განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
010142219700081536
ინსტანცია
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700081536

საქმე №აგ/05-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი 2020 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით, ს-----– გ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანა, რასაც ერთვის არადეკლარირება) და სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო, გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციის გარეშე;

 

- ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 11(თერთმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ს-----– გ-----------ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13(ცამეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით გამოსასწორებელ კოლონიაში გაძლიერებული რეჟიმის პირობებში, ქონების კონფისკაციის გარეშე,ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ს-----– გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა შს მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით, ანგარიშით - პატიმრობის ერთი დღე შეესაბამება თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს მოქალაქე ს-----– გ-----------ი (დაბადებული 1974 წლის 1 ივნისს, პირადი #-----------), სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკიდან გადმოყვანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და შესახლებულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მისი ქმედება შესაბამისობაში მოყვანილ იქნა საქართველოს კანონმდებლობასთან და ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით).

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ს დანიშნული სასჯელის - 13(ცამეტი)წლით თავისუფლების აღკვეთის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა, 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 11(თერთმეტი)წლით თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს-----– გ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11(თერთმეტი)წლით თვით თავისუფლების აღკვეთა. ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2015 წლის 25 მარტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა; ვადით, ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს-----– გ-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან - 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

 

2019 წლის 30 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ს-----– გ-----------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ შუამდგომლობის ავტორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 262- ემუხლის მე-2 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც აუარესებს მის მდგომარეობას სასჯელის ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი;

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინება და მიეთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვას მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით, ს-----– გ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანა, რასაც ერთვის არადეკლარირება) და სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო, გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

ს-----– გ-----------ს, ჰქონდა რა ბელარუსიის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალების „მეტადონის“ კონტრაბანდული გადატანის განზრახვა, 2015 წლის 25 მარტს ჩავიდა ბელარუსის რესპუბლიკაში თურქეთის რესპუბლიკიდან სტამბოლი - მინსკის TK0283 ავიარეისით, 16 საათსა და 49 წუთზე. იგი პირად ბარგში - სამგზავრო ჩემოდანში, ბლისტერპარკის ტიპის შეფუთვაში, ინახავდა 67 აბს, მასით 30,15 გრ-ს, რომლებიც ექსპერტის 2015 წლის 1 აპრილის N5498 დასკვნის თანახმად, შეიცავდა განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“. ს. გ-----------ი იმყოფებოდა რა ეროვნულ აეროპორტ „მინსკში“, ქ. მინსკის ტერიტორიაზე, შევიდა საბაჟოს - „მინსკ-2-ის“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც გადაჭრა „მწვანე“ დერეფანი, რითაც ჩაიდინა ბელარუსის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალების განზრახ არადეკლარირებული გადატანა.

 

ს-----– გ-----------ს ჰქონდა რა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მიზნით, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის განზრახვა, დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ადგილას, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ გასაღების მიზნით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა 67 აბი ბლისტერპარკის ტიპის შეფუთვაში, მასით 30,15 გრამი, რომლებიც ექსპერტის 2015 წლის 1 აპრილის N549 დასკვნის თანახმად, შეიცავდა განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“, რასაც 2015 წლის 25 მარტს უკანონოდ, გასაღების მიზნით, იანახავდა პირად ბარგში - სამგზავრო ჩემოდანში, სტამბოლი - მინსკის TK0283 ავიარეისის თვითმფრინავით ჩამოიტანა ქ. მინსკში, სადაც აგრძელებდა აღნიშნული აბების შენახვას მათ აღმოჩნეამდე - 2015 წლის 25 მარტს, 16 საათისა და 49 წუთიდან 17 საათსა და 00 წუთამდე პერიოდში, გ-----------ის მიერ მინსკის ეროვნულ აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლისას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ს-----– გ-----------ი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადმოყვანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს მოქალაქე ს-----– გ-----------ი (დაბადებული 1974 წლის 1 ივნისს, პირადი #-----------), სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკიდან გადმოყვანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და შესახლებულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მისი ქმედება შესაბამისობაში მოყვანილ იქნა საქართველოს კანონმდებლობასთან და ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის ქმედება დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის ქმედება დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს-----– გ-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

ს-----– გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 11 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან - 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

 

მსჯავრდებული ს-----– გ-----------ის შუამდგომლობით განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 262- ემუხლის მე-2 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც სასჯელის ნაწილში აუარესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას. შეაბამისად ითხოვს ბელორუსიის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილი შესაბამისობაში იქნას მოყავნილი საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და არა მეორე ნაწილზე, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორისაა და ამასთან ითვალისწინებს მაკვალიფიცირებელ ნიშანს „დიდ ოდენობას“, რომელსაც ბელორუსიის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ იცნობს .

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს-----– გრიგორინის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიცია, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო, არ ითვალისიწნებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადატანას ბელარუსის საზღვარზე, შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების ოდენობა ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ წარმოადგენს. მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველ ნაწილთან, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო დანიშნული სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციის გარეშე, უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ს-----– გ-----------ი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადმოყვანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაში მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის მიმართ, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის მოხდის შესახებ, შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის ქმედება დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

მსჯავრდებულ ს-----– გ-----------ის ქმედება დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს-----– გ-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ქონების კონფისკაციის გარეშე.

 

ს-----– გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 11 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან - 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი