განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-861-2019 წელი
№050100119003234097
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
17 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ---- ხ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ---- ხ--------ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ო------------------–----–----------------–----–---------ში, მსჯავრდე-ბულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა პატიმ-რობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
aRwerilobiTi nawili:
მ---- ხ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფისათვის, შანტაჟისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ო------------------–----–----------------–----–---------ში მცხოვრები მ---- ხ--------ე მასთან ერთად მცხოვრებ დედას ი--- ხ--------ეს 2017 წლიდან, ალკოჰოლური სასმე-ლის მიღების შემდეგ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, კერძოდ, მიმართვდა უცენ-ზურო სიტყვებით, აგინებდა დედის და ახლობლების მისამართით. მ---- ხ--------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, ი--- ხ--------ემ განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2019 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე მთვრალ მდგო-მარეობაში მყოფმა მ---- ხ--------ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, სრულიად უმიზეზოდ დაუწყო დედას - ი--- ხ--------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც განაწყენებულმა იმით, რომ დედამ მოსთხოვა თავის დანებება და მისგან გან-რიდება, იძლადა მასზე, კერძოდ ი--- ხ--------ეს ჩაავლო ძლიერად ხელები მკლავებში და შეეცადა საცხოვრებელი სახლიდან მის გაგდებას. მ---- ხ--------ის მხრიდან გან-ხორციელებული ძალადობის შედეგად კი, ი--- ხ--------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ---- ხ--------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ მ---- ხ--------ეს ბრალდება წარდგენილი აქვს ოჯახში ასაკოვანი დედის მიმართ განხორცელებული ძალადობის ფვაქტზე. მას ბოლო პერიოდ-ში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობა. დაზარა-ლებულის განმარტებით, მსჯავრდებული არის ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომ-ხმარებელი, რომლის მიღების შემდეგაც იგი ხდება აგრესიული და სისტემატიურად ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოე-ბაზე, რომ მ---- ხ--------ე არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილია ძალადობ-რივი დანაშაულის ჩადენისაკენ. მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯა-ვრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და გარემოებებს, ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ---- ხ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ---- ხ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მ---- ხ--------ემ აღიარა და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა წარსულში ნასამარ-თლევი და მ---- ხ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხა-რისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რომლის მოხდის-განაც გაათავისუფლა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით. სააპელაციო პა-ლატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ მ---- ხ--------ის მიმართ შეფარდე-ბული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხა-სიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის მ---- ხ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ---- ხ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ---- ხ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ---- ხ--------ეს 2019 წლის 05 სექტემბრიდან 2019 წლის 04 ნოემბრამდე პატიმ-რობაში ყოფნის ვადა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ მ---- ხ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili