განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
330100117001857652
ინსტანცია
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001857652

საქმე #1ბ/925-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მ----ამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-–----------–--ის

ადვოკატის: რ---------------ს

მსჯავრდებულის: ნ-------------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–--ის და მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---------------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ნ-------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–--–----------------–-----–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------–----–-----------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-------------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–----–---–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ-------------–-–---–მა იარაღის ტარითა და ფეხებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ----------------ს, რა დროსაც გ----------------მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

იმავე დღეს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №49-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ-------------–-–---–მა ვ-----------------–-------ს ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით:

 

ნ-------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ნ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ს 21 საათიდან 08 საათამდე პერიოდში დაეკისრა თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–----------–--ემ და მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---------------მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ-–----------–--ემ მოითხოვა ნ-------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართელოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ამ კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, აგრეთვე, ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ნ-------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის ნაწილობრივ გამამტყუმენელი განაჩენის გაუქმება და სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით მოითხოვა, იმ შემთხვევაში, თუ ნ-------------–-–---–ი დამნაშავედ იქნება ცნობილი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დანიშნული სასჯელი - შინაპატიმრობა - ჩაეთვალოს პირობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმ----სად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმ----სი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ-------------–-–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებულ მტკიცებულებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, კერძოდ, დაზარალებულ ვ-----------------–-------ს ჩვენებით, მოწმე ვ-----------–-------ს (დაზარალებულის დედა) ჩვენებით, გამოძიებაში მოწმე თ---------------ის გამოკითხვის ოქმით, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება) ნ-------------–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება მსჯავრდებულს, ნ-------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ არც ვ-----------------–-------ს მიმართ განუხორციელებია ძალადობა და არც გ----------------ისათვის მიუყენებია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამ უკანასკნელთან 2016 წლის 9 ნოემბერს მოუხდა მხოლოდ შელაპარაკება და გ----------------ი, რომელიც არის მისი მეუღლის ქ-----------–-------ის დეიდაშვილი, გააგდო სახლიდან. იგი (ბრალდებული) არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და არც იარაღიდან უსვრია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-----------------–-------მ განმარტა, რომ ნ-------------–-–---–მა სახლიდან სალაპარაკოდ გაიყვანა მისი ძმა გ----------------ი. ზუსტი დრო და რიცხვი არ ახსოვს. გასვლისთანავე მათ დაიწყეს ყვირილი, რის გამოც ორივეს შენიშვნა მისცა, რომ ბავშვებს აძინებდა და მათი ხმაური ხელს უშლიდა. ნ-------------–-–---–ს მისთვის (დაზარალებულისთვის) სახეში არ გაურტყამს და რომ არ ეყვირა, პირზე ააფარა ხელი. ასევე არ იცის, ვინ სცემა გ----------------ი. განათლება მიღებული აქვს რუსულ ენაზე, სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას, გამოძიების ეტაპზე მის დაკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა და ისე მოაწერა ოქმს ხელი, მის შინაარსს არ გაცნობია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ვ-----------–-------მ აჩვენა, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს, მისი შვილი გ----------------ი სახლიდან სალაპარაკოდ წაიყვანა ნ-------------–-–---–მა. მისთვის (მოწმისთვის) უცნობია, ვინ სცემა გ----------------ი. იმავე დღეს, მისი (ვ-----------–-------ს) ქალიშვილი ტიროდა და როცა ჰკითხა მიზეზი, ვ----------მ უპასუხა, რომ ნ-------------–-–---–მა ხელი დაარტყა, თუ შემთხვევით მოუხვდა - ზუსტად არ ახსოვს.

 

გამოძიებაში მოწმედ გამოიკითხა თ---------------ი (უდავო მტკიცებულება), რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით 03:00 საათზე, გაეღვიძა კაკუნის ხმაზე და როცა კარები გააღო, ნახა თავისი შეყვარებული გ----------------ი რომელიც იყო ნაცემი, შეშინებული და საუბარი უჭირდა. შეყვარებული სახლში შეიყვანა და შეკითხვაზე - რა სჭირდა, გ------მ უპასუხა, რომ მას ნ-------------–-–---–მა იარაღის ტარი ურტყა სახეში. მომხდარის გამო დარეკა სასწრაფო დახმარების ცენტრში, რის შემდეგ დაზარალებული გადაიყვანეს ღ------–-----ის კლინიკაში. იმავე დღეს მან (მოწმემ) დაურეკა გ----------------ის დას ვ-----------------–-------ს და უთხრა, რომ მისი ძმა სცემა ნ-------------–-–---–მა. საუბარში ვ----------მ უპასუხა, რომ ნოდარმა მასაც ისეთი ძალით გაარტყა ხელი, რომ ლამის წაიქცა.

 

ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება 2016 წლის 9 ნოემბერს ნ-------------–-–---–ის მიერ ვ-----------------–-------სათვის სახეში ხელის გარტყმის ფაქტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-----------------–-------მ არ დაადასტურა ნ-------------–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული რაიმე ძალადობა და აჩვენა, რომ ნ-------------–-–---–მა მხოლოდ პირზე ააფარა ხელი. შესაბამისად, ბრალდების ამ ეპიზოდში ვერ დაედება საფუძვლად ნ-------------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მოწმეების ვ-----------–-------ს ჩვენება და თ---------------ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, რომლებიც თავის არსით ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს, დაფუძნებულია ვ-----------------–-------ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელმაც, როგორც აღინიშნა, სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში უარყო ნ-------------–-–---–ის მიერ მისთვის სახეში ხელის გარტყმის ფაქტი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს დაზარალებულში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულს მისთვის სახეში ხელი არ გაურტყამს. ამდენად, ტკივილის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულ ვ-----------------–-------ს შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, თუკი მართლაც ჰქონდა ადგილი დაზარალებულის მიმართ რაიმე ძალადობას, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ-------------–-–---–მა ვ-----------------–-------ს მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ-------------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნ-------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

იმავდროულად, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-------------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ----------------მა განმარტა, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, მასთან სახლში მივიდა ნ-------------–-–---–ი, უთხრა, რომ ჰქონდა სალაპარაკო და თან გაჰყოლოდა. ისინი ნ-------------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,B-----” მოდელის ავტომანქანით წავიდნენ დოსააფის შენობის მიმართულებით. ლ---–-ის ქუჩაზე ნ-------------–-–---–მა გადაუხვია და მანქანა მინდორში გააჩერა. ორივე გადმოვიდნენ მაქანიდან. ნ-------------–-–---–მა უთხრა ყოფილ ცოლზე - „როგორ დაუშვი, რომ მ---- ვ----სთან იწვაო“, შემდეგ ე----–-–---–მა მანქანის სალონში არსებული სათავსოდან ამოიღო პისტოლეტი, ჯერ ჰაერში გაისროლა და შემდეგ მოსთხოვა (დაზარალებულს) მუხლებზე დამდგარიყო, ლულა ჩაუდო პირში და უთხრა - „დენთის გემო გაიგეო“. ნ-------------–-–---–ი იარაღს ურტყამდა სახეში და შეურაცხყოფას აყენებდა, ამასთან, გააფრთხილა - ,,სახლში მოსული აღარ დაგინახოო“. როცა დაამთავრა მისი (გ----------------ის) ცემა, მიწაზე დაუწყო ძებნა გასროლილ მასრებს და შემდეგ დატოვა ტერიტორია. ამის შემდეგ თვითონ (გ----------------ი) სახლში აღარ დაბრუნდა. წავიდა ს----------–--ზე, ა--------------------ში თ---------------თან, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ის (დაზარალებული) გადაიყვანეს ღ------–-----ის საავადმყოფოში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №5--------ის ჩანაწერების მიხედვით, გ----------------ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2016 წლის 9 ნოემბერს, 03:20 სთ-ზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით გ----------ს აღენიშნება ექსკორიაციები, კეფის არეში სისხლმდენი ჭრილობა.

 

წარმოდგენილი შპს აკად. ო.ღ------–-----ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1-----ის ჩანაწერების მიხედვით, გ----------------ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 09.11.16 წ-დან 12.11.16 წ-მდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით გ----------ს აღენიშნება ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები სახის არეში, სისხლჩაქცევა მარცხენა თვალის ლორწოვანში და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, კანის ნახეთქებით. ნახეთქი ჭრილობა კეფის არეში. თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა მარცხნივ ორბიტის ლატერალური კედლის მოტეხილობა (სოლისებური და ყვრიმალის ძვლის შეერთების ნაწილში).

 

გ----------------ის თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ამსახველი CD დისკი შეისწავლა სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ნ-----–----------–---–მა. დასკვნის თანახმად, არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება მარცხნივ ორბიტის ლატერალური (ყვრიმალის ნაწილი) კედლის მოტეხილობა. ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (09.11.2016წ) წინააღმდეგობაში არ არის.

 

გ----------------ის დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში ასახულია დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; თავის ტვინის დაჟეჟილობა, მარცხნივ სოლის, ძვლის მოტეხილობა, კანქვეშა ჰემატომა თვალბუდის არეში, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა კეფის არეში, მრავლობითი ექსკორიაციები სახეზე.

 

აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-----მ.

 

გარდა ზემოაღნიშნული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ამოღებულ იქნა 1 ცალი მასრა, 1 ცალი ვაზნა, 1 ცალი ზამბარა და მცირე ზომის დეტალები, 2 ცალი ქვა მოწითალო ლაქებით, 1 ცალი ქვა მოწითალო ლაქებით), ავტომანქანა - B----- დათვალიერების ოქმით (ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ანაწმენდები), ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით (დადგინდა, რომ ნ-------------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა B----- სახ. ნომ. E---------ის წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია გ----------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის), ქიმიური ექსპერტიზის №4------- და №1------ დასკვნებით (დადგინდა, რომ ნ-------------–-–---–ისგან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე საშუალო ინტენსივობით, სახიდან აღებულ ანაწმენდზე - დიდი ინტენსივობით. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით. გ----------------ის ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარჯვენა სახელოზე მცირე ინტენსივობით, გულისპირზე - დიდი ინტენსივობით. შარვალზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან ტყვიის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე დიდი ინტენსივობით. ნ-------------–-–---–ის ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე მცირე ინტენსივობით, გულისპირზე - საშუალო ინტენსივობით; სვიტერის მარცხენა სახელოზე და გულისპირზე - საშუალო ინტენსივობით. შარვალზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის ორივე სახელოზე მცირე ინტენსივობით. სპილენძის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე და სვიტერის მარჯვენა სახელოზე დიდი ინტენსივობით. ტყვიის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე მცირე ინტენსივობით, სვიტერის მარჯვენა სახელოზე - დიდი ინტენსივობით), ლუქის გახსნის და ფოტოსურათების დათვალიერების ოქმით (ფოტოსურათებზე გ----------------ს აღენიშნება სახეზე და კისერზე სისხლისმაგვარი ლაქები), ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...ობ 3) 1 (ერთი)ც. ზამბარა და მცირე ზომის დეტალები ამოღებული იქნა ლ---–-ის ქუჩის მიმდებარედ გრუნტოვანი გზის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ოქროსფერ დეტალზე (ობ. N3), შავი ფერის დეტალზე (ობ. N4) და ზამბარაზე (ობ. N5) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N4,5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------------ს (ობ. N21, პაკეტი, წარწერით: „გ---------------ის სისხლის ნიმუში. 0-----------.“). ობ.N3-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და გ----------------ის (ობ. N21, პაკეტი, წარწერით: „..), მეორე წილი და ნ-------------–-–---–ის (ობ. N20, პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ცალ ჩხირზე, აღებული მოწმე ნ--------------------------–-–---–ის (დაბ: 17.01.1987წ) პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილები იდენტურია, პაკეტში, წარწერით: „...ობ N4 2 (ორი)ც. ქვა მოწითალო ფერის ლაქებით. ობ. N5 1(ერთი) ც ქვა მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული იქნა ლ---–-ის ქუჩის მიმდებარედ გრუნტოვანი გზის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ქვებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ. N6-8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N6,7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------------ს (ობ. N21). ობ.N8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-------------–-–---–ს (ობ. N20). პაკეტში წარწერით: „...2 (ორი)ც. ანაწმენდი დოლბანდზე...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. N9,10) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-------------–-–---–ს (ობ. N20).), ბალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (დადგენილია, რომ 1 - პაკეტში წარწერით: 1 ცალი მასრა, 1 ცალი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტული წესით დამზადებულ არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, სპეციალური თავდაცვითი დანიშნულების, 8 მმ კალიბრის აირის და ხმოვანი იარაღებისათვის განკუთვნილ არასაბრძოლო მასალას ფუჭ (ხმოვან) ვაზნას. იგი ვარგისი უნდა იყოს გამოსაყენებლად. მეორე წარმოადგენს ზემოხსენებული დანიშნულებისა და კალიბრის იარაღებისათვის განკუთვნილი არასაბრძოლო მასალის ფუჭი ვაზნის შემადგენელ კომპონენტს - მასრას. 2 - პაკეტში წარწერით: ,,ობ.3 1 (ერთი)ც.ზამბარა და მცირე ზომის დეტალები“, არსებული ლითონის ოთხი ობიექტიდან: ერთ-ერთი წარმოადგენს იარაღის დამცველ ალამს, რაც მასალის ხასიათის გათვალისწინებით, განკუთვნილი უნდა იყოს სპეციალური, თავდაცვითი დანიშნულების, მყიფე ლითონისგან დამზადებული პისტოლეტებისათვის; სამი დეტალი უნდა წარმოადგენდეს პისტოლეტებისათვის განკუთვნილ უკუქცევით ზამბარას ღერძით და შემზღუდველით, რაც კონსტრუქციულად მდებარეობს ლულის ქვედა არეში. კონკრეტულად თუ რა სახეობის იარაღისთვის არის განკუთვნილი, განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა გამორიცხული არ არის სპეციალური - თავდაცვითი დანიშნულების, პისტოლეტებისადმი მათი კუთვნილების შესაძლებლობა.), ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა №0-------- დასკვნით (დადგენილია, რომ გ----------------ის ქურთუკის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პარკში წარწერით ,,ნ------–-–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. პარკში წარწერით ,,ნ------–-–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-მოყავისფრო ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ----------------ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. პაკეტში წარწერით ,,მიკრონაწილაკები 2(ორი) ცალ ფირზე... ა/მ BMW სახ.#ED-777-IL-ის დათვალიერება...“ მოთავსებულ წინა მარჯვენა სავარძლის საზურგის და წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირებიდან ამოღებულ სპეც.წებოვან ფირფიტებზე აღინიშნება სხვადასხვა სახის ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებიც განსხვავდება გვარობრივი ნიშნებით გ----------------ის ქურთუკის და შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოებისგან.), მოწმედ დაკითხული ექსპერტების - გ------------–--ის, გ-------------–---–ის, კ-----------ის, გ-----------–------ის, დ------------ის, ლ-----–--–---–ის ჩვენებებით, მოცემულ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი, მოწმედ დაკითხული გ----------–---–ის, ზ---------------–---–ის, თ----------–-----–---–ის, შ--–----------–---–ის, ნ-------------–---–ის, აგრეთვე, დ---------------ს (ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტეის ისანი-სამგორის გამგეობის წარმომადგენელი) ჩვენებებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-------------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ნ-------------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ნ-------------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგნებისა და მათზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობისა და მათი გაუზიარებლობის შესახებ, რომლებიც მსჯავრდებულის ადვოკატის აზრით, მოპოვებულია უკანონოდ. პალატა აცხადებს, რომ არ არსებობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგნების შეცვლის ეჭვის საფუძველი, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული 1 ცალი მასრა და 1 ცალი ვაზნა, 1 ცალი ზამბარა და მცირე ზომის დეტალები, 3 ცალი ქვა მოწითალო ფერის ლაქებით ცალ-ცალკე მოთავსდა სამ ცალ სპეც. პაკეტებში და ცალ-ცალკე დაილუქა შესაბამისად - FC----------------------------------- ლუქებით (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ტ.1. ს.ფ. 18-23). აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე ლუქებით დალუქული სახით შევიდა სამი ცალი სპეც. პაკეტი ბიოლოგიური, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევების ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ექსპერტიზის დასკვნაში ლუქების მთლიანობის დარღვევის ან მათი დაზიანების შესახებ მითითებული არ არის (იხ. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნა - ტ.1. ს.ფ. 129-135).

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ისათვის შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, აღნიშნულ მოთხოვნებს სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ნ-------------–-–---–ი მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ბრალად შერაცხული, გ----------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებაა, რასაც ნ-------------–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მისთვის შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.

 

სახელმწიფო ბრალმდებლი მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული ნ-------------–-–---–ი მის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და არ მომხდარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გააზრება. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ დაიბრალოს დანაშაული და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი ნ-------------–-–---–ის მიმართ, როგორც გამამართლებელ, ისე გამამტყუნებელ ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი ნ-------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ნ-------------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ნ-------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს შინაპატიმრობა 2 (ორი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ს 21 საათიდან 08 საათამდე პერიოდში დაეკისროს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ-------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 18 თებერვლის განჩინებით გამოყენებული ნ-------------–-–---–ის მიმართ თანამდებობიდან გადაყენება;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომანქანა B------ის 2017 წლის 1 თებერვალს დათვალიერების დროს გადაღებული 25 ფერადი ფოტოსურათი - დატანილი ერთ ცალ CD დისკზე; ავტომანქანა B------ის დათვალიერებისა და დალუქვის დროს გადაღებული 57 ფერადი ფოტოსურათი - დატანილი ერთ ცალ CD დისკზე; ლ---–-ის ქუჩის მიმდებარედ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული 80 ფერადი ფოტოსურათი - დატანილი ერთ ცალ CD დისკზე და გ----------------ის კტ. კვლევის შემცველი ერთი ცალი CD დისკი - შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

გ----------------ის ტანსაცმელი, ნ-------------–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

 

მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, გ----------------ის სისხლის ნიმუში, ნ-------------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ერთი ცალი მასრა, ერთი ცალი ვაზნა, ერთი ცალი ზამბარა და მცირე ზომის დეტალები, ნ-------------–-–---–ისგან აღებული ანაწმენდების დარჩენილი ნაწილი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, სუნის კვლის ნიმუშები, სამი ცალი ქვა - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე