განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
210100119003253980
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003253980

საქმე №1ბ/85-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს-------------–----------–---–---------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: სა------------–----------–---–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ა---------–-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ა---------–-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებთ 06:00 საათზე, ქ-------------–---------–---–----------- მდებარე ბ---------–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში, კონფლიქტის დროს, ა---------–-----------–---–მა სახის არეში ხელის დარტყმით ძალადობა განახორციელა ტრანსგენდერი ძმის - ზ------------------–---–ის, იგივე გ-------–--------------------------ა მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------ემ რომელმაც მოითხოვა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი ძალზედ ლმობიერია და არაა პროპორციული და შესაბამისი მსჯავრდებულ ა---------–-----------–---–ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–-----------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------–-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებებით №-------------------- დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა №1, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტო-ცხრილით, დადგენილებით ზ------------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ ზ------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა----- ბ---------–---–ის, ლ---–-----------–---–--------------–---–--------------–---–---------–-----------------ის გამოკითხვის ოქმებით, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 22 ოქტომბრის №--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა---------–-----------–---–ის დაკავების ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა აგრეთვე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ ა---------–-----------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მისი ტრანსგენდერი ძმის მიმართ, მაგრამ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული არაერთი პირის ჩვენებითა და არც უშუალოდ დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება, რომ განხორცილებული ძალადობის საფუძველს წარმოადგენდა დაზარალებულის სექსუალური ორინტაცია ან/და გენდერული იდენტობა. უფრო მეტიც, თავად დაზარალებულიც განმარტავს, რომ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებამდე, ჰქონდა რა კომუნიკაცია ა---------–-----------–---–თან, მას მის მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუხატავს. ასევე, დაზარალებული არცერთ ჩვენებაში არ უთითებს, რომ მის ძმასთან - ა---------–-----------–---–თან სექსუალუირი ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის გამო, წარსულში ჰქონოდა რაიმე სახის კონფლიქტი ან უთანხმოება. გარდა ამისა, განხორცილებული ძალადობის შემსწრე პირები ცალსახად მიუთითებენ, რომ არც ფიზიკურ შეხებისა და არც მის შემდეგ, ა---------–-----------–---–ს არანაირი მინიშნება დაზარალებულის გენდერულ იდენტობაზე არ გაუკეთებია, ხოლო თავად ა---------–-----------–---–ის ჩვენებით, რაც ასევე უდავო სახის მტკიცებულებად იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ მისი მხრიდან დანაშაულებრვი ქმედების განხორციელება მოტივირებული იყო მისი ძმის მიერ დედისადმი ხამამაღალი მიმართვით. ხოლო რაც შეეხება, დაზარალებულს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, განმარტავს, რომ მის ძმას "თავის ცხოვრება აქვს, მე მასში არ ვერევი და არც ჩავერევი". ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებებით, არ დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ა---------–-----------–---–ის ქმედება მოტივირებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი ნიშნებით, როგორიც არის გენდერული იდენტობა ან/და სექსუალური ორიენტაცია.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებებზე, რომ ა---------–-----------–---–ი ნასამართლობის არ მქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, წარსულში არასდროს ყოფილა მხილებული არათუ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, არამედ, ადმინისტრაციული სახდელიც კი არ ყოფილა გამოყენებული მის მიმართ, ამასთან, კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი დედა და არის მისი ერთადერთი მარჩენალი, არ აქვს სტაბილური სამსახური და მის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს დაქირავებული შრომა, ა---------–-----------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და არის სოციალური შემწეობის მიმღები პირი, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------–-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ა---------–-----------–---–ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ა---------–-----------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა---------–-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

გაუქმდეს ა---------–------------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სს ”საქართველოს ბანკში” გადახდილი გირაოს თანხა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს გ------- ბ---------–---–ს (პირადი №-------------

 

ა---------–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ა---------–-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ა---------–-----------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი