განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119002871827-1ბ/118-20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: მ-----–------------- დაბადებული 19---–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: ს--------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–----------------------------------------------–--
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა,როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი: ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–------- და ითხოვა მი----–------------- სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა;
სასამართლომ დაადგინა :
2019 წლის 25 იანვარს, 00:47 საათზე თ---–----------------------------------------- N---–ი დაკავებულ იქნა ამავე მისამართზე მცხოვრები, მთვრალი მ-----–------------- რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ზ-------------ს და განუცხადა, რომ მოკლავდა. დაზარალებულ ზ-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა ზ-------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ალკოჰლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ-----–----------ძე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ზ-------------მა ასევე დაადასტურა, რომ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მი----–-------------თან ერთად თბილისში, დ-------------–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების მანძილზე მეუღლეს მისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. 2019 წლის 25 იანვარს მ-----–----------ძის მუქარა იყო ერთადერთი შემთხვევა და წარსულში ანალოგიური ხასიათის ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მუქარას წინ უსწრებდა სიტყვიერი შელაპარაკება. მისი უკმაყოფილება გამოიწვია მიხეილის მეგობრის ბე---- სტუმრობამ, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა, იწვა და არ გააჩნდა სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები სტუმრის მისაღებად. მ-----–----------ძე კარგი მეუღლეა. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ავადმყოფობის პერიოდში ზრუნავდა მასზე და იყო მისი ერთადერთი მარჩენალი.
მოწმე გ-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მ-----–----------ძის ოჯახთან აქვს კარგი მეზობლური ურთიერთობა. მსჯავრდებული არ არის კონფლიქტური ადამიანი, მასთან უთანხმოება არასდროს ჰქონია. 2019 წლის 25 იანვარს, საღამოს დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ, გაიგონა ჩხუბის და ხმამაღალი საუბრის ხმა. მ-----–----------ძე ზ-------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით „მოგკლავო“. რამდენიმე მეზობელთან ერთად მივიდა მ-----–----------ძის სახლში, სადაც მსჯავრდებულისა და დაზარალებულის გარდა, ასევე იმყოფებოდა ბესო (მ-----–----------ძის მეგობარი). მ-----–----------ძე იყო ნასვამი და იმყოფებოდა აფექტურ მდგომარეობაში. მცდელობის მიუხედავად მსჯავრდებულის დაწყნარება ვერ მოახერხა, მ-----–----------ძე აგრძელებდა ზ-------------ის ლანძღვას და მუქარას. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს მ-----–----------ძე.
მოწმე მ---------–-------–---–----------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს შეესწრო ზ---------------ა და მი----–------------- შორის განვითარებულ კონფლიქტს. დაზარალებულის უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მ-----–----------ძემ სახლში მიიყვანა უცხო მამაკაცი, რაც მას უქმნიდა გარკვეულ დისკომფორტს (ზ-------------ი იმ პერიოდში ავადმყოფობდა, იყო მწოლიარე მდგომარეობაში, უჭირდა გადაადგილება და უცხო ადამიანის სახლში ყოფნა არ სიამოვნებდა). იგი ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, რა დროსაც გაიგონა მ-----–----------ძის მიერ წარმოთქმული სიტყვები „მოგკლავ“.
მოწმე ბ------–-–------ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს მი----–-------------თან ერთად დიდუბის ტერიტორიაზე დალია ალკოჰოლური სასმელი. აღნიშნულის შემდეგ ერთად მივიდნენ მ-----–----------ძის სახლში, სადაც მისი გამოჩენით გაღიზიანებულმა ზ-------------მა კამათი დაუწყო მსჯავრდებულს. გაერიდა კონფლიქტურ სიტუაციას და ღამის გასათევად მეზობელ გ-------------–---–---ნ დარჩა. ნასვამს მალევე ჩაეძინა. გააღვიძეს პატრულის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს სამმართველოში. გ-------------–---–-- სახლიდან გასვლისას გაიგონა ზ-------------სა და პატრულის თანამშრომელს შორის საუბარი, რა დროსაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ მ-----–----------ძე დაემუქრა.
პატრულ-ინსპექტორმა ნ-------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს მეწყვილე ლ------------–-–---–----
ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც „112“-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თ---–----------------------------------------- N---–ი,სადაცდახვდა განმცხადებელი ზ-------------ი. დაზარალებულის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე მ-----–----------ძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებული აღელვებული იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ, მ-----–----------ძის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ამის თაობაზე პოლიციაში არ განუცხადებია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ორი მეზობელი, რომლებმაც გასაუბრებისას დაადასტურეს მი----–-------------ა და ზ-------------ს შორის ხშირი კონფლიქტური ურთიერთობის ფაქტები.
პატრულ-ინსპექტორმა ლ------------–-–---–-- სასამართლოსხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს, „112“-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თ---–--------------------–-. შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დახვდა მსჯავრდებული მ-----–------------- ასევე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ზ-------------ი და ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი. დაზარალებულის განმარტებით, ჰქონდა სიმსივნე და საწოლიდან ფაქტობრივად ვერ დგებოდა. ზ-------------ის განმარტებით, მ-----–----------ძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მისმა მეწყვილე ნ-------------- დაათვალიერა დაზარალებულის სხეული, სადაც მას აშკარად აღენიშნებოდა მეუღლის მიერ წარსულში მიყენებული ჭრილობა. ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს გამომძიებლები, რომლებმაც დააკავეს მ-----–----------ძე და შეავსეს სათანადო ოქმები. მი----–------------- გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რაც დაადასტურა შესაბამისი ხელმოწერით. მ-----–----------ძე ვიზუალურად ფიზიკური ნაკლი არ აღენიშნებოდა და აღნიშნულის შესახებ თავადაც არ განუცხადებია.
მოწმის სახით დაიკითხნენ - გ--------------–---–---------------------, რომლებიც არიან პოლიციის თანამშრომლები. მათ დაკითხვისას დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მ-----–----------ძის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილ
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა)სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
პალატა აღნიშნავს, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს,რომგამოკვლეულიმტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მ-----–----------ძე და ზ--------------- არიან ოჯახის წევრები (მეუღლეები). გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 25 იანვარს მ-----–----------ძე მეუღლეს - ზ-------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დამმუქრებლის პიროვნების, მუქარის გამოხატვის ხერხის, მსჯავრდებულის მხრიდან გამოხატული აგრესიისა და დაზარალებულის განმარტებების (შეეშინდა) გათვალისწინებით, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა პალატას დადგენილად მიაჩნია.
მოცემულ შემთხვევაში მ-----–----------ძის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - ზ-------------ის, მოწმეების - გ-------------–---–--, მ---------–-------–---–-------------------–-–--------------------------–------------–-–---–-------------------–---–-------------------- ჩვენებები. დაზარალებულ ზ-------------ის, მოწმეების გ-------------–---–-- და მ---------–-------–---–-- ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. დაზარალებული და მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ მ-----–----------ძის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. განმარტავენ, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტი გამოიწვია მსჯავრდებულის მიერ სახლში მეგობრის მიყვანამ. გაიგონეს თუ როგორ დაემუქრა მ-----–----------ძე ზ-------------ს სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა ზ-------------მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მეუღლის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი და აღნიშნა, რომ მ-----–----------ძის მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-----–----------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----–----------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ (მეუღლის მიმართ).
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ-----–----------ძის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ერთის მხრივ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის აღნიშნული დანაშაულის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის ერთ-ერთი გზა; ამასთან, ადეკვატური სასჯელი მოძალადეზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, რათა მან შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ყოფილი მეუღლის მიმართ), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (მ-----–----------ძე ურთიერთშელაპარაკების გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ-------------ს), მ-----–--------------- ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (მის მტკიცე სურვილს დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობები (არის უმუშევარი, ცხოვრობს ეკონომიკურ სიდუხჭირეში, იღებს მოწყალებას, ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის), მ-----–----------ძის ქცევა სასამართლო განხილვის დროს (საქმის არსებითად განხილვის დროს მსჯავრდებულს წესრიგი არ დაურღვევია, მისი ქცევა არ გასცდენია ეთიკურ ჩარჩოებს),დანაშაულისჩადენისმოტივი/მიზანი (ურთიერთ შელაპარაკება/დაზარალებულის დაშინება), დაზარალებულის განმარტება (დაზარალებულის განმარტებით, წარსულში მ-----–----------ძის მხრიდან მის მიმართ მუქარას ან სხვა ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულს ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა/იყო ლოგინად ჩავარდნილი, მსჯავრდებული უვლიდა მას, უზრუნველყოფდა საკვებითა და მედიკამენტებით, იჩენდა მზრუნველობას და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს), რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მ-----–----------ძის პატიმრობაში ყოფნის საკითხს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მი----–------------- სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მი----–------------- განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ-----–----------ძეს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 25 იანვრიდან - 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას 500 ლარის ოდენობით სასჯელის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა, რაც სასჯელის ვადაში ითვლება წარმოადგენდა თითქმის 9 თვეს, მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან, მოცემულ საქმეზე მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის და სანქციის მაქსიმუმის შეფარდების შემთხვევაშიც, პატიმრობაში ყოფნის ვადის ჩათვლის გათვალისწინებით, განაჩენის გამოტანის შემდგომ სასჯელის ვადა დაახლოებით 3 (სამი) თვე იქნებოდა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია და სასჯელის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. მ-----–----------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ-----–----------ძის პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 25 იანვრიდან - 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული ჯარიმა და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
4. მ-----–-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი