განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
020100118002670138
ინსტანცია
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002670138

საქმე №1/ბ-252-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – მ--- ჯ-----ს

მსჯავრდებულის – ა-–------------- ე---------ის

ადვოკატის – თ----- კ--–----ას

თარჯიმნის – მ--- შ-–---–---–ის

 

მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ალი აზიმზაზე ე---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ--–---- ს--–-----ს და ა-----– შ---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–------------- ე---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, ი-----ს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ირანში, ქალაქ თეირანში, ვალიასრის გამზირი, არმოღანის ქ.№51-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–------------- ე---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 აგვისტოს, ზ----------------------------–------–--–--------------------------–- მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროში დასასვენებლად იმყოფებოდა თ--- ტ-----–---–ი და ისვენებდა, კერძოდ, ეძინა თავის სასტუმრო ოთახში, რა დროსაც მასთან შევიდა ამავე სასტუმროში მყოფი დამსვენებელი ა-–------------- ე---------ი, რომელმაც ისარგებლა იმ გარემოებით, რომ თ--- ტ-----–---–ი იმყოფებოდა უმწეო (მძინარე) მდგომარეობაში, გახადა მას საცვალი (საცურაო კოსტიუმი) და სასქესო ორგანოს გამოყენებით საშოდან შეაღწია მის სხეულში, რა დროსაც გამოეღვიძა თ--- ტ-----–---–ს. გამოღვიძებისთანავე მან ძალის გამოყენებით პირზე დააფარა ხელი და არ მისცა ყვირილის უფლება, რის შემდეგაც გააგრძელა სქესობრივი აქტი.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

2.1. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენით:

 

ა-–------------- ე---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

ა-–------------- ე---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 აგვისტოდან.

 

ა-–------------- ე---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· თ--- ტ-----–---–ისგან ამოღებული საცურაო კოსტიუმი, შავი ფერის სანთებელა, მაისური და ერთი წყვილი წინდა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, უნდა დაუბრუნდეს თ--- ტ-----–---–ს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი ბალიში და 3 ცალი ზეწარი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, უნდა დაუბრუნდეს სასტუმროს მესაკუთრეს _ ნ------ ჩ-----ს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, იატაკიდან აღებული ანაწმენდი, სუნის კვლები, ხელის კვლები, ა-–------------- ე---------ის სუნის და ნერწყვის ნიმუშები და თ--- ტ-----–---–ისგან აღებული ნაცხის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, უნდა განადგურდეს.

 

· ა-–------------- ე---------ისგან ამოღებული ტრუსი, შორტი და ორი ცალი „IPHONE”-ის მარკის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, უნდა დაუბრუნდეს ა-–------------- ე---------ის ოჯახს.

 

2.2. სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

 

ა-–------------- ე---------მა ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

 

2.3. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 27 აგვისტოს, ზ----------------------------–------–--–--------------------------–- მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროში დასასვენებლად მყოფ თ--- ტ-----–---–ს ეძინა თავის სასტუმრო ოთახში, რა დროსაც მასთან შევიდა ამავე სასტუმროში მყოფი დამსვენებელი ა-–------------- ე---------ი, რომელმაც ისარგებლა თ--- ტ-----–---–ის უმწეო (მძინარე) მდგომარეობით, გახადა მას საცვალი (საცურაო კოსტიუმი) და სასქესო ორგანოს გამოყენებით საშოდან შეაღწია მის სხეულში, რა დროსაც გამოეღვიძა თ--- ტ-----–---–ს. გამოღვიძებისთანავე მან ძალის გამოყენებით პირზე დააფარა ხელი და არ მისცა ყვირილის უფლება, რის შემდეგაც გააგრძელა სქესობრივი აქტი.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ალი აზიმზაზდე ე---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ--–---- ს--–-----მ და ა-----– შ---–---–მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა და ა-–------------- ე---------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ ადასტურებენ მის მიერ გაუპატიურების ჩადენას.

 

აპელანტების მითითებით, ობიექტური მხრივ, კონკრეტული დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით (უმწეობაში იგულისხმება მოწამვლა, უგრძნობლობა საძილე საშუალებების გამოყენებით, სიმთვრალე და სხვა), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, როგორც თავად დაზარალებულმა განაცხადა, ფესტივალიდან დაბრუნებულმა დაიძინა, ესე იგი იმყოფებოდა ბუნებრივი ძილის მდგომარეობაში. სასამართლო მედიცინაში კი უარყოფილია ქალის გაუპატიურების შესაძლებლობა ბუნებრივი ძილის მდგომარეობაში. თ--- ტ-----–---–მა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას ეძინა, ისე დაამყარა ა-–------------- ე---------მა მასთან სქესობრივი კავშირი და გააღვიძა უცხო მამ---ცის სუნმა, რომელიც აპირებდა მის კოცნას და უკვე ამყარებდა მასთან სქესობრივ კავშირს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან, ბუნებრივი ძილის მდგომარეობაში შეუძლებელია სექსუალური კავშირის დამყარება ისე, რომ დაზარალებულს არ გაეღვიძოს. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, თ--- ტ-----–---–ს წელისა და მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, საქმის სასამართლო განხილვისას არ დადასტურებულა, რომ აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო ა-–------------- ე---------ის მოქმედების შედეგად.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–------------- ე---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- კ--–----ამ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მ--- ჯ-----მ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–------------- ე---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ--–---- ს--–-----ს და ა-----– შ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ა-–------------- ე---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულ თ--- ტ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, იგი მეგობრებთან _ მ--- გ-------–---–თან, გ---–- მ--------ესთან და მ--- ლ---------–---თან ერთად ჩავიდა ა----–--ში, სადაც 23 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ტარდებოდა მუსიკალური ფესტივალი. მათ ინტერნეტის მეშვეობით იქირავეს ოთახი ა----–-ის ეკლესიის გვერდით მდებარე ოჯახური ტიპის სასტუმროში, რომლის მესაკუთრე იყო მამაკაცი, სახელად ნ------. 2018 წლის 27 აგვისტოს, შუადღის საათებში, დაახლოებით 12 საათზე დაბრუნდა ფესტივალიდან სასტუმროში და ავიდა ოთახში, სადაც დახვდნენ მ--- გ-------–---–ი და გ---–- მ--------ე, რომლებსაც ეძინათ. ვინაიდან, ორი დღის უძინარი იყო, მიუწვა ორსაწოლიან ლოგინზე მძინარე გ---–- მ--------ეს და დაიძინა. ამ დროს ეცვა შავი ფერის საცურაო კოსტიუმი, რომელიც თასმებით იკვრებოდა გვერდებზე. კარი არ ჩაუკეტავს, რადგან ძალიან ცხელოდა და ოთახში კონდიცირება არ იყო. მ---ს და გ---–-ს მასზე ადრე გაუღვიძიათ და პლაჟზე გასულან, რაც მას არ გაუგია. თვითონ გარკვეული ხნის შემდეგ გააღვიძა მამაკაცის სხეულის უხეშმა შეხებამ და იგრძნო არაბუნებრივი, მისთვის მიუღებელი, საშინელი სუნი, ეს იყო ალკოჰოლის და ჭუჭყის სუნი. მას გაეღვიძა სქესობრივი აქტის პროცესში, რა დროსაც გვერდულად იწვა, უკვე სრულიად შიშველი, ხოლო მის ზურგს უკან იწვა უცხო მამაკაცი, რომელიც საშოდან ამყარებდა მასთან სქესობრივ კავშირს. როდესაც თავის შემობრუნება სცადა, მან პირზე მძლავრად დააფარა ხელი ხმა რომ არ ამოეღო, მეორე ხელით კი მარცხენა გვერდზე დააწვა, რის შედეგადაც გვერდი ჰქონდა დალურჯებული. ვინაიდან, მისი მხრიდან ზეწოლა და აგრესია იგრძნო, შეეშინდა, რომ რაღაცას ჩაარტყამდა, დააზიანებდა ან მოკლავდა, რის გამოც წინააღმდეგობა აღარ გაუწევია და მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდა. სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ მამაკაცი, რომელიც იყო 20-25 წლამდე ასაკის და მანამდე ორჯერ ჰყავდა ნანახი იმავე სასტუმროს კორიდორში, საწოლზე წამოჯდა. ის იყო სრულიად შიშველ მდგომარეობაში. თვითონაც ეგრევე წამოხტა საწოლიდან, რა დროსაც მისი საშოდან იატაკზე დაიღვარა სპერმა და ინგლისურ ენაზე უყვირა მამაკაცს _ ეს რა გააკეთეო, თან დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა, ის კი იძახდა _ „არა, პოლიცია არა, შენ კარგი გოგო ხარო“. შემდეგ ხელი დაავლო თავის სამხედრო შეფერილობის შორტს და წითელი ფერის ტრუსს, რომელთა ჩაცმაც ვერ მოასწრო პოლიციის ხსენებაზე, აიფარა სხეულზე და ოთახიდან გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, მან უცებ აიღო პლასტმასის ბოთლი, რომელშიც ცოტა წყალი იყო და ესროლა ხსენებულ მამაკაცს, რომელიც მას თავში მოხვდა და გვერდზე გადავარდა. მისი გასვლისთანავე გადაკეტა ოთახის კარები, შევარდა აბაზანაში, რომლის კარიც შიგნიდან ჩაკეტა და მ---ს და გ---–-ს მოსვლამდე იქ იმყოფებოდა, თან ისტერიულად ტიროდა და იბანდა. როდესაც ისინი დაბრუნდნენ, მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც მ--- გ-------–---–მა დარეკა 112-ში და პოლიცია გამოიძახა. გამოძიების პროცესში ამოიცნო ეს პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ა-–------------- ე---------ი.

 

დაზარალებულ თ--- ტ-----–---–ის ჩვენებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არაერთხელ იმსჯელა დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელოვნობაზე ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას და მიუთითა, რომ განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით; შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ (იხ. საქმეები №253აპ-15, №466აპ-16, №188აპ-17). სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ თ--- ტ-----–---–ის ჩვენება, რომელსაც ინციდენტამდე მსჯავრდებულთან არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა, არც იცნობდა მას და საფუძველს მოკლებულია ვივარაუდოთ, რომ მას გააჩნდა რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რათა ა-–------------- ე---------ისათვის დაებრალებინა ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამდენად, სააპელაციო პალატას აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან, დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

მოწმე მ--- გ-------–---–ის ჩვენებით, რომლის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს თვეში, ის თ--- ტ-----–---–თან, მ--- ლ---------–---თან და გ---–- მ--------ესთან ერთად იმყოფებოდა ა----–--ში მუსიკალურ ფესტივალზე. იქ ყოფნის პერიოდში ცხოვრობდნენ კერძო საოჯახო ტიპის სასტუმროში. 27 აგვისტოს, ღამე, ყველანი იყვნენ ფესტივალის ტერიტორიაზე. თვითონ დაახლოებით 3 საათზე დაბრუნდა სასტუმროში და დაიძინა. თ--- ტ-----–---–ი კი დილით მივიდა და დაწვა. დაახლოებით 13 საათზე მან და გ---–- მ--------ემ პლაჟზე წასვლა გადაწყვიტეს. ოთახიდან გამოსულებს კარებთან უცნობი ბიჭი შეხვდათ, რომელმაც ინგლისურად უთხრა რა ლამაზი ხარო. მან დაინახა, რომ კარები არ ჩაუკეტავთ, რადგან ოთახში თ---ს ეძინა. როდესაც უკან დაბრუნდნენ, კარები დაკეტილი დახვდათ და დაიწყეს კაკუნი. კარი თ--- ტ-----–---–მა გაუღოთ, რომელმაც მოუყვათ, რომ იგი ირანელმა ბიჭმა ძილში გააუპატიურა და როდესაც გაღვიძებულმა კივილი დააპირა, ხსენებულმა ბიჭმა პირზე ააფარა ხელი, რის გამოც შეეშინდა არ მოეკლა. ამის შემდეგ მან (მ.გ-------–---–მა) დარეკა 112-ის ცხელ ხაზზე და შეატყობინა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, თ--- ტიროდა და იყო არაადეკვატური, შოკურ მდგომარეობაში.

 

მოწმე გ---–- მ--------ის ჩვენებით, რომლის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს, ის თ--- ტ-----–---–თან, მ--- ლ---------–---თან და მ--- გ-------–---–თან ერთად, თავისი კუთვნილი ავტომანქანით ჩავიდა ა----–--ში, სადაც იმართებოდა მუსიკალური ფესტივალი. ისინი დაბინავდნენ საოჯახო ტიპის სასტუმროში, სადაც წინასწარ ჰქონდათ ნომერი დაჯავშნილი. 27 აგვისტოს, ღამის საათებში, ის, მ--- გ-------–---–ი და თ--- ტ-----–---–ი შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე. თვითონ გამთენიისას დაბრუნდა სასტუმროში, ხოლო თ--- მეგობართან ერთად დარჩა. იგი დილით მივიდა და მის გვერდით დაწვა. დაახლოებით 13 საათზე ის და მ--- გ-------–---–ი სანაპიროზე მიდიოდნენ, რა დროსაც კარებთან წელს ზემოთ შიშველი ახალგაზრდა ბიჭი შეხვდათ, რომელმაც თ---ს შიშველი ფეხები დააფიქსირა ღია კარებიდან. გასვლისას კარები არ ჩაუკეტავთ, ხოლო როდესაც დაბრუნდნენ, იგი დაკეტილი დახვდათ. კარები თ--- ტ-----–---–მა გაუღოთ, რომელმაც მოუყვათ, რომ ძილში გამოაღვიძა იმ ფაქტმა, რომ ირანელი ბიჭი აუპატიურებდა, რის გამოც მ--- გ-------–---–მა დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, თ--- ტიროდა და იყო ძალიან აღელვებული.

 

მოწმე მ--- ლ---------–---ის ჩვენებით, რომლის მიხედვით, ის და მისი მეგობრები _ თ--- ტ-----–---–ი, მ--- გ-------–---–ი და გ---–- მ--------ე 2018 წლის 23 აგვისტოს ჩავიდნენ ა----–--ში მუსიკალურ ფესტივალზე. 27 აგვისტოს დაურეკა ატირებულმა თ--- ტ-----–---–მა, რომელიც აკანკალებული ხმით ელაპარაკა და თხოვა მისულიყო მასთან სასტუმროში. ადგილზე მისულს თ---მ მოუყვა, რომ როდესაც ეძინა, უცნობმა შავმა ბიჭმა გააუპატიურა, რომელსაც პირზე ჰქონდა მისთვის ხელი აფარებული და მეორე ხელით წელზე აწვებოდა. თ---ს გადმოცემით, მას შეეშინდა, რომ მოკლავდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მოწმის განმარტებით, თ--- ტიროდა და იყო ენით აუწერელ მდგომარეობაში. იგი დღემდე შეშინებული და საშინლად შეურაცხყოფილია.

 

მოწმე ნ------ ჩ-----ს ჩვენებით, რომლის თანახმად, ა----–--ში გააჩნია საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც 2018 წლის აგვისტოში, მუსიკალური ფესტივალის დღეებში ჰქონდა გაქირავებული. სასტუმროს მესამე სართულზე არსებული ოთახებიდან ერთ-ერთი 23 აგვისტოდან 27 აგვისტომდე დაქირავებული ჰქონდა სამ ახალგაზრდა ქართველ გოგონას. იმავე სართულზე, მოპირდაპირე მხარეს, ოთახი ჰქონდა დაქირავებული ი-----ს მოქალაქეს, ა-–------------- ე---------ს. 27 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე, ეზოს ასუფთავებდა, რა დროსაც იმ სამი გოგონადან ორი გავიდა ეზოდან და ერთი დარჩა ოთახში. დაახლოებით 13:00 საათზე სახლიდან გამოვიდა ა-–------------- ე---------ი თავისი ჩანთით და წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაურეკა ერთ-ერთმა გოგონამ და უთხრა, რომ თ--- ტ-----–---–ზე იძალადა ირანელმა. ამ დროს საქმეზე იყო გასული და როცა დაბრუნდა სასტუმროში, იქ უკვე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მოწმის განმარტებით, გოგონები იყვნენ აღელვებულები, თ--- ტ-----–---–ი ცუდ მდგომარეობაში იყო და ტიროდა.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ-------მ და რომლითაც დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–--ში, ესართიას ქ.№7-ში მდებარე საოჯახო სასტუმროს ოთახში თ--- ტ-----–---–ის გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ა-–------------- ე---------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ და რომლითაც დადგენილია, რომ თ--- ტ-----–---–ის საშოდან აღებული ნაცხის ნიმუში (ობ. №1) შეიცავს სპერმას, რომელიც ეკუთვნის ა-–------------- ე---------ს, ობ. №1-ის შერეული გენეტიკური პროფილის მეორე წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.№12,19,22-ის გენეტიკური პროფილის. თ--- ტ-----–---–ისგან ამოღებული საცურაო კოსტიუმის საცვლის უბეში არსებული ბიომასალა შეიცავს სპერმას, რომელიც ეკუთვნის ა-–------------- ე---------ს, ბიომასალის დანარჩენი წილი კი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ორ პირს, რომელთაგან ერთ-ერთი ობ.№12,19,22-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია; შემთხვევის ადგილზე (ზ----------------------------–------–--–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე არსებულ ოთახში), იატაკის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალა (ობ. №5) შეიცავს სპერმას, ობ. №5-ის გენეტიკური პროფილი და ა-–------------- ე---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ საბნის პირზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ. №11) შეიცავს სპერმას... ობ. №11-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ა-–------------- ე---------ის, ხოლო მეორე წილი ობ. №12,19,22-ის (თ--- ტ-----–---–ის) გენეტიკური პროფილების იდენტურია; ა-–------------- ე---------ისგან ამოღებულ სამხედრო შეფერილობის შორტზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ. №26) შეიცავს სპერმას, ობ. №26-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ა-–------------- ე---------ის, ხოლო მეორე წილი ობ. №12,19,22-ის (თ--- ტ-----–---–ის) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ქ------- ბ------–---–მა, გ---–----- ტ------–---–მა და თ---------- ქ----–--ემ და რომლითაც დადგენილია, რომ თ--- ტ-----–---–ს წელისა და მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე _ ზემო მესამედში აღენიშნებოდა მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 4,0X1,1 სმ, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა წელის მიდამოში მარცხნივ, იღლიისწინა და იღლიისშუა ხაზებს შორის, ზომით 1,5X0,4 სმ), განვითარებულნი მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის თანახმად, თ--- ტ-----–---–ის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. მისი ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან, გასულია ორ კვირაზე მეტი დრო.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ თ--- ტ-----–---–ი მის მიმართ ჩადენილი ქმედების შედეგად განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ფსიქოლოგის, მ------ მ-----–---–ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა გამოკვლევა და შეისწავლა თ--- ტ-----–---–ის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა. იგი იყო დათრგუნული, ჰქონდა შიში, შფოთვა და მოუსვენრობა, რაც მისი განმარტებით, გამოწვეული იყო გაუპატიურებით, რა დროსაც შოკის, გაოგნების და შიშის გამო ხმა ვერ ამოიღო. თ--- ტ-----–---–ი იყო გულწრფელი, რაიმე სიმულაციური ქმედება არ განუხორციელებია და არც ფსიქოლოგიური ტესტით დადასტურებულა მისი ტყუილისკენ მიდრეკილება.

 

პირის ამოცნობის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულმა თ--- ტ-----–---–მა ამოიცნო ა-–------------- ე---------ი და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილმა პირმა 2018 წლის 27 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–--ში, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი და სრულიად დარწმუნებულია, რომ ის არის სწორედ ის პირი, რომელმაც გააუპატიურა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოობის თაობაზე, კერძოდ: ის ფაქტი, რომ დაზარალებულ თ--- ტ-----–---–ისა და მოწმის სახით დაკითხული მისი მეგობრების ჩვენებების თანახმად, თ--- ტ-----–---–ისგან ამოღებული საცურაო კოსტიუმი მას ეკუთვნოდა და მის გარდა არავის ჩაუცვამს, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, აღნიშნული საცურაო კოსტიუმის საცვლის უბეში არსებული ბიომასალის ნაწილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ორ პირს _ არ განაპირობებს აღნიშნული ჩვენებების არადამაჯერებლობას, ვინაიდან, ისინი სრულიად გულწრფელია და მათში რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა უშუალოდ გაუპატიურების ფაქტთან მიმართებით არ გამოვლენილა.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ა-–------------- ე---------ის პოზიციას, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს ჩავიდა ა----–--ში, მუსიკალურ ფესტივალზე და დაბინავდა ერთ-ერთ სასტუმროში, მესამე სართულზე. მოპირდაპირე ოთახში ცხოვრობდნენ თ--- ტ-----–---–ი და მისი მეგობარი გოგონები, რომელთაც ესალმებოდა, როგორც მეზობლებს. 2018 წლის 27 აგვისტოს, 7 საათზე იყო ფესტივალის დასკვნითი პროგრამა, რის შემდეგაც დაბრუნდა სახლში და ემზადებოდა სასტუმროდან გასასვლელად. თ---ს ოთახის კარი იყო ღია, ის იჯდა საწოლზე და სიგარეტს ეწეოდა. მან რაღაც დონეზე იცოდა ინგლისური ენა და ჰკითხა საიდან იყო და ხომ არ ახლდა მეგობარი გოგო, თან ღიმილით მიანიშნა საფულისკენ, რომელიც ხელში ეჭირა. თ---მ მოსთხოვა 100 აშშ დოლარი, რომელიც მან საწოლზე დაუდო, შემდეგ გახადა ტანსაცმელი და აღაგზნო სექსუალურად. თ---მ ჰკითხა ჰქონდა თუ არა დამცავი, რაზეც უპასუხა, რომ იყო ჯანმრთელი. ამის შემდეგ ნებაყოფლობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, მაგრამ როცა სპერმა ჩაიღვარა თ---ს საშოში, იგი მოულოდნელად გაბრაზდა და დამატებით მოსთხოვა ფული ექიმისთვის. ალბათ, შეეშინდა, რომ არ დაორსულებულიყო. ასევე ახსენებდა პოლიციას. როდესაც თ--- ადგა საწოლიდან, მისი სხეულიდან იატაკზე დაიღვარა სპერმა. თვითონ კი საწოლზე ჩაიცვა ტანსაცმელი, გავიდა თავის ოთახში, მოწესრიგდა და დატოვა სასტუმრო. იგი ტაქსით ჩავიდა ქ.თბილისში, რადგან აეროპორტიდან აპირებდა ირანში გაფრენას, რათა მეორე დღეს სამსახურში გამოცხადებულიყო.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, ა-–------------- ე---------ის ზემოაღნიშნული ჩვენება არადამაჯერებელია, არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმს. ბრალდებულის მითითება იმის შესახებ, თითქოს, თ--- ტ-----–---–ს წინასწარ უთხრა, რომ არ ჰქონდა დამცავი საშუალება, რადგან ჯანმრთელი იყო და ამის შემდეგ ნებაყოფლობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, სააპელაციო პალატისთვის არალოგიკური და არადამაჯერებელია, ვინაიდან, გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში რატომ უნდა გაბრაზებულიყო თ--- ტ-----–---–ი საშოში სპერმის ჩაღვრის გამო, როგორც ამას ბრალდებული მიუთითებს. მსჯავრდებულის ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ალი ა---------- ე---------მა ისარგებლა რა ძილში მყოფი დაზარალებულის უმწეო მდგომარეობით, მძინარესთან დაიწყო სქესობრივი კავშირის დამყარება. ამ მომენტიდან, იურიდიული თვალსაზრისით, გაუპატიურება ითვლება დამთავრებულად, ვინაიდან, სქესობრივი აქტის დაწყებიდან უკვე ხელყოფილია ადამიანის სქესობრივი თავისუფლება. ამასთან, დადგენილია, რომ სქესობრივი აქტის განხორციელების მომენტში თ--- ტ-----–---–ის გამოღვიძების შემდეგ, ალი ა---------- ე---------მა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით შეძლო მისი წინააღმდეგობის დათრგუნვა, რაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, თ--- ტ-----–---–ს წელისა და მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა-–------------- ე---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხოლო დაცვის მხარის არგუმენტები არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მოგონილია მსჯავრდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რის გამოც სააპელაციო პალატა მათ ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-–------------- ე---------ისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, ვინაიდან, სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენი ალი აზიმზაზე ე---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ--–---- ს--–-----ს და ა-----– შ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ალი აზიმზადე ე---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ--–---- ს--–-----ს და ა-----– შ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენი ა-–------------- ე---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა-–------------- ე---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ა-–------------- ე---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 28 აგვისტოდან.

 

5.ცნობად იქნას მიღებული რომ, მსჯავრდებულ ა-–------------- ე---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· თ--- ტ-----–---–ისგან ამოღებული საცურაო კოსტიუმი, შავი ფერის სანთებელა, მაისური და ერთი წყვილი წინდა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, დაუბრუნდეს თ--- ტ-----–---–ს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი ბალიში და 3 ცალი ზეწარი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, დაუბრუნდეს სასტუმროს მესაკუთრეს _ ნ------ ჩ-----ს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, იატაკიდან აღებული ანაწმენდი, სუნის კვლები, ხელის კვლები, ა-–------------- ე---------ის სუნის და ნერწყვის ნიმუშები და თ--- ტ-----–---–ისგან აღებული ნაცხის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, განადგურდეს.

 

· ა-–------------- ე---------ისგან ამოღებული ტრუსი, შორტი და ორი ცალი „IPHONE”-ის მარკის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------------------–-------------–--ში, დაუბრუნდეს ა-–------------- ე---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/