განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 19010011900292-601
საქმე №1ბ/1523-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
24 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ---- ჯ--–-------
დაცვის მხარე:
გამართლებული: ვ------- ა-–---- (პირადი ნომერი №1----------), დაბადებული 1--- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ.თ---–--------------–-, თ---------–----------, №3-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–-, ი--------------- ქუჩა №3-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ადვოკატი: კ-----------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------------–--------–----------------------------------–---- პროკურორმა ლ---- ჯ--–-------მ და ითხოვა ვ------- ა-–----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
2019 წლის 1 მარტს, 17:45 საათზე, ვ------- ა-–---- ქ. თ---–--ში, ს------– ფ-------–-ში, ი------–----------–-- ქ. N2--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, 12.85 გრამ ჰეროინს.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ვ------- ა-–----ს მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის (საქართველოს სსკ-ის 260 მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმეების ზ------ ვ-------–---–ის, ა---- ზ-------ის და ლ-–- მ-------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 1 მარტს დაიგეგმა ვ------- ა-–----ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მონაწილეობა მიიღეს მის პირად ჩხრეკაში. გეგმის მიხედვით, ისინი მივიდნენ ვ------- ა-–----ს საცხოვრებელ სახლთან თეთრი ფერის მიკროავტობუსით და დაინახეს, რომ იგი გამოვიდა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან, გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს და შევიდა სავარაუდოდ მეზობლის ეზოში, ამიტომ ი--------------- ქუჩიდან მივიდნენ ც----------–-- ქუჩაზე და როდესაც ვ------- ა-–---- გამოდიოდა ეზოდან, შეაჩერეს, წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, გააცნეს სასამართლოს განჩინება და დაიწყეს პირადი ჩხრეკა. მისი წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს 5 ცალად დაფასოებული ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ იგი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაკავებამდე ისინი მუშაობდნენ მასზე, აკვირდებოდნენ მას და მის კავშირებს. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ვ------- ა-–----ს პირად ჩხრეკაში მონაწილეობდა თარჯიმანი გ------- ნ------, რომელმაც უთარგმნა მას ჩხრეკის ჩატარების შესახებ. აგრეთვე აღნიშნეს, რომ ბრალდებულის დაკავებისას ხალხიც მოგროვდა. ლ-–- მ-------ემ ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვ------- ა-–----ს მიმართ მიმდინარეობდა სხვა საქმეც, მის მეუღლესთან დაკავშირებით. გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ვ------- ა-–----, მისი მეუღლე და სიდედრი, ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, ასევე ჩხრეკა ჩაატარეს საცხოვრებელ სახლშიც, თუმცა არაფერი ამოღებულა.
მოწმე გ------- ნ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო ვ------- ა-–----ს პირად ჩხრეკაში. მისი განმარტებით, იგი იჯდა მიკროავტობუსში, რა დროსაც დაინახა, რომ მამაკაცი გამოვიდა ეზოდან და შევიდა მოპირდაპირე მხარეს მდებარე ეზოში. ქუჩის მეორე მხარეს იდგა, როდესაც მიუახლოვდნენ ავტომანქანით, პოლიციის თანამშრომლები გადავიდნენ და დააკავეს. გააცნეს მისი უფლებები და შემდეგ ავტომანქანაში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რასაც თავადაც ესწრებოდა. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ოქმს ხელი მოაწერა. კითხვაზე - რა განმარტა ბრალდებულმა ნარკოტიკულ საშუალებაზე, მოწმემ უპასუხა, რომ ბრალდებული აცხადებდა ჩემი არ არისო. თარჯიმნის განმარტებით, ვ------- ა-–----ს ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთიერება 5 პაკეტად.
მოწმე ნ-----–---- რ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და შეადგინა შესაბამისი ოქმები. 2019 წლის 1 მარტს ვ------- ა-–----ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე და ამოღებულ იქნა 5 ცალად შეკრული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, როგორც ვ------- ა-–----, ისე მისი ოჯახის წევრები დაკავებული იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებით, სწორედ ამიტომ 23 თებერვლიდან ხდებოდა მისი შესწავლა და გასაღებასთან დაკავშირებით კავშირების დადგენა, თუმცა ვერ განხორციელდა. მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები სხვა დროსაც ჩატარებულა, მაგრამ უშედეგოდ. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ------- ა-–---ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ავტომანქანაში, ხოლო დაცვის მხარის კითხვაზე რატომ არ არის ოქმში ჩხრეკის ჩატარების ადგილად მითითებული ავტომანქანა, მოწმემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ჩხრეკა ჩატარდა ც----------–-- ქუჩაზე, არსებითად არ ცვლის აღნიშნულს. ა/მანქანაში ჩხრეკის მიზეზი იყო მისი შესაძლო გაშიშვლება. მანვე აღნიშნა, რომ სახლიდან დივიარის მოწყობილობის ამოღების შემდეგ, ის არ დაათვალიერეს, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ გამორჩათ.
მოწმე ნ------–-–---- ჩვენებით დადგენილია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და ნ-------- ჯ-----–---–მა მისგან აიღო ნერწყვის ნიმუში. საგამოძიებო მოქმედებას და ბრალის წარდგენას ესწრებოდა თარჯიმანი და ადვოკატი.
მოწმე გ---–----- გ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მარტს მეზობლებისგან შეიტყო, რომ მისი მეუღლე დააკავეს. პირადად ეს პროცესი მას არ დაუნახავს, თუმცა კამერები დაათვალიერა და დაინახა, რომ ც----------–-- ქუჩაზე ა/მანქანა იდგა და ხალხი მოგროვდა. ვიდეო-სათვალთვალო მოწყობილობა დამონტაჟებულია სახლის გარე პერიმეტრზე და ოთახებში. როდესაც სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, ამოიღეს დივიარი, ლეპტოპი და ტელეფონი.
2019 წლის 23 თებერვალს შსს ქ-------------–-------–-–-------------------ში დაიწყო გამოძიება ვ------- ა-–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ზ----------–---–ის ინფორმაცია, რომ ვ------- ა-–---- სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა გასაღებას და ნარკოტიკულ ნივთიერებებს უნდა ინახავდეს პირადად და საცხოვრებელ მისამართზე.
ვ------- ა-–----ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მარტს, 17:45-18:10 დროის შუალედში ქ. თბილისი ს------–ი ფ-------–- ი------–----------–-- №2--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ვ------- ა-–----ს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკა ჩაატარა ნ-----–---- რ----–---–მა და მასში მონაწილეობდნენ ა------------, ზ----------–---–ი, ლ----------- და თარჯიმანი გ------- ნ------. ვ------- ა-–----ს ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ორ პაკეტად ცალ-ცალკე 5(ხუთი) ცალ პოლიეთილენის პარკებში შეფუთული გაურკვეველი ნივთიერება ცალკე ერთ პაკეტად, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი ცალკე ერთ პაკეტად. პირადი ჩხრეკის ოქმზე თარჯიმნის მიერ აღნიშნულია, რომ ვ------- ა-–----ს განმარტებით, ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება და მას ეკუთვნის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 1 მარტის, 18:15-19:50 დროის შუალედში, ქ. თ---–--ში, ს------–ი ფ-------–-, ი--------------- ქუჩა N3- მდებარე ვ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკისას ამოღებული იქნა DVR მოწყობილობა, HP ფირმის ლეპტოპი და IPHONE-ის ფირმის მობილური. ჩხრეკას ესწრებოდა ვ------- ა-–----ს მეუღლე გ---–----- გ----------.
2019 წლის 1 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მარტს, 18:11 საათზე დაკავებული იქნა ვ------- ა-–---- ბრლდებულის სახით.
2019 წლის 2 მარტის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პოლიეთილენის ნაჭრებში ხუთ (5) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით საერთო წონით 21,93 გრამი, (ობ.N1-5) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 12,85 გრამს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ-----------–---მ და ა-–----------------------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა და სისწორე.
2019 წლის 1 ივლისის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ „პაკეტში წარწერით „შესაფუთი მასალა“ მოთავსებულ მოყვითალო და მოთეთრო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ვ------- ა-–---ს.
მოწმე (ექსპერტი) ი------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა და სისწორე. მოწმის განმარტებით, გენეტიკური პროფილის წარმოშობის მექანიზმზე კვლევა არ ტარდება და შეუძლებელია პასუხის გაცემა იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ან არ აღმოჩნდა კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის უჯრედი რაიმე ობიექტზე.
ვ------- ა-–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის. როდესაც პოლიციის თანამშრომელი მას ჩხრეკდა, ჯიბეში ჩაუყო ხელი და დაიყვირა წამალი ვიპოვეო, თუმცა მანამდე მან თავად ამოაბრუნა ჯიბეები და უთხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო. არანაირი დოკუმენტი მისი პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს არ შედგენილა და მხოლოდ განყოფილებაში მიუთითეს, რომ ხელი უნდა მოეწერა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ვ------- ა-–----ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვ------- ა-–----ს ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები. კერძოდ:
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ვ------- ა-–----ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. თ---–--ში, ს------–ი ფ-------–-, ი------–----------–-- ქუჩა №2--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 3 ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული გაურკვეველი ნივთიერება და 2 ცალი თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული გაურკვეველი ნივთიერება. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ ა---- ზ-------ე, ზ------ ვ-------–---–ი, ლ-–- მ-------ე, თარჯიმანი გ------- ნათენაძე, ჩხრეკის ჩამტარებელი პირი ნ-----–---- რ----–---–ი და თვითონ ვ------- ა-–----. პირადი ჩხრეკის ოქმზე ბრალდებულის სახელით გაკეთებულია შენიშვნა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი შესაბამისობაშია, მოწმეების ზ------ ვ-------–---–ის, ა---- ზ-------ის, ლ-–- მ-------ის ჩვენებებთან, რითაც დადგენილია, რომ მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ საგამოძიებო მოქმედებაში, როგორიცაა ვ------- ა-–----ს პირადი ჩხრეკა. თუმცა, აღნიშნული ოქმი და მოწმეების ლ-–- მ-------ის, ზ------ ვ-------–---–ის და ა---- ზ-------ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია, ჩხრეკაში მონაწილე დამოუკიდებელი პირის, მოწმე (თარჯიმან) გ------- ნ-----ის ჩვენებასთან, რომლითაც დადგენილია, რომ მან მიკროვტობუსიდან დაინახა ეზოდან გამოსული მამაკაცი, რომელიც შევიდა მოპირდაპირე მხარეს მდებარე ეზოში, ქუჩის მეორე მხარეს იდგა, როდესაც მიუახლოვდნენ ავტომანქანით, პოლიციის თანამშრომლები გადავიდნენ და დააკავეს, შემდეგ კი ავტომანქანაში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხრეკის დროს ბრალდებული ამბობდა, რომ ნარკოტიკი მისი არ იყო; მაგრამ პირადი ჩხრეკის ოქმზე ბრალდებულის სახელით გაკეთებულია შენიშვნა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის.
ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები ასევე წინააღმეგობაშია, მოწმე ნ-----–---- რ----–---–ის ჩვენებასთან, რომლითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მარტს ვ------- ა-–----ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე და ამოღებულ იქნა 5 ცალად შეკრული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება. თუმცა შემდეგ იგი აზუსტებს და ამბობს, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა ავტომანქანაში, ვინაიდან მოსალოდნელი იყო მისი შესაძლო გაშიშვლება. მისივე ჩვენებით, ოქმში პირადი ჩხრეკის ადგილად ავტომანქანის მითითება, იმიტომ არ მოხდა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ც----------–-- ქუჩაზე და მისი არ მითითება არსებითად არ შეცვლიდა მდგომარეობას. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ თავისი წინააღმდეგობრივი ჩვენებით ნ-----–---- რ----–---–ი, ერთის მხრივ შეეცადა ჩხრეკის ვითარების დაზუსტებას, ხოლო მეორეს მხრივ წინააღმდეგობაში მოვიდა მის მიერვე შედგენილ საპროცესო დოკუმენტებთან, სადაც თავად უთითებს ჩხრეკის ჩატარების ადგილად არა ავტომანქანას, არამედ ქუჩას და ამასთან ვერ ხსნის რატომ არის ისინი ერთიდაიგივე. მან ასევე ვერ ახსნა, რატომ არ მოხდა ვ------- ა-–----ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, მით უფრო იმ პირობებში, რომ 2019 წლის 23 თებერვალს შსს ქ-------------–-------–-–-------------------ში გამოძიება დაწყებული იყო ვ------- ა-–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღების ფაქტზე.
რაც შეეხება, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნას, იგი მართალია ადგენს, რომ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ვ------- ა-–---ს, თუმცა ექსპერტის ჩვენებით შეუძლებელია დადგინდეს გენეტიკური პროფილის წარმოშობის მექანიზმი და არ გამოირიცხება, რომ იგი გამოსაკვლევ ობიექტზე აღმოჩნდეს ზემოქმედების შედეგად, თუნდაც ტანისამოსთან შეხებით. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება, უტყუარობის თვალსაზრისით, ვერ გამოდგება გამატყუნებელი განაჩენისათვის საკმარის მტკიცებულებად.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოწმეთა დაკითხვის თანმიმდევრობას და მათი ჩვენებების სანდოობას, მათ შორის ობიექტური, ლოგიკური და გონივრული კავშირის არსებობას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რათა სასამართლომ უტყუარად დაადგინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს. ისეთი ხასიათის ბრალდების საქმე, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, ძირითადად აგებულია იმ პოლიციელთა ჩვენებებზე, რომლებმაც მოიპოვეს და შექმნეს მტკიცებულებები. შესაბამისად, სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ დაკითხული პირები - პოლიციის თანამშრომლები, იმავდროულად არიან ბრალდების მხარის წარმომადგენლები და ამ პირობებში მტკიცებულებათა სიცხადე, სარწმუნოობა და მათი ურთიერთკავშირი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად უტყუარი, მათ მიერ მითითებული გარემოებები ყველა არსებით ნაწილში უნდა იყოს ერთგვარი, დამაჯერებელი და არ უნდა ტოვებდეს არანაირ ეჭვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოწმეთა დაკითხვამ სასამართლოში გააჩინა ეჭვი ვ------- ა-–----ს მიმართ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების როგორც კანონიერების, ისე უტყუარობის ჭრილში, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ხუთი მოწმიდან, რომლებიც ერთსადაიმავე გარემოებებზე საუბრობდნენ, არსებით ნაწილში არათანხვედრი ჩვენებები მისცეს სასამართლოს, მათ მიერ მითითებული გარემოებები სხვაგვარად არის ოქმებში ასახული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი ვ------- ა-–----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნერწყვის ნიმუში და შესაფუთი მასალა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დივიარის მოწყობილობა და ვ------- ა-–----ს მობოლური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ვ------- ა-–---ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ-------------–--------–----------------------------------–---- პროკურორის ლ---- ჯ--–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ------- ა-–---- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვ------- ა-–---ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება, ნერწყვის ნიმუში და შესაფუთი მასალა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დივიარის მოწყობილობა და ვ------- ა-–----ს მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ვ------- ა-–---ს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/