განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2019
საქმის ნომერი
330310018002406645
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--0310018002406645

საქმე №3ბ/1514-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ------ ბ-------–---–ი;

წარმომადგენელი - ზ------ ჟ----ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ლ------ ბ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის N--------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ლ------ ბ-------–---–ის სარჩელი - ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქალაქ თბილისში, დაბა კ--------ში, ბ-------–---–ის ქ------ში (25.35 კვ.მ) რეგისტრირებულია ლ------ ბ-------–---–ის საკუთრების უფლება (დაუზუსტებელი ფართობი: 459.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი:--------------------) (ტომი 1, ს.ფ.91-92).

 

4.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მ---–-----ის რაიონის გამგებლის 2----–-–-------------------ის წერილის თანახმად, თბილისში, დაბა კ--------ი, ბ-------–---–ის N----ის მაცხოვრებლები: გ----------------–---–ი, ე-–----------–---–ი და კ-–-------------–---–ი ადასტურებენ, რომ ლ------ ბ-------–---–ი 1--- წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს კ--------ში, ბ-------–---–ის ქ. N----ის მიმდებარედ განთავსებული მიწის ნაკვეთით (ტომი 1, ს.ფ. 97).

 

4.3. დაბა კ------ის საკრებულოს კომისიის წევრების 1----–-–---------------ს აქტის მიხედვით დგინდება, რომ ლ------ ბ-------–---–ი დაბა კ--------ში, საერთო საცხოვრებლის მობინადრეა, მას არ ერიცხებოდა მიწა, ითხოვდა 25-30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის შემოკავებას, მისი გამწვანება-გალამაზებას და საბოსტნედ გამოყენებისთვის. დაბა კ------ის საკრებულოს კომისიის წევრებმა მართებულად მიიჩნიეს საკითხის დაყენება გამგეობის წინაშე და მისი დადებითად გადაწყვეტა (ტომი 1, ს.ფ.71).

 

4.4. დაბა კ------ის გამგეობის 1-----–-–-----------------ს N-- დადგენილებით დაკმაყოფილდა ლ------ ბ-------–---–ის მოთხოვნა და მიეცა სარგებლობის უფლებით 30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი (ტომი 1, ს.ფ. 72);

 

4.5. 2----–-–------------------ს ლ------ ბ-------–---–მა (პირადი ნომერი------------) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა N------------ სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თბილისში, დაბა კ--------ი, ბ-------–---–ის ქ------ის მიმდებარედ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

ლ------ ბ-------–---–მა რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, უძრავი ნივთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი:--------------------), დაბა კ------ის გამგეობის 1----–-–--------------ს აქტი, რომლის მიხედვით, დაბა კ------ის საკრებულოს კომისიის წევრებმა მართებულად მიიჩნიეს თბილისში, დაბა კ--------ი, ბ-------–---–ის ქ------ის მიმდებარედ 30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის გადასაცემად საკითხის დაყენება გამგეობის წინაშე და მისი დადებითად გადაწყვეტა, ასევე N-- დადგენილება, რომლის მიხედვით დაკმაყოფილდა ლ------ ბ-------–---–ის მოთხოვნა და მიეცა სარგებლობის უფლებით 30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. განცხადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მ---–-----ის რაიონის გამგეობის მიმართვა (ტომი 1, ს.ფ.14);

 

4.6. 2----–-–--------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ლ------ ბ-------–---–ს აცნობა, რომ განცხადებას დართული ელექტრონული ვერსია დაზიანებული იყო და წარსადგენი იყო სრულყოფილი ელექტრონული ვერსია (ტომი 1, ს.ფ. 103);

 

4.7. 2----–-–--------------ს დაინტერესებულმა პირმა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში დამატებით წარადგინა საკადასტრო აგეგემვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 1--------- წლის N--------------- გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა ლ------ ბ-------–---–ს აცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნას. ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიიდან1---------წ. N--------- სამსახურებრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია, დამატებით აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა სამსახურებრივ ბარათზე პასუხის მიღებისთანავე (ტომი 1, ს.ფ. 204).

 

4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------ის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N--------------- გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა ლ------ ბ-------–---–ს აცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, დოკუმენტაცია 2---------–- N------ მიმართვით გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. რაც შეეხება, სარეგისტრაციო მოთხოვნას, მასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღებოდა N------ მომართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ს.ფ. 109).

 

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--------- წელს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ლ------ ბ-------–---–ს აცნობა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო N------------ სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, N------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებულ პირს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს (ტომი 1, ს.ფ. 111-112).

 

4.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--------- წლის N----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ლ------ ბ-------–---–ის მიერ წარდგენილი იყო სხვა ფართობის, დანიშნულების და კონფიგურაციის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც წარმოადგენდა ახლად გამოვლენილ გარემოებას (ტომი 1, ს.ფ. 121- 128).

 

4.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0--------- წლის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა ლ------ ბ-------–---–ს აცნობა, რომ მის მიერ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2----–-–---------------–ის N----- მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, ლ------ რ-----ის ასული ბ-------–---–ის კომლზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2--- წლამდე მდგომარეობით, ამასთან აცნობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2----–-–---------------–ის N----- მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ტომი 1, ს.ფ. 131).

 

4.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–--------------ის N--------------- გადაწყვეტილებით ლ------ ბ-------–---–ს აცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, აღნიშნული ვერც სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული. ამდენად, დაინტერესებულ პირს ეთხოვა წარედგინა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან განცხადება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საკითხის განსახილველად გადაგზავნის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 136).

 

4.13. 2-----–-–-------------------ის სსიპ - შემოსავლების სამსახურის N------------- წერილის თანახმად, საარქივო სამმართველოში დაცულია გ--------ის მუნიციპალიტეტის დაბა კ------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 1-------- წლების სიები, სადაც ლ------ რ-----ის ასული ბ-------–---–ი სიებში არ ფიქსირდება (ტომი 1, ს.ფ. 78);

 

4.14. 2----–-–----------------ის N-------- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის წერილის თანახმად, რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის კ------ის სადაბო საკრებულოს ქ---------–ის უბნის კენჭისყრით განაწილებული სამოსახლო ნაკვეთების მფლობელთა 1--- წლის, დაბა კ------ის რეფორმით არსებული მიწის მფლობელთა 1--- წლის, დაბა კ------ის მიწის მფლობელთა (მიღება-ჩაბარების აქტების ნომრების ჩვენებით) 1--- წლისა და კ------ის სადაბო საკრებულოს დაბა კ------ის რეფორმით არსებული მიწის მფლობელთა 2--- წლის სიებში ლ------ რ-----ის ასული ბ-------–---–ი არ იძებნება, რის გამოც ვერ გასცემენ ინფორმაციას მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ.

 

ამასთან, გ--------ის რაიონის კ------ის სადაბო საკრებულოს დაბა კ------ის 1-------- წლების საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის დაგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები), 1---, 1-------- და 2-------- წლების მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) სიები რ-------ის არქივში დაცვაზე არ არის შესული, რის გამოც ვერ გასცემენ ინფორმაციას ლ------ რ-----ის ასულ ბ-------–---–ის კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 77).

 

4.15. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტომი 1, ს.ფ. 138);

 

4.16. 2----–-–------------–ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ------ ბ-------–---–მა წარადგინა №--------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1--------- წლის N---------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობი შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილებით ლ------ ბ-------–---–ს ეთქვა უარი 1--------- წლის №--------- ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე (ტომი 1, ს.ფ. 212-213);

 

4.17. 2----–-–------------–ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ------ ბ-------–---–მა წარადგინა №--------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1--------- წლის N---------------- და 1--------- წლის N--------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N------ გადაწყვეტილებით ლ------ ბ-------–---–ს 1--------- წლის №--------- ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი (ტომი 1, ს.ფ. 215-219).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე უფლებათა როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე და რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა სარეგისტრაციო სამსახურში. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დაბა კ------ის გამგეობის 1----–-–---------------ს N-- დადგენილებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობს წლების განმავლობაში და აცხადებს, რომ მოდავე მხარე არ გააჩნია. უფრო მეტიც თბილისში, დაბა კ--------ი, ბ-------–---–ის ქ.N----ში მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 1--- წლიდან ნამდვილად ფლობს და სარგებლობს დაბა კ--------ში, ბ-------–---–ის ქ. N----ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთით. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივ გარემოებები საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტების მიღებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2------–-–--------------–ის (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) N--------------- გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N------ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) სასამართლომ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში მიიჩნია საფუძვლიანად, რამეთუ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის N--------------- გადაწყვეტიელბა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება კი სასამართლოს მოსაზრებით გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იმსჯელა მხარის მოთხოვნაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე აპელირებით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილი იყო 2----–-–------------–ის მიეღო გადაწყვეტილება N------ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემობებზე და განმარტავს, რომ 2----–-–------------------ს ლ------ ბ-------–---–მა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №------------ განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა დაბა კ--------ში, ბ-------–---–ის ქუჩის №----ის მიმდებარედ მდებარე 30.00 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა №------------ (----------) სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო სარეგისტრაციო უძრავი ნივთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი:--------------------), დაბა კ------ის გამგეობის 1----–-–--------------ს აქტი, №-- დადგენილება, განცხადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მ---–-----ის რაიონის გამგეობის მიმართვა.

 

წარმომადგენლის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2----–-–--------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნას. ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიიდან №--------- (1---------) სამსახურებრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №--------- (1---------) სამსახურებრივ ბარათზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2----–-–---------------ს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო №------------ სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებულ პირს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.

 

აპელანტის განმარტებით, 2----–-–----------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ლ------ ბ-------–---–მა და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2----–-–--------------–ის №--------------- და 2----–-–--------------ის №--------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2----–-–-------------ს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №----- გადაწყვეტილების შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2----–-–--------------–ის №--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მის მიერ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2----–-–----------–-----------–ის №----- მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, ლ------ რ-----ის ასული ბ-------–---–ის კომლზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2--- წლამდე მდგომარეობით, ამასთან განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2----–-–----------–----------–ის №----- მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე.

 

2----–-–------------ის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ვერც სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული. ამდენად, დაინტერესებულ პირს ეთხოვა წარედგინა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან განცხადება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საკითხის განსახილველად გადაგზავნის შესახებ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- (1---------) გადაწყვეტილება.

 

მისივე განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის №-------- (----------) მიმართვით დადგინდა, რომ რ-------ის არქივში დაცულ გ--------ის რაიონის კ------ის სადაბო საკრებულოს ქ---------–ის უბნის კენჭისყრით განაწილებული სამოსახლო ნაკვეთების მფლობელთა 1--- წლის, დაბა კ------ის რეფორმით არსებული მიწის მფლობელთა 1--- წლის, დაბა კ------ის მიწის მფლობელთა (მიღება - ჩაბარების აქტების ნომრების ჩვენებით) 1--- წლისა და კ------ის სადაბო საკრებულოს დაბა კ------ის რეფორმით არსებული მიწის მფლობელთა 2--- წლის სიებში ლ------ რ-----ის ასული ბ-------–---–ი არ მოიძებნა.

 

წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის №------------- (----------) მომართვის (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერია 1--------) თანახმად, გადასახადის გადამხდელთა 1--- - 2--- წლების სიები მათ არქივში ინახება, თუმცა ლ------ რ-----ის ასული ბ-------–---–ი ამ სიებში არ ფიქსირდება. აპელანტის განმარტებით, გ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის №-------------------- მომართვით კი, დადგინდა, რომ გ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2----–-–------------------დე მდგომარეობით მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით დაცული არ არის. ამასთან, მოთხოვნილი დოკუმენტაცია: მიწის განაწილების სია, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), საგადასახადო სია და სხვა დოკუმენტაცია გ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ არ მოიპოვება.

 

საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ლ------ ბ-------–---–ის (პირადი ნომერი------------) განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დაბა კ------ის გამგეობის 1----–-–--------------ს აქტი და დადგენილება №-- არ არის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტი, ვინაიდან დადგენილების და ოქმის თანახმად, ლ------ ბ-------–---–ს ფართი გამოეყო დროებით სარგებლობაში. შესაბამისად მიიჩნევს, რომ არ დგინდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა მუდმივად გამოყენებისთვის.

 

წარმომადგენელი აპელირებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-9 მუხლებზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება, შეისწავლოს უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასებები, გულისხმობს როგორც ზოგად - სამართლებრივ ჭრილში საკითხის შეფასებას, ისე კონკრეტული კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას. ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქს და განმარტავს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია სააგენტოს მიერ გამოკვლეული არცერთი ფაქტობრივი გარემოება.

 

აპელანტის განმარტებით, №------------ და №------------ განცხადებების განხილვისას, იმის გამო, რომ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაციები/დოკუმენტები სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და გ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, განმცხადებლის ლ------ ბ-------–---–ის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე. მისივე განმარტებით, მცდელობის მიუხედავად, ვინაიდან ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნა გ--------ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად.

 

წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის №-------------- (----------) მომართვის (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერია 1--------) თანახმად, გადასახადის გადამხდელთა 1--- - 2--- წლების სიები მათ არქივში ინახება, თუმცა ლ------ რ-----ის ასული ბ-------–---–ი ამ სიებში არ ფიქსირდება. ამდენად, მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა, მოქმედი საკანონმდებლო ბაზისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მიმართა ყველა შესაძლო ღონისძიებას, რათა მოეპოვებინა უძრავ ნივთზე ლ------ ბ-------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

აპელანტს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის არგუმენტი და სასამართლოს მითითება სადავო უძრავი ნივთის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობის კვლევისა და დადგენის არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია. ამასთან მიუთითებს, რომ ფლობის ფაქტი არ არის საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი.

 

წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა ყველა ფაქტობრივი გარემოება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, ის მოქმედებები, რისი შესრულებაც სასამართლომ საჯარო რეესტრის კომპეტენციად ჩათვალა (მოწმეთა დაკითხვა, მიწის ფაქტობრივი ფლობის დადგენა, მოდავე მხარის არ ასებობა და ა.შ.), შესაძლებელია განხორციელებულიყო, სწორედ სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელე ლ------ ბ-------–---–ის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე.

 

პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება - მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე აპელირებით პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2----–-–------------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ------ ბ-------–---–მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ თბილისში, დაბა კ--------ში, ბ-------–---–ის ქუჩა N----ის მიმდებარედ 30 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ლ------ ბ-------–---–მა რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, 1----–-–---------------ს აქტი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ ლ------ ბ-------–---–ის თხოვნა თბილისში, დაბა კ--------ი, ბ-------–---–ის ქ. N----ის მიმდებარედ 25-30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით გადაცემოდა, დაბა კ------ის საკრებულოს კომისიის მიერ მიჩნეული იქნა მართებულად საკითხი დაეყენებინა გამგეობის წინაშე და გადაწყვეტა დადებითად. ასევე დადგენილია, რომ დაბა კ------ის გამგეობის 1----–-–---------------ს N-- დადგენილებით დაკმაყოფილდა ლ------ ბ-------–---–ის მოთხოვნა და მიეცა სარგებლობის უფლებით 30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.

 

ცალსახაა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის უნდა დადგინდეს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. პალატა აქვე განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე უფლებათა როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმადაც, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1--- წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

პალატა მიუთითებს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტზე, სადაც კანონმდებელმა განმარტა, რომ მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე) არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; აღნიშნული ასევე განმარტებულია ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტით.

 

დავის საგნიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-41 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში მითითებულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტების ჩამონათვალი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტითაც“ .

 

აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 1----–-–---------------ს აქტზე, რომლის თანახმადაც ლ------ ბ-------–---–ის თხოვნა სარგებლობის უფლებით გადაცემოდა თბილისში, დაბა კ--------ში, ბ-------–---–ის ქ. N----ის მიმდებარედ 25-30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, დაბა კ------ის საკრებულოს კომისიის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული საკითხი დაეყენებინა გამგეობის წინაშე და გადაეწყვიტა დადებითად. ასევე ყურადღებას მიაქცევს თბილისში, დაბა კ------ის გამგეობის 1----–-–---------------ს N-- დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ------ ბ-------–---–ის მოთხოვნა და მიეცა სარგებლობის უფლებით დაბა კ--------ში, ბ-------–---–ის ქ. N----ის მიმდებარედ 30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ვერ გახდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ უმსჯელიათ და სათანადოდ არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე და რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა სარეგისტრაციო სამსახურში. ამასთან, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დაბა კ------ის გამგეობის 1----–-–---------------ს N-- დადგენილებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობს წლების განმავლობაში და აცხადებს, რომ მოდავე მხარე არ გააჩნია. უფრო მეტიც თბილისში, დაბა კ--------ი, ბ-------–---–ის ქ. N---- ში მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 1--- წლიდან ნამდვილად ფლობს და სარგებლობს დაბა კ--------ში, ბ-------–---–ის ქ. N----ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთით. მითითებული ფაქტობრივ გარემოებები როგორც პირველი ინსტანციის, ასევე პალატის მოსაზრებით საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტების მიღებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

პალატა მიუთითებს, რომ ნივთზე უფლებების დადგენისათვის საჭიროა მისი არსებობა დასტურდებოდეს მისი წარმოშობის მომენტისათვის არსებული კანონდებლობის შესაბამისად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე აპელირებით, პალატა განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, სათანადოდ არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, უფრო მეტიც, ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს იმ გარემოების დოკუმენტურად დადასტურება მოსთხოვა, რაც მისი კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით და მტკიცებულებათა ერთობლიობით შესაძლებელია სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა, აპელანტის არგუმენტაცია, ვერ იქნება მიჩნეული რეგისტრაციის შეჩერების საკმარის საფუძლად.

 

პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მის ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ - ერთ ასეთ პრინციპად შესაძლებელია მიჩნეული იქნეს გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ასევე მართებულად განმარტა, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

პალატის მოსაზრებით, სადავო აქტის მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

რაც შეეხება მოთხოვნას ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2------–-–----------------–ის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N------ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე, რამეთუ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის N--------------- გადაწყვეტიელბა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება კი, პალატის მოსაზრებით თავის მხრივ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N------ გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) მსჯელობის კუთხით პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N--------------- გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, რომ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ -სამართლებრივი თვალსაზრისითაც. კერძოდ, შეფასება უნდა მიეცეს იმ გარემოებას, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ საჭირო იყო დამატებით წარმოდგენილი იქნეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც უშუალოდ დადასტურდება დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ურავ ნივთზე, რამდენად შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 22-ე, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა