განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.12.2019
საქმის ნომერი
330310019002911565
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310019002911565

საქმე №3ბ/2165-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ-----------–--ა, ი-----–--–-----–-ა, მ-----–-----–-ა

წარმომადგენელი - ნ-------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით, თ-----------–--ას, ი-----–--–-----–-ას, მ-----–-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის №--------- ბრძანება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ-----------–--ას, ი-----–--–-----–-ასა და მ-----–-----–-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელეები - თ-----------–--ა, ი-----–--–-----–-ა და მ-----–-----–-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 25 იანვრის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დევნილთა აღწერის თანახმად, ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში, მდებარე ,,--------“ მე-3 სართულზე ფაქტობრივად ცხოვრობენ მოსარჩელეები თ-----------–--ა, ი-----–--–-----–-ა და მ-----–-----–-ა.

 

მოსარჩელე თ-----------–--ამ, 2017 წლის 18 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე თ-----------–--ამ შეავსო შესაბამისი კითხვარი, სადაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში მდებარე ,,--------“ შენობა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმის მიხედვით, ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში მდებარე, ,,--------“ შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმით, მოსარჩელეებს - თ-----------–--ას, ი-----–--–-----–-ას, მ-----–-----–-ას და არადევნილ დ-----–-----–იას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო.

 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 20 თებერვალს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე თ-----------–--ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საქმეზე წარმოდგენილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლის დ-----–-----–იას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული.

 

დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 ივნისის სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N-- და 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმების საფუძველზე განხორციელდა ქ. ზ--------ში, ი. ჭ--------------- მისამართზე მდებარე, ყოფილი ,,--------“ ნგრევად შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე შესახლება (ს.ფ. 17-23, 84-91, 98, 140);

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ აღნიშნა რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი /თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან.

 

მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტების შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - თ-----------–--ა, ი-----–--–-----–-ა და მ-----–-----–-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

 

საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმის მიხედვით, ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში მდებარე, ,,--------“ შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმით, მოსარჩელეებს - თ-----------–--ას, ი-----–--–-----–-ას, მ-----–-----–-ას და არადევნილ დ-----–-----–იას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 25 იანვრის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დევნილთა აღწერის მიხედვით, ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში, მდებარე ,,--------“ მე-3 სართულზე ფაქტობრივად ცხოვრობენ მოსარჩელეები თ-----------–--ა, ი-----–--–-----–-ა და მ-----–-----–-ა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა- განმარტებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმის მიხედვით, ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში მდებარე, ,,--------“ შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმით, მოსარჩელეებს - თ-----------–--ას, ი-----–--–-----–-ას, მ-----–-----–-ას და არადევნილ დ-----–-----–იას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო.

 

როგორც, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, მოსარჩელეებისთვის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი იყო ორი გარემოება, ერთი - მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის არსებობა და მეორე - სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლება, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, ორივე გარემოების არსებობის ფაქტის დადგენა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

სასამართლომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ერთ-ერთ საფუძველთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოპასუხის აპელირება, მოსარჩელის მეუღლის ალტერნატიულ მისამართთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლის დ-----–-----–იას საკუთრების უფლება 2017 წლის 7 მარტიდან უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული.

 

რაც შეეხება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/ თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტული ფართიდან, კრიტერიუმების გარეშე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ფართში მცხოვრებ დევნილებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს გრძელვადიანი საცხოვრებლით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმის საფუძველზე სწორედ იმ ობიექტში განსახლებული დევნილი ოჯახები იქნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით, იმავე საფუძვლით სადაც მოსარჩელეები ცხოვრობენ. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახები უკვე უზრუნველყოფილნი იყვნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმით განხილულ იქნა ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში მდებარე, ,,--------“ შენობაში მცხოვრები დევნილების კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი, რადგან შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი.

 

საქმეში წარმოდგენილია, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 ივნისის სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N-- და 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმების საფუძველზე განხორციელდა ქ. ზ--------ში, ი. ჭ--------------- მისამართზე მდებარე, ყოფილი ,,--------“ ნგრევად შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე შესახლება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები მას შემდეგ შესახლდნენ ქ. ზ--------ში, ი. ჭ--------------- მისამართზე მდებარე, ყოფილი ,,--------“ ნგრევად შენობაში, რაც აღნიშნული შენობა გამოთავისუფლდა, რადგან, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმით დასტურდება, რომ დღის წესრიგით ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენს, სწორედ, ქ. ზ--------ში, ი. ჭ--------------- მისამართზე მდებარე, ყოფილი ,,--------“ ნგრევად შენობაში მცხოვრები პირების კრიტერიუმების გარეშე განსახლება.

 

ამრიგად, მოსარჩელისთვის, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას უნდა ემსჯელა თ-----------–--ას მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-----------–--ას, ი-----–--–-----–-ას და მ-----–-----–-ას სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის №--------- ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მონიტორინგის მასალებით, პირებთან გასაუბრების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით) უდავოდ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი მამაპაპეული სახლის სახით, რომელსაც იყენებდნენ საცხოვრებლად. შესაბამისად, სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით დასაბუთებული და კანონიერია. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მშრალი მითითება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახს უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ამონაწერით აღარ ერიცხება - არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახს ხელი არ მიუწვდება ალტერნატიულ საცხოვრებელზე.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ალტერნატიული საცხოვრებლისადმი ხელმისაწვდომობა არანაირ კავშირში არ არის საჯარო რეესტრის ამონაწერთან. სუბიექტი შეიძლება ათწლეულების განმავლობაში იყოს უზრუნველყოფილი კონკრეტული საცხოვრებელი ფართით, თუმცა, რეალურ სინამდვილეში, ეს ქონება არათუ ფართით მოსარგებლის ან სხვა პირის საკუთრებად არ ირიცხება, არამედ შეიძლება საერთოდაც არ ფიქსირდებოდეს საჯარო რეესტრის მონაცემებში. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს ამგვარი ქონებით მოსარგებლე პირისათვის ამ ქონებით რეალურად სარგებლობის შეუძლებლობას. ამდენად, აპელანტის მითითებით, მხოლოდ საჯარო რეესტრზე მითითება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად - არ არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ქონების გასხვისებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ის არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრში ასახული მონაცემის ნამდვილ ხასიათს. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ ოჯახმა ქონების ფორმალური გასხვისებისათვის გამოიყენა მისი უახლოეს ნათესავზე - მოსარჩელის მამიდაზე გადაფორმება, რათა, ერთის მხრივ საცხოვრებელი სხვის საკუთრებად წარმოეჩინა და მეორეს მხრივ, დაზღვეული ყოფილიყო რაიმე შესაძლო არასასიამოვნო შედეგისაგან (ახალი ფორმალური მესაკუთრის მხრიდან ქონების რეალური მიტაცების რისკისგან). თუ არა ეს გარემოებები, მაშინ აუხსნელია, რატომ აღმოჩნდა ქონების გასხვისების აუცილებლობა მაინცდამაინც იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა, რატომ აღმოჩნდა, რომ ფართის შეძენა მოისურვა მაინცდამაინც უახლოესმა ნათესავმა და თანაც ისეთმა, რომელსაც ეს ფართი არ სჭირდება და არ იყენებს. ყოველივე აღნიშნულის სამტკიცებლად და ამ საკითხებთან მიმართებით სასამართლოს მოსაზრების მცდარობასთან მიმართებით იმ ფაქტის მოშველიებაც საკმარისია, რომ ოჯახი ისევ აგრძელებს გასხვისებულ ქონებაში ცხოვრებას, რისი მტკიცებულებებიც საქმეში არის წარმოდგენილი.

 

აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპაქტური ობიექტის გამოთავისუფლება განხორციელდა 2 ეტაპად. ე.წ. „ს-----ის“ შენობის დახურვის დროს, მოსარჩელის მშობლები დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებლით (რამდენადაც დადგინდა, რომ ისინი აღნიშნულ შენობაში ნამდვილად ცხოვრობდნენ და სხვა საცხოვრებელზეც ხელი არ მიუწვდებოდათ, რამდენადაც მამაპაპეულ სახლში მოსარჩელეები ცხოვრობდნენ), ხოლო მათგან გამოთავისუფლებულ ფართში შევიდნენ მოსარჩელეები, რითაც სპეციალური, საგამონაკლისო, შემზღუდველი ნორმის მოქმედების ქვეშ მოექცნენ. აღნიშნული დადგენილია კონკრეტული მტკიცებულებებით და ამის ფონზე, საპირისპიროს მტკიცება სხვადასხვა დროს ჩატარებული კომისიის სხდომის ოქმებზე არსებული თარიღების სხვაობით - მოკლებულია დამაჯერებლობას და საფუძვლიანობას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული ,,წესის” მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება;

 

მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. 3.3 მუხლის თანახმად, მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, ხოლო 3.4 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს. 14.10 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-12 პუნქტის გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული „წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. 6.3 მუხლის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელიფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. 6.5 მუხლის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. 6.6 მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად.

 

ამავე „წესის“ მე-6 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახს მიმდინარე ეტაპზე უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლითა და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში თვითნებურად განსახლების გამო.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელის მეუღლის მფლობელობაში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის წერილი, რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლის დ-----–-----–იას საკუთრების უფლება 2017 წლის 7 მარტიდან უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული, ხოლო ის გარემოება რომ მოსარჩელეთა ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ზ--------ში, ს------–--------აში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

რაც შეეხება, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ მოსარჩელე შესახლდა სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ. ამდენად, კონკრეტული ფართიდან, კრიტერიუმების გარეშე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ფართში მცხოვრებ დევნილებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს გრძელვადიანი საცხოვრებლით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის N0-------- ბრძანება ეფუძნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებას (N-- ოქმი). სწორედ აღნიშნული ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 05 ივნისის განხილულ იქნა ქ. ზ--------ში, ჭ----------------ში მდებარე, ,,--------“ შენობაში მცხოვრები დევნილების კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი, რადგან შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი.

 

საქმეში წარმოდგენილია, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 ივნისის სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის N-- და 2018 წლის 05 ივნისის N-- ოქმების საფუძველზე განხორციელდა ქ. ზ--------ში, ი. ჭ--------------- მისამართზე მდებარე, ყოფილი ,,--------“ ნგრევად შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე შესახლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ქ. ზ--------ში, ი. ჭ--------------- მისამართზე მდებარე, ყოფილი ,,--------“ ნგრევადი შენობის გამოთავისუფლების შემდგომ მასში მოსარჩელეთა შესახლების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელისთვის, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს. შესაბამისად, აპელანტ ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას უნდა ემსჯელა თ-----------–--ას მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის №--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მათ და ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მართებულად დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ-----------–--ას, ი-----–--–-----–-ასა და მ-----–-----–-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი