განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2020
საქმის ნომერი
330310018002676812
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002676812

საქმე №3ბ/2207-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფლებამონაცვლე)

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-------------–--ა;

წარმომადგენელი - ა------–------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ლ-------------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის N0-------- ბრძანება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოსარჩელე - ლ-------------–--ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N 0--------) (ს.ფ. 72);

 

1.2.2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ლ-------------–--ა დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 5---- (ს.ფ. 17);

 

1.2.3. 2016 წლის 22 აგვისტოს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, ლ-------------–--ა (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, წ---------------–---–-----------------------------ი“ (ორგანიზებული 0--------), ფაქტობრივი მისამართს წარმოადგენს, ზ---------------------------. ამავე ცხრილის მიხედვით, მოსარჩელეს სოციალური კრიტერიუმის სიღარიბის მაჩვენებელში მიენიჭა - 3 ქულა, ქირის კრიტერიუმში - 1,5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან კრიტერიუმში - 1 ქულა, დამისამართება/ თბილისის კრიტერიუმში - 2 ქულა, რის შედეგადაც საბოლოო ქულამ შეადგინა - 7.5 ქულა (ს.ფ. 42);

 

1.2.4. ლ-------------–--ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შესაბამისად, ლ-------------–--ას ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ზ---------------------------. ლ-------------–--ას ჰყავს სამი შვილი - ე-–------------------–----------–---, მ-----------------------------–--ა და ნ-------------------–----------–--ა. ოჯახს უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია (ს.ფ. 45-52);

 

1.2.5. 1974 წლის 14 თებერვლის ქორწინების მოწმობის თანახმად, რ--------------–--ა და ლ------–----ა დაქორწინდნენ 1974 წლის 01 თებერვალს. ქორწინების შემდეგ მიეკუთვნათ გვარები, ქმარი - ზ------–--ა, ცოლი -ზ------–--ა;

 

2012 წლის 19 აპრილის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, რ--------------–--ა გარდაიცვალა 2012 წლის 18 აპრილს (ს.ფ. 56-63);

 

1.2.6. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელი ლ--------------–--ა 2015 წლიდან დღემდე ცხოვრობს, ზ--------–--–-----------------------------–------------------ში, 2007 წლიდან-2014 წლამდე ცხოვრობდა ამავე კორპუსში მე-10 სართულზე, ბინა N---ში. განმცახდებლის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს დევნილის შემწეობა - 45 ლარი, ასაკის - 180 ლარი, არასტაბილური - 100, სულ ჯამი 325 ლარი. განმცხადებელის შვილი მ-----------------–--ა ცხოვრობს თბილისში, გ-–---------------------------ში, ჰყავს მეუღლე - ე-------------ი და ორი არასრულწლოვანი შვილი, არ არიან დაკმაყოფილებული. განმცხადებლის შვილი ნ-------------–--ა ცხოვრობს ზ--------–----------–---------ში (სახელმწიფოს საკუთრება), ჰყავს მეუღლე ლ------–-----–-ა. განმცხადებლის შვილი ე-–------------–--ა, ცხოვრობს ზ--------ში, სხვადასხვა მისამართზე, არ არის დაოჯახებული. განმცხადებლის მეუღლე რ--------–---–----ე ზ------–--ა გარდაიცვალა, მშობლებიც გარდაცვლილი ჰყავს. გარდაცვლილის ძმა - ო-------------–--ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ზ--------ში. და - ლ-------------–--ა ცხოვრობს თბილისში.

 

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, მონიტორინგის დროს ადგილზე არ დახვდათ განმცხადებელი და დაბრუნდა სატელეფონო საუბრის შემდეგ. განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლიდან ცხოვრობს ქირით ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც განმცხადებელი ფიქსირდება 5---- სოციალური ქულით. განმცხადებელის განმარტებით იგი არის პენსიონერი, ცხოვრობს მარტო, თუმცა ჰყავს დასაოჯახებელი შვილი ე-–------------–--ა, რომელიც საცხოვრებელის არ ქონის გამო ცხოვრობს სხვადასხვა მისამართზე მეგობრებთან და აპირებს მიიყვანოს ბინაში საცხოვრებლად თავისი შვილი (ს.ფ. 64-69);

 

1.2.7. 2018 წლის 02 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო- სამურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ზ--------ი, ც------------------, (შენობა- ნაგებობები N01/10, ს.კ N4------------------) 2008 წლის 18 იანვრიდან რეგისტრირებულია ნ--–-----------ას საკუთრების უფლება (ს.ფ. 70);

 

1.2.8. 2018 წლის 27 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 მარტს 22:00 საათზე ჯგუფის წევრები ო--------–----–---–ი და გ---------------–---–ი გამოცხადდნენ ზ--------ში, ც------------------, ბინა N---ში დევნილ ლ-------------–--ას დამატებითი მონიტორინგის მიზნით, რათა გაერკვიათ მის ქალიშვილთან ე-–------------–--ასთან ერთად ცხოვრების ფაქტი. ბინის კარებზე კაკუნის შემდეგ კარს მიღმა გამოეხმაურათ ქალბატონი ლ----. როდესაც შეიტყო მათი მისვლის მიზეზი, განუცხადა, რომ მათ ვინაობაში დარწმუნებული არ იყო და კარს არ გააღებდა. ჯგუფის წევრებმა მათი ვინაობის დადასტურების მიზნით 22:09 საათზე ტელეფონზეც დაურეკეს, რა დროსაც მან არ უპასუხა და გათიშა ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ ისინი მეზობლების დახმარებით შეეცადნენ დაედასტურებინათ ქალბატონი ლ----სათვის მათი ვინაობა. მეზობლად მცხოვრები მ------------–-----------------–----ა დარწმუნდნენ მათ ვინაობაში და კარს იქეთ ქალბატონ ლ----ს უთხრეს, რომ ბიჭები იყვნენ დევნილთა სამინისტროდან. ქალბატონმა ლ----მ განუცხადა მათ, რომ კარს არ გააღებდა და სინათლეც ჩააქრო. მეზობლებმა მ-----------–-----------------–----ამ განმარტეს, რომ აღნიშნულ ბინაში ნამდვილად ცხოვრობს ლ-------------–--ა ქალიშვილთან ე-–------------–--ასთან ერთად. ოქმზე ხელის მოწერაზე მეზობლებმა უარი განაცხადეს, რათა ქალბატონ ლ----სთან კონფლიქტი არ მოსვლოდათ (ს.ფ. 71);

 

1.2.9. იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ე-–------------–--ას (სარეგისტრაციო N0--------) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებმადე წარმოადგენდა აფხაზეთი, გ--–---------------ა. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ. თბილისი, ვაკე, დ. წ--------------------–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზ--------ი, ც----------------------------.

 

იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ლ-------------–--ას (სარეგისტრაციო N0--------) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებმადე წარმოადგენდა აფხაზეთი, გ--–-------------–-----–ი. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ. თბილისი, ვაკე, დ. წ--------------------–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზ--------ი, ც------------------, ბინა N-- (ს.ფ. 85-86);

 

1.2.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის №9 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, ზ--------ში, ბ------ას ქუჩაზე მდებარე, 4 ახლადაშენებულ კორპუსში 240 ბინის განაწილების მიზნით, დევნილ ოჯახთა მიერ შევსებული განაცხადების მონიტორინგის განხორციელების ვადის განსაზღვრის საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს 48 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით 113 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 7,5 და მეტი ქულა. ამასთან, ზ--------ში, ბ------ას ქუჩაზე, 4 ახლადაშენებულ კორპუსში არსებული 240 ბინის განაწილების მიზნით, 656 განაცხადის მონიტორინგის განხორციელების ვადად განისაზღვრა 22.02.2017 წ-15.04.2017 წლის პერიოდი (80-84);

 

1.2.11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №22 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, ზ--------ში, ბ------ას ქ. N7-ში, ახლადაშენებულ კორპუსებში მდებარე 240 ბინაში დევნილთა ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ზ--------ში, ბ------ას ქ. N7-ში, მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ფართებით, ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ: 13.5, 13, 9.5, 8.5, 7.5, 10, 9, 8 ქულის მქონე დევნილი ოჯახები (ს.ფ. 120-125);

 

1.2.12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის N0-------- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N22) ლ-------------–--ას ოჯახს, უარი ეთქვა ქ. ზ--------ში, ბ------ას ქ. N7-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელის ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნული გაყოფის და არასაკმარისი ქულის გამო (ს.ფ. 16);

 

1.2.13. 2019 წლის 07 თებერვლის N0------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილ ლ-------------–--ას (პ/ნ 6----------)ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, შევსებული ჰქონდა განაცხადი ქალაქ ზ--------ში, გ. ბ------ას ქ. N7 მისამართზე მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N22 ოქმის საფუძველზე, ლ-------------–--ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ოჯახის ხელოვნული გაყოფისა და არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა), დარჩა 6.5 ქულა კრიტერიუმებით: ქირა 1.5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა; დამისამართება/თბილისი - 2.5 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის ოქმი N22-ის საფუძველზე, 6.5 ქულიანი დევნილი ოჯახები, არასაკმარისი ქულის გამო 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით ვერ დაკმაყოფილდნენ. იმ ეპატისათვის, 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 7.5 და მეტი ქულა (ს.ფ. 106);

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ო“ პუნქტის შესაბამისად, კი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი /თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.

 

ამდენად, კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 07 თებერვლის N0------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილ ლ-------------–--ას (პ/ნ 6----------) ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, შევსებული ჰქონდა განაცხადი ქალაქ ზ--------ში, გ. ბ------ას ქ. N7 მისამართზე მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N22 ოქმის საფუძველზე, ლ-------------–--ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ოჯახის ხელოვნური გაყოფისა და არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა), დარჩა 6.5 ქულა კრიტერიუმებით: ქირა 1.5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა; დამისამართება/თბილისი - 2.5 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის ოქმი N22-ის საფუძველზე, 6.5 ქულიანი დევნილი ოჯახები, არასაკმარისი ქულის გამო 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით ვერ დაკმაყოფილდნენ. იმ ეპატისათვის, 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 7.5 და მეტი ქულა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელეს ლ-------------–--ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაყოფისა და არასაკმარისი ქულის გამო. ასევე დადგენილია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებას (ოქმი N22). ამასთან საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 27 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმის საფუძველზე ირკვევა, რომ 2018 წლის 27 მარტს 22:00 საათზე ჯგუფის წევრები ო--------–----–---–ი და გ---------------–---–ი გამოცხადდნენ ზ--------ში, ც------------------, ბინა N---ში დევნილ ლ-------------–--ას დამატებითი მონიტორინგის მიზნით, რათა გაერკვიათ მის ქალიშვილთან ე-–------------–--ასთან ერთად ცხოვრების ფაქტი. ბინის კარებზე კაკუნის შემდეგ კარს მიღმა გამოეხმაურათ ქალბატონი ლ----. როდესაც შეიტყო მათი მისვლის მიზეზი, განუცხდა, რომ მათ ვინაობაში დარწმუნებული არ იყო და კარს არ გააღებდა. ჯგუფის წევრებმა მათი ვინაობის დადასტურების მიზნით 22:09 საათზე ტელეფონზეც დაურეკეს, რა დროსაც მან არ უპასუხა და გათიშა ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ ისინი მეზობლების დახმარებით შეეცადნენ დაედასტურებინათ ქალბატონი ლ----სათვის მათი ვინაობა. მეზობლად მცხოვრები მ-----------–--ა და ნ-------–----ა დარწმუნდნენ მათ ვინაობაში და კარს იქეთ ქალბატონ ლ----ს უთხრეს, რომ ბიჭები იყვნენ დევნილთა სამინისტროდან. ქალბატონმა ლ----მ განუცხადა მათ, რომ კარს არ გააღებდა და სინათლეც ჩააქრო. მეზობლებმა მ------------–--ამ და ნ--------–----ამ განმარტეს, რომ აღნიშნულ ბინაში ნამდვილად ცხოვრობს ლ-------------–--ა ქალიშვილთან ე-–------------–--ასთან ერთად.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა- განმარტების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული, ის გარემოება, რომ 2018 წლის 27 მარტს სამინისტროს ჯგუფის წევრებს ესაუბრათ ნამდვილად მოსარჩელე ლ-------------–--ა. ვინაიდან, მისამართზე გამოცხადებულ ჯგუფის წევრებს ბინის კარი არ გაუღეს და მოქალაქე მათ ესაუბრა კარს მიღმა. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არც მოსარჩელის პოზიცია გამოუკვლევია გადაწყვეტილების მიღებამდე და არც მეზობლად მცხოვრები მ-----------–--ა და ნ-------–----ა დაუკითხავს მოწმის სტატუსით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება უტყუარად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე-–-------------–--ა ნამდვილად ცხოვრობს ლ-------------–--ასთან. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ე-–------------–--ას ოჯახური მდგომარეობა და ის ფაქტი, მას დამოუკიდებლად აქვს თუ არა გაკეთებული განაცხადი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს იმ გარემეობას, რომ მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას.

 

1.3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლომ მიუთითა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-------------–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის N0-------- ბრძანება (დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ) და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას: დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის N0-------- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, 2016 წლის 15 მარტს საცხოვრებლით მიღების თაობაზე მოსარჩელემ შეავსო განაცხადი, როგორც მარტოხელა პენსიონერმა. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 7,5 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: საცხოვრებლის ქირა 1,5; სიღარიბის მაჩვენებელი 3; მარტოხელა პენსიონერი 1 და თბილისში დამისამართება 2 ქულა. 2018 წლის 22 თებერვლის ოქმის თანახმად კომისიამ გადაწყვიტა 1 ოთახიანი ბინის განაწილების მიზნით განხორციელებულიყო 113 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 7,5 ქულა. 2013 წლის 9 აგვისტოს 320-ე ბრძანებისა და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე 2-ჯერ განხორციელდა მონიტორინგი. 2018 წლის 27 მარტის მონიტორინგის ოქმის თანახმად 22:00 სთ-ზე სააგენტოს თანამშრომლები გამოცხადდენ მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე, რათა გაერკვიათ მოსარჩელე რეალურად მარტო ცხოვრობდა, თუ მის ქალიშვილთან ერთად. თავდაპირველად მოსარჩელე მათ კარს არ უღებდა, როდესაც თანამშრომლებმა განუცხადეს მისვლის მიზეზი, მოსარჩელემ ეჭვის ქვეშ დააყენა მათი ვინაობა. მონიტორინგის თანამშრომლები მეზობლების დახმარებით შეეცადნენ დაერწმუნებინათ, რომ იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოდან და დაურეკეს კიდეც ტელეფონზე, თუმცა მან არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. ბოლოს კი გამოაცხადა, რომ კარს არ გააღებდა და სინათლეც გამორთო. თანამშრომლებმა გამოკითხეს მეზობლები მ-----------–-ა და ნ-------–----ა, რომლებმაც განმარტეს, რომ მოსარჩელე ქალიშვილთან ე-–------------–--ასთან ერთად ცხოვრობს ერთ ოჯახად. მათ ოქმზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავეს და მიზეზად მიუთითეს, რომ ერიდებოდნენ ქალბატონ ლ----სთან კონფლიქტს. მონიტორინგის მასალები სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინა დევნილთა საკითხის განმხილველ კომისიას. კომისიის 05.06.2018 წლის N22 ოქმის თანახმად მოსარჩელის ოჯახს განესაზღვრა 6,5 ქულა: დააკლდა მარტოხელა პენსიონერის 1 ქულა, ვინაიდან მონიტორინგის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად, (მისი ქალიშვილი დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია მოსარჩელის საოჯახო ნომერზე, ამასთან დაფიქსირებულია, როგორც ფაქტიური მაცხოვრებელი დედის მისამართზე) ამ გარემოების გამო მიმდინარე ეტაპზე უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულის და ამასთანავე ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო.

 

მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, დევნილთა მიმართ სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებების და დევნილთა უფლება-მოვალეობის მომწესრიგებელი ნორმა გახლავთ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მე-13 მუხლის თანახმად: 2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

ამასთან ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულების დასაქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და მინისტრის 2013წ. 9 აგვისტოს N320 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და განხილვის წესი, ამავე ბრძანებით რეგულირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. რომელშიც განსახლების სხვადასხვა ეტაპებია გათვალისწინებული, რადგან იგი მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე. ხოლო ამ სტრატეგიის განხორციელების მიზნით მიღებულია მინისტრის 320-ე ბრძანება, სადაც განისაზღვრა საცხოვრებელი ფართების განაწილების წესი. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. სამინისტრო თავის მხრივ დადგენილი ნორმატიული აქტის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს, რადგან ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ხოლო მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად. მე-13 მუხლის თანახმად საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. მინისტრის N320 ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად (დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულება). იგი ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, მასში გაწერილი საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები ითვალისწინებს განაცხადის (აპლიკაციების) შევსებას, კითხვარის შედეგების გათვალისწინებით განმცხადებლებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები. მითითებული ნორმის მე-4 მუხლი ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; (16.09.2015 N 1532) ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის 4 მუხლის ,,პ" პუნქტის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;

 

ზემოხსენებული 320-ე ბრძანებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის თანახმად: მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მე-3 მუხლის ,,ე“ პუნქტი: დევნილთა საკითხების დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ. ვ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს უფლება აქვს, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა (ქულები) გაზარდოს, მხოლოდ დევნილი ოჯახის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მე-12 პუნქტის თანახმად, კი შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით.

 

აპელანტის მითითებით, სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად და ხელოვნურად ცდილობს ოჯახის გაყოფას, რადგან მომავალში მისმა ქალიშვილმა ცალკე ოჯახად მიიღოს საცხოვრებელი. კანონში მოცემულია ოჯახის ცნება: დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; იგივე განმარტება მეორდება 2013 წლის 9 აგვისტოს 320-ე ბრძანების შინაარსშიც. აპელანტის მითითებით, კანონშიც და განკარგულებაში ნახსენებია დევნილთა ოჯახები და არა მისი რომელიმე წევრი ცალ-ცალკე. ის ფაქტი, რომ განაცხადში მოსარჩელე არ უთითებს მის ქალიშვილს, ნათელ სურათს ქჰმნის იმსას, რომ მის ქალიშვილს ე-–------------–--ას, როგორც ცალკე ოჯახს ხელოვნურად ეძლევა საშუალება სახელმწიფოსაგან მოითხოვოს დამოუკიდებელი ფართი, რაც ეწინააღმდეგება კანონს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული ,,წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 07 თებერვლის N0------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილ ლ-------------–--ას ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, შევსებული ჰქონდა განაცხადი ქალაქ ზ--------ში, გ. ბ------ას ქ. N7 მისამართზე მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N22 ოქმის საფუძველზე, ლ-------------–--ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ოჯახის ხელოვნური გაყოფისა და არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა), დარჩა 6.5 ქულა კრიტერიუმებით: ქირა 1.5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა; დამისამართება/თბილისი - 2.5 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის ოქმი N22-ის საფუძველზე, 6.5 ქულიანი დევნილი ოჯახები, არასაკმარისი ქულის გამო 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით ვერ დაკმაყოფილდნენ. იმ ეტაპისათვის, 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 7.5 და მეტი ქულა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ლ-------------–--ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაყოფისა და არასაკმარისი ქულის გამო.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელი ლ--------------–--ა 2015 წლიდან დღემდე ცხოვრობს, ზ--------–--–-----------------------------–------------------ში, 2007 წლიდან-2014 წლამდე ცხოვრობდა ამავე კორპუსში მე-10 სართულზე, ბინა N---ში, ასევე საქმეში წარმოდგენილ, 2018 წლის 27 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმზე, რომლის თანახმად 2018 წლის 27 მარტს 22:00 საათზე ჯგუფის წევრები ო--------–----–---–ი და გ---------------–---–ი გამოცხადდნენ ზ--------ში, ც------------------, ბინა N---ში დევნილ ლ-------------–--ას დამატებითი მონიტორინგის მიზნით, რათა გაერკვიათ მის ქალიშვილთან ე-–------------–--ასთან ერთად ცხოვრების ფაქტი. ბინის კარებზე კაკუნის შემდეგ კარს მიღმა გამოეხმაურათ ქალბატონი ლ----. როდესაც შეიტყო მათი მისვლის მიზეზი, განუცხდა, რომ მათ ვინაობაში დარწმუნებული არ იყო და კარს არ გააღებდა. ჯგუფის წევრებმა მათი ვინაობის დადასტურების მიზნით 22:09 საათზე ტელეფონზეც დაურეკეს, რა დროსაც მან არ უპასუხა და გათიშა ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ ისინი მეზობლების დახმარებით შეეცადნენ დაედასტურებინათ ქალბატონი ლ----სათვის მათი ვინაობა. მეზობლად მცხოვრები მ-----------–--ა და ნ-------–----ა დარწმუნდნენ მათ ვინაობაში და კარს იქეთ ქალბატონ ლ----ს უთხრეს, რომ ბიჭები იყვნენ დევნილთა სამინისტროდან. ქალბატონმა ლ----მ განუცხადა მათ, რომ კარს არ გააღებდა და სინათლეც ჩააქრო. მეზობლებმა მ------------–--ამ და ნ--------–----ამ განმარტეს, რომ აღნიშნულ ბინაში ნამდვილად ცხოვრობს ლ-------------–--ა ქალიშვილთან ე-–------------–--ასთან ერთად.

 

სააპელაციო პალატა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა- განმარტების საფუძველზე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულის ორგანოს მიერ განსახილველ შემთხვევაში სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული, ის გარემოება, რომ 2018 წლის 27 მარტს სამინისტროს ჯგუფის წევრებს ნამდვილად ესაუბრათ მოსარჩელე ლ-------------–--ა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა მისამართზე გამოცხადებულ ჯგუფის წევრებს ბინის კარი არ გაუღეს და მოქალაქე მათ ესაუბრა კარს მიღმა, ამასთან საქმის მასალების მიხედვით ლ-------------–--ა ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე ბინა N---ში, ხოლო მონიტორინგის ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ბინა N---ში. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არც მოსარჩელის პოზიცია გამოუკვლევია გადაწყვეტილების მიღებამდე და არც მეზობლად მცხოვრები მ-----------–--ა და ნ-------–----ა დაუკითხავს მოწმის სტატუსით. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება უტყუარად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე-–-------------–--ა ნამდვილად ცხოვრობს ლ-------------–--ასთან. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ე-–------------–--ას ოჯახური მდგომარეობა და ის ფაქტი, მას დამოუკიდებლად აქვს თუ არა გაკეთებული განაცხადი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებული მონაწილეობით, კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე წარედგინა მოსაზრებები, სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან მიმართებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის N0-------- ბრძანება (დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ) და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სწორად დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი