განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2020
საქმის ნომერი
330100119003299956
ინსტანცია
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003299956

საქმე № 1 ბ/102-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2020 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ----ი ვ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ვ------ მ-----–--ის, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ჯ-----------------–--–----------------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-------–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 17 დეკემბრის, განაჩენით ვ------ მ-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ------ მ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, თბილისში, ჯ-----------------–--–----------------------------------–- ვ------ მ-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მეუღლეს ე------ მ-----–--ეს, კერძოდ: ვ------ მ-----–--ემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრებს, შემდეგ ე------ მ-----–--ეს ესროლა თეფში, რომელიც ასცდა და თან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლეს. აღნიშნული მუქარა ე------ მ-----–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 17 დეკემბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ----ი ვ-------ემ. პროკურორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ კუთხით, რომ სასამართლომ ნაცვლად პირობითი მსჯავრის, დაადგინოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად (პენიტენციურ დაწესებულებაში) მოხდა.

საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში ლმობიერია. პროკურორმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად სასჯელი მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულისა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასჯელის განსაზღვრისთვის აუცილებელია მისი შესატყვისობა და პროპორციულობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, ამასთან გაცნობიერებული უნდა იქნეს დაზარალებულისთის მიყენებული ზიანის ხარისხი, დანაშაულის საფრთხე, გასათვალისწინებელია ბარლდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კანონის დაცვასთან, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, სისტემატურობა და მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანობის აღდგენას, მეორე მხრივ უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

პროკურორის მითითებით, ფიზიკურ ძალადობას ოჯახში გააჩნია განსაკუთრებით მძიმე ხასიათი და იგი უარყოფითად აისახება, როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეაფასოს ის, თუ რამდენად გულწრფელია ბრალდებულის აღიარება, რამდენად გრძობს იგი სინანულს. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულის აღიარება ატარებს ფორმალურ ხასიათს და მიმართულია არა დანაშაულის მონანიების და მისი რეალურად აღიარების, არამედ სასჯელის შემსუბუქებასკენ, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალურ ნიშნებთან.

აპელანტი უთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, რომლის მე-3 მუხლი მკაფიოდ ავალდებულებს სახელმწიფოებს, ეფექტური პრევენციის გზით დაიცვან მსხვრეპლი ძალადობისგან. ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონისმე-3 მუხლის პირველი პუნქტით განმარტებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვა. საყურადღებოა გაეროს წინააღმდეგ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციები, სადაც განმარტებულია, რომ ძალადობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე მათთვის უნდა არსებობდეს რეალური გარანტიები, მასზე ზემოქმედების შესაძლებლობის სრულიად აღმოფხვრისთვის.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად, რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას შესაგებელი საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი. საქმის წინასასამართლო სხდომაზე განხილვისას, მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და შესაბამისად საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოკვლეულა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ----ი ვ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ------ მ-----–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს მტკიცებულებები, სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ: დაზარალებულ ე------ მ-----–--ის, მოწმეების: ქ------- მ-----–--ის, დ---------------–---–-------–-------------–---–----------–-----–-----------------–--–-–---–-- გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ამოღებული ნივთების, დაკავების ოქმის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ------ მ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც რეალურად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პირობითი მსჯავრის ნაცვლად მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად (პენიტენციურ დაწესებულებაში) მოხდის თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც, სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მათგან ყველაზე მძიმე სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში დანიშნულია ამ მუხლით გათვალისწინებული საჯელის მაქსიმალური ზომა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად სააპელაციო პალატას მსჯავრდებულისთვის სასაჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში ვ------ მ-----–--ე თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პიროვნება, არა მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, არამედ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ ვ------ მ-----–--ეს, აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული ჰქონდა გირაო და მის პირობებს იცავდა განუხრელად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არა თუ ამ პირობების დარღვევის შესახებ რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არამედ ამაზე სიტყიერი აპელირებაც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, არსებობს არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ: მსჯავრდებული თავს დამნაშავედ ცნობს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ ხდის მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, რის შესახებაც წარმოდგენილია ამ უკანასკნელის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. ამ ფონზე ვარაუდი იმისა, რომ სასჯელის მიზნები პირობითი მსჯავრის შედეგადაც იქნება მიღწეული სავსებით გონივრულია.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნებისათვის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის რეალურად მოხდა წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ მხოლოდ კერძო და ზოგადი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალებას. მით უმეტეს ეს ეხება სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა პატიმრობა. ამ კონტექსტში პალატის მხედველობის გარეშე ვერ დარჩება ის გარემოება, რომ: ერთის მხრივ, დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, მეორეს მხრივ კი, არსებობს დანიშული სასჯელის პირობითად ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ მოცემულობის ფონზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ ვ------ მ-----–--ეს გაცნობიერებული აქვს არა მხოლოდ ჩადენილი ქმედების ხასიათი, არამედ გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევის კანონით განსაზღვრული შედეგები, მათ შორის დანიშნული საპატიმრო სასჯელის რეალურად მოხდის გარდუვალობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი საქმის მიმართ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე აპელირება არარელ----ტურია და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არ იძლევა საფუძველს იმისას, რომ იგი არაეფქეტური იქნება და ვერ დაიცავს მსხვრეპლს ძალადობისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ------ მ-----–--ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 17 დეკემბრის, განაჩენით, განაჩენი ვ------ მ-----–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ----ი ვ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 17 დეკემბრის, განაჩენი ვ------ მ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ვ------ მ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ვ------ მ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ვ------ მ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ------ მ-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ძალაყინი და საკეტის დეტალები (ინახება ი--------------ს სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი