განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2020
საქმის ნომერი
330210018002333570
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002333570

საქმე №2ბ/8130-19

თ---–--ის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი თ---–--ი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი

მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი

 

პ------–- აპელანტი/მოსარჩელე - ი----- რ-------ი

წარმომადგენელი- ა---------– კ-------ე

 

მეორე აპელანტი/მოპასუხე _ შპს „ყ---------------თ---–--ი“

წარმომადგენელი- გ--- ღ-----–---–ი

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

აპელანტ ი----- რ-------ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. უძრავი ქონება მდებარე ქ. თ---–--ი, ვ-–----–----–-- პ------–- ჩ--- #-, პ------–- ს------------, მ-------------–-, ბ-------, წარმოადგენს ი----- რ-------ის საკუთრებას.

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 8 აგვისტოს გაცემული ცნობის შესაბამისად, 2017 წლის 2 აგვისტოს ნამდვილად მოხდა ხანძარი ქ. თ---–--ი, ვ-–----–----–-- პ------–- ჩ--- #-, პ------–- ს------------, მ-------------–-, ბ--------ში მდებარე უძრავ ქონებაში.

 

3. 2017 წლის 2 აგვისტოს ქ. თ---–--ის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

4. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი----- რ-------მა და მოპასუხე შპს „ყ---------------თ---–--ის“ მიმართ ითხოვა, შპს „ყ---------------თ---–--ს“ ი----- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 48 912 ლარის ანაზღაურება.

 

5. სარჩელის საფუძვლები:

 

5.1. მოსარჩელის განმარტებით, ქ. თ---–--ში, ვ-–----–----–-- პ------–- ჩ--- #-, პ------–- ს------------, მ-------------–-, ბ--------ში, 2017 წლის 2 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა. ხანძრის მიზეზი იყო ბუნებრივი აირის მე-300 გაზგამანაწილებელზე, (რომელიც მდებარეობს ქ. თ---–--ი, ზ--------ის ქუჩა #8-ში) არსებული დაზიანება, რამაც გამოიწვია გაზის მაღალი წნევით მიწოდება მოსახლეობაში. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ხანძრის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა და მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ზიანმა მთლიანობაში შეადგინა 48 912 ლარი. მოპასუხეს ზიანი არ აუნაზღაურებია.

 

6. მოპასუხის შესაგებელი:

 

6.1. მოპასუხე შპს „ყ---------------თ---–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც კომპანიის ბრალეულობას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაადასტურებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. მოპასუხე სადაოდ მიიჩნევს ქონების დაზიანების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობასაც.

 

7. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი----- რ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ყ---------------თ---–--ს“ ი----- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 20983.50 ლარის ანაზღაურება; ი----- რ-------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 27 928.5 ლარის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „ყ---------------თ---–--ს“ ი----- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 629.50 ლარის ანაზღაურება; შპს „ყ---------------თ---–--ს“ ი----- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება; (იხ.გადაწყვეტილება)

 

8. ი----- რ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

8.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი. მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში არ უთითებს, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული შპს „კ---------ის“ აუდიტორული შეფასება ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე ე.ი. ეთანხმება მის მიერ წარდგენილ დასკვნას ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული აქვს სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლო მაინც იზიარებს იმ დასკვნას, სადაც ზიანი ნაკლები თანხითაა შეფასებული. 2017 წლის ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა იმ შემთხვევაშიც თუ მოპასუხე განახორციელებდა შედავებას, რადგან 2017 წლის დასკვნაში დაზიანებული ნივთების არასრული მონაცემებია. დაზიანდა გაცილებით მეტი ნივთი სახლში ხანძრის შედეგად, ვიდრე დასკვნაშია მოცემული. სასამართლო უთითებს დაზიანებულ ნივთებზე, რომლებიც ექსპლუატაციაში იყო და მათი ფასი არ არის საბაზროსთან მიახლოებული. ასეთი განმარტება უკანონოა, რადგან ნივთები ახალი შეძენილი ჰქონდა მაღაზიიდან და საბუთებიც ხანძრის შედეგად განადგურდა. ამასთან, კედლის აღსადგენად აუცილებელია კედლების გაფხეკა, ჭერის გაფხეკა. ასეთი სამუშაო საკმაოდ რთული, მავნე და შრომატევადია, რაც მხოლოდ 300 ლარითაა შეფასებული. ხანძრის შედეგად დაზიანდა ელექტრო და გაზის გაყვანილობებიც, რომელიც საერთოდ არაა შეყვანილი 2017 წლის დასკვნაში. სარემონტო სამუშაოები გათვალისწინებულია დღგ-ს გარეშე, რაც არასწორია, რადგან განსახილველ შემთხვევაში დაზიანებულია ფიზიკური პირის ქონება, რომელიც დღგ-ს გადამხდელი არაა. აღნიშნული დეტალი მოპასუხის შედავების შემთხვევაში გაშიფრული თუ იქნებოდა, ორი ექსპერტიზის წინააღმდეგობის გამო მოითხოვდა კომპლექსურ ექსპერტიზას თანხის განსაზღვრის თაობაზე. ვინაიდან, 2018 წლის დასკვნა შედავებული არ ყოფილა, სასამართლოს მისი მოთხოვნა სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა.

9. შპს „ყ---------------თ---–--ის“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

9.1. აპელანტის განმარტებით, თ---–--ის საქალაქო სასამართლო არასწორად დაეყრდნო გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მითითებულ გარემოებებს და არასწორად განმარტა იგი, რადგან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ არის დასრულებული და კონკრეტულად ბრალეული მხარე არ არის განსაზღვრული. ამასთან საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება შპს "ყ---------------თ---–--ის" ბრალეული ქმედების გათვალისწინება. სასამართლომ არასწორად შეაფასა მეზობლების ჩვენებების სანდოობის საკითხი და მხოლოდ მოცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. თ---–--ის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, მოცემულ ექსპერტიზაზე დასმული იყო ორი თეორიული კითხვა, რომელიც მხოლოდ რიგ ფაქტებთან ერთობლიობაში შეიძენდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების ძალას, მოცემულ შემთხვევაში კი სხვა ფაქტი არ არსებობდა, აღნიშნული დასკვნა აზრს მოკლებულია და სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა იგი.

 

9.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად ეყრდნობა მოსარჩელის მოსაზრებებს და მტკიცებულებებს რომელთაც არ შეიძლება ჰქონდეთ საკმარისი იურიდიული ძალა, გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლო ეყრდნობა მეზობლების ახსნა განმარტებას და ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ერთბლიობაშიც კი არ არის საკმარისი ბრალეული მხარის დასადგენად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ არის დასრულებული და არ დადგენილა ბრალეული მხარე.

 

9.3. აპელანტის განმარტებით, მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, შპს "ყ---------------თ---–--ის" მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ან ბრალეული ქმედების განხორციელების ფაქტი. აქედან გამომდინარე, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიას არ უნდა დაკისრებოდა თანხის გადახდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პ------–- ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პ------–- პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. პალატა იზიარებს და ეთანხმება პ------–- ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის დადგომის ფაქტი, სადავოა მხოლოდ მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა.

 

12. სააპელაციო პალატა ი----- რ-------ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

12.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 22 აგვისტოს ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, რომელიც განხორციელდა ტიპიურ საბაზრო პირობებში შეფასების თარიღისათვის. საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში გამოყენებული იქნა პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაცია. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ ქ. თ---–--ში, ვ-–----–----–-- პ------–- ჩ---, კორპუსი #--ში მდებარე ი----- რ-------ის კუთვნილ ბ--------ში არსებული საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები არის ექსპლუატაციაში მყოფი, ხანძრის შედეგად იმყოფება დამწვარ-დაზიანებულ მდგომარეობაში და უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 7003 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 118-129).

12.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 18 დეკემბრის ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის უძრავი ქონების აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის ერთი კვ.მ ფართზე საორიენტაციო ღირებულების გათვალისწინებით. აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის მასალებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ხოლო შრომის დანახარჯი (ხელობის ღირებულება) კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით. დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელისთვის ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით) აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა - 13 980.50 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 130-134).

 

12.3. 2018 წლის 28 თებერვალს კ---------ის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ არასტანდარტულად მიწოდებული ბუნებრივი აირით გამოწვეული ხანძრის შედეგად მოსარჩელის დაზიანებული ქონების დემონტაჟის ღირებულებაა - 2300 ლარი, ხოლო უძრავი ქონების აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯი 26 598 ლარი. დასკვნის მიხედვით, ხარჯები რომელიც გაშიფრულია დასკვნაში არსებულ ცხრილში საჭიროა მოსარჩელის კუთვნილი ბინის აღსადგენად და მოიცავს რემონტისთვის საჭირო მასალებს, მუშის ხელფასს. ასევე დასკვნაში საუბარია იმ აქსესუარების და საოჯახო ნივთების შესახებ რომელიც არსებობს ბინაში, თუმცა შემდგომი მოხმარებისთვის გამოუსადეგარია. აქსესუარების და საოჯახო ნივთების ღირებულება შეადგენს - 20 018 ლარს, 81.7 კვ.მ ბინის აღდგენისათვის საჭირო ხარჯი შეადგენს - 2300 ლარს, ხოლო რემონტის ხარჯი 26 598 ლარს. (ტომი 1, ს.ფ. 23-34)

 

პალატა ვერ გაზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ნივთები ახალი შეძენილი ჰქონდა მაღაზიიდან და საბუთებიც ხანძრის შედეგად განადგურდა. ამასთან, კედლის აღსადგენად აუცილებელია გაცილებით მეტი ხარჯი ვიდრე ექსპერტიზის დასკვნით არის განსაზღვრული, ხანძრის შედეგად დაზიანდა ელექტრო და გაზის გაყვანილობებიც, რომელიც საერთოდ არაა შეყვანილი 2017 წლის დასკვნაში. მოპასუხის მხრიდან 2018 წლის დასკვნა შედავებული არ ყოფილა, რის გამოც სასამართლოს მისი მოთხოვნა სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა.

აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ. №ას-1125-1389-09, 26 მარტი, 2010 წელი).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.

 

პალატა იზიარებს და ეთანხმება პ------–- ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახეზეა ორი დასკვნა, სადაც მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის (თანხობრივი) ოდენობა მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დასკვნის მომზადებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, მაშინ როდესაც აუდიტორულმა კომპანიამ მატერიალური ზარალის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღო დაზიანებული ნივთების ექსპლუატაციაში ყოფნის ფაქტი. მაგალითად, კონდიციონერის შიდა აგრეგატის “GREE” ერთეულის ფასი აუდიტორულ დასკვნაში განსაზღვრულია 500 ლარით, ხოლო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნაში მისი ღირებულება 300 ლარია, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ვენტილაციის გამწოვის ღირებულებაა 250 ლარი, ხოლო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად 100 ლარი და ა.შ. წინამდებარე დასკვნების შედგენის მეთოდოლოგიის, პერიოდის, ნივთების ექსპლუატაციაში ყოფნისა და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად და სამართლიანად მიაჩნია გაზიარებული იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნები, რომელიც გონივრულ ფარგლებში მოიცავს უძრავი ქონების აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას.

 

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნის მომზადებისას, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, რომელიც განხორციელდა ტიპიურ საბაზრო პირობებში შეფასების თარიღისათვის. საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში გამოყენებული იქნა პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაცია, ხოლო 2018 წლის 28 თებერვალს კ---------ის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა, რომ დასკვნა შედგენილია მხოლოდ მსგავსი ქონების ბაზრის კვლევისა და ანალიზის, მოპოვებული საბაზრო ინფორმაციის დამუშავების მიხედვით.

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ხანძრის შედეგად ი----- რ-------ის საკუთრებაში არსებული ბინის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 20 983.50 ლარს.

 

13. შპს „ყ---------------თ---–--ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

13.1. 2017 წლის 2 აგვისტოს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შსს ქ. თ---–--ის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ განხორციელდა დაზარალებულების/მოწმეების გამოკითხვები და შედგენილი იქნა სათანადო ოქმები. კერძოდ, გამოკითხული იქნენ დაზარალებული ი----- რ-------ი, მისი ოჯახის წევრი რ--- კ----–----ა და მათი მეზობელი ლ-------–- ჭ------ე.

 

13.2. ი----- რ-------ის ჩვენების თანახმად 2017 წლის 2 აგვისტოს დაახლოებით დილის 6 საათზე იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან და სხვა ოჯახის წევრთან ერთად. მის მეუღლეს შემოესმა გარკვეული ხმაური - თითქოს რაღაცას გასდიოდა დიდი წნევით ჰაერი. ნათურის ანთების დროს სახლში მოხდა აალება და ბინას მთლიანად მოედო ცეცხლი. ამასთანავე დაზიანდა მეზობლის, ლ-------–- ჭ------ის საცხოვრებელი ბინაში მინა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გამოცხადდა სახანძრო დახმარების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ცეცხლის ლოკალიზება. მოსარჩელის ჩვენებით არაერთი ზარი დაფიქსირდა მოპასუხე კომპანიის ცხელ ხაზზე ბუნებრივი აირის წნევის მომატების შესახებ აღნიშნულ მისამართზე. წარმოდგენილ მასალების მიხედვით, იდენტურ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელის ოჯახის წევრი რ--- კ----–----აც. ლ-------–- ჭ------ის ჩვენებით, 2017 წლის 2 აგვისტოს დაახლოებით დილის 6 საათზე შემოესმა უცნაური ხმა, რის შემდგომაც მოხდა აფეთქება. შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლის მინები. ს------------ში გასვლისას შენიშნა ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის დროს გამოძახებული იქნა სახანძრო სამსახური, რომელთაც მოახდინეს სწრაფი რეაგირება და ცეცხლი ჩააქრეს. მოწმემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ გამოწვეული იქნა ბუნებრივი აირის მაღალი წნევის გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა და შემდგომ აფეთქება (ტ.1. ს.ფ. 106-114).

 

13.3. შპს ყ---------------თ---–--ის წერილი, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანია ადასტურებს 2017 წლის 2 აგვისტოს მომხდარ აალების ფაქტს და განმარტავს, რომ აფეთქების შედეგად გაითიშა ზ--------ის ქ#8-ში მდებარე გაზმარეგულირებელი პუნქტი #300, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდათ მიმდინარე კორპუსებს. კომპანიისთვის აალების და გაზმარეგულირებელი პუნქტის ავარიულად გათიშვის გამომწვევი მიზეზები უცნობია (ტომი 1, ს.ფ. 158).

 

13.4. 2017 წლის 2 აგვისტოს მოპასუხე კომპანიაში შესული განაცხადის საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ შპს ყ---------------თ---–--ის თანამშრომლები. წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, კორპუსის მე-7 სართულზე ბ--------ში მოხდა აალება. ს------------ში გადაიკეტა მკვებავი დგარები. ფაქტი დააფიქსირა ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა. ეცნობა რაიონის ბიზნესცენტრს, ექსპლუატაციის დეპარტამენტს და ცენტრალურ სადისპეჩეროს. ამავე დოკუმენტში ასახულია სადისპეჩერო სამსახურის კომენტარი, რომლის მიხედვით საბურთალოს რაიონში, ზ--------ის ქ #8-ში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #300-ის ავარიული გათიშვის გამო, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ ვ-–----–----–-- ჩ--- #-, ზ--------ის ქ #8, #10-სა და #12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (ტომი 1, ს.ფ. 159).

 

13.5. მოსარჩელის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული კორპუსების მაცხოვრებლების მიერ ნოტარიალურად დამოწმებული განმარტებებით: რ----- შ---–---–ი მცხოვრები თ---–--ი, ვ-–----–----–-- პ------–- ჩ--- #3, ბინა #35-ში აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე მისი ბინიდან შემოესმა უჩვეულო ხმა. აღმოჩნდა, რომ გაზქურის ღუმელიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ჩამკეტი გადაკეტილი იყო, ინტენსიურად გამოედინებოდა ბუნებრივი აირი. როდესაც ბინის გასანიავებლად აივანზე გამავალი კარი გააღო, დაინახა, რომ მეზობელი კორპუსის ზედა სართულიდან ამოდიოდა კვამლი, ეზოში შეკრებილი იყვნენ მეზობლები, ქუჩაში იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. აღმოჩნდა, რომ ცეცხლი ეკიდა ხსენებული კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინას. ეზოში მეზობლებთან საუბრისას გამოირკვა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა რამოდენიმე მაცხოვრებლის ბინაში. დღისით ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელებმა, რომლებმაც შეამოწმეს ბინებში გაზგაყვანილობის და დანადგარების გამართულობა, განუმარტეს, რომ მოხდა მათი კუთვნილი ერთ-ერთი მოწყობილობის ავარიული დაზიანება, რამაც გამოიწვია ქსელში აირის წნევის მოულოდნელი ზრდა და რამოდენიმე ბინაში მისი გაჟონვა. ამავე მისამართზე (თ---–--ი, ვ-–----–----–-- პ------–- ჩ--- #3, ბინა #23) მცხოვრები ქ------- მ-----–---–ის განმარტებით, 2017 წლის 2 აგვისტოს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე გააღვიძა გაზქურის ჩართვის უცნაურმა ხმამ, რა დროსაც მოხდა თვით ჩართვა, აალება. შედეგად დაიწვა ფარდა და კარნიზი. აგრეთვე დაზიანდა გამწოვი და წყლის გამაცხელებელი.

 

13.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინაშე დასმულ კითხვებზე: 1. რას შეიძლება გამოეწვია გაზის გაჟონვა ერთდროულად სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში, თუ ისინი იკვებებიან ბუნებრივი აირის ერთი და იგივე წყაროდან; 2. რას შეიძლება გამოეწვია ხანძარი 2017 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თ---–--ი, ვ-–----–----–-- ჩ--- #-, ბ-------, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 ნოემბრის N0--------- დასკვნის მიხედვით, გაზის გაჟონვა ერთდროულად სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში, თუ ისინი იკვებებიან აირის ერთი და იგივე წყაროდან, შეიძლება გამოეწვია მხოლოდ გაზგამანაწილებელი სადგურიდან ბუნებრივი აირის სამომხმარებლო, დაბალი წნევის (0-5 კპა) მკვეთრ მომატებას; 2017 წლის 2 აგვისტოს თ---–--ი, ვ-–----–----–-- ჩ--- #-, ბ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხანძრის გაჩენის მიზეზია, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მისი დაგროვება სამზარეულოს ჭერის მიდამოებში, მცირე მასშტაბის აფეთქებისათვის დასაშვები 5-15%-ის ოდენობით, ნათურის ანთების შედეგად აფეთქების ინიცირება და შედეგად ხანძრის გაჩენა. (ტ.1. ს.ფ. 172-182)

 

14. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ,რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, შპს "ყ---------------თ---–--ის" მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ან/და ზიანის მომტანი ქმედების ჩადენა, რის გამოც კომპანიას არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, როგორც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის, ისე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები (იხ. განჩინების 12.1. - 12.3., 13.1. -13.6. პუნქტები). მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა ზიანის არ არსებობის ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ზიანის ანაზღაურებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპირო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობაა.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემულ დავასთან დაკავშირებით იმსჯელოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის საფუძველზე, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამ მუხლის პ------–- და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.

 

ერთ-ერთ საქმეზე №ას-217-207-2016 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992 - ე მუხლით, მე - 1000 მუხლის პ------–- და მე - 2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. გაზის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს” ( იხ. სუსგ # ას - 1287 - 1208 - 2016, 26.02.2016წ.). სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოა მოპასუხის ბრალეულობის (მათ შორის შერეული ბრალის) კვლევა და დადგენა, რადგან საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას ეხება. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი----- რ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ყ---------------თ---–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ოთარ სიჭინავა