განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2019
საქმის ნომერი
190210019002854713
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210019002854713

საქმე №-ბ/8018 -19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე- მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - სს ,,რ--------ს №- ს----------–---დ---------------ი ც------ი’’

წარმომადგენელი - დ----- ღ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ნატალია ბრეგვაძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა და დავის არსი

 

1. 2016 წლის 01 იანვარს დადებული ხელშეკრულება N1-დან გამომდინარე სს ,,რ--------ს №- ს----------–---დ---------------ი ც------ისათვის’’, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების და სასაქონლო ელექტრონული ზედნადებით გაწერილი თანხის, საერთო ჯამში 5553,30 ლარის დაკისრება.

 

2. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2012 წლის 14 თებერვლიდან ზეპირი შეთანხმების, გაწერილი ელექტრონული ზედნადებებისა და ერთჯერადი ხელშეკრულებების, ხოლო 2016 წლის 01 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული N1 ხელშეკრულების საფუძველზე სს „რ--------ს N2 ს----------–---დ---------------ი ც------ი“ (ს/კ 2-------- დირექტორი მ.კ------ე) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით შემდგომი გადახდით ახდენდა ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ისგან სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენას.

 

თანხის ჩარიცხვა ხდებოდა გაწერილი ელექტრონული ზედნადებებისა და მიღება- ჩაბარების აქტების საფუძველზე (იხ. ს/ზედნადებები მიღება ჩაბარების აქტები 27-68გვ, 22-26 გვ, 78-97 გვ). 2017 წლამდე საქონლის შესყიდვას და დოკუმენტების პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა დ---------------ი ც------ის წარმომადგენელი ე---------- გ---–-----ი (ხელშეკრულების 7,1 პუნქტი) თავის ნდობით აღჭურვილ პირ გ------- ჩ----–---–თან ერთად, ხოლო 2017 – 2018 წლებში გ------- ჩ----–---–თან ერთად საქონლის შესყიდვას ახორციელებდა ზ---- გ---–-----ი, როგორც დ---------------ი ც------ის ფინანსური მენეჯერი.

 

2018 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე, სს „რ--------ს N2 ს----------–---დ---------------ი ც------ის“ მიერ ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ისგან უნაღდო ანგარიშსწორებით წაღებული იქნა 5553,30 ლარის სხვადასხვა სახეობის სამშენებლო და სარემონტო მასალები (იხ. დან. ს/ზედნადებები 44 გვ. -64 გვ.მდე), აღნიშნული დავალიანება უნდა ჩარიცხულიყო 2018 წლის სექტემბრის ბოლომდე, თუმცა ჩარიცხვა არ განხორციელებულა ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ის ანგარიშზე. მოსარჩელის განმარტებით სატელეფონო და პირადი საუბრისას ზ---- გ---–-----მა თანხის არ ჩარიცხვის მიზეზად დაასახელა ის, რომ მის მიერ ნდობით აღჭურვილ პირ გ------- ჩ----–---–ს არ მიჰქონდა ჯ------- ზ-----–-–---–ისგან სასაქონლო ზედნადებით გაწერილი საქონელი და საქმე გადაეცა გამოძიებას. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულება N1 უშუალოდ დადებულია სს „რ--------ს N2 ს----------–---დ---------------ი ც------ის“ და ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ს შორის, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ფინანსურ დავალიანებაზე ეკისრება უშუალოდ ორგანიზაციას და არა გ------- ჩ----–---–ს.

 

მხარის განმარტებით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში გამოწერის შემდეგ სრულყოფილად აისახება შესყიდული საქონლის დასახელებები და ჯამური ღირებულება. შემსყიდველს, თუ იგი არ ეთანხმება შესყიდვას, უფლება აქვს უარყოს მიღებული ზედნადები, რაც არ გაკეთებულა, ასევე მოპასუხეს არ განუცხადებია გ------- ჩ----–---–ის მიმართ უნდობლობის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, აგვისტოს თვის დავალიანება სრულად იქნა დაფარული მოპასუხის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს (იხ. და. საგადახდო დავალება - 77გვ.) და სექტემბრის ბოლომდე მისი წარმომადგენელი ახდენდა საქონლის შეძენას ნაღდი ანგარიშსწორებით (იხ. დანართი ს/ზ 65 გვ-68 გვ), ამასთან, ზედნადებების უარყოფის (რაც გამოიწვევდა საქონლის უკან დაბრუნებას), ან უნდობლობის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან გაფრთხილების შემთხვევაში მისი მხრიდან აღარ მოხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით გ------- ჩ----–---–ზე საქონლის გატანება და ორგანიზაციას აღარ მიადგებოდა ფინანსური ზიანი.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ------- ჩ----–---–მა მოპასუხესთან ყოველგვარი შეთანხმებისა და მინდობილობის გარეშე საკუთარი მიზნებისთვის მიიღო მოსარჩელისგან გარკვეული რაოდენობისა და ღირებულების საქონელი და აღნიშნულზე, მითვისების ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ამასთან განმარტა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით ( მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი) საქონელი მიწოდებულად ჩაითვლება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის (ანგარიშსწორება) 9.2 პუნქტის მიხედვით ანგარიშსწორება ხდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

 

მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან მას არ მიუღია სადაო საქონელი, მან უარი განაცხადა მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და, შესაბამისად, თანხის გადარიცხვაზე. ამასთან გ------- ჩ----–---–მა მოპასუხესთან ყოველგვარი შეთანხმებისა და მინდობილობის გარეშე, საკუთარი მიზნებისთვის მიიღო მოსარჩელისგან საქონელი, რომელიც გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის, კერძოდ, როგორც მოპასუხე განმარტავს მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ეს საქონელი გაასხვისა და შესაბამისად მიიღო სარგებელი. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მხარე თვლის, რომ საქონლის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს გ------- ჩ----–---–ისგან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

3. მოპასუხე სს "რ--------ს #2 ს----------–---დ---------------ი ც------ს" მოსარჩელე ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5553,30 ლარის გადახდა.

 

4. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 396-ე, 477-ე, 478-ე , 709-ე მუხლების საფუძველზე.

 

5. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე გაწერილ 18 სასაქონლო ზედნადებით პროდუქციის შესყიდვას მოპასუხე სადაოდ არ ხდის. ამასთან, აპელანტის განმარტებით, გ------- ჩ----–---–მა საკუთარი მიზნებისთვის შეიძინა მითითებული პროდუქცია, რის თაობაზეც მიმართეს საგამოძიებო ორგანოს და დაწყებულია გამოძიება. შესაბამისად, მოპასუხე თავიდანვე სადაოდ ხდიდა აღნიშნულ შესყიდვას.

 

5.2. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლიდან შესყიდვას ახროციელებდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი ზ---- გ---–-----ი, რომლის ფიზიკურად დამხმარე პირი იყო გ------- ჩ----–---–ი, რომელსაც არ გააჩნდა მოპასუხის სახელით დამოუკიდებლად საქონლის შეკვეთის უფლებამოსილება.

 

5.3. სასამართლოს მიერ დაღღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად. სასამართლომ არ შეაფასა მხარეთა შორის 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების მე-6 მუხლი, რომლის თანახმად, საქონელი მიწოდებულად ჩაითვლება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო ამავე ხლეშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშწორება მოხდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. ვინაიდან მოპასუხეს არ მიუღია სადაო საქონელი მან უარი განაცხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და შესაბამისად თანხის გადარიცხვაზე.

 

5.4. აპელანტის განმარტებით, სასაქონლო ზედნადების გაფორმება არ გულისხმობს საქონლის მიღების დასტურს და მიაჩნია, რომ 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შინაარსი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ დადგენილიყო საქონლის მიღების ფაქტი, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდებოდა ანგარიშწორების განხორციელება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

12. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 01.01.2016 წელს დადებული ხელშეკრულების N1, 31.05.2012 წელს დადებული ხელშეკრულების N140 და საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებისა და მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომლებიც აკმაყოფილებდნენ გარიგების დადების ზოგად პირობებს (სსკ-ის 477-ე მუხლი).

 

13. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2016 წლის 01 იანვარს დადებული ხელშეკრულება N1-დან გამომდინარე მოპასუხისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების და სასაქონლო ელექტრონული ზედნადებით გაწერილი თანხის, საერთო ჯამში 5553,30 ლარის დაკისრება. წინამდებარე გადაწყვეტილებით საკვლევი საკითხია, შესრულდა თუ არა მხარეების მიერ ვალდებულებები, კერძოდ, ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ის მიერ - პროდუქციის მიწოდება, ხოლო სს ,,რ--------ს №- ს----------–---დ---------------ი ც------ის’’ მიერ - შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა.

 

14. პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სს ,,რ--------ს №- ს----------–---დ---------------ი ც------ის’’ მიერ 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2018 წლის 20 სექტემბრამდე მოხდა 18 სასაქონლო ზედნადებით გაწერილი საქონლის მიღება, რასაც ასევე ადასტურებს აპელანტი მხარე, მის მიერ წარმოდგენილ, როგორც შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივარში. შესაბამისად, მხარე სადაოდ არ ხდის პროდუქციის მიღებას გ------- ჩ----–---–ის მიერ, მაგრამ მიიჩნევს, რომ გ------- ჩ----–---–მა სს "რ--------ს №- ს----------–-- - დ---------------ი ც------ის’’ სახელით საკუთარი მიზნებისთვის შეიძინა მითითებული პროდუქცია, რის თაობაზეც მიმართეს საგამოძიებო ორგანოს და დაწყებულია გამოძიება.

 

პალატა თვლის, რომ თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით და მოწმეთა ჩვენებებით და უდავო გარემოებაა, რომ გ------- ჩ----–---–მა გამყიდველისაგან პროდუქცია მიიღო.

 

ის გარემოება, რომ მოპასუხემ მიმართა საგამოძიებო ორგანოს, კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორედ იმას, რომ ურთიერთპრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ სს "რ--------ს N2 ს----------–---დ---------------ი ც------ს“ და გ------- ჩ----–---–ის, როგორც რწმუნებულსა და მარწმუნებელს და მათ შორის დავა არ შეიძლება გასცდეს დავალების ხელშეკრულების ფარგლებს."

 

15. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გ------- ჩ----–---–ი ზეპირი დავალების საფუძველზე წარმოადგენდა სს "რ--------ს №- ს----------–-- - დ---------------ი ც------ის" უფლებამოსილ პირს, რათა შეესყიდა ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ისაგან პროდუქცია (სსკ-ის 709-722-ე მუხლები). ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, ეს ურთიერთობები გრძელდებოდა 2012-2018 წლებში, მრავალჯერადად. გამყიდველი მრვალწლიანი საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ენდობოდა გ------- ჩ----–---–ს მყიდველის მითითების საფუძველზე. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ გ------- ჩ----–---–ის მიერ შესყიდული პროდუქცია არ მიიჩნევა სს "რ--------ს №- ს----------–-- -დ---------------ი ც------ის" სახელით შესყიდულ პროდუქციად, რის საფუძველზეც სს "რ--------ს №- ს----------–-- - დ--------------- ც------ს’’ პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება არ გააჩნია, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. ამდენად, სს "რ--------ს N2 ს----------–---დ---------------ი ც------ი" ვალდებულია გადაიხადოს მისი წარმომადგენლის გ------- ჩ----–---–ის მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულება.

 

მოწმის სახით დაიკითხული გ------- ჩ----–---–ი ადასტურებს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში გაწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად პროდუქციის შესყიდვას. მან განმარტა, რომ იგი წლების განმავლობაში სასაქონლო ოპერაციებს ასრულებდა სს „რ--------ს N2 ს----------–-- დ---------------ი ც------ის“ უფლებამოსილი პირების დავალებით და შესყიდული პროდუქციაც მიიტანა დანიშნულების ადგილზე. ჯ------- ზ-----–-–---–ი მან გაიცნო ე---------- გ---–-----ისაგან და მისივე დავალებით, მასთან ერთად და მარტოც იძენდა პროდუქციას, შემდგომში ზ---- გ---–-----თან ერთადაც მისულა. მიღება- ჩაბარების აქტებიც მას მიჰქონდა მაღაზიაში ხელმოსაწერად.

 

პალატა თვლის რომ მოპასუხემ ისეთი გარემოებები შექმნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საფუძველი კეთილსინდისიერად ევარაუდა, ჯ------- ზ-----–-–---–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის შესახებ.

 

ამასთან, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ვარაუდის საფუძველი, არამედ ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულება არსებობდა.

 

16. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ გ------- ჩ----–---–ის მიერ პროდუქციის გამოყენება მოხდა პირადი მიზნებისათვის, პალატა განმარტავს, რომ მითითებული გარემოება ვერ მოახდენს გავლენას არსებული დავის გადწყვეტის კუთხით და შემხებლობაში არ არის სს "რ--------ს №- ს----------–-- - დ--------------- ც------ის’’ მიერ, ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ის წინაშე შესასრულებელ ვალდებულებასთან.

 

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. პალატას მიაჩნია, რომ ი/მ ჯ------- ზ-----–-–---–ის მიერ ნაკისრი ვადებულება შესრულდა, კერძოდ, მიწოდებულ იქნა შეთანხმებული პრუდუქცია, ხოლო სს ,,რ--------ს №- ს----------–---დ---------------ი ც------ის’’ მიერ თანმხვედრი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა, არ განხორციელებულა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

18. ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

 

20. ვინაიდან, სს "რ--------ს №- ს----------–---დ---------------ი ც------ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 223 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს "რ--------ს №- ს----------–---დ---------------ი ც------ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი