განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 14021-118002633737
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7237-19 23 დეკემბერი, 20-9 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი
აპელანტი - თ----–- თ-------
წარმომადგენელი - თ------ ტ-–-–---
მოწინააღმდეგე მხარე – გ---–----- კ-------
წარმომადგენელი - ტ---- რ-------
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გ-----ს რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 1- მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ-------------–-----------–---–-ს მიერ 2----–-–---------------- გაცემული №1-------- სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტის (სესხის ძირი თანხის 8--- აშშ დოლარის ნაწილში) ბათილად ცნობა და სესხის ძირითად თანხად 7----- აშშ დოლარის განსაზღვრა.
1.2. ნ-------------–-----------–---–-ს მიერ 2----–-–---------------- გაცემული №1-------- სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტის (პირგასამტეხლოს 3--- აშშ დოლარის გადახდა) ბათილად ცნობა.
1.3. ნ-------------–-----------–---–-ს მიერ 2----–-–---------------- გაცემული №1-------- სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტის (სარგებლის - 1--- აშშ დოლარის განსაზღვრის ნაწილში) ბათილად ცნობა.
1.4. ნ-------------–-----------–---–-ს მიერ 2----–-–---------------- გაცემული №1-------- სააღსრულებლო ფურცლის იპოთეკის საგნის (ქ. გ-----, თ------------ მე---------. კორპ №1--, ბინა №1-, ს/კ: №6-.0-.1-.0--.0-.01-) ნაწილში ბათილად ცნობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. გ-----ს რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 1- მაისის გადაწყვეტილებით თ----–- თ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
4. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ მოწმეების - ლ--–- თ-------ს, დ-------- ბ----–---–-ს და მ----- ფ------–---–-ს ჩვენებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და დაუსაბუთებლად არ მიიჩნია დადასტურებულად სესხის ძირითადი თანხის - 1---.2 აშშ დოლარისა და სესხის სარგებლის 1----- აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2----–-–-------------- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეზე გაიცა სესხი 8--- აშშ დოლარის ოდენობით, 06 თვის ვადით, თვეში 3.68% სარგებლით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულს დღეზე.
8.2. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
8.3. ნ-------------–-----------–---–-ს მიერ 2----–-–---------------- გაიცა სააღსრულებლო ფურცელი, სადაც მოსარჩელის ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა - 8--- აშშ დოლარი, სარგებელი - ხუთი თვის 1--- აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3--- აშშ დოლარი. დადგინდა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია.
8.5. მოპასუხემ აღიარა მსესხებლის მხრიდან სარგებლის სახით 1--- აშშ დოლარის გადახდის ფაქტი (იხ. 19.04.20-9 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
9. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა: ნ-------------–-----------–---–-ს მიერ 2----–-–---------------- გაცემული №1-------- სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობა სესხის ძირი თანხის 1---.2- აშშ დოლარითა და სარგებლის 3--,8 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში, ამ ნაწილში ვალდებულების სრულად შესრულების გამო; ასევე მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის 3-- აშშ დოლარის ნაცვლად5- აშშ დოლარით განსაზღვრა და იპოთეკისაგან ქონების გათავისუფლება.
1-. ამდენად, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ძირითადი თანხის ნაწილის - 1---.2- აშშ დოლარის და ერთი თვის სარგებლის - 3--,8 აშშ დოლარის -შესრულების ფაქტი, რის დასტურადაც აპელანტი მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე.
11. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების (სადავოდ გამხდარი ძირითადი თანხის ნაწილის -1---.2- აშშ დოლარის და ერთი თვის სარგებლის - 3--,8 აშშ დოლარის გადახდის) შესრულების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:
11.1. პალატა განმარტავს, რომ გამსესხებლის სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი) კი მსესხებელს (მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელეს, როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს) აკისრია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-5 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-965-926-20-4).
11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
11.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
11.4. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
11.5. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ვალდებულების შესრულების მტკიცებულებად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს მიუთითებს.
11.6. პალატა განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულებების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, შესრულების ნამდვილობისათვის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, გარდა მოწმეთა ჩვენებისა, სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რაც ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების საფუძვლიანობას გამორიცხავს.
1-. სააპელაციო პალატა ასევე, არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობის შემცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
1-.1. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
1-.2. სამოქალაქო კოდექსის 42--ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
1-.3. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 42--ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგ-----ა შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგ-----ცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
1-.4. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
1-.5. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
1-.6. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგ-----აა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.
1-.7. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 3--- აშშ დოლარი, სასამართლომ შეამცირა 3-- აშშ დოლარამდე. აღნიშნული გარემოებისა და ასევე დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მისი კვლავ შემცირების საფუძველი არ არსებობს.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუქნტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
14. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სესხის სახით მიღებული თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნეს. კრედიტორმა ხელშეკრულების პირობის თანახმად ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა კანონიერია. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
17. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ----–- თ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გ-----ს რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 1- მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე