ზოგიერთ შემთხვევაში შევსებულია ისეთი ფორმები, რომელზედაც მიღება-ჩაბარების აქტი დაწესებულებას არ გააჩნია. ზოგიერთ ფორმაზე დაფიქსირებულია არასრულწლოვანის ხელმოწერა, როცა დაფიქსირებული უნდა იყოს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა. აქტში მოცემული დარღვევების გამო დაწესებულებას დაერიცხა ფინანსური სანქცია, როგორც ბიუჯეტში თანხის დაბრუნებით , ასევე ჯარიმით. მოცემული აქტის შედგენისას ჯგუფმა იხელმძღვანელა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით, მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით, მე-20 მუხლის მე-2 პნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 აგვისტოს მიღებული შპს ,,ჯ--------------–-ის“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N6------ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში პროგრამის) პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 09 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 07 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

პროგრამის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). პროგრამის მე-7 მუხლის მიხედვით, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო). ხოლო, პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

ამ შემთხვევაში ზედამხედველობა განხორციელებულია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.

პროგრამის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: .... ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება.......

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო მიერ შედგენილ იქნა შპს „ჯ--------------–-ის“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N6------. (შემდგომში აქტი).

თემატური შემოწმების საფუძველია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის N0------- და 31 ივლისის 0------- ბრძანებები.

შემმოწმებელი ჯგუფი განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით: სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ე-----–----------–--ი (ჯგუფის ხელმძღვანელი), სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორები მ--------------------, გ------------------ე, კ----------------ე, დ-------------–--ე, კ--------------–---------–---–ი, გ-----------–--------ი, თ-------------------–--–---–ი.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის წერილის თანახმად შესამოწმებელი ვადა განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 27 ივნისს და დამთავრდა 2017 წლის 20 აგვისტოს.

 

პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის ფარგლებში არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, პირის მოსარგებლედ ცნობა ხდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, როგორც ეს არის განსაზღვრული პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით.

 

პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

 

პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგ ჯგუფებად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას; გ) სადავო შემთხვევები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება; ბ) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებისას ან შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; გ) პიროვნების დამადასტურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ სადავოა) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება - ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. ამასთან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სადავოა და დაზუსტების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ანაზღაურებას, ასანაზღაურებელ თანხებზე გაფორმებულ პირველად მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად იბეჭდება შესაბამისი რეესტრი 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა ასანაზღაურებელ თანხებზე პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სადავო შემთხვევების რეესტრის მიღებიდან 5 სამუშაო დღე. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ)დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ თემატური შემოწმების აქტით საჯარიმო სანქციების ოდენობა და უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენს: 44 330.92 ლარს, დამატებით ფინანსური ჯარიმა შეადგენს 91 778. 67 ლარს.

 

პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ)ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით.

 

პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია; ბ) გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის (შემდგომში წესი) მე-2 დანართის პირველი მუხლის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის (შემდგომში – მკაცრი აღრიცხვის ფორმა) მოხმარების, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

ამავე წესის მე-2 დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმით გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელთა მომარაგებას ახორციელებს სააგენტო. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას სააგენტო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად პოლიგრაფიულ საწარმოში, ხელშეკრულების საფუძველზე. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმის გამოტანის უფლება აქვს სააგენტოს ხელმძღვანელი პირის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს, მინდობილობის საფუძველზე. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ექვემდებარება აღრიცხვა-ანგარიშგებას. მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარაგის შექმნას, ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლო გადაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.

ამავე წესის მე-2 დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ საყოველათაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, რომლის დროსაც დგება მიღება -ჩაბარების აქტი.

 

შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,ჯ--------------–-ს’’ (ჭ---------), მიღება - ჩაბარების აქტით მიღებული აქვს 28100 (ოცდარვაათასსი) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 355 (სამასორმოცდათხუთმეტი) ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი ფორმა. აქტის მიხედვით ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომელი ფორმებიც დაწესებულებას არ ჰქონია მიღებული მიღება - ჩაბარების აქტებით.

 

პროგრამის 22-ე მუხლის შესაბამისად პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით (გარდა ,,სოფლის ექიმის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილე მიმწოდებლებისთვის ამ უკანასკნელი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობის მიწოდებისთვის),პროგრამის პროგრამის დანართი 1.1.-ის შესაბამისად დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ა) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე):

 

შემოწმების აქტის მიხედვით შპს „ჯ--------------–-“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულტორიული მომსახურების საანგარიშო ფორმაში 912 ბენეფიციარი (1152 ჩანაწერი) ძირითად კონტიგენტში (მათ შორის აქტიური პაციენტის ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 118, ხოლო პასიური პაციენტის ჩანაწერის რაოდენობამ შეადგინა 1034); აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 10 191 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო ჯარიმის სახით დაერიცხა 23221 ლარი და 59 თეთრი.

 

წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმები ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში სააგენტოსა და შესაბამისი გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ.

ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთი კოპირებადია.

ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმის სრულყოფილად და სათანადოდ შევსების, აგრეთვე, მასზე ხელმოწერით მოსარგებლის/წარმომადგენლის მხრიდან სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე თანხმობის დადასტურების შემდეგ, მკაცრი აღრიცხვის ფორმის კოპირებადი ნაწილი გადაეცემა მოსარგებლეს, ხოლო სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერით დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის პირველი პირი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რჩება მიმწოდებელთან.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი, ექვემდებარება ჩამოწერას, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

 

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მოსარგებლის შესახებ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ასახული ინფორმაცია შესაბამისობაში უნდა იყოს თანხმობის ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან. მე-10 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის ხელახალი რეგისტრაცია, მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად უვარგისობის შემთხვევაში, ხორციელდება პირველადი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ამასთან პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.

 

შემოწმების აქტის თანახმად 142 შემთხვევაში (2019 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში.

მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღში უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე 88 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) ბენეფიციარების დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს შემოწმების ატქის თანახმად 529 შემთხვევაში (933 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლ. აქტის თანახმად 117 შემთხევაში (168 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (აქტის მუხლი 7.3.3); აქტის თანახმად 293 შემთხვევაში (481 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია აქტის თანახმად 183 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომელი ფორმებიც დაწესებულებას არ ჰქონია მიღებული მიღება - ჩაბარების აქტებით (აქტის მუხლი 7.3.5); აქტის თანახმად 21 შემთხვევაში (237) ჩანაწერი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები (აქტის მუხლი 7.3.6); აქტის შესაბამისად აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 34139.92 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით დაწესებულებას დაერიცხა 68557.08 ლარი.

 

ზემოთ მითითებული დასაბუთებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო აქტი 2017 წლის 30 მაისიდან 2014 წლის 30 მაისამდე პერიოში, გარდა დანართი N3-ში არსებული ე-–------------–---–ისა და თ------–------–---–ის შემთხვევებისა შედგენილია პროგრამით გათვალისწინებული წესითა და სტანდარტებით. კანონშესაბამისია, როგორც დადგენილი დარღვევები, ისე გამოყენებული სანქციები, თუმცა სასამართლო ცალკე განიხილავს 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე არსებულ შესამოწმებელ პერიოდსა და თ------–------–---–ისა (N 6--) და ე-–------------–---–ის (N 6--) შემთხვევებს.

 

დადგენილია, რომ დანართი 3-ის მიხედვით ბენეფიციართა რეესტრის თ------–------–---–ისა (N6--) და ე-–------------–---–ის (N6--) შემთხვევა ეხება 2014 წლის 30 ოქტომბერს, როცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის №01/77ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებით მე-5 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში სააგენტოსა და შესაბამისი გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ . . . ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე აქედან გამომდინარე მაკონტროლებელიც ადასტურებს, რომ თ------–------–---–ისა (N 6--) და ე-–------------–---–ის (N 6--) შემთხვევა შეცდომითაა შეყვანილი აქტის დანართი 3-ში.

 

პროგრამის მე-151 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით , ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციით პროგრამის მე-16 მუხლი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

განსახილველ შემთხვევაში მსგავსი დათქმა (24-ე მუხლი) გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით შეტანილი ცვლილების მიმართ უკუქცევითი ძალის მინიჭების შესაძლებლობას. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს იმოქმედოს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.

ადმინისტრაციული ორგანო თითოეული მმართველობითი ღონიძიების განხორციელებისას მოქმედებს კონკრეტული ნორმატიული აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისას, უნდა დადგინდეს აქტის შესაბამისობა მისი გამოცემისას მოქმედ ნორმატიულ საფუძველთან. კანონმდებელი უფლებამოსილია შეცვალოს კონკრეტული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ცვლილების შეტანამდე დამდგარი ყველა სამართლებრივი შედეგის გაუქმებასა და შეცვლას. ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულია იმოქმედოს მმართველობითი ღონისძიების განხორციელების მომენტში არსებული ნორმატიული ბაზის საფუძველზე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლით განსაზღვრული დანაწესი (კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს) ორგანულადაა დაკავშირებული იურიდიულ პასუხისმგებლობასთან და მხოლოდ მასთან ერთობლიობაში გამოიყენება. ამდენად ვინაიდან შემოწმების პერიოდი მოიცავდა სამ წლიანი ხანდაზმულობის მოქმედების პერიოდსაც სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში შემოწმების მოცემულ პერიოდზე უნდა გავრცელდეს სამ წლიანი ვადა.

სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 მაისს იქნა გამოცემული ბრძანება შემოწმების თაობაზე შესაბამისად შემოწმება და პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს 2014 წლის 30 მაისამდე არსებულ პერიოდზე, ხოლო სასამართლო თვლის, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე არსებული შემოწმება კანონთან წინააღმდეგობაშია, რის გამოც სადაოა დაკისრებული პასუხისმგებლობა და სანქციების ოდენობა (გაანგარიშება) მითითებულ პერიოდში. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულება მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას წარმოადგენს, შესაბამისად მიზანშეწონილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

რაიონული სასამართლოს განმარტებით იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამავე კოდექსის 53-მე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით; ხოლო ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადაო აქტის შემდგენმა ორგანომ ადმინისტრაციული შემოწმების მასალების განხილვისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რაც ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოდ გამოყენების საფუძველი გახდა, კერძოდ არ გამოიკვლია შემოწმების ხანდაზმულობის საკითხი ასევე დანართი N3-ში არსებული გარემოება ე-–------------–---–ისა და თ------–------–---–ის ნაწილში. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 აგვისტოს მიღებული შპს ,,ჯ--------------–-ის“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N6-------ის ის ნაწილი, რომელიც ეხება 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე შემოწმების პერიოდს და ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 აგვისტოს მიღებული შპს ,,ჯ--------------–-ის“ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N6-------ის ის ნაწილი, რომელიც ეხება დანართი N3 ბენეფიციართა რეესტრის თ------–------–---–ისა (N6--) და ე-–------------–---–ის (N6--) შემთხვევას (რომელთა თანხმობის ფორმები შევსებულია სხვადასხვა ხარვეზებით) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. კერძოდ, მოპასუხემ ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების კანონიერებისა და გაანგარიშების დადგენის მიზნით, ხელახლა განიხილოს და შეაფასოს 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე არსებული შემთხვევები ხანდაზმულობის კონტექსტში, ასევე განიხილოს დანართი 3-ში არსებული N6-- და N6-- შემთხვევები დაკისრებული სანქციების კუთხით. სახეზეა თუ არა შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სრულად ანაზღაურებას, უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას, ასევე დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრებას, გაიანგარიშოს სანქციები გაბათილებული ნაწილის სანქციების გამოკლებით, აქტის გაუბათილებელი ნაწილის ფარგლებში.

 

ამდენად რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრისგადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ისე შპს ,,ჯ--------------–მა’’.

 

აპელანტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით განსახილველ შემთხვევაში ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

ამავე დადგენილების მიხედვით, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. ანუ მხარეებს შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, განმარტებულია შემდეგი სახით: ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო - სამართლებრივი ხელშეკრულება; ამავე კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

აპელანტის განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ და ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით და გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

 

აპელანტის განმარტებით უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით №36 დადგენილების 15.1 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2. კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 05 (ხუთი) კალენდარულ წელს.

 

ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა რომ მოსარჩელე მხარეს დადგენილი წესის მიხედვით, არ გაუსაჩივრებია მთავრობის აღნიშნული №552 დადგენილება და შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული ნორმა გავრცელდა №36 დადგენილების ამოქმედებიდან არსებულ შემთხვევებზე, რომლებზეც განსაზღვრული იყო 03 (სამი) კალენდარული წელი, შემთხვევების შესამოწმებლად. ასევე გასათვალისწინებელია №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებიც, კერძოდ: ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 02 (ორი) თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. შესაბამისად უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარემ არც პროგრამიდან გასვლის შესახებ განაცხადით მიმართა სააგენტოს და არც გაასაჩივრა მთავრობის №552 დადგენილება, შესაბამისად მათი მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია.

 

გარდა ამისა, პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის თებერვლიდან და 2015 წლის ოქტომბრამდე, კონტროლის განხორციელების ვადად განსაზღვრული იყო შემთხვევის დასრულებიდან 03 (სამი) კალენდარული წელი. შესაბამისად, 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კონტროლის, როგორც პროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების (უფრო ზუსტად, სამედიცინო შემთხვევების) ზედამხედველობის ერთ-ერთი ეტაპის, განხორციელების ვადა სააგენტოს გააჩნდა. შესაბამისად, 2013 წლიდან დამდგარი სამედიცინო შემთხვევების ზედამხედველობის უფლების რეალიზაციის ვადის ამოწურვამდე, 2015 წლის ოქტომბრის ცვლილებით, აღნიშნული ვადა განისაზღვრა 5 წლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ამ ზოგადი სახის აკრძალვის გაგრძელებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი.

განასხვავებენ ერთმანეთისაგან ნამდვილ (რეტროაქტიულ) და არანამდვილ (რეტროსპექტრულ) უკუძალას.

 

ნამდვილი უკუძალა, ძირითად შემთხვევებში, სრულად დაუშვებელია. კერძოდ, საჩივრის ავტორის პოზიცია კანონმდებლობის უკუძალასთან, გამართლებული იქნებოდა, თუ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებულ დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ან გამოვლინდა საჯარიმო სანქციის ოდენობის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გაზრდამდე, შემოწმების აქტის გაფორმებისას (ცვლილების ამოქმედების შემდეგ) გამოყენებულ იქნებოდა გაზრდილი სანქცია, ვინაიდან აღნიშნული, არამხოლოდ არ იქნებოდა გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებით (ნამდვილი უკუძალა), არამედ, გააუარესებდა მიმწოდებლის სამართლებრივ მდგომარეობას (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 61; შვაბე -გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, გვ. 335) .

 

ნამდვილი უკუძალა, რომელიც ერევა წარსულში დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, განსხვავდება აწმყო დროის, აქტუალური და ჯერ კიდევ ამოუწურავი ფაქტობრივი ელემენტების სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში ჩარევისა და მათზე ზეგავლენისაგან (ე.წ. არანამდვილი, რეტროსპექტული უკუძალა). არანამდვილი უკუძალისას, სახეზეა წარსულში დაწყებულ და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობაში ჩარევა. არანამდვილი უკუძალა ძირითად დასაშვებია და კონსტიტუციასთან შესაბამისი, მაგალითად, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას კანონმდებლის მიერ სასამართლო და საადვოკატო ხარჯების გაზრდა, საპროცესო ვადების გაზრდა ან შემცირება, საგადასახადო ვალდებულებების შეცვლა.

 

აპელანტის განმარტებით შემთხვევის დასრულებიდან 05 (ხუთი) კალენდარულ წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა, ნაცვლად სამისა, შეუძლებელია, სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას. გარდა ამისა, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი რეგულაცია არ მოქმედებს მის შემოღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვცელდება საჯარო სამართლის სფეროზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც საგადასახადო სფეროში გადასახადის ოდენობის გაზრდა, რაც უდავოდ აუარესებს გადასახადის გადამხდელი პირის მდგომარეობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვრცელდება მანამდე უკვე ფორმირებულ სამართალურთიერთობებზე.

 

დადგენილებაში ცვლილებით არ მომხდარა აქტისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭება, ვინაიდან არ გვხვდება წარსულში მომხდარი და დასრულებული ფაქტობრივი ურთიერთობანი (ე.წ. ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალა). სწორედ ამას გულისხმობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტი - ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. განსახილველ სადავო შემთხვევაში, ახალი რეგულაცია შემოწმების ვადებთან დაკავშირებით ზემოქმედებს ცვლილებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე, ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, მიმწოდებლის შემოწმების ვადას, ცვლილების ძალაში შესვლის მომენტიდან და არ მოითხოვს აქტში მისი მოქმედების პირობის/წესის განსაკუთრებულ აღნიშვნას.

 

აღნიშნული გარემოებების გარდა ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ,,სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" განსაზღვრულია შემდეგი: 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში სააგენტოსა და შესაბამისი გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ. 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთი კოპირებადია. 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით. 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება. 6. მკაცრი აღრიცხვის ფორმის სრულყოფილად და სათანადოდ შევსების, აგრეთვე, მასზე ხელმოწერით მოსარგებლის/წარმომადგენლის მხრიდან სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე თანხმობის დადასტურების შემდეგ, მკაცრი აღრიცხვის ფორმის კოპირებადი ნაწილი გადაეცემა მოსარგებლეს, ხოლო სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერით დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის პირველი პირი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რჩება მიმწოდებელთან. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი, ექვემდებარება ჩამოწერას, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად. 8. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ. 9. რეგისტრირებული მოსარგებლის შესახებ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ასახული ინფორმაცია შესაბამისობაში უნდა იყოს თანხმობის ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან. 10. ბენეფიციარის ხელახალი რეგისტრაცია, მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად უვარგისობის შემთხვევაში, ხორციელდება პირველადი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).

 

აღნიშნული ბრძანების მიღებამდე, საკითხი დარეგულირებული იყო სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 2-----------–ის №0------- ბრძანებით, რომელიც ასევე სავალდებულოდ შესასრულებელი იყო მოწინააღმდეგე მხარისთვის, რაც ასევე არ არის მათი მხრიდან გათვალისწინებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სარჩელის სრულად უარყოფას.

 

აპელანტი შპს ,,ჯ--------------–-ის’’ განმარტებით საქმეზე არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას. გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა, რომ დარღვევები იყო სახეზე - არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რადგან აქტში მითითებულ შემთხვევათა უმრავლესობაზე, რომელიც მოიცავს არა მარტო 2017 წლის 30 მაისიდან 2014 წლის 30 მაისამდე პერიოდს არამედ აქტში მითითებულ შემოწმების სრულ პერიოდში მითითებულ შემთხვევებს - საერთოდ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

გარდა ამისა სასამართლოს მიერ არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული შემდეგ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხზე: აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხის უკან დაბრუნების საფუძვლად მითითებულია დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც: „ პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;“

 

აღსანიშნავია, რომ ცალკე აღებული ეს ნორმა არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს, თავის მხრივ ის საფუძვლები რაც ითვალისწინებს არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას მოცემულია დადგენილების მე-19 მუხლში...

 

აპელანტის განმარტებით, თემატური შემოწმების აქტში მე-19 მუხლის არცერთ საფუძველზე არ არის მითითებული, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არცერთი ეს საფუძველი სახეზე არ არის. სასამართლოს მიერ კი არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული გარემოება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულის შესახებ არ მიუთითებია საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირსაც, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმ ჯგუფს ვინც განახორციელა შემოწმება. რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. დარღვევებს, მათი არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

აპელანტის განმარტებით შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ--------------–-’’ ჭ--------ის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 912 ბენეფიციარი (1152 ჩანაწერი) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 118, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 1034).

 

აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 10191 ლარი. გაუგებარია საიდან არის აღებული ეს ციფრი როდესაც ტარიფი ძირითადი კონტიგენტისთვის (ქალაქში მაცხოვრებელი) შეადგენს 1.93 ლარს დამატებითი კონტიგენტისთვის 1.07 ლარს. 912 შემთვევაზე ძირითად კონტიგენტზე გაიცემა 912x1.93=1760.16 ლარი.

 

მოპასუხე მხარე არ უარყოფს იმას, რომ თანხა ზოგადად აპელანტ შპს ,,ჯ--------------–-ის’’ აქვს მისაღები, რადგან რომ ყოფილიყო მითითებული - სოფელი, ანაზღაურებული თანხის უკან მოთხოვნის საფუძველი არ იარსებებდა. გამოდის რომ ჯ--------------–- ზედმეტად აქვს მიღებული 912x (1.93-1.07)=912*0.86=784.32 ლარი, გასათვალისწინებელია რომ აღნიშნული თანხა ზედმეტად მიღებულია 4 წლის მანძილზე. სამწუხაროდ სასამართლოს მიერ აღნიშნულ გარემოებაზე ყურადღება გადაწყვეტილებაში გამახვილებული არ ყოფილა...

 

აპელანტის თანახმად შემოწმების აქტების თანახმად:

- 142 შემთხვევაში (209 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე 88 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) ბენეფიციარების დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.1) რაც თუნდაც ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში თავისი არსით არის ტექნიკური ხარვეზი და გავლენას ვერ ახდენს შემთხვევაზე.

- 529 შემთხვევაში (933 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.2).

სასამართლოს მიერ არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დარღვევა არსებობის შემთხვევაშიც კი არანაირ ფინანსურ გავლენას შემთხვევაზე არ ახდენდა.

- 117 შემთხვევაში (168 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.3).

- 293 შემთხვევაში (481 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.4). რაც ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი თავისი არსით არის ტექნიკური ხარვეზი და გავლენას ვერ ახდენს შემთხვევაზე.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის 01-19/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-6 მუხლის თანახმად ჩამოწერას ექვემდებარება უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც შეიძლება უვარგისი გახდეს შევსების დროს დაშვებული შეცდომების დაშვების გამო, ანუ საუბარია ისეთ შეცდომებზე რომელიც უვარგისად აქცევს ბლანკს და არა მექანიკურ გადასწორებებზე.

- 183 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით რომელი ფორმებიც დაწესებულებას არ ჰქონდა მიღებული მიღება ჩაბარების აქტებით (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.5). აღნიშნული სანქცია საერთოდ აზრს მოკლებულია, რადგან ფაქტია რომ პაციენტები რეგისტრირებულია, მათი რეგისტრაცია განპიროებილია იმით რომ სათანადო წესით არ იყო მოწოდებული მიღება ჩაბარებები.

- 21 შემთხვევაში (237) ჩანაწერი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები (იხილეთ აქტის მუხლი 7.3.6). არ ცვლის შემთხვევის არსს.

- 1266 შემთხვევაში (2411 ჩანაწერი) ამბულატორიული კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები.

სახეზეა ტექნიკური შეცდომები რაც შეიძლება უკავშირდებოდეს იმ პირის მიერ ფორმის შევსებისას ინფორმაციის არასწორად მიწოდებას ვიზედაც დგება ფორმა. არცერთი ზემოთ აღნიშნული ფაქტი არ ცვლის გასაწევი მომსახურების არსს, არც ფინანსურად და არც სამედიცინო თვალსაზრისით. როგორც უკვე აღვნიშნეთ თავისთავად თანხმობის არსებობა და მითუმეტეს მომსახურების მიღება ცალსახად ადასტურებს მოსარგებლის ნებას, რაც შეეხება ცდომილებას აღნიშნული წარმოადგენს მექანიკური არითმეტიკულ შეცდომას.

 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება რომელზედაც არ იქნა სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგი, იმ პირებს რომლებიც მოხსენიებულია აქტში, მიღებული აქვთ სამედიცინო მომსახურება, ჩვენს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოება შეფასების გარეშე დარჩა.

 

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სარჩელი, აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელიც მითითებულია გადაწყვეტილების ამ ნაწილში, არსებითად დადგენილია სწორად და სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, თუმცა აპელანტი მხარე არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ ხანდაზმულია მხოლოდ 2014 წლის 30 მაისამდე, შემთხვევები, იმის გათვალისწინებით, რომ აქტი შედგა 2017 წლის 20 აგვისტოს, ხანდაზმული შემთხვევების პერიოდია 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 20 აგვისტომდე პერიოდი. ასევე სწორად იქნა მითითებული, რომ ბათილობას ექვემდებარებოდა ე-–------------–---–ისა და თ------–------–---–ის შემთხვევები, თუმცა პროცესის ეკონომიურობის, ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება და აქტის გამოცემის დავალების გარეშე გადაწყვეტილებით პირდაპირ ბათილად ეცნო გასაჩივრებული აქტი.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს ,,ჯ--------------–-(ჭ---------)-ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ აქტით თანახმად ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, კომპონენტების გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტებია:

ა) საყოველთაო ჯანდაცვა (N36 დადგენილება) - ვეტერანებისათვის, კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი 01.08.2013წ. კონტრაქტის N0-------;

ბ) საყოველთაო ჯანდაცვა (N36 დადგენილება) საბაზისო პაკეტი, კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი 03.07.2013წ. კონტრაქტის N0--------;

გ) საყოველთაო ჯანდაცვა (N36 დადგენილება) მინიმალური პაკეტი, კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი 02.03.2013წ. კონტრაქტის N0--------;

დ) საყოველთაო ჯანდაცვა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის, პედაგოგებისთვის, სახალხო არტისტებისთვის და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის (N218 დადგენილება), კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი 31.12.2013წ. კონტრაქტის N0---------;

ე) საყოველთაო ჯანდაცვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის - 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვები, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, სტუდენტები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (N165 დადგენილება), კონტრაქტის რეგისტრაციის თარიღი 31.12.2013წ. კონტრაქტის N0---------;

 

ამ აქტით ირკვევა, რომ შემოწმებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილის თანახმად შპს ჯ--------------–-(ჭ---------)-ის მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

შემოწმება დაიწყო 2017 წლის 27 ივნისს და დამთავრდა 2017 წლის 20 აგვისტოს . . .

 

ამავე აქტის 7.1. მუხლით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ჯ--------------–- (ჭ---------), მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული აქვს 28 100 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 355 ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა.

7.2. ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2017 წლის 01 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო 34059 (69 969 ჩანაწერი, მათ შორის აქტიური 27343) მოსარგებლე, მათ შორის ძირითადი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველტაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დარგლებში ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში), რაოდენობა 11785 (21997 ჩანაწერი) დამატებითი კონტიგენტის ... რაოდენობაა 23060 (47972 ჩანაწერი) აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ჯ--------------–-(ჭ---------)-ის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 912 ბენეფიციარი (1152 ჩანაწერი) ... აღნიშნულ მოსარგებლებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 10191 ლარი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნების საფუძველზე (დადგენილებაში 2014 წლის 07 თებერვალს შეტანილი ცვლილებების თანახმად თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში 2014 წლის 01 თებერვლამდე 0.5% ოდენობით, რამაც შეადგინა 3.35 ლარი, ხოლო 2014 წლის 01 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა 23 218.24 ლარი. შპს ჯ--------------–- (ჭ---------) ჯარიმის სახით დაერიცხა 23 221.59 ლარი, ხოლო ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 10191 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. ... 912 ბენეფიციარი (1152 ჩანაწერი), რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში ...

 

აქტის თანახმად შემოწმების პერიოდში 1373 შემთხვევაში (2218 ჩანაწერი) აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები მათ შორის:

შემოწმების აქტის თანახმად 142 შემთხვევაში (2019 ჩანაწერი) მოთხოვნის თვეში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღში უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე 88 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) ბენეფიციარების დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს (აქტის მუხლი 7.3.1);

შემოწმების ატქის თანახმად 529 შემთხვევაში (933 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის/ დაბადების მოწმობის ასლი (მუხლი 7.3.2) .

აქტის თანახმად 117 შემთხევაში (168 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი (აქტის მუხლი 7.3.3.);

აქტის თანახმად 293 შემთხვევაში (481 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია (აქტის მუხლი 7.3.4);

აქტის თანახმად 183 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომელი ფორმებიც დაწესებულებას არ ჰქონია მიღებული მიღება - ჩაბარების აქტებით (აქტის მუხლი 7.3.5);

აქტის თანახმად 21 შემთხვევაში (49 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები (აქტის მუხლი 7.3.6);

 

... საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის (პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები) ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე (გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღეული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა), თანახმად ზემოაღნიშნულისა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 34139.92 ლარი, ხოლო ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე (დადგენილებაში 2014 წლის 07 თებერვალს შეტანილი ცვლილებების თანახმად ,,თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში 2014 წლის 01 თებერვლამდე 0.5% ოდენობით, ხოლო 2014 წლის 01 თებერვლიდან 2017 წლის 01 აპრილამდე საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდეობით) შპს ჯ--------------–-(ჭ---------) ჯარიმის სახით დაერიცხა 68557.08 ლარი ... 1373 შემთხვევა (2218 ჩანაწერი), რომელთა თანხმობის ფორმები შევსებულია სხვადასხვა ხარვეზებით 61 ფურცლად.

