განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
180100119003061413
ინსტანცია
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 180100119003061413

საქმე №1ბ/1898-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის:------–---------

მსჯავრდებულის: ლ-----------–----

ადვოკატის: ა-–--------------------

მონაწილეობით,მ–------ რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა----–--------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ლ-----------–---- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------------–----–----------------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, ლ-----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 4(ოთხიწელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2(ორი)წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი;

მსჯავრდებულ ლ-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 იანვრიდან.

ლ-----------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინაქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 იანვარს, დღისით ლ-----------–---მ უკანონოდ შეაღწია ყ-------- რაიონის სოფელ ა--–-–- მდებარე, მ---------------–---–-- საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ---------------–---–-- კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას 6780 ლარს, 2000 აშშ დოლარს და მ---------------–---–-- კუთვნილ 8006 ღირებულების სამკაულებს და ძვირფას ნივთებს, კერძოდ: 1550 ლარად ღირებულ საყურეს ბრილიანტის თვლებით, 800 ლარად ღირებულ ოქროს საყურეს ბრილიანტის თვლებით, 220 ლარად ღირებულ შუქნიშნის ფორმის ოქროს საყურეს თვლებით, 300 ლარად ღირებულ ოქროს სამეულს - ბეჭედს და საყურეს, თითო მარგალიტით ვერცხლის გვირგვინში, 780 ლარად ღირებულ რგოლის ფორმის ბეჭედს, 270 ლარად ღირებულ რომბის ფორმის ოქროს ბეჭედს თვლებით, 220 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს თვლებით, 230 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს ოთხი ცალი პატარა ბრილიანტის თვლით და არაძვირფასი თვლით, 80 ლარად ღირებულ ზღვის მოლუსკის ნიჟარისაგან დამზადებულ ე.წ. „კამეას“ თვლებს, 1525 ლარად ღირებულ ოქროს ძეწკვს და ჯვარს, 900 ლარად ღირებულ ოქროს საათს ტყავის სამაჯურით, 220 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს თეთრი თვლით, 2 ლარად ღირებულ ვერცხლის ბეჭდის დეტალს, უთვლოდ, 15 ლარად ღირებულ ვერცხლის ბეჭედს თვლებით, 500 ლარად ღირებულ ვერცხლის 25 ცალი სხვადასხვა ფორმის ორნამენტებიან ბალთას შავი ფერის ტყავის ქამარზე, 35 ლარად ღირებულ ვერცხლის ბალთას, 100 ლარად ღირებულ ვერცხლის ქარქაშის დეტალს, 3 ლარად ღირებულ ვერცხლის ბეჭდის დეტალს თვლით, 1 ლარად ღირებულ არაძვირფასი ვერცხლისფერი ლითონისგან დამზადებულ ჯიბის საათის კორპუსის დეტალს, 10 ლარად ღირებულ ვერცხლის ბეჭედს თვლით, 10 ლარად ღირებულ არაძვირფას თვლებს, 10 ლარად ღირებულ ვერცხლის ბეჭედს, 10 ლარად ღირებულ ვერცხლის ბეჭედს თვლებით, 215 ლარად ღირებულ სამი ცალი საბჭოთა პერიოდის ე.წ. რკინის მანეთიანის მონეტას. აღნიშნული ქმედების შედეგად მ---------------–---–- მთლიანობაში მიადგა 20105 ლარის და 80 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

ლ-----------–--- ასევე ფარულად დაეუფლა ნ----------------- კუთვნილ 5180 ლარის ღირებულების სამკაულებს, კერძოდ: 800 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს ბრილიანტის თვლებით, 400 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს ბრილიანტის თვლით, 770 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, 245 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, 230 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, 235 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, 150 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, ამოვარდნილი თვლით, 780 ლარად ღირებულ ოქროს საათს სამაჯურით, 1500 ლარად ღირებულ ოქროს ძეწკვს, 55 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 15 ლარად ღირებულ ვერცხლის ძეწკვს კულონით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ–------ რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ა----–---------- რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მოითხოვა დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გაუქმება და დანიშნულის სასჯელის სრული მოცულობით განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-----------–---- მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულების: მ---------------–---–--,ნ----------------- ჩვენებებით, მოწმეების :დ---------------------------------–---–-- ჩვენებებით, ასევე მოწმეების: რ-------------------–---–------------------–------------------–---------------------------------- ჩ----------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებულებებით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიუთითა ნაქურდალი ნივთების ადგილსამყოფელი, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეული არ ყოფილა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების კანონით დადგენილი გამოყენების წესი და შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველიც არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ლ-----------–---ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ–------ რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა----–--------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ლ-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი;

4. მსჯავრდებულ ლ------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 იანვრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ------------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

6. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7.ნივთმტკიცებები:

ა) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი მეტალის საგანი, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ბ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მეტალის ბოქლომი, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

გ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები - რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

დ) ორი ცალი მინის თავსახურიანი ქილა და მასში მოთავსებული სამკაულები და ნივთები: საყურე ბრილიანტის თვლებით, ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით, შუქნიშნის ფორმის ოქროს საყურე თვლებით, ოქროს სამეული - ბეჭედს და საყურეს, თითო მარგალიტით ვერცხლის გვირგვინში, რგოლის ფორმის ბეჭედი, რომბის ფორმის ოქროს ბეჭედი თვლებით, ოქროს ბეჭედი თვლებით, ოქროს ბეჭედი ოთხი ცალი პატარა ბრილიანტის თვლით და არაძვირფასი თვლით, ზღვის მოლუსკის ნიჟარისაგან დამზადებული ე.წ. „კამეას“ თვლები, ოქროს ძეწკვი და ჯვარი, ოქროს საათი ტყავის სამაჯურით, ოქროს ბეჭედი თეთრი თვლით, ვერცხლის ბეჭდის დეტალი, უთვლოდ, ვერცხლის ბეჭედი თვლებით, ვერცხლის 25 (ოცდახუთი) ცალი სხვადასხვა ფორმის ორნამენტებიან ბალთას შავი ფერის ტყავის ქამარზე, ვერცხლის ბალთა, ვერცხლის ქარქაშის დეტალი, ვერცხლის ბეჭდის დეტალი თვლით, არაძვირფასი ვერცხლისფერი ლითონისგან დამზადებული ჯიბის საათის კორპუსის დეტალი, ვერცხლის ბეჭედი თვლით, არაძვირფასი თვლები, ვერცხლის ბეჭედი, ვერცხლის ბეჭედი თვლებით, სამი ცალი საბჭოთა პერიოდის ე.წ. რკინის მანეთიანი მონეტა, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით, ოქროს ბეჭედი, ოქროს ბეჭედი, ოქროს ბეჭედი, ოქროს ბეჭედი, ოქროს ბეჭედი, ამოვარდნილი თვლით, ოქროს საათი სამაჯურით, ოქროს ძეწკვი, ოქროს ჯვარი, ვერცხლის ძეწკვი კულონით, რომლებიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს დაზარალებულ მ---------------–---–- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ე) ლ-----------–---- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა - 900 (ცხრაასი) აშშ დოლარი და 500 (ხუთასი) ლარი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს მ---------------–---–- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ვ) ლ-----------–---- ხელის კვლების ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ზ) ლ-----------–---- სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

თ) გ-------------–---- სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ი) ზ----------–---- სუნის ნიმუში - რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

კ) გ------------------- სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ლ) გ-------------–---- ხელის ანაწმენდის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

მ) ზ----------–---- ხელის ანაწმენდის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ნ) ზ----------–---- ხელის კვლების ნიმუში, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ო) გ------------------- ხელის ანაწმენდის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

პ) გ------------------- ხელის კვლების ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ჟ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბოქლომი, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

რ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.

ს) ლ-----------–---- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, რომელიც ინახება შსს ყ-------- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს ლევან ჭიღლაძის ნდობით აღჭურვილ პირს.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი