განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019003033153
საქმე N3ბ/2714-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - ო------------–--ე
წარმომადგენელი - გიორგი ცობეხია
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ქ--------------ე
მესამე პირი - ქ----–----------ი
წარმომადგენელი - მ--------------–---ა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის №TT2013045473-03 გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის №TT2019027476-03 გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’ ’.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 08 მაისის №159244 გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’.
1.5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი აქტის გამოცემის გზით ო------------–--ის საჩივრის დაკმაყოფილების და მისამართზე: ქ.თბილისი (ყოფილი ლ--------------ი) მ------ის ქუჩა №2--ზე ახალი ცნობა-დახასიათების გამოცემა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირმა - ქ----–----------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახლი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო------------–--ის სარჩელი მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის-ქ----–----------ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2010 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადდა მ------ის ქუჩა №2--ში მდებარე უძრავ ნივთზე ცნობა-დახასიათება ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, აღნიშნული ცნობა-დახასიათების თანახმად: უძრავი ნივთის მისამართია - მ------ის ქუჩა №2-; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 4-- კვ.მეტრი; დოკუმენტი: №0-----, სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1961 წელს; მესაკუთრე - ტ-------------------ი, ფართობი - 4--კვ.მეტრი; შენობა-ნაგებობა: ლიტერი ა (საცხოვრებელი), სართული - 1, სხვა ფართი 34 კვ.მეტრი (ტ-1; ს.ფ. 2-).
საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2012 წლის 24 აგვისტოს გაცემული №7212 საკუთრების უფლების მოწმობით სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, თ----------------------ის მიმდებარედ არსებული 3--კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა შ-----------–--ეს.
აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა №882012729323-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, თ--------------------ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3--.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 34, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, 2012 წლის 12 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შ-----------–--ის სახელზე (ტ-1; ს.ფ. 105; ს.ფ. 2-9; ს.ფ. 102-103).
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 27 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-----------–--ემ ქ.თბილისში, თ--------------------ში, საკადასტრო კოდი: №0---------------, მის საკუთრებაში არსებული 454.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აჩუქა ო-----------–--ეს.
აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 28 სექტემბერს მიღებული იქნა №882012943931-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, თ--------------------ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3--.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 34, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, 2012 წლის 28 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ო------------–--ის სახელზე (ტ-1; ს.ფ. 106-107; ს.ფ. 230; ს.ფ. 100-101).
2013 წლის 30 აგვისტოს ე----------------მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, მ------ის ქუჩა №2--ში (ან თ--------- №17) მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ცნობა-დახასიათების გაცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის №TT2013045473-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ და მომზადდა ცნობა-დახასიათება.
ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2013 წლის 30 აგვისტოს მომზადებული ცნობა- დახასიათება ასახავს მომზადების დროისათვის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. კერძოდ: უძრავი ნივთის მისამართი - მ------ის ქუჩა №2-, ნაკვეთის ფუნქცია- არასასოფლო- სამეურნეო; ფაქტიური ფართობი- 4--კვ.მეტრი, ლიტერი- ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), 1-ლი სართული, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 34 კვ.მეტრი; მესაკუთრე - ტ-----------------ი. შენიშვნა: სააღრიცხვო ბარათში ასევე ფიქსირდება რუსულენოვანი ჩანაწერით სახელი - ,,ტ-------’’. ტექნიკური აღრიცხვის ბარათი №0-----, აღრიცხული 1956 წელს (ტ-1; ს.ფ. 205-206; ს.ფ. 208; ს.ფ. 209).
2019 წლის 15 მარტს, ზ-----------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, მ------ის ქუჩა №2--ში (მესაკუთრე ტ------- რ-------ი) მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ცნობა-დახასიათების გაცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის №TT2019027476-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ და მომზადდა ცნობა-დახასიათება.
ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2019 წლის 15 მარტს მომზადებული ცნობა- დახასიათება ასახავს მომზადების დროისათვის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. კერძოდ: უძრავი ნივთის მისამართი - მ------ის ქუჩა №2-, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო- სამეურნეო; ფაქტიური ფართობი-4--კვ.მეტრი, ლიტერი-ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), 1-ლი სართული, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 34 კვ.მეტრი; მესაკუთრე - ტ-----------------ი. შენიშვნა: სააღრიცხვო ბარათში ასევე ფიქსირდება რუსულენოვანი ჩანაწერით სახელი - ,,ტ-------’’. ტექნიკური აღრიცხვის ბარათი №0-----, აღრიცხული 1956 წელს (ტ-1; ს.ფ. 210-211; ს.ფ. 215; ს.ფ. 2016).
2019 წლის 12 აპრილს, ზ-----------–--ემ №171978/17 ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2019 წლის 2- აპრილს №186611/17 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით (განცხადებით) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის №TT2013045473-03 და 2019 წლის 19 მარტის №TT2019027476-03 გადაწყვეტილებებისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობა. ამავე საჩივრით ზ-----------–--ე ითხოვდა ცნობა-დახასიათებაში საარქივო დოკუმენტაციაში, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული ჩანაწერის ,,3------ 2-.VIII.1978’’ მითითებას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 08 მაისის №159244 გადაწყვეტილებით ზ------------–--ეს უარი ეთქვა 2019 წლის 12 აპრილის №171978/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ-1; ს.ფ. 217-2-2; ს.ფ. 2-8; ს.ფ. 142-145).
თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2016 წლის 27 იანვრის დადგენილებით (საქმე №2/2812--15) ქ----–----------ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ-ქ----–----------ის(დაბადებული 1952 წლის 07 სექტემბერს, თბილისში, პ/ნ:01021003736) მიერ მამის-ტ-------ი რ-------ის(გარდაცვლილი 1968 წლის 2- ოქტომბერს; აქტის ჩანაწერი №780, გარდაცვალების მოწმობა №01137029920) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ტ-------ი რ-------ისადმი (გარდაცვლილი 1968 წლის 2- ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი №780, გარდაცვალების მოწმობა №01137029920) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს მომზადებული ცნობა-დახასიათების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი ,,ტ-------’’ არ ემთხვევა მისი (გარდაცვალების მოწმობაში №01137029920) მითითებულ სახელს ,,ტ-------ი’’ (ტ-1; ს.ფ. 177).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 04 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №160092682) სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ----–----------ი (დაბ.07.09.1952 წელს, თბილისი, რეგისტრირებული მისამართზე თბილისი, ჯ-------ის ქუჩა №14, პირადი ნომერი: 01021003736) არის 1968 წლის 2- ოქტომბერს გარდაცვლილი ტ------- რ-------ის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი (სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურდება ტ------- რ-------ის გარდაცვალების განმეორებითი მოწმობით №01137029929, გაც. სსგს თბილისის სრს-ს მიერ 11.09.2013წ, სამკვიდრო გაიხსნა 2-.10.1968 წელს) ქამალ რ-------მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის, ტ------- რ-------ის სახელზე რიცხული ქონება, მათ შორის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. მან როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო ასევე, მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, მ------ის ქუჩა №2- (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით- ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად ,,თბილისი, მ------ის ქუჩა №2--ში” მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1956 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია ტ-----------------ი/როსოიანი (საფ.სააღრიცხვო მასალა ს/ნ 0-----). აღნიშნულ სააღრიცხვო მასალაში ფიქსირდება ასევე სახელი ,,ტ-------” უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ ,,ა” საერთო ფართი-34 კვ.მეტრი. აღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია-4-- კვ.მეტრი (ტ-1; ს.ფ. 153-156).
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ 2013 წლის 02 სექტემბრის №TT2013045473-03 და 2019 წლის 19 მარტის №TT2019027476-03 გადაწყვეტილებების საფუძვლებზე მომზადებული ცნობა-დახასიათებები და 2010 წლის 30 აპრილს მომზადებული ცნობა-დახასიათება მომზადდა სააგენტოს არქივში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და ასახავდა არქივში დაცული დოკუმენტაციის შინაარსს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ო------------–--ის სასარჩელო მოთხოვნები თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების, ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013წლის 02 სექტემბრის №TT2013045473-03 და 2019წლის 19 მარტის №TT2019027476-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 08 მაისის №159244 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლო იყო, რადგან, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019წლის 08 მაისის №159244 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. ო------------–--ის სააპელაციო მოთხოვნები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
7.1. ო------------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გამახვილებული ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ საარქივო ჩანაწერი ,,დახურულია, 1978" ხელმოწერით გამოხატავს ტ-----------ის უფლებრივ მდომარეობას უძრავ ნივთზე, რაც არ იქნა შეფასებული სათანადოდ და ამასთან არ იქნა ასახული ცნობა-დახსიათებაში.
სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული ლ---------------------ის გადაწყვეტილება, შ. მიქელეაშის სააღრიცხვო ბარათზე 1976 წელს განხორციელებული ცვლილებები, ტ-----------ის სააღრიცხვო ბარათი, 1976 წლის შ-------–--ის, საინვეტარიზაციო გეგმა-ნახაზები, შ-------–--ის საგადასახადო უწყებები და სადაზღვევო ქვითრები, საჯარო რეესტრის რუქები, იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, მიწის კოდექსი, ტექბიუროს ინსტრუექცია. ყოველივე ეს გამორიცხავდა 1986 წელს ქ. რ-------ის სააღრიცხვო ბარათის ხელახლა შედგენის კანონიერებას და ამ მონაცემების შესაბამისობას ფაქტობრივ გარემოებებთან.
განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ცნობა-დახასიათებების არსებული შინაარსით ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 2019 წ. 08 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება. კანონის განმარტების თანახმად ცნობა-დახასიათებას საჯარო რეესტრი ამზადებს მის არქივში დაცული ტექნიკური აღრიცხვის მასალებზე დაყრდნობით და ცნობა დახასიათება წარმოადგენს ამ საარქივო მასალების შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ცნობა-დახასიათის გამოცემისას დაეყრდნო ტექ. ბიუროს საარქივო მასალებში დაცულ ტ-----------ის სააღრიცხვო ბარათს. აღნიშნულ სააღრიცხო ბარათის, პირველივე გვერდზე სადაც აღრიცხული პირი გაკეთებულია ჩანაწერი "დახურულია", რომელსაც ერთვის დაითარიღება - 1978 წელი და ხელმოწერა სწორედ ამ საარქივო ინფორმაციის ასახვა მოითხოვა ო-------–--ემ ტ-----------ის ცნობა დახასიათებაში.
მას შემდეგ, რაც ტ-----------ი გარდაიცვალა (1968 წ.), ხოლო მისი ოჯახი 1974 წელს სრულად გადასახლდა მუდმივ მაცხოვრებლად სხვაგან, შეწყდა რ-------ებისთვის მიწით სარგებლობის უფლება, მას შემდეგ, რაც ბარათს დაეწერა "დახურულია", გაუგებრობას იწვევს ტ-----------ის სააღრიცხვო მასალაში 1986 წლით დათარიღებული აღრიცხვა, რადგან ის სრულად ეწინააღმდეგება ამ დროისთვის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება ლ---------------------ის, გადაწყვეტილება N475 (6) 7.()8.1974), სადაც მკაფიოდ წერია რომ მ------ის ქ. 2--ში არსებული მწვავე ავარიულ მდომარეობაში მყოფი სახლი დაინგრა, რის გამოც ამ სახლში მაცხოვრებელ რ-------ების, 16 სულიან ოჯახს აღმასკომმა გამოუყო სამი ახალი ბინა. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადასახლებისთანავე რ-------ების სახლი უნდა დანგრეულიყო. რ-------ების 16 სულიანმა ოჯახმა მიიღო რა სამი ახალი ბინა და ისინი მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდნენ სხვა ადგილას. შესაბამისად მათ დაკარგეს მიწით სარგებლობის უფლებაც.
საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცნობა-დახასიათება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, დოკუმენტია, რომელშიც თითქოსდა რეესტრს არ აქვს ცვლილების შეტანის უფლება, როდესაც რეესტრი ამ ინფორმაციას თავად ამზადებს. აღნიშნულით ირღვევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, ვინაიდან ინდ. აქტის მომზადებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმე შეისწვლოს სრულყოფილად და ყოველმხრივ. მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილი შესწავლა სწორედ იმას გულისხმობს, რომ არქივის მონაცემების სწორ გადამოწმებაც უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს შედარება სხვა საარქივო დოკუმენტაციასთან, მით უფრო მაშინ, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარმოების, ეტაპზევე რეესტრს წარედგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
სააღრიცხვო მასალები რომელიც დაცულია ტექ. ბიუროს არქვში ურთიერთგამომრიცხავია რისი ურთიერთშეუსაბამობის გამოკველევა საჯარო რეესტრს არც განუხორციელება. ტ-----------ისა და შ-------–--ის, ეზოები ერთმანეთის მომიჯნავე იყო, მას შემდეგ, რაც რ-------ები გადასახლდნენ სხვაგან, მუდმივ მაცხოვრებლად მათი უფლება მიწით სარგებლობაზე მოისპო, ტ-----------ის სახელზე ადრე რიცხული 4--0 კვ. მ-დან შ-----------–--ის, სარგებლობაში ტექბიურომ აღრიცხა 106 კვ. მ. საზღვრების გაზრდა დადასტურებულია სააღრიცხვო მასალაში შესული შესწორებებითა და გეგმა-ნახაზებით 1976 წელს. ამასთანავე, არქივის მასალითაც დასტურდება, რომ 1976 წლიდან შ-----------–--ე იხდიდა დაზღვევის გადასახადებს 450 კვ.მ–ზე (ნაცვლად 344 კვ. მეტრისა 1997 წლამდე). გარდა აღნიშნულისა, ტ-----------ის სააღრიცხვო ბარათზე 1986 წელს აღწერილია სახლი, რომელიც სინამდვილეში დანგრეული იყო, თვით მიწის ფართიც - 4-- კვ. მ. შეცდომითაა მითითებული, რადგან მიწაზე სარგებლობის უფლებაც მომსპარი იყო და ამასთანავე, ამ მიწის მნიშნელოვანი ნაწილი ტექბიურომ უკვე მ-------–--ეს აღურიცხა. ტ-----------ის სააღრიცხვო ბარათზე არსებული 1986 წლის ჩანაწერის სიყალბე და რეალობასთან სრული შეუსაბამობა მრავალი სხვა დოკუმენტით მტკიცდება. მეტიც, აღრიცხვა სრულად არ არის განხორციელებული, ვინაიდან სააღრიცხვო ბარათზე არ არის კონტროლიორის და შემდგომი პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა, რაც ტექბიუროს, ინსტრუქციის თანახმად სავალდებულო მოთხვნა იყო. ამ თვალსაზრისით ეს ჩანაწერი საერთოდ მოკლებულია იურიდიულ სანდოობას - მონაცემები, არ არის გადამოწმებული, არ არის დამტკიცებული.
საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის მინისტრის 1968 წლის 2- მაისი 239 ბრძანებით დასანგრევ სახლზე ტექნიკური პასპორტის შედგენა დაუშვებელი იყო. თბილისის ლ---------------------ის 1974 წლის 7 აგვისტოს 475 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „ვინაიდან ზემოხსენებული სახლი დაინგრა, საბინაო კომისიას წინადადება შემოაქვს ბინით დაკმაყოფილების თაობაზე." შესაბამისად, 1986 წელს ტ-----------ის სახელზე სააღრიცხვო ბარათი ამ შინაარსით ვერ შედგებოდა, ვინაიდან სახლი ამ მომენტისთვის უკვე დანგრეული იყო. თბილისი, ლ--------------ი, მ------ის ქუჩა 2-, განახლებული ტექნიკური პასპორტი 1986 წელს საერთოდ არ უნდა წარმოებულიყო. სწორედ ამიტომ არ ახლავს 1986 წლის აღწერას კონტროლიორი პირის ხელმოწერა, რაც ასევე ინსტრუქციის უხეში დარღვევაა. 1986 წელს მ------ისა და თ--------- ქუჩაზე წარმოებული სხვა საცხოვრებელი სახლების სააღრიცხვო მასალა ხელმოწერით დადასტურებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მაშინდელი უფროსის გ---–---------–---–ის მიერ. გ---–---------–---–ი ხელს აწერს შემმოწმებლის გრაფაში. ტ, რ-------ის სააღრიცხვო მასალას კი გ---–---------–---–ი ხელს არ აწერს. ამდენად, ტ-----------ის სახელზე 1986 წელს მომზადებული ჩანაწერები მცდარია, არ არის გაკონტროლებული, მისი ნამდვილობა არ არის ტექბიუროს მიერ დადასტურებული და შეიცავს ფაქტობრივ გარემოებებთან სრულიად შეუსაბამო ინფორმაციებს.
სწორედ აღნიშნული გარემოებების შესწავლა იქნა მოთხოვნილი საჯარო რეესტრისაგან, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის კანონიერების ორი შემადგენლობა არსებობს: პირველი - ფორმალური კანონიერება და მეორე - მატერიალური კანონიერება. მატერიალური თვალსაზრისით აქტის კანონიერება იყო აპელანტის მიერ სადავო მოცემულ დავაში, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
ო-----------–--ე არის კანონიერი მესაკუთრე მამამისაგან შ-----------–--ისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლიდან უძრავი ნივთებისა, მისამართებზე: თბილისი, ნ----–-----ის რ. თ--------- ქ. 17 (მიწის ფ. 454 კვ. მ. საკადასტრო კოდი: (0---------------) და იპოდრიას ქ. 17-ის მიმდებარედ (მიწის ფ. 3-- კვ. მ. ს.კ. საკადასტრო; კოდი: (0---------------). ორივე საკად.ასტრო კოდი - რეგისტრირებული ტერიტორია ნაწილ-ნაწილ შეიცავს ყოფილ მისამართზე: თბილისი. ლენინის, რ. მ------ის ქ. 2- -ში ტ-----------ის სახელზე 1969 წლამდე დროებით სარგებლობაში აღრიცხულ მიწის ფართს.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8.2. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულების საფუძველზე, ლიკვიდირებული იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტით ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს დაევალათ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის N835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლით განისაზღვრა სააგენტოს ფუნქციები. მითითებული ნორმის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააგენტოს ფუნქციებს წარმოადგენს საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის და მისამართების რეესტრის წარმოება და ამ მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შექმნილ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ლიკვიდირებული სამსახურების მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა საარქივო მასალების საფუძველზე სამსახურში არსებული ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება. აღნიშნული ცხადია, არ გულისხმობს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში აღრიცხული უძრავი ნივთების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საჯარო რეესტრის სამსახურების მიერ ინფორმაციის გაცემისას მხოლოდ არქივში არსებული მონაცემების ტექნიკურ გადმოტანას, არსებული მასალების ურთიერთშესაბამისობისა და მონაცემების დამუშავების გარეშე.
დადგენილია, რომ 2010 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადდა მ------ის ქუჩა №2--ში მდებარე უძრავ ნივთზე ცნობა-დახასიათება ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, აღნიშნული ცნობა-დახასიათების თანახმად: უძრავი ნივთის მისამართია - მ------ის ქუჩა №2-; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 4-- კვ.მეტრი; დოკუმენტი: №0-----, სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1961 წელს; მესაკუთრე - ტ-------------------ი, ფართობი - 4--კვ.მეტრი; შენობა-ნაგებობა: ლიტერი ა(საცხოვრებელი), სართული - 1, სხვა ფართი 34 კვ.მეტრი.
2013 წლის 30 აგვისტოს ე----------------მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, მ------ის ქუჩა №2--ში (ან თ--------- №17) მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ცნობა-დახასიათების გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის №TT2013045473-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ და მომზადდა ცნობა-დახასიათება.
2019 წლის 15 მარტს ზ-----------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, მ------ის ქუჩა №2--ში(მესაკუთრე ტ------- რ-------ი) მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ცნობა-დახასიათების გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის №TT2019027476-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ და მომზადდა ცნობა-დახასიათება.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მომზადებული ცნობა-დახასიათებები შეესაბამება ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეალურად არსებულ N0----- სააღრიცხვო ბარათის მონაცემებს და ასახავს ქ. თბილისში, მ------ის ქუჩა №2--ში მდებარე უძრავ ქონებაზე არსებულ ინფორმაციას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემებით უძრავ ნივთზე აღრიცხული სარგებლობის უფლება ძალადაკარგულია, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ ინფორმაციის (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვ.) გაცემისას აღნიშნული უფლება არ მიეთითება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს N0----- სააღრიცხვო ბარათზე და დადგენილ გარემოებზე: რომ ხსენებულ ბარათზე ფანქრით განხორციელებულია ჩანაწერი ,,დახურულია 2-.VII.1978." პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე 1986 წელსაც ფიქსირდება ჩანაწერის განხორციელება. ასევე დადგენილია, რომ 1986 წლის ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივს 1986 წლის ჩანაწერის გაუთვალისწინებლობის უფლება არ ჰქონდა. სადავო გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა ინფორმაცია საარქივო დოკუმენტში არსებულ მდგომარეობაზე სულ ბოლოს არსებულ ჩანაწერთან შესაბამისობაში. სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციას მასზედ, რომ სადავო გადაწყვეტილებებით გაცემული იქნა არქივში არსებული ინფორმაცია, რაც თავისთავად არ წარმოშობს საკუთრების უფლებას და ხსენებული საკითხის შეფასება სცილდება მოცემული დავის საგანს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 სექტემბრის №TT2013045473-03 გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის №TT2019027476-03 გადაწყვეტილება ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ" მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
8.3. სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 08 მაისის №159244 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციულიწარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგადგამოაქვს ერთერთი შემდეგიგადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019წლის 08 მაისის №159244 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
8.4. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტ ო-----------–--ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 23-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;
4. ო-----------–--ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (ასორმოცდაათი ლარი) დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე : ნინო ყანჩაველი