განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2151-16
N330310015001106655
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----------------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კერძო აღმასრულებელი ნ----------ა
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლით) - ლ-–--------ა
მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხლით) - ლ--–----------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 2014 წლის 19 მაისს, ერთი მხრივ, ლ--–----------ეს და გულქანი მამულაშვილს, ხოლო მეორე მხრივ, ნ-----------------ს შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ--–----------ისაგან და გულქანი მამულაშვილისაგან ნ-----------------ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------).
ნ-----------------სა და ლ--–----------ეს შორის 2014 წლის 19 მაისს გაფორმებული, სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, სანოტარო წესით ლ--–----------ის 2015 წლის 27 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის სახით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------).
1.2.2. 2015 წლის 4 მარტს ლ--–----------ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ----------ას 2015 წლის 27 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით.
1.2.3. 2015 წლის 4 მარტს კერძო აღმასრულებელ ნ----------ასა და ლ--–----------ეს შორის გაფორმებული სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა ნ----------ამ განახორციელა შემდეგი მოქმედებები: 2015 წლის 5 მარტს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა წ---–-----ო, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) ყადაღის რეგისტრაცია, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. 2015 წლის 5 მარტს მოსარჩელე ნ-----------------ს (მოვალეს) მისცა წინადადება ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადება ნ-----------------ს გაეგზავნა აღმასრულებლისთვის ცნობილ ორ სხვადასხვა მისამართზე, საიდანაც ერთ მისამართზე ჩაბარდა ნ-----------------ს პირადად, ხოლო მეორე მისამართზე ჩაბარდა ნ-----------------ის სრულწლოვან შვილს - ა-------------ს.
1.2.4. 2015 წლის 8 მაისს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ნ----------ა გამოცხადდა ნ-----------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში და შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის თანახმად აღნიშნული უძრავი ქონება განთავსებულია რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, იგი შედგება ერთი მისაღები ოთახის, 2 საძინებელი ოთახის, ე.წ. ,,ლოჯის” ოთახის, სამზარეულო ოთახისა და აბაზანა-საპირფარეშოსაგან. აქტის ბოლოს აღნიშნულია, რომ უძრავ ქონებას ,,ლოჯის” გასასვლელიდან აქვს დაურეგისტრირებელი მოშენება (40 კვ.მ), რომელზეც ყადაღა (რეალიზაცია) არ ვრცელდება.
1.2.5. 2015 წლის 13 მაისს კერძო აღმასრულებელმა ნ----------ამ მიმართა შპს ,,დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა ჯგუფი ბიზნეს აუდიტს” და მოითხოვა მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა წ---–-----ო, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) საბაზრო ღირებულებით შეფასება. შპს ,,ბიზნეს აუდიტის” მიერ 2015 წლის 22 მაისს გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ დასკვნის თანახმად, ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება იმ დღის მდგომარეობით შეფასდა 144 600 (ასორმოცდაოთხი ათას ექვსას) ლარად.
1.2.6. 2015 წლის 28 მაისს კერძო აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე ნ-----------------ის ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა წ---–-----ო, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) რეალიზაციის მიზნით სააუქციონო მომსახურება, რაც დაკმაყოფილდა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ზემოთ აღნიშნულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე გამოცხადდა პირველი იძულებითი აუქციონი (აუქციონი №1----, ლოტი №1----; დაწყება/დასრულება 25/06/2015 – 03/07/2015).
პირველ იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა, რის გამოც დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი (აუქციონი №1----, ლოტი №1----; დაწყება/დასრულება 03/07/2015 – 13/07/2015), რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა და საბოლოოდ ქონების რეალიზაცია განხორციელდა მეორე განმეორებით (ნულოვან) აუქციონზე (აუქციონი №1----, ლოტი №1----; დაწყება/დასრულება 13/07/2015 – 21/07/2015).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 23 ივლისის №A15015895-014/001 განკარგულების თანახმად, ნ-----------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა წ---–-----ო, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) შემძენი 2015 წლის 21 ივლისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლ-–--------ა, რომელმაც ქონება შეიძინა 36150 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. ამასთან, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ხოლო ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 23 ივლისის №A15015895-014/001 განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს გაასაჩივროს აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კერძო აღმასრულებლის სადავო ქმედებების კანონთან შესაბამისობაზე.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. აღნიშნული კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო მე-147 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 19 მაისს, ერთის მხრივ, ლ--–----------ეს და გულქანი მამულაშვილს, ხოლო მეორეს მხრივ, ნ-----------------ს შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ--–----------ისაგან და გულქანი მამულაშვილისაგან ნ-----------------ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------), ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, სანოტარო წესით ლ--–----------ის 2015 წლის 27 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის სახით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 4 მარტს, ლ--–----------ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ----------ას 2015 წლის 27 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოთხოვნით. ამავე თარიღით კერძო აღმასრულებელ ნ----------ასა და ლ--–----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ, რომლითაც კერძო აღმასრულებელმა იკისრა ვალდებულება ნოტარიუსის 2015 წლის 27 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის თაობაზე და მოცემული ხელშეკრულების შესაბამისად, კერძო აღმასრულებელმა ნ----------ამ განახორციელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ქმედებები, 2015 წლის 5 მარტს კი, მოსარჩელე ნ-----------------ს (მოვალეს) მისცა წინადადება ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
1.3.3. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ ნ-----------------ის მიმართ გამოცემულ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2015 წლის 5 მარტის წინადადებაში მითითებული იყო იპოთეკის საგნის, ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე რეალიზაციის შესახებ. განმარტებული იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მხარეს განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ და მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან, ასევე განემარტა, რომ შეეძლო საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეეძლო კერძო აღმასრულებლისგანაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 2015 წლის 5 მარტის წინადადება ნ-----------------ს გაეგზავნა აღმასრულებლისთვის ცნობილ ორ სხვადასხვა მისამართზე, საიდანაც ერთ მისამართზე ჩაბარდა ნ-----------------ს პირადად, ხოლო მეორე მისამართზე ჩაბარდა ნ-----------------ის სრულწლოვან შვილს - ა-------------ს. აღნიშნული წინადადებით მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა წ---–-----ო, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) რეალიზაციასთან დაკავშირებული წარმოება, ამასთან, წინადადებით მხარემ შეიტყო, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ და მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან, ასევე განემარტა, რომ შეეძლო საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება კერძო აღმასრულებლისგანაც. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდა აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას და მისი აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მისთვის შეუტყობინებლად ჩატარდა აღსრულება, მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.
1.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს, მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამავე მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 8 მაისს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ნ----------ა გამოცხადდა ნ-----------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში და შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 28 მაისს კერძო აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე ნ-----------------ის ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) რეალიზაციის მიზნით სააუქციონო მომსახურება, რაც დაკმაყოფილდა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ზემოთ აღნიშნულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე გამოცხადდა პირველი იძულებითი აუქციონი (აუქციონი №1----, ლოტი №1----; დაწყება/დასრულება 25/06/2015 – 03/07/2015).
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 21 ივლისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე ნ-----------------ის უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) 36150 ლარად შეიძინა ლ-–--------ამ, რომელმაც თანხა გადაიხადა სრულად და მასზე 2015 წლის 23 ივლისს გაიცა №A15015895-014/001 განკარგულება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ 40 კვ.მ. მოშენება, რომელიც ბინას აქვს ,,ლოჯის” მხრიდან არ წარმოადგენდა იპოთეკის საგანს და არ უნდა მომხდარიყო ამ ფართიდან მისი ოჯახის გამოსახლება, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, კანონით დადგენილი წესით, იძულებითი აუქციონის გზით ზუსტად იმ უძრავი ნივთის (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------) განკარგვის ფაქტი, რომელიც მოსარჩელე ნ-----------------ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იქნა იპოთეკით დატვირთული და რომელზეც კანონით დადგენილი წესით იქნა გაცემული სანოტარო აქტი - სააღსრულებო ფურცელი, ხოლო უძრავი ნივთის აღურიცხავი ნაწილი შეადგენდა, თუ არა იპოთეკით დატვირთული და იძულებითი აუქციონის საფუძველზე განკარგული უძრავი ნივთის შემადგენელ ნაწილს და მასზე მოსარჩელეს გააჩნია თუ არა საკუთრების ან მფლობელობის უფლება, შესაძლებელია სადავო გახდეს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით. ასევე ცალკე სამართალწარმოების გზით არის შესაძლებელი იმ საკითხის თაობაზე დავის განხილვა, მოსარჩელის მიერ მითითებული აღურიცხავი ფართიდან პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოსახლება განხორციელდა, თუ არა კანონით დადგენილი წესით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელით განსაზღვრული დავის საგანი აღნიშნულ საკითხებს არ მოიცავს, შესაბამისად, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე, 331 მუხლებზე და მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის ნ----------ას მიერ განხორციელებული მოქმედებები, ასევე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 23 ივლისის №A15015895-014/001 განკარგულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სადავო სააღსრულებო წარმოების შედეგები კანონსაწინააღმდეგოა, აღმასრულებელმა არაფერი იღონა იმისათვის, რომ კანონის დაცვით, კრედიტორისათვის გადაეცა უძრავი ქონების ის ნაწილი, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ქონებას გააჩნდა დამატებით 40 კვ.მ ფართი, რაც არ წარმოადგენდა იპოთეკის საგანს. ასევე არ იყო იპოთეკის საგანი მოძრავი ნივთები, რომლებიც განთავსებული იყო უძრავ ქონებაში.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი. 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, ხოლო 70.3 მუხლის შესაბამისად, მხარეები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 73.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 70.2 მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სააპელაციო სასამართლოში დანიშნული 15.01.2019წ. სხდომის თარიღი ეცნობათ კანონით დადგენილი წესით: მოპასუხე მხარეს ჩაბარდა შესაბამისი უწყება, ხოლო მესამე პირებს სხდომის თარიღი ეცნობათ ტელეფონის მეშვეობით. რაც შეეხება მოსარჩელეს - მას ორჯერ გაეგზავნა უწყება სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა, მისამართზე არყოფნის გამო. ამასთანავე, მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელესთან ვერ შედგა სატელეფონო კავშირი მის მიერვე მითითებულ ნომერზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა ხელმძღვანელოს სსკ-ის 70.2 მუხლით, რომლის შესაბამისადაც ნ-----------------ისათვის სასამართლო უწყება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ასკ-ის 261.3 მუხლის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შუამდგომლობა, საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმე სააპელაციო პალატას გადმოეცა 2016 წლის ბოლოს, საქმეზე დანიშნული იყო არაერთი სასამართლო სხდომა. ამდენად, როგორც აპელანტს, ისე მოწინააღმდეგე მხარესა და მესამე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ დამატებითი მოსაზრებები, შუამდგომლობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საქმე განხილული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261.3 მუხლით გათვალისწინებული წესის დაცვით.
3.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. 147.1 მუხლის შესაბამისად, სანოტარო აქტის აღსრულებაზე უფლებამოსილია კერძო აღმასრულებელი, რომელიც ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით და წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციას. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.
მითითებული კანონის 25.7 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 19.05.2014წ. ერთის მხრივ, ლ--–----------ეს და გულქან მამულაშვილს, ხოლო მეორეს მხრივ, ნ-----------------ს შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ--–----------ისაგან და გულქანი მამულაშვილისაგან ნ-----------------ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, ს/კ 0----------------------). აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 27.02.2015წ. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, მოსარჩელე ნ-----------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე. 04.03.2015წ. ლ--–----------ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ----------ას, მითითებული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოთხოვნით. კერძო აღმასრულებელმა 05.03.2015წ. ნ-----------------ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელშიც მითითებული იყო იპოთეკის საგნის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე რეალიზაციის შესახებ. მხარეს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე, მე-18 მუხლების შინაარსი და ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ, მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან. მხარეს ასევე განემარტა, რომ შეეძლო საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეეძლო კერძო აღმასრულებლისგანაც. დადგენილია, რომ ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 05.03.2015წ. წინადადება ნ-----------------ს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდა აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას. მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მისთვის შეუტყობინებლად ჩატარდა აღსრულება, მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კერძო აღმასრულებელი ნ----------ა გამოცხადდა ნ-----------------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში და 08.05.2015წ. შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი. ამასთანავე, 28.05.2015წ. კერძო აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე ნ-----------------ის ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, ს/კ 0----------------------) რეალიზაციის მიზნით სააუქციონო მომსახურება, რაც დაკმაყოფილდა და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზემოაღნიშნულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე გამოაცხადა პირველი იძულებითი აუქციონი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კერძო აღმასრულებლის ქმედებების - 08.05.2015წ. ქონების აღწერა-დაყადაღების აქტისა და 28.05.2015წ. განაცხადის კანონშეუსაბამობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული ქმედებები განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ არ არსებობს ამ ქმედებათა უკანონოდ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69.1 მუხლის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 21.07.2015წ. გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე ნ-----------------ის უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თბილისი, წ---–-----ოს ქუჩა, კორპ. 1, ბინა 13, წილი 4------------, დამხმარე ფართი 26.00 კვ.მ, ს/კ 0----------------------) 36150 ლარად შეიძინა ლ-–--------ამ. აღნიშნულის თაობაზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 23.07.2015წ. გამოსცა №A15015895-014/001 განკარგულება.
სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, აღსრულებას დაექვემდებარა უძრავი ქონების ის ნაწილიც, რაც არ წარმოადგენდა იპოთეკის საგანს (მხარის განმარტებით, 40 კვ.მ. მოშენება, რომელიც ბინას აქვს ლოჯის მხრიდან, არ წარმოადგენდა იპოთეკის საგანს და არ უნდა მომხდარიყო ამ ფართიდან მისი ოჯახის გამოსახლება). პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ იძულებითი აუქციონის გზით ის ქონება განიკარგა, რომელიც მოსარჩელე ნ-----------------ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იყო იპოთეკით დატვირთული და რომელზეც კანონით დადგენილი წესით იქნა გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარზე 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნინო ყანჩაველი