განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
010100118002438439
ინსტანცია
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002438439

საქმე №1/ბ-318-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ნ----- ბზიკაძე

 

პროკურორის - ა--- რ----ას,მსჯავრდებულის - ი----- ზ----ის,ადვოკატის - პ----- შ----ის და რ---- პ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- მ-----ის ძე ზ----ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 09 ი------ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, მ---------ის ქ. N103, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, მ--–---–---–ის ქ. N39,გ------ გ-----ის ძე ჯ-–-ს მიმართ, დაბადებული 199- წლის 24 ი----ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქ. ბათუმი, ი. ნ----–---–ის ქ. N 58 ბ. N 6,ი-----–- თ------ის ძე ა------–--ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 14 თ--------–ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქ. ბათუმი, ნ. გ------–-ს ქ.N 1ვ ბინა N 4,დ----- ჯ--------ს ძე ს--------ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 25 ი--–--ს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხელვაჩაური, ს. ქვედა ს--–-------ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

1. ი----- ზ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. 2. გ------ ჯ-–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. 3. ი-----–- ა------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდნა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. 4. დ----- ს--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 18 საათზე, ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის შესახვევი N9 საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- ა--–--ეს სანთებელა მოსთხოვა ი-----–- ა------–--ემ, ხოლო უარის მიღების შემდგომ ეს უკანასკნელი განაწყენდა და დატოვა იქაურობა. მცირე ხნის შემდგომ აღნიშნულ მისამართზე, ი-----–- ა------–--ე დაბრუნდა დ----- ს--------ესთან, ი----- ზ----ესთან და გ------ ჯ-–თან ერთად. ი-----–- ა------–--ე, გ------ ჯ-–-, დ----- ს--------ე და ი----- ზ----ე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ხულიგნობის მიზნით შეიარაღდნენ იქვე ქვაფენილზე არსებული ქვის სამშენებლო ფილებით და აღნიშნული იარაღად მომარჯვებული საგნების, ასევე ხელებისა და ფეხების გამოყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დ----- ა--–--ეს და მის დასახმარებლად მისულ ამ უკანასკნელის შვილს - შ--–-- ა--–--ეს. თავდამსხმელები დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ძალადობისა და ძალადობის მუქარით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, შემთხვევის ადგილზე შეგროვდა ოცდაათამდე მოქალაქე, ხოლო ი-----–- ა------–--ე, გ------ ჯ-–-, დ----- ს--------ე და ი----- ზ----ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

 

1. ი----- ზ----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ი----- ზ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ი----- ზ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 მარტიდან.

 

ი----- ზ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

2. გ------ ჯ-–-ს (დასწრების გარეშე) ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

გ------ ჯ-–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

გ------ ჯ-–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

3. ი-----–- ა------–--ის (დასწრების გარეშე) ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ი-----–- ა------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ი-----–- ა------–--ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–- ა------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----–- ა------–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

4. დ----- ს--------ის (დასწრების გარეშე) ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

დ----- ს--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

დ----- ს--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნ----- გ-------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას. ი-----–- ა------–--ის, გ------ ჯ-–-ს, დ----- ს--------ის და ი----- ზ----ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ მსჯავრდებულებს ამოურიცხათ იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდება. მაშინ როცა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დ---------–------–--–------–------------------–----------–-----------------------–-------------–---------–---------------------------–------------------------–-------------------–--------------–-------–--------------------------------------–--------------------–----------–---- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ქვის ფილებით, პირის ამოცნობისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და მობილური ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტებით, საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულების მიერ იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობა. აღნიშნულ მტკიცებულებებს პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, ბრალდება მიიჩნევს რომ საქმის ფაქტობრივი გერემოებებით და სასამართლოში გაოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი ი-----–- ა------–--ის, გ------ ჯ-–-ს, დ----- ს--------ის და ი----- ზ----ის მიერ ხულიგნობის ერთ-ერთი ელემენტის, ძალადობის მუქარისთვის იარაღად სხვა საგნის, ქვების გამოყენების ფაქტი.

ბრალდების მხარე უთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მსჯავრდებულები ხულიგნობის ჩადენისას ძალადობასაც იყენებდნენ და ძალადობის მუქარასაც. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ( მათ შორის ქვებითაც) დ----- და შ--–-- ა--–--ეებს, აგრეთვე, აღნიშნულის პარალელურად ოთხივე მათგანს ხელში ეჭირა ქვის ფილები და იწევდნენ დაზარალებულის მიმართულებით, რამდენიმე ეპიზოდში დაზიანებაც კი მიაყენეს ორივე დაზარალებულს ქვის ფილებით. მართალია, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურებულა, რომ ოთხივე მათგანმა გამოიყენა ქვა დაზარალებულთათვის ფიზიკური დაზიანების მისაყენებლად, თუმცა უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ იმ მომენტში, როდესაც მსჯავრდებულები დაზარალებულებს ფიზიკურად უსწორდებობდნენ და დაუზოგავად ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ხელში ეჭირათ ქვის ფილები და ამ ქვის ფილების დემონსტრირებით, მათკენ მიღერებით, ზოგჯერ დარტყმით, როგორც უშუალოდ ძალადობის გამოყენების პროცესში, ისე რიგ ეპიზოდებში, როდესაც მათი ერთმანეთისგან დისტანცირება ხდებოდა, ქვებით ხელში მიიწევდნენ მათკენ, უახლოვდებოდნენ და კვლავ ანალოგიურად მოქმედებდნენ. შესაბამისად, აღნიშნული უნდა შეფასდეს როგორც ძალადობის, ისე ძალადობის მუქარის დროს იარაღად ქვების გამოყენებად. ამდენად, ი-----–- ა------–--ე, გ------ ჯ-–-, დ----- ს--------ე და ი----- ზ----ე ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროთ შესაბამისი სასჯელი.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ი----- ზ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ი----- ზ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ მოტივებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულის - ი---- ზ----ის მიმართ, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, არის აბსოლუტურად უკანონო. კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულებს ბრალად წარედგინათ წინაწარი შეთანხმებით ხულიგნობის ჩადენა, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განახორციელეს ხულიგნობა, თუმცა მხარეთა თანდასწრებით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოცემული სახით კვალიფიკაცია არ დასტურდება; ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ჯგუფურად და მათ შორის შეთანხმება უტყუარად დასტუდება. საქმეში წარმოდგენილი და საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით კი, რომელთა ძირითადი ნაწილი თვითმხილველ თუმცა, მსჯავრდებულთა მიმართებით არაპირდაპირი მტკიცებულებაა, მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებები, არ ადასტურებს აღნიშნულს. ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე, ამასთან ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება.

ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისთვის, საკმარისი არ არის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოების თავშეყრის ადგილას(ქუჩაში, სტადიონზე, კინოში, თეატრში, ქორწილში და სხვაგან, სადაც იმყოფება საზოგადოება.)

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლოში დაკითხული ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რომელიმემ იმ თითო ოროლა მეზობლიდან, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ან მათ მიმართ გამოხატული იქნა აშკარა და უხეში უპატივცემულობა. მათ მიერ დასმული არაერთი შეკითხვის პასუხად, მოწმეები ცალსახად პასუხობდნენ, რომ არავის არაფერში ხელი არ შეშლია, არც ქუჩა გადაკეტილა, არც არავის დარღვევია ოჯახური მყუდროება და ცხოვრების ნორმალური რიტმი. მეტიც, მოწმეები ცალსახად ადასტურებენ, რომ თუ ვინმე მივიდა ე.წ. შემთხვევის ადგილას, მივიდნენ იმ დროს, როდესაც ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ თუკი ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო, ცხადია, ხულიგნობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი - საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა სახეზე არ არის და არც იქნება.

დაცვის მხარე, აგრეთვე, მიუთითებს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ, ი---- ზ----ის უდანაშაულობას, ამავე დროს ნათლად წარმოაჩენენ საგამოძებო მოქმედებათა მთავარი შემოქმედების ზრახვებს, რომელთა ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა პოლიციელთა დაკვეთის აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამასთან, კიდევაც, რომ ჩავთვალოთ, ი---- ზ----ის მიმართ, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებით მსჯავრდება კანონიერად, სასჯელის ნაწილშიც კი გასაჩივრებული განაჩენი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ი---- ზ----ეს არასდროს ჰქონია კონფლიქტი კანონთან, იგი არ არის ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში ნამყოფი, ხასიათდება უაღრესად დადებითად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფონზე, როცა ნორმა ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებსაც, კერძოდ, - ჯარიმას, საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოებს, აპელანტისთვის გაუგებარია თუ რა მოტივით მიესაჯა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს ა--- რ----ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ი----- ზ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- შ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულების ი----- ზ----ის, გ------ ჯ-–-ს, ი-----–- ა------–--ის და დ----- ს--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ დ----- ა--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 მარტს იგი იმყოფებოდა სახლში და აკეთებდა ბეტონის ღობეს. სილა გარედან შემოჰქონდა და შემოსატანად, რომ გავიდა გვერდზე ორსართულიან ბინებთან შუაში ორი პირი იდგა, ერთმა მათგანმა უთხრა - ,,სიგარეტზე მომიკიდეო", რაზეც უპასუხა, რომ სიგარეტი არ ქონდა. ,,საჟიგალკა ხომ არ გაქვსო, მომიკიდეო'', პასუხად უარი მიიღო, რის შემდეგ იმ პირმა უხეშად მიმართეს ,,რატომ არ გაქვსო". მოწმის განმარტებით აღნიშნულზე მან უთხრა, რომ ,,თავისუფალი ხარ ჩემგან თქო" და ერთმანეთს დაშორდნენ. ვინც სანთებელა მოსთხოვა, იმ დროს არ იცნობდა, მაგრამ შემდგომში ამოიცნო ა------–--ე ყოფილა. მოწმის დ----- ა--–--ის განმარტებით მეორედ რომ გამოვიდა, გარეთ დაინახა ორი მოხუცი ქალი იჯდა. ურიკის დატვირთვა დაიწყო. რა დროს უკნიდან მოხვდა ბლაგვი საგანი და წაიქცა. წაქცევის მერე დაინახა ოთხი პირი, რომლებიც მას ურტყამდნენ. საშველად დაუძახა შვილს, რომელიც გამოვიდა და მათკენ წავიდა. მეუღლეც გამოვიდა. ძირს დაგდებული ცდილობდა თავის დაცვას. შვილი შ--–-- ა--–--ე მიეხმარა წამოდგომაში და ისიც ჩაერთო ჩხუბში, რომელიც დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. ქუჩა ხალხით გაივსო. დაზიანებების მიხედვით მიხვდა, რომ ქვები გამოიყენეს. მის შვილს თავიდან სისხლი მოსდიოდა. მოწმის განმარტებით ქუჩაში აგებდნენ ქვაფენილს, დარჩენილი ქვები ეყარა ძირს და ეს ქვები ყველა თავდამსხმელს ეჭირა ხელში. იყო გინება. დარწმუნებულია, რომ ოთხივე პირმა სცემა ქვებით, რადგან ისეთი დაზიანება მიიღო, რომ დიდხანს სტკიოდა. ქვების აღების მომენტი არ დაუნახავს. ი----- ზ----ის ახლობლებმა ბოდიში მოიხადეს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. როგორც ჩანს ინანიებს ჩადენილს.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის შ--–-- ა--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 მარტს იმყოფებოდა საკუთარ სახლში ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქ. N9-ში, სადაც ის და მამა დ----- ა--–--ე ბაღისათვის აკეთებდნენ ღობეს. მამას ურიკით მეზობლის სახლთან დაყრილი ქვიშა შეჰქონდა. მოწმის განმარტებით როდესაც მამა დ----- ა--–--ე მეორედ გავიდა ქვიშის შესატანად. ხმა შემოესმა და ამიტომ გავიდა გარეთ, რადროსაც დაინახა ძირს დაგდებული მამა, რომელსაც ოთხი პირი ურტყამდა ფეხებით. იყო ყვირილი და გინება. მივიდა დასახმარებლად დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. ჩხუბის ხმაურზე დადაც გავიდა მეზობლებიც. თავდამსხმელებმა ჩხუბში გამოიყენეს იქ დაყრილი ფილები, მაგრამ არ დაუნახავს ვინ დაარტყა. ჩხუბის შემდეგ ნახა, რომ სისხლი მოსდიოდა თავიდან. იმ ოთხი პირიდან არცერთს მანამდე არ იცნობდა. ჩხუბის დროს დაინახა პირველად მათი სახეები და შემდეგ ამოიცნო ფოტოსურათებით. პიროვნულად ამოიცნო ზ----ე. როგორც მამამ უთხრა, ჩხუბის მიზეზი სანთებელას თხოვნა იყო.

 

მოწმის სახით დაკითხული ქ------- ა--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 მარტს, საღამოს დაახლოებით 5 საათზე დაბრუნდა სახლში. ეზოში იყვნენ მშობლები და ძმა. რამდენიმე წუთში გაიგონა მამის დ----- ა--–--ის ხმა, რომელიც მის ძმას შ--–-- ა--–--ეს უხმობდა საშველად. გარეთ, რომ გაიხედა და დაინახა მამა, რომელიც წაქცეული იყო და ოთხი ადამიანი ურტყამდა ხელებს და ფეხებს. რა დროსაც მისი ძმაც გავიდა, რომელმაც აიღო იქვე დაგდებული ბარი და დაიწყო თავდამსხმელების მოგერიება. დედაც გავიდა და დაიწყო მათი გაშველება. ხმაურზე გარეთ მეზობლებიც გამოვიდნენ. მამა ცდილობდა რომელიმე დაეჭირა, მაგრამ ერთმანეთს დაეხმარნენ და გაიქცნენ. ჩხუბის დროს ოთხივეს ეჭირა ხელში ქვები. მოწმის განმარტებით მან დაინახა როგორ ჩაარტყეს მის ძმას ქვა, მაგრამ რომელმა ჩაარტყა არ შეუნიშნავს. პერიოდულად ხედავდა ქვებს სხვადასხვა პირის ხელში. მამამისათვის ქვის ჩარტყმა არ დაუნახავს. ჩხუბის მიზეზი, სანთებელას თხოვნა გახდა.

 

მოწმის სახით დაკითხული გ---–---- ფ---------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 მარტს იმყოფებოდა სახლში. მის მეუღლეს დ----- ა--–--ეს ურიკით გარედან სახლის ეზოში სილა შეჰქონდა. დ----- ა--–--ე მეორედ რომ გავიდა გარეთ ყვირილის ხმა შემოესმა ,,შ--–-- დამეხმარეო“. შემდეგ ქალიშვილის კივილი შემოესმა, რის გამოც გარეთ გავიდა და დაინახა, რომ მის ქმარი ძირ წივა და თავდამსხმელებს იგერიებდა. შვილთან შ--–-- ა--–--ესთან მივიდა, რომელიც სისხლიანი იყო და ნიჩბით იგერიებდა უცნობ პირებს. მოწმის გ---–----ი ფ---------ის განმარტებით ის ჩხუბის დროს მათი გაზავების მიზნით შუაში ჩადგა და უცნობ პირებს ეკითხებოდა ვინ იყვნენ და რა უნდოდათ?, თან ეხვეწებოდა, რომ წასულიყვნენ. ხმაურზე მეზობლები და ხალხი შეიკრიბნენ. მისი მისვლის მიუხედავად არაფერი შეცვლილა, ქმარს ისევ სცემდნენ, მაგრამ მთელი ყურადღება შვილზე ჰქონდა გადატანილი. ჩხუბი 5-7 წუთი გაგრძელდა. ქვა ორი პირის ხელში დაინახა.

 

მოწმის სახით დაკითხული ო-–-- მ-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 მარტს სახლში იყო. ეზოდან ხმაური ხმაური შეოესმა და გავიდა გარეთ სადაც დაინახა, რომ დ----- ა--–--ეს 3-4 კაცი ურტყამდა. მათ ხელში რაღაც ეჭირათ, მაგრამ რა ეჭირათ არ იცის ზუსტად. მეზობელების ნაწილი ადგილზე დახვდა, ნაწილი შემდეგ მივიდა. მეზობლები შეწუხებულები იყვნენ. მოწმის განმარტებით მან დაინახა, რომ შ--–-- ა--–--ეს სისხლი მოსდიოდა. უცნობი პირები, რომლებიც ა--–--ეებს სცემდნენ სულაბერიძის მიმართულებით გაიქცნენ. თავდამსხმელები ვინ იყვნენ არ იცის. არც ჩხუბის მიზეზი იცის.

 

მოწმის სახით დაკითხული შ----- მ--–-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 მარტს იმყოფებოდა სახლში შვილიშვილთან ერთად, რადროსაც ეზოდან მოესმა გინების ხმა. ბავშვი აიყვანა ხელში და ეზოში გავიდა, სადაც ნახა მეზობლები, მათ შორის ა------ დ-------ე და მისი ცოლი შ--–--ა და სხვები. მოწმის განმარტებით გაიგო, რომ ვიღაცეებს დ----- ა--–--ესთან და მის შვილთან შ--–-- ა--–--ესთან უჩხუბიათ და გაქცეულან.

 

2018 წლის 24 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ----- ა--–--ემ ფოტოსურათით ამოიცნო დ----- ჯ--------ს ძე ს--------ე, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 24 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ----- ა--–--ემ ფოტოსურათით ამოიცნო გ------ გ-----ის ძე ჯ-–-, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის შვილს, შ--–-- ა--–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 24 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ----- ა--–--ემ ფოტოსურათით ამოიცნო ი-----–- თ------ის ძე ა------–--ე, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 27 მარტის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ----- ა--–--ემ ამოიცნო ი----- ზ----ე, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის შვილს შ--–-- ა--–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 24 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შ--–-- ა--–--ემ ფოტოსურათით ამოიცნო დ----- ჯ--------ს ძე ს--------ე, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან მას და მის მამას, დ----- ა--–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 24 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შ--–-- ა--–--ემ ფოტოსურათით ამოიცნო გ------ გ-----ის ძე ჯ-–-, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის მამას, დ----- ა--–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 24 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შ--–-- ა--–--ემ ფოტოსურათით ამოიცნო ი-----–- თ------ის ძე ა------–--ე, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის მამას, დ----- ა--–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 27 მარტის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შ--–-- ა--–--ემ ამოიცნო ი----- მ-----ის ძე ზ----ე, რომელმაც 2018 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და დ----- ა--–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ------ მ---------–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, დ----- ა--–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის და---ჭდევების სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ------ მ---------–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 03 მაისის N---------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისა და სამედიცინო საბუთების მონაცემებით, შ--–-- ა--–--ეს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა თხემის არეში ოდნავ მარცხნივ. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე---------- ს-------–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2018 წლის 20 ი--–--ის N---------- დასკვნის თანახმად, ქვაფენილის ფილაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო მბზინავი ზედაპირის მქონე ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–-- ა--–--ეს.

სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ი-----–- ა------–--ის, გ------ ჯ-–-ს, დ----- ს--------ის და ი----- ზ----ის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირება, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დადასტურებდა, რომ რომელიმე კონკრეტულ მსჯავრდებულს ხელში ეკავა ქვა და ქვის ფილით მიაყენეს დაზიანება დაზარალებულებს. დაზარალებულები განმარტავენ, რომ დაზიანებების მიხედვით ქვის ფილა გამოიყენეს მსჯავრდებულებმა, მაგრამ კონკრეტულად რომელმა ჩაარტყათ ქვის ფილა არცერთს არ დაუნახია.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას ი-----–- ა------–--ის, გ------ ჯ-–-ს, დ----- ს--------ის და ი----- ზ----ის ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებმა ი-----–- ა------–--ემ, გ------ ჯ-–მა, დ----- ს--------ემ და ი----- ზ----ემ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17 საათზე, ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის შესახვევი N9 მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- ა--–--ეს სანთებელა მოსთხოვა ი-----–- ა------–--ემ, ხოლო უარის მიღების შემდგომ ეს უკანასკნელი განაწყენდა და დატოვა იქაურობა. მცირე ხნის შემდგომ აღნიშნულ მისამართზე, ი-----–- ა------–--ე დაბრუნდა დ----- ს--------ესთან, ი----- ზ----ესთან და გ------ ჯ-–თან ერთად. მათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების გამოყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დ----- ა--–--ეს და მის დასახმარებლად მისულ ამ უკანასკნელის შვილს - შ--–-- ა--–--ეს. თავდამსხმელები დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ძალადობით და გინებით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. შემთხვევის ადგილზე შეგროვდნენ მოქალაქეები, რა დროსაც ი-----–- ა------–--ე, გ------ ჯ-–-, დ----- ს--------ე და ი----- ზ----ე განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ი-----–- ა------–--ე, გ------ ჯ-–-, დ----- ს--------ე და ი----- ზ----ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ ი-----–- ა------–--ემ, გ------ ჯ-–მა, დ----- ს--------ემ და ი----- ზ----ემ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ი-----–- ა------–--ის, გ------ ჯ-–-ს, დ----- ს--------ის და ი----- ზ----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაგვეთვალა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება როგორც დაცვის, ასევე პროკურორის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ი-----–- ა------–--ის, გ------ ჯ-–-ს, დ----- ს--------ის და ი----- ზ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება და ი----- ზ----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მსჯავრდებულს სპეციალური და გენერალური პრევენციის გათვალისწინებით ბრალის შესაბამისი სასჯელი უნდა დაუნიშნოს, თანაც სასჯელის საკანონმდებლო საზღვრებით მოცემულია სასჯელის დიფერენციაცია უმართლობის და ბრალის ნაკლები ან მეტი შესაძლო მოცულობის ფარგლებით. სასამართლო განმარტავს, რომ თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება მხოლოდ მაღალი რისკის დამნაშავეების მიმართ. ცხოვრების ასეთ კრიზისულ პერიოდში, აუცილებლობის გარეშე ადამიანის ციხეში გაჩერებამ და ოჯახისა და სხვა დადებითი გავლენებისგან ჩამოშორებამ შეიძლება უფრო გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა იქონიოს მასზე. გრძელვადიანი იზოლაციის და მხოლოდ მსგავსი კრიმინალური შეხედულებების მქონე პირებთან კონტაქტის შემთხვევაში იზრდება საბოლოო საპატიმრო სასჯელისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადების ალბათობა.

სასჯელის შეფარდებისას უმართლობისა და ბრალის გარდა, სასამართლომ დამნაშავის პიროვნება, მასთან დაკავშირებული გარემოებები გაითვალისწინა. მართალია დამნაშავის პიროვნება მხედველობაში არ მიიღება ქმედების კვალიფიკაციისას, ვინაიდან სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, ასევე დამნაშავის დასჯის საფუძველი არ შეიძლება მისი პიროვნება იყოს, მაგრამ სასამართლომ სასჯელის შეფარდების დროს გაითვალისწინა ი----- ზ----ის პიროვნული მახასიათებლები ( პირველადაა სამართალში), რათა სასჯელის ისეთი სახე შეერჩია, რომელიც ეფექტური იქნებოდა დანაშაულის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების თვალსაზრისითაც. სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს შეესაბამება.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ი----- ზ----ეს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით უნდა შეეცვალოს ჯარიმით 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 27 მარტიდან - 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს მისი მოხდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორის ნ----- გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ი----- ზ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. ი----- ზ----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ი----- ზ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 27 მარტიდან - 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს მისი მოხდისაგან.

 

ი----- ზ----ე გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

ი----- ზ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

2. გ------ ჯ-–-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

გ------ ჯ-–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------ ჯ-–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

გ------ ჯ-–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

3. ი-----–- ა------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ი-----–- ა------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-----–- ა------–--ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–- ა------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ა------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

ი-----–- ა------–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

4. დ----- ს--------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

დ----- ს--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ დ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- ს--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

დ----- ს--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ TDK დისკზე, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CDR დისკზე - შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - „ღია ცისფერი პირსახოცი“ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - „ორი ცალი ოთხკუთხა ქვაფენილის ქვა“ და „რიყის ქვა“ - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე