განაჩენი

სისხლის სამართლის 01.01.2020
საქმის ნომერი
080100119003162768
ინსტანცია
თარიღი
01.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003162768

საქმე №1/ბ-866-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის - გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის - გ---–- ტ-------ის

მსჯავრდებულის - ჯ--–--- კ---------–--ის

ადვოკატის - დ----- ბ------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–----------, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის ქ---------–-----------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:

 

ჯ--–--- კ---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ჯ--–--- კ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ჯ--–--- კ---------–--ეს დაევალა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ--–--- კ---------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ---------–--------------–---–-----------------–-, ჯ--–--- კ---------–--ემ არასრულწლოვანი შვილის _ ი-–-------------–--ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს _ ლ--- ც------ს. კერძოდ, ხელი მოუჭირა ორივე მაჯაზე, დაარტყა ფეხი მუხლის ქვემოთ, ხელი დაარტყა სახისა და თვალის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--- ც------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ--–--- კ---------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. აპელანტის მითითებით, მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე მის მიერ განხორციელებული ქმედების ძალმომრეობითი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შერჩეული სასჯელი (პირობითად ჩათვლა) არ არის საკმარისად მკაცრი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა გ---–- ტ-------ემ მხარი დაუჭირა წამოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა ჯ--–--- კ---------–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელის განსაზღვრა. მსჯავრდებულმა ჯ--–--- კ---------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ბ------ემ ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--- ც------ს ჩვენებით, მოწმეების – ლ--–- კ----–-–---–ისა და ზ---- ს------–--ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჯ--–--- კ---------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას ჯ--–--- კ---------–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: ჯ--–--- კ---------–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დაზარალებულ ლ--- ც------ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, მას მსჯავრდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს, მისგან საფრთხეს არ გრძნობს და არ სურს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება და თვლის, რომ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ჯ--–--- კ---------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ჯ--–--- კ---------–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ჯ--–--- კ---------–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ჯ--–--- კ---------–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/