შემოწმების პერიოდში ასევე აღმოჩნდა, რომ 1266 შემთხვევაში (2411 ჩანაწერი) ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით შევსებულია მკაცრი აღრიცხვის ტანხმობის ფორმები (გაპასიურების გარეშე) და მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში ... 1266 შემთხვევაში (2411 ჩანაწერი), რომელთა მონაცემები ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ხელმეორედ არის შეყვანილი 42 ფურცლად.

 

ამავე აქტით დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობა შეადგენს 136 109.59 ლარს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 44 330.92 ლარს, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს - 91 778.67 ლარს ...

 

ბენეფიციართა რეესტრის N3 დანართის მიხედვით (ს.ფ. 53-70, ტ.2) დადგენილია, რომ თ------–------–---–ისა (N6--) და ე-–------------–---–ის (N6--) შემთხვევა ეხება 2014 წლის 30 ოქტომბერს, როცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის №01/77ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებით მე-5 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში სააგენტოსა და შესაბამისი გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ ... ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე აქედან გამომდინარე მაკონტროლებელიც ადასტურებს, რომ თ------–------–---–ისა (N6--) და ე-–------------–---–ის (N6--) შემთხვევა შეცდომითაა შეყვანილი აქტის დანართი 3-ში.

 

პროგრამის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 05 (ხუთი) კალენდარულ წელს. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციით პროგრამის მე-16 მუხლი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 03 (სამი) წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

 

სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 მაისს იქნა გამოცემული ბრძანება შემოწმების თაობაზე შესაბამისად შემოწმება და პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს 2014 წლის 30 მაისამდე არსებულ პერიოდზე, ამდენად პალატა თვლის, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე არსებული შემოწმება კანონთან წინააღმდეგობაშია, რის გამოც თ------–------–---–ის (N6--) და ე-–------------–---–ის (N6--) შემთხვევაში სადაოა დაკისრებული პასუხისმგებლობა და სანქციების ოდენობა (გაანგარიშება) მითითებულ პერიოდში.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს აპელანტ შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მხარის პოზიციას ე-–------------–---–ისა და თ------–------–---–ის ნაწილში და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და ამდენად ამ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტის (20.08.2017წ. N6------) 8.1. პუნქტში დამატებითი ფინანსური დარიცხული ჯარიმა თავისი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

 

ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

 

ამდენად პალატის აზრით უნდა შემცირდეს შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკის) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------წ. აქტით დარიცხული დამატებითი ფინანსური ჯარიმები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ მომსახურების სააგენტოს და შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №6------ შემოწმების აქტი სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი და დამატებითი ფინანსური ჯარიმის დარიცხვის ნაწილში და უნდა შემცირდეს შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიმართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №6------ შემოწმების აქტით სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი და დამატებით დარიცხული ფინანსური ჯარიმა შემდეგი სახით:

- შემოწმების აქტის 8.1 პუნქტში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა ნაცვლად 44330.92 ლარისა განისაზღვროს 44305.24 ლარით;

- შემოწმების აქტის 8.2 პუნქტში დამატებითი ფინანსური დარიცხული ჯარიმა - 91778.67ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 9177.67 ლარით;

 

დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

სასამართლო ხარჯები:

 

აპელანტ შპს ,,ჯ--------------–-ი’’ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ მომსახურების სააგენტოს და შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,ჯ--------------–-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №6------ შემოწმების აქტი სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი და დამატებითი ფინანსური ჯარიმის დარიცხვის ნაწილში;

 

5. შემცირდეს შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიმართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №6------ შემოწმების აქტით სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი და დამატებით დარიცხული ფინანსური ჯარიმა შემდეგი სახით:

 

- შემოწმების აქტის 8.1 პუნქტში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა ნაცვლად 44330.92 ლარისა განისაზღვროს 44305.24 ლარით;

 

- შემოწმების აქტის 8.2 პუნქტში დამატებითი ფინანსური დარიცხული ჯარიმა - 91778.67ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 9177.67 ლარით;

 

6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

7. აპელანტის შპს ,,ჯ--------------–-ი’’ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, სსიპ მომსახურების სააგენტო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი